Translate

среда, 10 июля 2019 г.

რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”



რეფერატი _ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”

სამშობლოს განცდა მარადიული… _აი, ის ძირეული მოტივი, რომელის ხატოვნება, ოდითგანვე იფრქვევა ქართული ეროვნული მწერლობის საგანძურიდან
და კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ორი ათეული წლი წინათ, ჩემი თაოსნობით დაფუძნებულ მწერალთა ასოციაციაეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრისძირეულ ლაიტმოტივს:
მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას... მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა
ცნობისთვის: მწერალთა ასოციაცია _”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” (_დამტკიცებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 . 08 დეკემბრის № 06/9_80 დადგენილებით. ასოციაციის ადგილსამყოფელია: . თბილისი, 380005, მაჩაბლის №13, ტელ. 99-86-49, 76-33).
დამფუძნებლები: (ჩამონათვალი ასოციაცის წესდებაში მოყვანილი რიგისდა მიხედვით): გოგი მამაცაშვილი, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, მირიან ოდიშარია, მურად ნებიერიძე, ზაზა ქინქლაძე, ანანია ჯაფარიძე (მთავარეპისკოპოსი, საქ. საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი), ვლადიმერ ჯანელიძე, ჯემალ ჭელიძე, ვაჟა ყუბუსიძე, ჯანრი გოგეშვილი, ცირა გოგეშვილი, დავით მჭედლური.
(გენო კალანდია და ამ წერილის ავტორი თანათავმჯდომარეებად იქნენ არჩეულნი, ხოლო  თამაზ წივწივაძე ასოციაციის საპატიო _თავჯდომარედ.)
მწერალთა ასოციაცია ეროვნული ცნობიერების ანალიტიკურს ცენტრისთვის ფინანსიური მხარდაჭერა, არც ერთ სამთავრობო სტრუქტურას არ გაუწევია, და რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული ვითარებისდა მიხედვით, ვერც შესაბამისი დანიშნულების გრანტის მოპოვებას შეძლებდა
უნდა აღნიშნოს, რომ ფუნდამენტური ნაშრომი _ ოთხტომეული "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" (თბილისი, 1996. . 1; ) საუკეთესო საბაბი გახდა იმისა, რომ მწერალთა გაერთიანებაეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრისყოველწლიური პრემიების მიმნიჭებელ კომიტეტს (. აბულაშვილი, . ბოტკოველი, . კვიტაიშვილი, . კალანდია, .კახაბერი, . მჭედლური, .ქინქლაძე, . ყუბუსიძე, . ჭეიშვილი, . ჭელიძე) ერთხმად გადაეწყვიტა ამ მნიშვნელოვანი მოკვლევისა და მეცნიერული შრომის ავტორი, მთავარეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპოლიტი) მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე ანანია ჯაფარიძე, სხვა ავტორთა შორის გამოერჩია. (ქრონიკის ამსახველი მასალები დაიბეჭდახატოვანი მოტივაციები” /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი /Literary-cognitive magazine/ №2 (4) 2005 ).
ეს ის დრო გახლდათ, როცა, თითქოსდა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენების საბაბით, ლიბერასტული იდეოლოგიითა და გრანტებით დაგეშილმა ”ემისრებმა”, ეროვნული ფასეულობების მიმართ, ცილისმწამლებურ გამოხდომებს, უფრო და უფრო და თავხედურად მოუხშირეს
მაგრამ გაერთიანებამ, ცალკეულ წევრთა ენთუზიამითა და ძალისხმევით, მაინც შესძლო რიგი ღონისძიებების წარმართვა:
ლიტერატურული საქართველოსა და სხვა რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აქვეყნებდა მოკვლევითი სახის სტატიებს; ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის ეგიდით დააწესა პრემიები; მწერალთა კავშირის კუთვნილ შენობაში (მაჩაბლის 13) და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის რიგ მონასტრებში შეძლოინტერაქტიული დიალოგების გამართვა. გამოსცა ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალის ხატოვანი მოტივაციების რამდენიმე ნომერი.
მერე ნაცმოძრაობის ზეობის ხანაში, საბჭოურ გადმონაშთად შერაცხული მწერალთა კავშირი, მაჩაბლის 13-ში მდებარე ისტორიული შენობიდან უპრაგონოდ და დაუნდობლად გამოაძევეს. მისი წევრების მრავალმხრივი პროტესტი, ”ნაცსექტისმიერ სრულიად იგნორირებული იქნა. თუმც, ქართული საზოგადოების, ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი მართებულად მიიჩნევდა, რომ ეს ეროვნული მწერლობის მიმართ განხორციელებული, მორიგილიბერასტული” დივერსია გახლდათ.
ღირსეული ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის, ქართული კულტურის აღორძინების საკელთილდღეოდ დანატოვარი შენობის ხატოვან სივრცეში, მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის მრავალწლიანი ზეწოლისა, კვლავაც ძალუმად ძგერდა _სამშობლოს განცდა მარადიული
ფონდი იმუშავებს ყველასთვის…”
დიახ, ”მაჩაბლის ცამეტისსათავისო სივრცედ მიჩნევა ყოველ ლიტერატორს უნდა შეეძლოს
და ახლა, როცა, ეგრეთ წოდებულითანამედროვე მწერლობისცნობილი სახეები, მედიაში, ”მწერალთა სახლისდაწიგნის ეროვნული ცენტრისმიმართდაშვებულუსამართლობას აპროტესტებენ, უნებლიეთ, შესაბამისი ისტორიულ წიაღსვლის მოშველიებით, სიმართლის ბოლომდე გამხელის სურვილი გიჩნდება
თუმც, ჯერ უმჯობესია, აღნიშნულ პროტესტისსეერიდანცალკეული ამონარიდები შევახსენოთ მკითხველს:
უსამართლობას ვერ შევეგუებით…”
 ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეების მორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო“, – წერია მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების წერილში.”
