Translate

суббота, 10 марта 2018 г.

ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა...

ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა
პირველი ქართველი გრაფიკოსის 140-ე წლისთავისადმი

”მას ეკუთვნისვაჟა ფშაველას პოემაბახტრიონის" (1896), ილია ჭავჭავაძის პოემაგანდეგილის" (1901), რაფიელ ერისთავის ლექსებისსესიას ფიქრების“, „სამშობლო ხევსურისა", „თრიალეთელი მწყემსის", „დაჭრილის" ილუსტრაციები; მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.”
მხატვარი-გრაფიკოსი, სტატიების ავტორი, გამორჩეული ხმის მომღერალი ანტონ გოგიაშვილი _ გურულ გოგეშვილთა შთამომავალი, ნიგოითის თემიდან…







დიახ, მამამისი წარმომავლობით გოგეშვილი გახლდათ, შემდგომ, ანტონსაც გამორჩეული სიყვარული აკავშირებდა, მამა-პაპის მხარესთან (ნიგოითის თემი _ სოფელი ჩოლობარგი) და როგორც, ”ქართულ ვიკიპედიაშიგამოქვეყნებულ ბიოგრაფული ცნობარიდან ირკვევა, თავადაც ის, 1878 წლის 14 დეკემბერს, მამაპაპისეულ გარემოში მოვლენილა ამქვეყნად.
მსგავსი ინფორმაცია, ადრეც გაგებული მქონდა, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი არ გამომიჩენია, რადგან სოფელი ჩოლობარგი და გვარი ”გოგიაშვილი”, ნებსით თუ უნებლიეთ ჩემს განწყობასა და ფიქრში შეუსაბამისობაში მოდიოდა.
თავად გოგიაშვილი, ცნობილი გვარია და საპატიო წარმომადგენლებიც ჰყავთ. მაგრამ, ამჯერად, ნაწილობრივ, გენიალური რუსთაველის პოპულარული სტროფისსად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა. ” თავისებურ ინტერპრეტიაციასთან გვაქვს შეხება.
წარმოშობითა და ბუნებით ეს ნიჭიერი კაცი გურული გოგეშვილების შთამომავალი გახლდათ, კერძოდ, ნიგოითის თემის, სოფელ ჩოლობარგის მოსახლე ეგნატე გოგეშვილის შვილიშვილი.
ეს ადრეც უნდა მცოდნოდა, რადგან თავის დროზე, სოფელ ჩოლობარგში,  ერთი წელი საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, თუმც, 14 წლისამ თბილისის ერთერთ ტექნიკუმში ჩავაბარე და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გარკვეული ხნით, საქართველოს გარეთ, სხვადსხვა მხარეს ვცხოვრობდი. ისე, ნიგოითში დაბრუნებულს ცოტა ხნით ჩოლობარგის კლუბის გამგედ მომიწია მუშობა. მერე, ლანჩხუთის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაფუძნება მომანდეს და მისი პირველი დირექტორიც გახლდით. უფრო მეტიც, ბავშვობაში, თანასკოლელებთან ერთად ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას, ანტონის ნახატი შეთვალიერებულიც კი მქონდა, მაგრამ… აშკარაა, თავის მართლებამ შემიყოლია…
იმის თქმა მინდა, კი გამეგონა, ამ უდაოდ ნიჭიერი, შემოქმედისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ, მაგრამ თუ ის, ჩემი გვარის შთამომავალი და ჩემივე პაპის ახლო ნათესავი გახლდათ, ამაზე წარმოდგენა არ მქონდა, თორემ, რა გამაჩერებდა, სხვა თუ არაფერი, საქართველოს სადიდებლად შემართულ ახალგაზრდა მწერლების საძმოში პურობისას, მისი და მისი ოჯახის, გასაკუთრებით მამამისის, ქაიხოსრო ეგნატეს ძე გოგეშვილის მოსაგონარის შესმას, რა დამავიწყებდა.
იმ ქაიხოსრო გოგეშვილისა, რომელიც თავის მეუღლე დარო მათიაშვილთან ერთად, თურმე, გულუხვი, მოსიყვარულე მასპინძელი ყოფილა, იმ დროის საქართველოს გმოჩენილი ინტელექტუალებისა.
