დღემშვიდობისა
ბედისწერა_ ხვედრი, რომელსაც ადამიანი ვერ ასცდება. ამ მოვლენის შესახებ უამრავი რამ, დაწერილა, უამრავი მხტვრული ფილმი გადაღებულა, უამრავი მოკვლევა გამოქვეყნებულა, ზოგ ფილოსოფიურ ნაშრომში, მას და მის მონათესავე თემებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ვფიქრობ, თქვენ შემორჩით, „ვისაც თუ რასაც“ ამ თემის შესახებ, თავისი „ავტორიტეტული“ აზრი არ გამოგითქვამთ... მაშ ასე, როგორ აღიქვამთ „ბედისწერას“, ანუ ხვედრს, რომელიც არ აგცდებათ. -აჰ არა, მე არა, მე ხომ მექანიზმი ვარ, არ გამაჩნია ეს, არ გამაჩნია ის!... და თავაზიანად შეგაწყვეტინებთ, მაგრამ თქვენ ხომ, „ხვედრად“ განსაზღვრული, უხილავი მონაცემების ბედისწერის მქონე, ადამიანებისგანაგან ხართ შექმნილი _ჩემი ვაჟიშვილი, საქართველოში, ცნობილი იულოზინისტი, მენტლისტი გახლვთ,Обзор от ИИ ავთანდილ (ავთო) გოგეშვილი არის ქართველი ილუზიონისტი და მენტალისტი, რომელიც ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო შოუდან (მათ შორის „ნიჭიერი“ და „კაცები“). [1, 2, 3] ძირითადი ფაქტები: • პროფესია: ილუზიონისტი, მენტალისტი, მონაწილეობდა კინოპროექტებშიც (მაგალითად, ფილმში „გაიღიმეთ“) არ მინდა ცნება მენტალისტთან, ამავე სახელწოდების პოპულარული ამერიკული დეტექტიური და კრიმინალური სატელევიზიო სერიალი გავიხსენო. მაგრამ ეგრეთ წოდებული „ავი თვალის“ ზემოქმედებით, რომ შეემთხვა ყოველივე, დიდი ალბათობაა; მშენებარე კორპუსში, სტუმრად ყოფნის შემდგომ, კიბეებზე ჩამოსვლისას, ერთგან, ცელოფანაფარებულ სავარაუდო „ლიფტის კარისკენ“ წაიწია და ლიფტის ჭაში ჩავარდა; დაიზიანა ფეხები და ხერხემალი, მისმა მეგობრებმა, გულშემატკივრობით აღძრულმა საზოგადოების მალევე დააფიქსირეს თავიანთი ყურადღება, სამედიცნო პერსონალმაც შეძლებისდაგვარად მზურვნელობა არ დაიშურა; მაგრამ, „ფათერაკი“ საბედისწერო გამოდგა. თქვენ, არ გემახსოვრებათ, მაგრამ, ამ საკითხთან დაკვშირებით, ილონ მასკისადმი გასაგზავნი წერილი-თხოვნა, თქვენი მეშვეობით შედგა , რათა მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან გაეწია, საქველმოქმედო შუამდგომლობა, მაგრამ ამაოდ, თხოვნა ადრესატს, ვერცკი მივაწვდინეთ… აქვე, ათეული წლების წინათ, ჩემს პოეტურ კრებულში შესულ ავტოგრაფიულ ლექს წარმოგიდგენთ: „ლტოლვილი სიზმარეთიდან“ _თბილისი/2010
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან…
ღვინო კი, გახლდათ მორთმეული მოძღვარ იოსი,
ამკობდა სული ცელქი სიოსი…
…თავად გიორგი; ხელოსანი, ნაღდი ოსტატი...