2019 წლის 20 ივნისს გახდა ცნობილი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი, როგორც უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, მათი მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზეზით გააუქმა და ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში გააერთიანა. 
”…ყველაზე გულდასაწყვეტი არის ის, რომ არაფერი ჰკითხეს მწერლებს, ამ სფეროს მთავარ  ბენეფიციარებს…”
არადა: ”„მწერალთა სახლიოფიციალურად 2008 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა და ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ შენობაში, მაჩაბლის N13-ში განთავსდა.”
”…ავტორები, მთარგმნელები თუ გამომცემლები ურყევად აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან გადაწყვეტილებას, რომელიც სამინისტრომ ხელაღებით, არაპროფესიონალურად და მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.   
…"მწერალთა სახლისა" და "წიგნის ცენტრის" გაერთიანებას მწერლების ნაწილი შურისძიებას უწოდებს…”
არადა, რეორგანიზაცია, როგორც პუბლიკაციებშია აღნიშნული, თურმე ევროკავშირის ექსპერტისტერი სანდელის 2017 წლის დეკემბერში წარმოდგენილი რეკომენდაციებით განხორციელდა:
არსებობს ორი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი - ესაა მისი კეთილსინდისიერი მმართველობამეორე კი, ფონდისეროვნულობა“, ანუ მისი პოტენციური ღიაობა ყველასთვის.
მაგრამ თანამედროვე მწერლობის აქტივისტები არ ნებდებიან ცხარედ ჰყვებიან თავიანთი წარმატებების შესახებ (ნაწილობრივ, ალბათ სამართლიანადაც) და მისამღერივით გაისმის: ფრანკფურტი, ფრანკფურტი,  ფრანკფურტი…”
რა თქმა უნდა, გასათვალიწინებელია თქვენი მოტივაცია, ოღონდ, აღნიშნული აქტივის ცალმხრივი მიდგომა განსაკუთრებულ მოკვლევასა და ანალიზს მოითხოვსერთი კი დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა: მათი ლიტერატურულიმიღწევები”, ქართველ მწერალთა, მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს წარმოაჩენს
ამაზე, თავის სატელევიზიო გამოსვლაში, ახალშექმნილიქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდისდირექტორმა ლიტერატმცოდნე ირმა რატიანმაც მიანიშნა:
ფონდი იმუშავებს ყველასთვის…” _ღმერთმა ქნას.
ინტერნეტგამოცემებიდან კი გვაიმედებს:  ”…მინდა, დროულად შეიქმნას ექსპერტთა საბჭო. გადასადგმელია ნაბიჯები, რომლებიც ამ ფონდის მუშაობას გამჭვირვალეს გახდის თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება დღეს პრეტენზია ჰქონდეს ფონდის მიმართ. მინდა, რომ ეს პროცესები დალაგდეს სწორად და გამჭვირვალედ, ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული მწერლობის პოპულარიზაციით, ინტერნაციონალიზაციით, გამოცემით და ..“
წინაპირობა, ისაა რომ იმგვარი მაშტაბური ფორმაციების დროს, რომელიც ქართულმა საზოგადოებამიგემა”, სრული შემოქმედებითი თავისუფლებით აღტკინებულმაახლებმაერთიანად მოინდომა ამა თუ იმ სამოღვაწეო ასპარეზის გაკონტროლება, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახა სამწერლო მიმართებით.
რა თქმა უნდა, ნიჭიერებაც სხვადასხვაგვარია და როცა ერთნი, დროის შესაფერისად ვარგის ნაწარმოებების შექმნას ეშურებოდნენ, მეორენი, ნაკლებად ნიჭიერნი ინტრიგების ხლართვით დაკავდნენ.
თითქოსდა ძველს და მათგან ”დრომოჭმულად” შერაცხულს პომპეზურად ებრძოდნენ, არ დაინდეს თავად ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მერე და მერე (ალბათემისრების” კარნახით) მეტნაკლებად დალაგდნენ. ძველიეპოქისტკივილგავლილი, რამდენიმე, მართლაც ნიჭიერი პოეტი თუ პროზაიკოსი გვერდით დაიყენეს, სხვებს კი, ლიბერასტული ხრიკებით, განუკითხავად ჩაუხერგეს ლიტერატურული ასპარეზი. რა თქმა უნდა, არც დაინტერესებულან, ვინ და რა საშიშროების ფასად იდგა მართალი სიტყვის სადარაჯოზე. ყოველმხრივ, უკადრისად ცდილობდნენ, ვითარება ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა, ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მხოლოდ მათგან დაიწყო მოწინავე იდეალების დამკვიდრება.
პოლიტიკურ ვითარებას მორგებული ბიზნესი”, არც ამჯერად დაიბნა და ეროვნული ცნება-სახელწოდებით შეფერილილიტარატურული პრემია”, ლამის ერთადერთ ავტორიტეტულ მოვლენად დაამკვიდრა ქართულ სამწერლო რეალობაში. თუმც, თავისი ”იდეოლოგიური” მიკერძოებისდა მიუხედავად, უნდა ითქვას, მისი ეგიდით გაცემულმა ამა თუ იმ თანხამ, რამდენიმე, აშკარად ნიჭიერ ავტორსაც შეუმსუბუქა ყოფაისე კი, ნიჭიერ, ინდივიდუალისტ  მწერალთა შემოქმედების მოშველიებით, ყოველ ეპოქაში ხდებოდა უფერული და ეპატაჟურიუნიჭოებისმორთვა და გაფერადოვნება
მაგრამ, ჩვენებურმა ნეოპოსტმოდერნიზმა, ”უნიჭობაბევრად უფრო შეიფარა, ვიდრენიჭიერება”; მწერლობაში გაწვეულმა აქტივისტებმა სახელმწიფოს ბიუჯეტიც გვარიანად აზარალა, უცხოური  გრანტებიც”, პირწმინდად მიითვის-აითვისა.
და როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის ექსპერტისტერი სანდელის 2017 წლის დეკემბერში შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინების დროც დადგა
მართალი გითხრათ, თავად მე, მათ შესახებ არც არაფერი ვიცოდი, მაგრამ, გარკვეულ ლიბერასტთა მიერ ქართულ სალიტერატურო სივრცეზე ურცხვი ზეწოლის შედეგად შექმნილმა უსამართლო გარემომ, მაიძულა ჩემეული მოსაზრება ინტერნეტის მეშვეობით გამეზიარებინა მკითხველისთვის (ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”), რომელიც შემდგომლიტერატურული საქართველოს” 2018 წლის 23 ნოებრის ნომერში დაიბეჭდა.
დაინტერესებულ პირთათვის ამონარიდების სახით მისი შინაარსის შემჭიდროებულად შეხსენება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება:
წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” / დისკუსიიათისერის საარსებო პრობლემები”).  
*
წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” აი, შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) მიერ შემუშავებული კონგნიტური განვითარების სენსომოტორული სტადიის მახასიათებლები, რომელიც დაბადებიდან დაახლოებით 2 წლამდე გრძელდება. შემდგომ, მოზარდს კიდევ სამი სტადია აქვს გასავლელი, მაგრამ შინაგანად ამას ბევრი ვერ ახერხებს. გარეგნულად, კი ახდენს გარკვეულ სიმულიაციებს, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ინსტიქტურად, იმ თანდაყოლილი მახსიათებლებით წარიმართება; ანუ მის არსებობასწოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” განსაზღვრავს. ოღონდ, ზოგი ჩვევა, ამა თუ იმმზარდში”, გარკვეულ ინტერპრეტაციას განიცდის. მერე და მერე იგი ძუძუს თუ საწოვარას წოვიდან, მშობლების, საზოგადოების, ქვეყნის წოვა-გამოწოვაში იწყებს დახელოვნებას. უმეტესად სეირის ყურებაზეა გადართული, ტაცების ჟინი უღრმავდება და მალვით თუ აშკარად ხელის კვრაშიც იწაფება.
და თუმც, პიაჟეს მიერ გათვლილი მომდევნო სტადიები, ამგვარი უნარების გაუმჯობესებას, ლოგიკური აზროვნების ამაღლებას, აბსტრაქტული წარმოსახვის გამრავალფეროვნებას უწყობენ ხელს,  ჩვენებურიდემოკრატიულობითგანაწამებ სოციალურად დამცირებულ ქვეყანაში, მოქალაქეთა დიდ ნაწილის ცხოვრება, მაინც იმ პირვანდელი მახასიათებლებითაა განპირობებული, ანუწოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” არსებითად განსაზღვრავს მათ ყოფას.
წოვა, ყურება, ტაცებისა და ხელის კვრის…” ტენდეცია თვალშისაცემია სახელოვნებო სფეროშიცკულტურის სამინისტრო შეფუთული იქნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფასადში. არადა, თუ რაიმე თავმოსაწონი გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ეს უპირატესად, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე ხელოვანთა მიღწევებით განისაზღვრება.
რაც შეეხება მწერლობას. ამ სფეროს არეალი, თითქმის ულტრალიბერალთა ფრთის მიერ არის მისაკუთრებული.
გასახარია, რომ ფრაკფრუტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული კულტურის მდიდრულ ფონზე, ასე თვალსაჩინოდ წარმოჩინდა ქართული წიგნი, ბეჭდვითი პროდუქცია, მაგრამ აშკარად შესამჩნევიაქართული წიგნის ეროვნული ცენტრისცალსახად მიკერძოებული დამოკიდებულება, საერთო-ეროვნული მწერლობისდამოუკიდებელწარმომადგენელთა მიმართ.
როგორც ცნობილი გახდა, წიგნის ფესტივალზე 72 ავტორი იქნა წარდგენილი, იქიდან მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალი. დიახაც, დამწყებ ავტორებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის უდაოდ საინტერესო იქნება, ამ ავტორთა ვინაობის გამხელა და მათი ნიჭიერების სათანადოდ შეცნობა. ამდენი გაუშიფრავი დანახარჯის შემდეგ, ამ საკითხთა ამსახველი, ერთი ჩვეულებრივი ბიულეტენის გამოცემა, პრობლემად არ უნდა იქცეს.
ოთხიოდე თვის წინათ, ინტერნეტში, ჩემს მიერ გახსნილ ბლოგთაგან ერთერთზე _ (”ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”) ამ თემასთან მიმართებაში მამხილებელი წერილიგეყოთ, ეროვნული თვითშეგნების შემლახავი, _ ლიბერასტული შეძახილები…”  გამოვაქვეყნე. გთავაზობთ ამონარიდს:
ქართულ რეალობაში ლიბერასტული იდეოლოგიის ფუძემდებელთა დაფინანსებებით წამოყელყელავებული ლიბერასტ-რეტროგრადებიც თავხედობენ; ”ლიბერასტობალიბერალიზმში ნუ აგერევათ, ლიბერასტებმა საკუთარი ცხოვრების უკეთ მოწყობის მიზნით გარკვეული მორალური ღირებულებებზე გადავლის დემონსტრირებით გამოიდეს თავი; კი, თავისუფლების, ვითომდაც უკიდეგანო შეგრძნებაც ახალისებდათ, მაგრამ ბოლოს, ყოველივე პასუხისმგებლობამორღვეული სივრცის დამკვიდრებამდე მივიდა.  