მე კი, სამწუხაროდ, ამის შესახებ, ანუ ქაიხოსრო გოგეშვილისა და მისი შვილის ანტონ გოგიაშვილის თავგადასავალი, ძალიან გვიან გავიგე  ასე დაჟინებით, ქაიხოსროს, თავისი პირვანდელი სახელთა და გვარით (გოგეშვილით), იმიტომ მოვიხსენიებ, რომ იგი, ნიგოითის თემის ”საეკლესიო წიგნში”, დიდად სარწმუნოა, რომ სწორედაც, ქაიხოსრო გოგეშვილად არის ”აღნიშნული”. ”ბატონყმობას” კი, 18-19 წლისა გაექცა… თბილისში სხვა სახელით და გვარით მცხოვრებმა, ფეხი, რომ მოიკიდა, ივანე მაჩაბელს გაენდო, თავისი ვინაობა ალალად გაუმხილა. ასე რომ, მას, არც არასდროს დავიწყნია თავისი წარმომავლობა.
როგორც, ირკვევა, ჩემი დროის პრესაში ანტონის  პიროვნებაზე, ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვებოდა. ისე კი, 1947 წელს, ”საბლიტგამისმიერ, ცნობილი მკვლევარის, შალვა კვასხაძის ავტორობით, გამოცემული იქნა მონოგრაფიაანტონ გოგიაშვილი”. (გვერდთა რაოდენობა 178). 1952 წელს კი, გამომცემლობახელოვნებასბატონი შალვას მორიგი ნაშრომიც დაუსტამბავს, სახელწოდებითქართული წიგნის გრაფიკული ხელოვნება”.
(ინტერნეტრესურსი _ ანტონ გოგიაშვილი : by კვასხვაძე, შალვა Publication: თბილისი : საბლიტგამი, 1947 . 178 გვ. : 20 სმ. Date:1947 Availability: Copies available: წიგნსაცავის განყოფილება (2), Actions: Place Hold Add to Cart )
ამ წიგნების სრული შინაარსი არამცთუ მაშინ, სამწუხაროდ, დღესაც უცნობია ჩემთვის, მაგრამ ბედად, ინტერნეტში, საინფორმაციო პორტალ ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ_იას, ვებგვერდზე, ამ სასიქადულო ხელოვანის შესახებ, რუსულ ენაზე დაწერილ, მკვლევარ მალხაზ ებრალიძის მშვენიერ წერილს წავაწყდი  (გულწრფელი მადლობა მას, ამ ამაგისთვის). მასში, ნათლადაა გადმოცემული ანტონ გოგიაშვილის და მისი ოჯახის, განსაკუთრებით ქაიხოსრო (ივანე) გოგეშვილის (გოგიაშვილის) ცხოვრების ეპიზოდები. მათი კეთილმეგობრული ურთიერთობა ქართული აზრის ისეთ სახელოვან და საიქადულო კორიფეებთან, რომელთა გახსენებაც კი, ჭეშმარიტ ქართველებს სიამაყით აღავსებს: ივანე მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, იოსებ იმედაშვილი, რაფიელ ერისთავი. გიორგი წერეთელი, ეგნატე ნინოშვილი და სხვები
ჰოდა, ამ აღმოჩენით გულდაწყვეტილმაქართული ვიკიპედიისადა სხვა მსგავს ინერნეტგამოცემების მესვეურთა მიმართ გავიფიქრე. ”თქვე დალოცვილებო, სხვა ქვეყნების, მსგავსვიკიპედიებში”, ხშირად ძირითძირამდე აზუსტებენ ცნობილი პიროვნების წარმომავლობას, და შორეულ წინაპრებსაც კი არ ივიწყებენ. აქ კი, ”აგერ ახლა”, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, თავისუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი 19 წლის ყმაწვილი ბატონყმობასგაექცადა შესაბამისად, ერთხანს, ნამდვილ სახელსაც და გვარსაც ვერ ამხელდა. მერე, შვილებსაც,  ის, მის მიერნაუცბათევადმოგონილი გვარი ერგოთ დაჰოდა, მამამისის ნამდვილი გვარი, ისე ცნობისთვის, მაინც გეხსენებინათ
ქაიხოსრო გოგეშვილის მემკვიდრეს, ანტონს დარჩა თუ არა შვილი, ჩემთვის ცნობილი არაა. თავად კი, 28 წლისა გარდაიცვალა.
და ბოლოს, დაინტერესებულ მკითხველთ, ინტერნეტსივრცეში, რუსულენოვან საინფორმაციო პორტალ ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ”_ში გამოქვეყნებულ (https://tbilisi.media/cultures/56591-pervyj-gruzinskij-grafik-pechatnyh-izdanij/) გამოქვეყნებულ, მკვლევარ  მალხაზ ებრალიძის მოკვლევის ჩემეულ თაგმანს  ვთავაზობ.

ჯანრი გოგეშვილი
*
ანტონ გოგიაშვილი _ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი

ბეჭდური გამოცემების პირველი ქართველი გრაფიკოსი
ანტონ გოგიაშვლი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ხანებისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ყველაზე უფრო ნაყოფიერი, ქართველი მხატვარ-გრაფიკოსი გახლდათ.
თავის რეალისტურ ნახატებში, რომლებშიც ქართველი გლეხების ყოფა-ცხოვრებაა ასახული, ასევე სხვა ნატურიდან შესრულებულ ჩანახატებში, პეიზაჟებში, ილუსტრაციებში, იგი იშვიათ დაკვირვების უნარს და ზედმიწევნით სიზუსტეს ამჟღავნებდა.
მისი ნაშრომები ორიგინალური ჩანაფიქრებით გამოირჩევიან.
ანტონ გოგიაშვილი გახლავთ ერთერთი რგოლი ქართული ხელოვნების ისტორიაში. მისი ხეტვის მანერა, მის გაბედულობასა და დამაჯერებლობაზე მეტყველბს. ხოლო შერჩეული თემატიკა ამ ხელოვანის, განსაკუთრებულ თვითმყოფადობას წარმოაჩენს. ამასთანავე, ნათლად ჩანს, რომ იგი თავისი დროის მოწინავე შემოქმედია.
იმ დროისთვის, ქართველი მხატვრებიდან წიგნების ილუსტრირებაზე თანამიმდევრულად მუშაობდნენ რომანოზ გველესიანი, ალექსანდრე ბერიძე, ანტონ გოგიაშვილი და სხვები, მაგრამ ჩამოთვლილი მხატვრებიდან, ამ მიმართულებას, მხოლოდ ანტონმა მიუძღვნა სრულად თავისი შემოქმედება.
ის გახლავთ ილუსტრატორი ილია ჭავჭავძის, რაფიელ ერისთავის, ვაჟა-ფშაველას და სხვა გამოჩენილ ქართველთა ნაწარმოებებისა.
შალვა ყარამანის ძე კვასხაძემ, ავტორმა შრომებისა, ქართული ხელოვნების ნიჭიერ წარმომადგენელთა შესახებ, როგორებიც იყვნენ სკულპტორი ნიკოლოზ კანდელაკი, მხატვარი მოსე თოიძე, მხატვარი პორტრეტისტი გიორგი მაისურაძე და სხვები, ასევე შექმნა მონოგრაფია, ანტონ გოგიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. რომელიც 1947 წელს გამოვიდა.
ის დღესდღეისობით ერთადერთი ვრცელი და შთამბეჭდავი შრომაა, ამ ნიჭიერი გრაფიკოსის შესახებ. იქამდე ქართულ პრესაში, თითქმის არაფერი დაწერილა, ამ უდროოდ წასული ხელოვანზე. არც მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ გახლდათ ცნობილი, თუ არ ჩავთვლით 1908, 1914, 1927, 1936, 1945 წლებში გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს: რომლებშიც მხატვარი მხოლოდ მოიხსენიება. შალვა კვასხაძემ დიდი რუდუნებითი შრომა გასწია ნაადრევად გარდაცვლილი ქართველი მხატვარ-გრაფიკოსის მოღვაწეობის მოკვლევისას, და გადაარჩინა მისი სახელი მივიწყებას.
ცნობილია, რომ ანტონის ჩანახატებით სარგებლობდნენ, არა მარტო, მისი თანამედროვენი, არამედ, უფრო გვიანი ხანის ეთნოგრაფები, იყენებდნენ რა, მის ნახატებს, თავიანთი შრომების; გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, კახეთის, ქართლის და საქართველოს სხვა მხარეთა შესახებ შედგენილი თვალსაჩინო სახემძღვანელოთა გასაფორმებლად; ანუ ყველა იმ კუთხის, წარმოჩენის შემთხვევაში, რომლებსაც ხელოვანი სტუმრობდა. ანტონი, ფრიად ოსტატურად ხატავდა რა პეიზაჟებს, ისტორიულ ძეგლებს, საყოფაცხოვრებო შენობებს და ადგილობრივი გლეხების ტიპაჟებს, თავისი თვითმყოფადობით, კვლავაც იპყრობდა გამორჩეულ ყურადღებას; მისი ორი ნახატიცელვადათივის გამყიდველებიგამოყენებული იქნა ბორის ესაძის შედგენილ კრებულშისაქართველოს მატიანე”, რომელიც რუსეთის იმპერიამ, რუსულ ენაზე გამოსცა.