ერთეულ განსწავლულებს, თითქოსბიტნიკურიცხოვრების ნირი ხიბლავთ, მაგრამ, ეს ისე მარიაჟულად; კომფორმიზმისკენ მათი მიდრეკილება, მაინც უსაზღვროდ მძლავრობს. და ხშირად ბოლშევიზმის სულით ამხედრებულ პროლეტკულტელებივით ცალსახად აზროვნებენ; განსხვავებულ აზრზე ძალადობის ჟინით ატაცებულები, მხოლოდ და მხოლოდ თავისას ისწორებენ… (ულტრა ლიბერალურად განწყობილი მასმედიის სრული უზურპაციითა და ფსევდოლიბერალურენჯეოშნიკურღირებულებებზე ასხმული კანონპროექტების წარდგენა-შეტენვის კვალობაზე შემუშავებული ინსტრუქციებით).
ჰოდა, ახლა ნარკომანია, ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდასთან ერთად, ”ჩვენებურილიბერასტული იდეოლოგიის მძლავრ ფაქტორად ქცეულა. მათეულითავისუფლებისსასიცოცხლონიშანსვეტად”.
თუმც, ყოველივე ამის შესახებ,ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ, ჩემს მიერ გამოცემულ ლიტერატურულ-შემეცნებით სახის ჟურნალში (”ხატოვანი მოტივაციები” №1 (3) 2005) დაბეჭდილ ესსეში _ ”სააზროვნო სივრცის პერიპეტიები…”  მქონდა მიმოხილვითი საუბარი. / იხ. ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი... /http://gogjuansher.blogspot.com/2018/01/literary-cognitive-magazine-1-3-2005.html/
ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს  მოწიწებით წარმოაჩენდა, დღევანდელი რიგი წამყვანი ქვეყნების, თუნდაც, ჩვენდამი კეთილგანწყობით გამორჩეული  ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი ძალის ეროვნულ სულისკვეთებასთან დაპირისპირებაში ნამდვილად არ მოდის.
ჰოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრისდემოკრატიულობითმოკეკლუცე  ავანგარდს”, ასეთი, რა განუკურნებელი ჭირი შეეყარა
და ბოლოს, ”სახუმაროპამფლეტი:
ადრე სხვა იყო, ახლა სხვა არის, საგინებელი, მაინც ერთიასადარდებელიც ისევ ის არის, სულ მთლად არ ჩასკდნენ, არ ჩაისვარონქვეყნის პრესტიჟი, ხალხის ხელშია 
(..)
მინდა მკითხველს შევახსენო, თავდაპირველად მეპროფესიონალიმკითხველი გახლავართ (მწიგნობარი) და თუ ავტორი უშუალოდ, ბუნებრივად ნიჭიერია, ამგვარ მწერლურ უშუალობას, ავტორის ამა თუ იმ შეხედულებათა გამო, ვერა და ვერ მივჩქმალავ. ვაღიარებ, ნიჭიერებითანამედროოვებად შობილთაშორისაც არიან, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომციფრული ეპოქისგანგანებივრებულ საზოგადოებაში, მეტისმეტად იმატამწერლობისკენმიდრეკილებამ (განსაკუთრებითმოლექსეთარაოდენობამ). მერე რა, ამაში, დასაძრახი არც არაფერია, ოღონდ, შემდგომ ესმოხალისენისხვადასხვა სამწერლო გაერთიანებებში რაოდენობრივად, ბევრად სჭარბობენპროფესიონალავტორებს (ისე, როგორც ამჟამინდელმწერალთა კავშირშშია: _700 წევრიდან მხოლოდ ორმოცი პროცენტი თუ იქნება უშუალოდ, ბუნებით ნიჭიერი, თავისი საქმის მცოდნე, რაც ახლახან ჩატარებულ ამ ”ერთობის” ყრილობაზე ნათლად აისახა).
ამგვარ შემთხვევაში, კომუნისტურ სტრუქტურებში ნაწრთობი ფსიქიკის მატარებელი ფუნქციონალისტები, ადვილად ისაკუთრებენ მართვის სადავეებს; და ხმათა უმრავლესობით ქართული მწერლობისთვის შეუფერებელ, მერკანტელურ გადაწყვეტილებებს იღებენ
თავად მე, ამის შესახებაც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ მკითხველთათვის, ”ლიტერატურული საქართველოს  2019 წლის 14 ივნისს გამოქვეყნებული მორიგი წერილის შეხსენებაც არ იქნება ურიგო:
ლიტერატურული საქართველო 2019 . 14 ივნისი
მწერლებისთვის არ ზრუნავთო, რამ გათქმევინა.
აბა, თუ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომელიმე მათგანის საუბილეო თარიღი არ აღგვეღნიშნოს, რაიმე პრემია ეკუთვნოდა და არ მიგვენიჭებინოს, მისი შემოქმედებითი საღამო არ გაგვემართოს და სიტყვით არ მივსალმებოდით…”
*
ამონარიდიმწერლის გაზეთშიგამოქვეყნებული პოლემიკური ხასიათის წერილიდან: ” ვგმობ კაცსა აუგიანსა…”
*
ეეჰ, ნამდვილად არ მძულხართ, მაგრამ საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნულ კავშირის სამომავლოძარღვისშესაფხიზლებლად მოვალე ვარ შეგახსენოთ… (თუნდაც, თავის დროზე მწერალთა კავშირის სივრცეში დაფუძნებულ და თქვენგან მივიწყებულეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრისსახელით)
***
სამწუხაროა, მაგრამ ხელოვნურად ჩაკეტილისტრუქტურაარ იძლევა საშუალებას, თანამედროვე მწერლური ყოფის ამსახველი უმნიშვნელო საკითხებიც კი, უშუალოდ, ყოველგვარიგარიგებისგარეშე წარმოჩინდეს....