მხატვრის მამა ქაიხოსრო გოგეშვილი გურიის მხარის ნიგოითის თემის (სოფელ ჩოლობარგის) მკვიდრი გახლდათ. (თავად მაჭუტაძის საყმო).
ასე, ცხრამეტი წლისა იქნებოდა, როცა იგი აღდგომის დადგომის შემდგომ ფაცხიდან გამოვიდა, და დილას იმერეთის მიწაზე შეხვდა. სადაც ტყეში დაიმალა. ასე, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ნაშიმშილებმა და სამოსშემოგლეჯილმა თბილისს მიაღწია. ქაიხოსროს ოჯახი (მამა ეგნატე გოგეშვილი) თავად მაჭუტაძესთან ერთად დიდხნს ეძებდა გაქცეულს, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს.
ამასობაში, ქაიხოსრომ,  გუმანით შეძლებულ მოსახლედ შეგულებულ თბილისელის კარზე დააკაკუნა და მასპინძელს აუხსნა, რომ სამუშაოს ეძებდა. მასპინძელმა, რა თქმა უნდა, ვინაობა გამოკითხა. ყმაწვილმა, თავისთავად სიფრხილე გამოიჩინა და თავი ივანე ქაიხოსროს ძე გოგიაშვილად წარუდგინა. დამალა რა, თავისი ნამდვილი სახელი, მამის სახელი და გვარი; სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან კარგად უწყოდა, გაქცეულ ყმას ნამდვილი გვარსახელით ცხოვრების გაგრძელება, კარგს არაფერს უქადდა.
მასპინძლის ოჯახში ივანეს (ქაიხოსროს) მზარეულობის შესწავლის შესაძლებლობა მიეცა და მალე ალღოიანმა და გონიერმა ყმაწვილმა, საუკეთესო მზარეულის სახელი მოიპოვა.
იგი დაუახლოვდა  მაშინდელი ქართული საზოგადოების რჩეულ ნაწილს. და ერთხელაც, ივანე მაჩაბელს, თავი შესახებ, ყოველი სიმართლე მოუთხრო.
მაჩაბელი დაეხმარა ბანკიდან კრედიტის აღებაში, რომლის წყალობით ივანემ (ქაიხოსრომ) მთაწმინდაზე, ხევის შესახვევში (შემდგომში ვეძინის ქუჩა, 21) საცხოვრებელი შეიძინა.
შემდგომ იგი, დარო მათიაშვილზე დაქორწინდა. მერმე, თავის მეუღლესთან ერთად, ბანკიდან ისევ აიღო სესხი და იმავე ქუჩაზე ორსართულიანი სახლი ააგო. ბინა 8 ოთახისგან შედგებოდა, სამხრეთის მხრიდან მიშენებული ჰქონდა დიდი, შემინული გალერეა.
გოგიაშვილების (გოგეშვილების) ოჯახში უფროსი შვილი ანტონი, მომავალი მხატვარი-გრაფიკოსი გახლდათ. მომდევნო ნიკოლოზი და მაშო ბავშვობაში გარდაიცვალნენ. მათ შემდეგ ნინო, სონია და მარიამი დაბადებულან.
როგორც მათი თანამედროვეთა მოგონებიდან ჩანს, ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილის (გოგეშვილის) ოჯახი განათლების კერად ქცეულა. მათ სახლში უცხოვრიათ მწერალ და საზოგადო მოღვაწეს იოსებ იმედაშვილს, და ვაჟა-ფშაველას (როცა თბილისს სტუმრობდა). აქვე ცხოვრობდა ვაჟას შვილიც. სასიქადულო პოეტთან კი, ხშირად მოდიოდნენ სტუმრად იმ დროის ქართველი მოღვაწენი.
ასე რომ, ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი) ბავშობიდანვე ინტელექტუალურ წრეში ტრიალებდა.
ანტონი პატარაობიდანვე ხატავდა. ხატავდა გამუდმებით და ყველგან, შემოქმედებით გატაცებულს, ხშირად, სხვა ყველაფერი ავიწყდებოდა. ასე, რომ მშობლები იძულებულები იყვნენ მისთვის ფანქარი, ცარცი და ნახშირიც კი დაემალათ.