თავად მე, რამდენჯერმე შევთავაზე დღევანდელ სამდივნოს მესვეურთ, რომ ინტერნეტში შეიქმნას მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ოფიციალური საიტი, რაც, ოდნავ თავმოყვარე ორგანიზაციას, კარგა ხანია უნდა გაეკეთებინა. (იაფად მორგებული, ფრაგმენტული შინაარსისფეისბუქგვერდიარ გვაქვს მხედველობაში).
აღნიშნულ საიტზე ვიხილავდითანალიტიკური მაცნესმსგავს რუბრიკას; დასახული ღონისძიებების, საერთაშორისო ურთიერთობების, წევრ-ავტორთა შემოქმედების, ამა თუ იმ ლიტერატურული ასოციაციის მოღვაწეობის ამსახველ ინფორმაციებს. ბოლოს და ბოლოს კომპიუტერული პროგრამით განხორციელებულ წევრ-ავტორთა საიბიულეო თარიღების ამღვნიშნელგრაფას”. (რათა დამოუკიდებელ ავტორს წელიწადში ერთხელ, დაუმადლებლად ეხილა, თუნდაც სამსიტყვიანი მილოცვა, მაგრამ ვერმიიკლეს”… და არც, რომელიმე წევრის გარდაცვლების ფაქტის აღნიშვნა იქნებოდა ურიგო). არაფერს ვამბობ, რომ საქართველოს საერთო-ეროვნული კავშირი, თვეში ერთხელ მაინც უნდა ახერხებდეს შემეცნებითი-ანალიტიკური მაცნისა თუ ბიულეტენის გამოცემასმწერლურ სამოქალაქო აზროვნებას, ნებსით თუ უნებლიეთ, ვგონებ თავადკავშირშიებრძვიან.
ვფიქრობ, თქვენი განაცხადით, მე როგორც პროფესიონალ მწერალს და გამომცემელს შეურაცხყოფა მომაყენეთ… (გამოქვეყნებული და მკითხველისგან აღიარებული ჩემი ნაწარმოებების ჩამოთვლას არ ვაპირებ, რადგან თუ ჩემს შემოქმედებაზე წარმოდგენა არ გაქვთ, ეგ თქვენი პრობლემაა. (იხილეთ:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000055/ ბიოგრაფიული ლექსიკონიჯანრი გოგეშვილი) ერთს კი შეგახსენებთ, მთელი თქვენიკლანურიმოღვაწეობის მანძილზე მე, როგორც 1992 წლიდან კავშირის წევრს, 2004 წლის შემდეგ, რაიმე ფულადი დახმარება არ მიმიღია, არც წიგნი გამომიცია თქვენი ხელშეწყობით, არცსაუბიულეომილოცვისთვის გაგხსენებივართარციმ უამრავიდასახელების პრემიათა, შესაბამისნომინანტზეწარდგენის ხილვის ღირსი გავმხდარვარ, ასე უხვად, რომ არიგებთ იაფფასიანი გრაგნილების სახით. ჩახედეთ თქვენს გამოცემულსაქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარს”. სადაც, სხვებთან ერთად, უდაოდ ნიჭიერ შემოქმედთ იხილავთ, მაგრამ კლასიკოსთა სახელობის აღმნიშვნელ პრემიებით შემკულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომწარჩინებულნი, ამაგდარნი, რაინდნი, დედუფალნი დადაფნის გვირგვინებითა დაფარულიფულადი პრემიებით შემკულნი სივრცე ხომ, ჩვეულ მოკვდავთათვის ნამდვილად მიუწვდომელია, ასე რომ იყავით ოდნავთვითკრიტიკულნი
მწერალთა კავშირისმოძულე ნამდვილად ვერ შევიქმნები, რადგან მის ისტორიაში, დიდებულ შემოქმედთა სულიერებაა განსხეულებული
დროა, როგორმე შეძლოთ და შეელიოთ სხვადასხვა ხრიკებით მიტაცებულმეურვეობასდა 15 წლის ერთგვაროვანი, კომკავშირულ-ნომენკლატურიმმართველობისშემდეგ, საშუალება მისცეთ დამოუკიდებელი საქართველოსმწერალთა კავშირსშემოქმედებითი საქმიანობის გადახალისებისა
..
დიახ, წერით ბევრი წერს,_ოღონდ, კითხვით ცოტას კითხულობენუმეტესობა, როგორც ხალხში ამბობენ, თავისივე დაწერილსა თუ ნათქვამს, აზრს ნაკლებად ატანს… (არცსიურიალისტური ხედვებითარიან გამორჩეულნი). ქართული ლიტერატურის ისტორია ნაკლებად ან სრულებით არ აინტერესებთმედიის მიერ საგანგებოდუარყოფილავტორთა შემოქმედებას, ხაზგასმით არ ცნობენსითავხედეც გვარანად მოსდგამთ და მხოლოდ თავიანთგენიალურობაზეგაჰყვირიან.
ილია ჭავჭავაძის მახვილ გონს, არც ამგვარი სენით შეპყრობილთაანატომიაგამოჰპარვია:
რა დაემართა ადამიანს? არ ვიცით, უჭკონი, ულოღიკონი, სულელნი განა წინათ კი არ ყოფილან, მაგრამ სულელს თვის დღეში სულელი ჰქრმევია და ყური არავის უთხოვებია. ეხლა კი სულელობას თითქო კაი ბაზარი აქვს, თითქო კაი ფასად გადის და ვისაც ეს განძი ბლომად ჰქონია, საპალნეებით ზედიზედ ეზიდება გასასაღებლად, თითქო დროს ეხარბება მაზანდა არ წაჰხდეს, ფასი არ დაჰვარდეს და დავიღუპოვო (1887 .)