მშობლებმა იგი სასულიერო სასწავლებელში გაამწესეს, მაგრამ ანტონმა მისი დამთავრების შემდგომ, მაინც სახელოვნებო კარიერა არჩია.
12-13 წლისა, უკვე კარგად ხატავდა. მასზე ზეგავლენა მოუხდენია, მეზობლად მცხოვრებ, ხალხიდან გამოსულ მხატვარს ტარიელაშვილს, რომელიც დუქნებისა და რესტორნების მოხატვით იყო დაკავებული, ამასთანავე ხატწერაშიც გამორჩეული ყოფილა,  და იმ დროს, ზოგი ქართველი პოეტისა და მწერლის პორტრეტებიც მისი ნახელავი ყოფილა. ანტონი ცდილობდა მას, სამუშაოს შესრულებაში შეშველებოდა. 
ტარიელაშვილის შემწეობით ახალგაზრდა შემოქმედი გაზეთივერიისასოთამწყობებს დაუახლოვდა, რომელთა შორის ნიგოითიდან გამოქცეული   ორმოცაძე აღმოჩნდა. თანაკუთხელმა ნიჭიერი ყმაწვილი გაზეთის ყველა თანამშრომელს გააცნო. მალეივერიის  რედაქციამ მისი მხატვრული ნიჭი აღიარა და ანტონსაც სათანადო ასპარეზი მიეცა.
ეგნატე ნინოშვილის ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, რომელიც მეგობრებმაკანტორაშისამუშაოდ მოაწყვეს, ეგნატე ხშირი სტუმარი იყო ივანე გოგიაშვილის (ქაიხოსრო ეგნატეს ძე გოგეშვილის) ოჯახისა. 
ანტონი კი,  ნინოშვილის იდეების ზეგავლენას განიცდიდა. თან ჟურნალკვალთანთანამშრომლობდა, რომელშიც ნახატებსა და სტატიებს აქვეყნებდა.
ანტონს ეკუთვნის ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი წერეთლის დასაფლავების  თემაზე შექმნილი მხატვრულისცენები”.
ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილი (გოგეშვილის) ოჯახში, რევოლუციურად განწყობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა ხშირმა სტუმრობამ, ჟანდარმერიას, საბაბი მისცა,   მის კუთვნილ ბინაში, ჩხრეკების ხშირი ჩატარებისა. 1898 წლიდან ეს ოჯახი  მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმც, ბრალის წაყენებისთვის, საფუძვლიან მიზეზს ვერ პოულობდნენ.
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ (თბილისის გუბერნიაში იგი 1864 წელს, ხოლო ქუთაისის გუბერნიაში 1865 . გაუქმდა (..)) ივანეს (ქაიხოსროს) ოჯახთან ერთად, შემოდგომისას, საშუალება მიეცა გურიაში  ჩასვლისა.
ქაიხოსრო და მისი მეუღლე შვილებს საქართველოს ყველა კუთხის სიყვარულს უნერგავდნენ. ანტონი ამ სიყვარულს თავის მხატვრობაში ასახვდა, მაგრამ გამორჩეულად, რა თქმა უნდა, მამაპაპისელი გურიის კოლორიტი იზიდავდა.
ანტონი სიმღერის გამორჩეული ნიჭითაც გახლდათ დაჯილდოებული. იგი მონაწილეობას იღებდა თბილისში ოპერის მომღერლის იოსეფ რატილის (იოზეფ ნავრატილის) ხელმძღვანელობით წამოწყებულ სიმღერის გუნდის ჩამოყალიბებაში. ამ გუნდთან ერთად მან მთელი საქართველო შემოიარა, 1895 წელს გუნდი გასტროლებზე იყო ჩრდილოეთ კავკასიაში: (ვლადიკავკაზი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ჟელეზნოვოდსკი, ესენტუკი…) მაშინ ანტონი 17 წლისა იყო. მას სანაქებო ხმა ჰქონდა.
მისი ნიგოითელი ნაცნობების მონაყოლიდან ვგებულობთ, რომ იგი მშვენივრად უკრავდა გიტარაზე. იწყებდა რა სიმღერას, დები მალე უწყობდნენ ხმებს და მსმენელთ ეჩვენებოდათ, რომ ცა გაიხსნა. მომაჯადოებელი ხმებიც, თითქოსდა ცის სიღრმიდან იღვრებოდა.
1879 წელს ანტონმა საბოლოოდ დატოვა რატილის სიმღერის გუნდი და მთლიანად ხატვისკენ მიმართა  შემოქმედებითი ენერგია.