მოკლედ, ისტორია მეორდება, თუმც ახლა, ამკასტისწარმომადგენლები, ისე მარჯვედ არიან დატრენინგებულები, რომ მათიკარიერულიწინსვლა საქვეყნოდთვალსაჩინოა”…
დავუბრუნდეთ ქართველ მედიაში გამორჩევით რეკლამირებულ მწერალთა პროტესტს.
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ახლად შექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ.”
მაგრამ თქვენ ხომ, თქვენი ინტერესების მიღმა მყოფი პროფესიონალების აზრი,  არც არაფრად გიღირთ. ნაცმოძრაობის ზეობის ხანაში, ნამეტნავად წამოყვინჩილებულნი გაოცებით შეშფოთდებიან; საბჭოურ რეჟიმის ყოფაგამოვლილმწერალთა თვალსაზრისი  რა მოსატანიაო
ქართული ანდაზისა არ იყოს: ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არაო, სამწუხაროდ დღესაც გვარიანად ქმედითია.
მაგრამ მე ყოველთვის ნაღდი მკითხველის იმედი მქონდა, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ შემორჩაჰოდა, ჩემს ბლოგზე კარგა ხნის წინათ გამოქვეყნებული წერილიდან თემატურ ამონარიდსაც მოვიშველიებ
_განა ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ, სადღაც მიყრუებულ სოფელში, ან ჩვეულებრივ დაბაში, ან დიდი ქალაქის რომელსამე ბინაშიჩარჩენილადამიანს, რომლის ნაკითხობით და უშუალობით, ამა თუ იმ ტექსტის შეცნობისა და განჭვრეტის უნარით მოხიბლულს, გაოცებით გიფიქრიათ, ასეთმა სამაგალითოშემტყობარმამხოლოდ უანგარო მკითხველად დარჩენა როგორ მოახერხაოიგი წიგნის მცოდნე, წიგნის დამგემოვნებელიაჭეშმარიტი მადლის მატარებელი, გამავრცელებელი და მცველი. ნატიფ მკითხველთა ერთობის წევრები იმდაგვარად არიან შემფასებელნი, რამდენადაც მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, სიტყვების ძალასა და მადლზე აგებული მხატვრული წარმოსახვების საშუალებით შეიგრძნონ და შეაფასონ გარესამყარო. უანგარო მკითხველთაგან ბევრს მიაჩნია, რომ ლიტერატორმა მარტივად და ყველასთვის გასაგებად უნდა წეროსმაგრამ არიან ისეთებიც, რომლთაც მწერლის მიერ ენობრივ ქსოვილში ჩანერგილი ფსიქოლოგიური პასაჟების, კოდირებული ნიშნების შეცნობა იტაცებს. ისინი თავად ხდებიან შემოქმედებითი ძიების, მოკვლევის თანამოზიარენი… _(”უანგარომკითხველთა კოჰორტა / 23 აპრილი, 2010 .)
დიახ, ავტორებს, რომლებიც მოვლენების მართლად ასახვისა და განჭვრეტის ნიჭითა და უნართ გამოირჩეოდნენ, არც მაშინდელი ლიტოფიციოზისგან ეძლეოდათ შესაბამისი სარბიელი; ”კრიტიკოს-მიმომხილველები კი, მათ ნააზრევს ან განაქიქებდნენ, ანდაც საერთოდ ვერ ამჩნევდნენ… (თუმცა, იყო კეთილი გამონაკლისიც…) ჰოდა, ”ინდივიდუალისტი” ავტორებიც, სწორედაც, ამგვარ უანგარომკითხველთა კოჰორტას იყვნენ მინდობილნი. მაგრამ დღეს, მათი რაოდენობა ვირტუალური სამყაროს  ზემოქმედებით საგრძნობლად შემცირდა. და დარჩა ”ოფიციოზის” მიერ ლიბერასტულად ვერ მოწონებული პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი საკუთარი საწერი მაგიდის ამარა…  
_კი მაგრამ, ეს რანოტაციებსგვიკითხავს, ასეთ მწერალს, მე საერთოდ არ ვიცნობ!
მოსალოდნელია გაღიზიანდეს, რომელიმეცნობილი სახე”, და ნებსით თუ უნებლიეთ, სურვილი მიჩნდება, საკუთარ მწერლურ ბიოგრაფიას, სათანადო, მიმოხილვითი ინფორმაციით შევეშველო:
ჯანრი გოგეშვილისტექსტები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში, იქვეა საქართველოს ეროვნული პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულიბიოგრაფიული ლექსიკონისსახით/ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000055/ ბიოგრაფიული ლექსიკონიჯანრი გოგეშვილი) . ამ ავტორის შესახებ სხვა ენებზეც მოიპოვება სათანადო ინფორმაცია და რა თმა უნდა, ინგლისურ ენაზეც.