პირველი წიგნი, რომელიც მის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით გამოვიდა, გხლდთ ვაჟა-ფშაველასბახტრიონი”. გამოცემის ინიციატორი იყო იოსებ იმდაშვილი.
ვაჟა-ფშაველას თანხმობისა და ლითოგრაფთან შეთანხმების შემდეგანტონმა პოემის ტექსტისდან შერჩეული სცენური ეპიზოდების მიხედვით შექმნა ილუსტრაციები და კვლავაც ვაჟა-ფშაველას თანხმობით, წიგნი გამოიცა. ეს მოვლენა  ჩვენთვის დღესასწაული იყო. ვაჟა-ფშაველა ამ გამოცემით ძალზე კმაყოფილი დარჩა”. იგონებდა შემდგომ იოსებ იმედაშვილი.
…1897 წელს ანტონი ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში მოგზაურობს და ქმნის სურათებს: ”ხედი ამირანის გორაზე”, ”ქართული ტაძარი სოფელ როდიონოვკაში”,”ქართული ტაძარი საღამოს ტბასთასნდა სხვებს. მისი ნახატები, ილუსტრაციების სახით მოთავსებული იქნა როსტომოვის სტატიშიახალქალაქის მაზრა არქეოლოგიური მიმართებით
სამცხე-ჯავახეთის შემდეგ ანტონმა ხევსურეთსა და თუშეთში იმოგზაურა და მდიდარი მასალით დაბრუნდა. სამწუხაროდ, მისი დიდი ნაწილი დაკარგულია. ამავე დროს, ის. ლერმონტოვის პოემისჰაჯი-აბრეკისპოემის ილუსტრირებას ახდენს. აგრძელებს მუშაობას გაზეთკვალში”, სადაც აქვეყნებს სტატიებს, რომლებსაც თავის ნახატებით აფორმებს. ქმნის რომანტიკულ მოტივებს ღია ბარათებისთვის, რომლებიც ბეჭდური სახით ვრცელდებოდა.
1901 წელს, თბილისში, როგორც იქნა, ასე ნანატრი სამხატვრო სკოლა გაიხსნა. ცნობილი ქართველი მხატვარი გრიგოლ მესხი იხსენებდა: ”1901 წელს, თბილისში, პეტერბურგის სახელოვნებო აკადემიის ფილიალი გაიხსნა, ანტონ კანდაუროვის დირექტორობით. ხატვისა და ფერწერის ჯგუფში შედიოდა 20-25 ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ მილოხოვი, სენია პოლტორაცკი, გიგო გაბაშვილი და სხვები. ჩვენს ჯგუფში შედიოდა, ახალგაზრდა მხატვარი, ცნობილი, როგორც პატიოსანი ყმაწვილი, წყნარი, მხატვრობით გატაცებული. ჩვენს კლასში, პირველმა მან დაიწყო შვედი მხატვრის ანდერს ცორნის მანერით მუშაობა (თავისუფალი, ვირტუოზული, თითქმის ესკიზური ფორმით). განსაკუთრებულ ყურადღებას იგი მოდელთან მუშაობას უთმობდა. ამ დროს, ის, უკვე კარგად ფლობდა ფანქრითა და ნახშირით მუშაობის ტექნიკას. ხოლო, ზეთოვანი საღებავებით ხატვის ხელოვნებას, კანდაუროვის სკოლაში დაეუფლა და კარგადაც აითვისა. მას ჰქონდა საქართველოს ყოველი კუთხის ტიპაჟებისა და ლანდშტაფტების მთელი კოლექცია. იგი ხატავდა ქართლს, კახეთს, მთიან საქართველოს, სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელოს, აფხაზეთს, ბათუმს და ყველაზე საყვარელ გურიას _მამისა და წინაპართა სამშობლო მხარეს, რომლის ხშირი სტუმარიც გახლდათ ბოლო დროს. სადაც, მისი ბიძა, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ. ანტონი, ხშირად იმყოფებოდა ბახმაროში _ ამ კურორტის ჰაერი, კარგად ზემოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე.”
დეკემბრის თვის, ერთ ქარიან დღეს, ანტონი რედაქცაში ჰონორარის ასაღებად წავიდა, იმ დროისთვის, მის ოჯახს მთაწმინდაზე მდებარე სახლი უკვე გაყიდული ჰქონდათ და ყველანი აგურის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. უკან დაბრუნებულს ვერის ხიდზე, ნაცნობი შეხვდა და შეაყოვნა.