თუმც, უმჯობესია, ზოგი რამ, უფრო მგძნობიარედ წარმოვაჩინო: ჯერ კიდევ 1974 წლს გამართულთელავში გამართულ ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარზე, რომელის მუშაობაში, რიგი ცნობილი ქართველი ლიტერატორები იღებდნენ მონაწილეობას, პროზის სექციის მონაწილეთა შემოქმედების მიმოხილვისას, ჩემს ნიჭიერებასა და თავისთავადობაზე ნათლად და შთამბეჭდავად ითქვა, რაც აისახა კიდეც მაშინდელი რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, განსაკუთრებით კი, ”ლიტერატურული საქართველოსმოწინავე სტატიაში. იმჟამინდელ, ათიათასობით ტირაჟის მქონე, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე დაბეჭდილმა ჩემმა მოთხრობებმა, რომანებმა და პუბლიცისტურმა ნაწარმოებებმა მრავალჯერ დაიმსახურეს მკითხველთა მოწონება. 1982 . გამოვიდა ჩემი მოთხრობების პირველი კრებულილტოლვილი სიზმარეთიდან”, რომელმაცნაღდ” მკითხველთა მოწონება, მაგრამ ზოგ ბიუროკრატკრიტიკოსთააღშფოთება გამოიწვია; 1987 წელს გამომცემლობამერნისმიერ 10000 ტირაჟით დაბეჭდილი რომანითეთრი კედელი” (ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი)/, როგორც ამბობდნენდახლის ქვემოდან იყიდებოდადა შთამბეჭდავიაჟიოტაჟიაღძრა. შემდგომ, დამოუკიდებელ საქართველოს საგამომცემლო სივრცეში საგრძნობლად დიდი ტირაჟებით დაბეჭდილ რომანებს მკითხველი, ასვე გამორჩეული ინტერესით იძენდა… (ჯანრი გოგეშვილიგამთენებელი ღამისარამდენიმე ნაწ... /...”რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა "მერანი” 1991 _'The One You Pursue', novel. P. H. 'Merani/სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / 'The Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up.'1992 .../ ჯანრი გოგეშვილიშეშლილთა" ტკბილი სულები” /”შიბაქები და სალამურები”/ (რომანი) / Janri Gogeshvili ’Sweet Souls of the ’Insane.’ (A novel)ასე, რომ პროფესიონალი მწერლის პირობაზე  ჰონორარისსახითაც  საგრძნობი ანაზღაურების მიღება შევძელი.
ყოველივე ამას თან ერთვოდა ლიტერატურულ მიმომხილველთა დადებითი გამოხმაურებანი ,აი, მცირეფრაგმენტიერთერთი მათგანიდან:
ჩემი გულისხმით, უხმაურო, მაგრამ თავისი ქვეყნის პირუთვნელი მხატვრული მემატიანეა რომანისტი ჯანრი გოგეშვილი, რომლის ნაწარმოებებშიც შეუფერადებლადაა ასახული მე-20 საუკუნის ბოლო მესამედის კაცობრივ თუ სახელმწიფიფოებრივ ჯახ-ვნებათა პერიპეტიები.
მწერალი მთელი თავისი შემდგომი შემოქმედებითი ცხოვრების თვალსაწიერზე ერთგული დარჩა იმ ნათელი პრინციპებისა, რომელიც გაგვიმჟღავნა პირველ კრებულში დაბეჭდილ მოთხრობებში _ ”ძაღლები”, ”მორიგი მსხვერპლი”, ”სახლი”, ”ვალი”, ”ზედმიწევნით ახირებული კაცი”, ხოლო ეს პრინციპები გახლდათ _ უკეთურებასთან შეუგუებლობა, შეუცნობელის ძიება და მისკენ დაუოკებელი ლტოლვა, განწმენდა სულიერი და განწმენდა გვამიერი.
თითზე ჩამოსათვლელ მწერალთაგან ჯანრი გოგეშვილი ერთ-ერთია, ვინაც თავის შემოქმედებას ჰგავს; . . იგი იმ დოქტრინის აღმასრულებელია, რასაც წიგნად აკინძული გონება _ ნიჭი კარნახობს, უკეთ რომ განვსაზღვროთ _ იგი გარემო მწიკვლისაგან თავდაღწევას ლამობს და ეს წუთისოფელიც დიად განსაბანელად აქვს წარმოჩენილი!
თუკი, ერთ შემთხვევაში, აიეტისა (რომანისიყვარულის კრემატორიუმი”) და ჯუანშერის (რომანიგამთენებელი ღამისა”) მხარდამხარ, საწუთროული ლაბირინთის გავლისას, ირეალურ-ფანტასტიკურ სივრცეში გვიწევს თანამყოფობა არცთუ იშვიათად, სხვა დროს, საურმაგისა (რომანითეთრი კედელი”) და ყმაწვილი გულბაათის (რომანირომელსა შენ მდევნი”) ფათერაკების თანამონაწილენი უფრორე ცოდვილნი დედამიწაზე ვეშვებით და ცხოვრებისეული შუქ-ჩრდილებიც ჩვენთვის ასატანია და ყმაწვილისეული ჯვარიც ჩვენთვისაც გასაგები ხდება.” გრიგოლ რუხაია /საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ”აისი”.
ნაცმოძრაობისჩარეცხვისპოლიტიკამ კომუნისტური რეჟიმის მიერ შევიწროებული ავტორები, კიდევ უფრო უგულებელყო და  სრულად მოუსპო წიგნის გამოსაცემად ფინანსური მხარდაჭერა.
ამჟამად, პუბლიცისტური წერილებითა და შენიშვნების სახით, ქვეყანაში არსებულ ფსიქოსოციალურ გარემოს აქტიურად ვეხმიანები, ძირითადად ინტერნეტში (ბლოგთა ერთობლიობა _ ”ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”, ”ხატოვანი მოტივაციები” (რამდენიმე ნომერი გამოცემულია ბეჭდური სახით), ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიადა სხვა) მეშვეობით; აქვეა განთავსებული ჩემი ნოველები და მოთხრობები, გამოუქვეყნებელი რომანები, პიესები, ზღაპრები იგავ-არაკები, ესსები, ბოლოდროინდელი ლექსები, რუბრიკით _ პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...  (პოეზიის პირველი კრებულის გამოცემა 2010 . თვითდაფინანსებით მოვახერხე. პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge.../ იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში, ჩემი თაობის ლიტერატორთა მიმართდემოკრატიზმითშენიღბული დისკრიმინიზაციის მიუხედავად, ჩემეულ ლიტერატურულ ასპარეზს ვინარჩუნებ.
სხვათაშორის დამოუკიდებელ საქართველოს საგამომცემლო სივრცეში პირველმა დავაფუძნე გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიანდა რადგან მაშინ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელად, ცენზურის გარეშე, გამომცემლობის არსებობა წარმოუდგენელი გახლდათ, მე იგი, როგორც იურიდიული ერთეული, კოოპერატივად გავატარე. შემდგომ კი საგამომცემლო გრიფიც მოვიპოვე. და იმ დროის საგამომცემლო სისტემისთვის მიუღებელი სპონსორობის მექანიზმიც დავნერგე. რაც დიდ სტიმულად იქცა თავისუფლებას დანატრებულ რიგ ავტორთათვის. ყოველივე ამის გამო, ძველთაგან შემორჩენილი ბიუროკრატიის აქტივი, ”ციხითაცკი მემუქრებოდა.
დღევანდელი ქართული სამწერლო სივრცისპრივლეგირებულინაწილი შიგასექტური კარჩაკეტილობით გამოირჩევა; ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ლიტერატურული გამოცემები, მხოლოდ თავისიანებად მიჩნეულ ავტორებს ბეჭდავენუცხოურ ენებზე სათარგმნელად, მათიტექსტებისწარდგენაც გამორჩეულად ხდება.
ფონდი იმუშავებს ყველასთვის…” _ღმერთმა ქნას.
ფონდის მთავარი მიზანია, წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.”
და იმგვარი პერსპექტივებიაგადაშლილი”, რომ, ოდნავ, იმედშემონახულიინდივიდუალისტილიტერატორიც კი, შესაძლოა გულუბრყვილო ოცნებას მიეცეს
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ვიცი ნიჭიერი ავტორები, ”ახლებსშორისაც არიან, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართულ სინამდვილეში, საკუთარი ბედის ამარა დარჩენილი მწერლის ბედი, უმეტეს შემთხვევაში მეტად მძიმე გახლდათ.
მინაწერი:
იყვნენ, არიან და იქნებინ მწერლები, რომლებიც მხატვრული ინტერპრატაციების მოშველიებით, აზრობრივად დატვირთულ ნაწარმოებებს თხზავენ, ზოგს ისე გაუმართლებს, რომ იგი, შესაძლოა, გარკვეული თაობისთვის ლამის ერთადერთ, მშობლიურენოვან მწერლად იქცეს. ამგვარად წარჩინებული ავტორი მოხერხებულად უვლის გვერდს არსებულ, რეალური ყოფის უმსგავსობას; სამართლიანობასა თუ მსგავს იდეურ-მორალურ თემებზე ორაზროვნულად მჯობინებს თხრობას: გარე, გამოგონილ სამყაროში ოსტატურად ავითარებს მოვლენებს. იგი, მართლაც ნიჭიერია და დასაფასებელი, მაგრამ ხელისუფალს ის,  უფრომორჩილებისთვისმოსწონს, ანუ იმისთვის, რომ ზოგ ავტორივით, ფსიქოემოციურ პრობლემებს არ უქმნის. ხოლო, ჩონგურ ჩონგურ გიტარა, სიძემ რა მოგიტანა”-ს სალექსო ”მანერას” მისადაგებულ მოპოეტო პერსონებთან ურთიერთობა, ყველა დროის ოფიციოზს ეადვილებოდა…
ნიჭიერება, თუ ფილოსოფიური თვალსაზრისით განვსჯით, ავტორის მიერ მხოლოდ საკუთარი ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემით და მერე მათი უცხო ენებზე თარგმნით, არ უნდა განისაზღვროს. მაგრამ თუ ავტორი ყველა ამ საშუალებას მოკლებულია, მისი ფართო მკითხველთან ურთიერთობა ფრიად ჭირს.
ისინი კი, რომლებმაც სიმართლისცხადადამოთქმის სურვილი ვერა და ვერმოიშალეს”, და ვერცეთი პოლიტიკური ძალისაღმშენებლურიმანტია ვერ მოირგეს, ისედაც გამწარებული ყოფას, კიდევ უფრო იმწარებენრას ვიზამთ ნიჭიერება სხვადასხვაგვარია… ”ქართული ლიტერატურის ეროვნულმა ფონდმა”, მართლაც უნდა შეძლოს იმგვარი საგამომცემლო და და მთარგმნელობითი მექანიზმების შექმნა, რომ ყოველ პროფესიონალ ავტორის მიეცეს საშუალება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა.
არადა, ”საბაზრო ეკონომიკასთანმიგდებულმა, ყოფითი პრობლემებით განაწამებმა, ”დამოუკიდებელმალიტერატორმა, თუ როგორმე წიგნის გამოცემა მოახერხა, მისი რეალიზაცია, დაკანონებულიშეზღუდვებისგამო ხელოვნურად გაძნელებულია. წიგნი ლამის საყოფაცხოვრებო ნივთებთანაა გაიგიავებული
დღევანდელ ყოფაში მომძლავრებული მტაცებლური განწყობის გამო, საზოგადოების დიდ ნაწილში მომხმარებლური ფსიქოლოგიაა გაბატონებული.
შეგახსენებთ ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა. მაგრამ უპირველესად მასშიადამიანიაგადასარჩენი.
სამშობლოს განცდა მარადიული… _აი, ის ძირეული მოტივი, რომელის ხატოვნება, ოდითგანვე იფრქვევა ქართული ეროვნული მწერლობის საგანძურიდან
ჯანრი გოგეშვილი
 *

*
ვებგვერდების

***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V