ანტონის სუსტმა ორგანიზმმა ცივი ქარის მიძალება ვერ აიტანა და, ფილტვების ანთებით დაავადდა. მალევე გარდაიცვალა.
დაასაფლავეს კუკიის სასაფლაოზე თავის დის ნინოს, სამარხის გვერდით.
ის, მხოლოდ 28 წლისა გახლდათ.
ანტონისა და ნინოს დედა დარო მწარედ გლოვობდა შვილების დაკარგვას. აღდგომის დღეს მათი საფლავების შუა ჩამჯდარი უიმედოდ ქვითინებდა. ძლივს ააშორეს მიწას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გაწამებულს სული ამოხდა.
კარგა ხნის შემდგომ, ექიმ ოლღა ხვედელიძის მეშვეობით მხატვრის სასაფლაო ნაპოვნი იქნა, მაგრამ მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვისთვის, 1947 წელს, არავითარი ზომები არ იქნა მიღებული და დღეს მისი მდგომარეობა უცნობია.”
მალხაზ ებრალიძე
 ***
 P.S. სხვათაშორის, მამაჩემის ალალი ბიძაშვილის _ ბესარიონ ლევანისძე გოგეშვილის (1886-195, დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის (1910-1912)) მეუღლე ეფემია (ფიმა) მიხეილის ასული მაჩაბელი ყოფილა (ინტერნეტრესურსი_Бесарион Леванович Гогешвили + Ефимия Михайловна Мачабели - Дворянские и кня... Дворянство Грузии), როგორც ჩანს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის . . მაჩაბელის (ფსევდონიმი . თბილისელი) ქალიშვილი.  
ჩნდება ეჭვი, მაგრამ ეს, სხვაგვარ მოკვლევას ითხოვს… (ჯ.გ.)
***


*ინტერნეტრესურსები

ჩოლაბარგი სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემის ცენტრი. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 , ნიგოითიდან 0,3 კმ. სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი 12. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი.
***
ამონარიდი მერი კარბელაშვილის მოკვლევიდან
ქართული გრაფიკა (1900-1920 წწ.)
ცნობის ფურცლისსურათებიან დამატებაში ათავსებდა ნახატებს ანტონ გოგიაშვილიც20. მან გაზეთის რედაქტორის თხოვნით იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სამეგრელოში, გურიაში, კახეთსა და აფხაზეთში) და შექმნა ნახატები, რომლებიც პეიზაჟებსა და ხალხის ყოფა-ცხოვრებას ასახავდა. მისი ნახატების უმრავლესობა კალმით და ტუშითაა შესრულებული, ხოლო ფანქრით - გურია. კომპოზიციების ზომა თავიდანვე იგივე იყო, რაც გაზეთში გამოქვეყნებული ნახატებისა. კომპოზიციები წაგრძელებულია და მათი ადგილი, როგორც თავსართისა, თავიდანვეა ნავარაუდევი. მისი ნახატებისთვის უპირველესად შტრიხის სიფაქიზეა დამახასიათებელი. მხატვარი, კომპოზიციის აგებისას, დაშტრიხვის სხვადასხვა სიძლიერეს იყენებს - მუქად დაშრტიხულს მსუბუქი კონტურით გადმოცემულ ფორმებს უპირისპირებს, ხშირად, ქაღალდის შედარებით დიდი ზომის ზედაპირს თეთრად, დაუმუშავებლად ტოვებს. შტრიხებით დაფარული ადგილებისა და ქაღალდის სუფთა ზედაპირის ეს მონაცვლეობა ნახატს სიმსუბუქესა და თავისებურ სილამაზეს ანიჭებს. ნახატებს ვრცელი მინაწერები ახლავს, აღნიშნულია შესრულების ადგილი და თარიღი.
ნახატები ცხადყოფს მხატვრის ეთნოგრაფიისადმი ინტერესს, მისწრაფებას, შეისწავლოს თავისი ხალხის ყოფა-ცხოვრება. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ეს ინტერესი საერთო იყო ამ პერიოდის სხვა მხატვრებისთვისაც. . გოგიაშვილს  იზიდავდა გლეხის ყოფითი ნივთები, რომლებიც ოსტატურად შესრულებული და მათი შემსრულებლის ხასიათის ნიშნის მატარებელიც იყო. მხატვარი ცდილობდა დეტალების ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემას. შრომის პროცესისა და ზნე-ჩვეულების ამსახველი ეს ნახატები პატარა ჟანრული სურათებია, რომლებშიც დიდი ადგილი ეთმობა ფიგურების გამოსახვას. პეიზაჟები - ტყე, მიტოვებული ეკლესია, მთის პეიზაჟი, ზღვის სანაპირო (აფხაზეთის ჩანახატები) - ასევე, ქართველი კაცის გარემოა. მათში ხშირად გვხვდება პატარა ზომის ფიგურების გამოსახულებებიც. პეიზაჟების შესრულებისას მხატვარი მეტ თავისუფლებას აძლევს წარმოსახვასა და შესრულების ტექნიკას, ავლენს თავის დამოკიდებულებას (მოკრძალებული, თავმდაბალი მეოცნებე კაცის განწყობილებას). მათ შორის გამორჩეულად აღსანიშნავია სიღნაღის ხედები, განსაკუთრებით - შორი ხედები.
ნახატები ილუსტრაციას გვაგონებს. ამას მათი თხრობითი ხასიათი (მხატვარი მოგვითხრობს, თუ სად ცხოვრობენ, როგორ მუშაობენ ქართველი გლეხები) და ნახატების ფორმები, მათი თხელი ხაზით შემოვლებული ჩარჩოც უწყობს ხელს, რომელიც ხშირად გახსნილია ქვედა ნაწილში - თითქოს იმისთვის, რომ ტექსტს დაუკავშირდეს. ეს, თავის მხრივ, იმაზეც მიანიშნებს, რომ ავტორი მათ ჟურნალის გვერდზე მოთავსებას ვარაუდობდა. მხატვარი მოწმე იყო იმისა, თუ რა ცხოველი გამოძახილი ჰპოვა გურიაში საყოველთაო გაფიცვამ და როგორ გაუსწორდნენ ამისთვის მოსახლეობას - კაზაკები ნასაკირალის მახლობლად მდებარე სოფლებს შეესივნენ და გლეხების სახლები გადაწვეს. ამ თემაზე მხატვარმატყეში გახიზნული გურულები“ (1906,  № 386) დახატა - უზარმაზარი მუხის ქვეშ თავშეფარებული გლეხების ოჯახები. მან რაიმე საგმირო ეპიზოდი კი არ აირჩია, არამედ ნახატი გადაწყვიტა როგორც ოდნავ ნაღვლიანი განწყობილებით გამსჭვალული ჟანრული სცენა. „ანტონი ეპირებოდა დაეხატა სურათები სახალხო მოძრაობიდან, რომლის მოწმე და გატაცებული მომხრე იყო თითონაც“ - წერდნენ მხატვრის ნეკროლოგში21. . გოგიაშვილის ნახატები გაზეთის რედაქციის შეკვეთა იყო, მაგრამ მათი სრულიად გარკვეული მიზანდასახულობა შესაძლებელია დავუკავშიროთ სოციალური საკითხისადმი გაძლიერებულ ინტერესს, რომელიც დამახასიათებელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის.”
***
ანტონ ივანეს ძე [2 (14). XII. 1878, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1907 (10. I. 1908), თბილისი], გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი. მხატვრული განათლება მიიღო თბილ. სამხატვრო სასწავლებელში (1901–06). იზიარებდა XIX– XX სს. მიჯნაზე საქართველოში გავრცელებულ დემოკრ. იდეებს. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: "კვალი", "ცნობის ფურცელი", -ებშიც აქვეყნებდა ქართვ. ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველ ("გლეხის კერა", "შობის ხეების გაყიდვა") და დოკუმენტურ ("გიორგი წერეთლის გასვენება") ჩანახატებს. "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში იბეჭდებოდა -ის მიერ საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული ჩანახატები, რომელთაგან გამორჩეულია ლირ. განწყობილებითა და სიფაქიზით შესრულებული პეიზაჟები. ჩანახატებით: "დარბევა" და "ტყეში შეფარებული გურულები" (ორივე 1906, საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი. თბილისი) მხატვარი 1905 რევოლუციას გამოეხმაურა. - ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას პოემა "ბახტრიონის" (1896) და . ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" (1901), . ერისთავის ლექსების ("სესიას ფიქრები“, "სამშობლო ხევსურისა", "თრიალეთელი მწყემსი", "დაჭრილი") ილუსტრაციები და სხვ. -ის ნახატები დაცულია საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში.
*
***
*
  
\/

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ ანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...
*