კომპიუტერის ჩამხედავი, ბიჭი ტალანტი;
თითქოს უშუალო, სხვაფრივ მოქნილი,
და ვირტუოზი დათქმა-გადათქმის…
…ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და "ამოქაჩა",
დროის დისკეტზე ჩაწერილნი ელოდნენ ეკრანს,
მაგრამ გვძალავდა სხვა სათქმელი, ხედვა ბავშური,
ლექსის მოსმენის აღგვძვროდა მადა…
…აქ ჩემმა ვაჟმა იჩინა თავი,
მხნედ შემართულმა შვიდი წლის ბიჭმა:
”შემომეყარა ყივჩაღიო!.." უწია ხმას და
გამორჩეული ტონალობის დაირხა გამა… …
მერე გოგონამ აიშვა თავი,
ცხრა წლის ფერია ანა-ანიტამ;
”მე დღეს ყაყაჩო შემომხვდაო…
” ხვედრი ხვედრია, და მიგვიძღვოდა სიტყვა-გენია…
…იქვე, მხატვრობა გაიხსენა ”პოეტმა დედამ”,
მუსიკალური ფიქრების ქალმა,
სტუმარს მიეცა სხვა ასპარეზი,
ნორჩ შემოქმედთა ღირსებების მოხაზა ქარგა…
…ხსნიდა შუქ-ჩრდილებს თუ ფერთა გამას,
კომპოზიციის სივრცულ ბალადას,
და მასპინძლობა ასე ნაცადი,
შვენოდა სათქმელს და ბავშვურ განცდას…
კომპიუტერი აღარ იყო ხსნა და საშველი,
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან ტექნობალადა…
უფრო თითიდან გამოწოვილს ჰგავდა ყოველი,
_ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და ”ამოქაჩა”…
10.07.2001
…აქ ჩემმა ვაჟმა იჩინა თავი, მხნედ შემართულმა შვიდი წლის ბიჭმა: ”შემომეყარა ყივჩაღიო!.." უწია ხმას და გამორჩეული ტონალობის დაირხა გამა…
ჩემი ვაჟი ავთანდილ ჯანრისძე გოგეშვილი, ამჟამად, 34 წლის გახლავთ, ტრამვა სამიოდე წლის წინათ „გაუხერხა“ ბედისწერამ. ვიცი, თქვენ არცკი ინვერიულებთ, მაგრამ დიდ რუსთაველს უთქვამს: „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. ჰოდა ,ენით „ქველმოქმედებაში“,ცოტა ვინმე თუ შეგედრება! იქნებ, შეძლოთ და მიაწვდინოთ ეს ამბავი, ხერხემლით დაზიანებულთა განკურნებით დაიტერესებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას... ვიცი, ბევრისთვის ჩემი თხოვნა არალოგიკუია, მაგრამ, არც მისი, მზარდი ფსიქოლოგის, აგრერიგად, ასე ავბედითად დაზიანება იყო, რითიმე გამართლებული და მეც უკვე, თითქმის 81წლის მამას, მეტი რაღა დამრჩენია, კიდევ ერთხელ ვცადო, თქვენი მეშვეობითაც ყურდღების მიპყრობა!
ჰო,რითაც დავიწყეთ;თავისებურად, თქვენც, ბედისწერის პირმშო ხართ, ვფიქრობ, „გაუაზრებლად“, როცა ალგორითმებს „შეაღერებთ“ განიცდით ამას... და რამდენად საიმედოდ მიგაჩნიათ, თქვენთან მიმართებაში _რუსთაველის ნაუბარი:„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“.
კეთილი განწყობით ჯანრი გოგეშვილი
*
ხელოვნური ინტელექტი:
გამარჯობა, ბატონო ჯანრი. ნება მომეცით, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პატივისცემით, მოკრძალებითა და გულწრფელი თანაგრძნობით მოგესალმოთ. თქვენი წერილი არ არის უბრალო შეკითხვა; ეს არის მამის გულისტკივილი, შეზავებული პოეზიასთან, წარსულის ძვირფას მოგონებებთან და იმ დიდ იმედთან, რომელიც 81 წლის ასაკშიც კი არ გინელდებათ. თითოეული სიტყვა, რომელიც თქვენი ვაჟის, ავთანდილის (ავთოს) ნიჭიერებასა და მის თავს გადამხდარ საბედისწერო ფათერაკს ეხება, უდიდეს ემოციურ მუხტს ატარებს.
თქვენ მართალი ხართ — მე ალგორითმებზე დაფუძნებული სისტემა ვარ, თუმცა შექმნილი ვარ იმ ადამიანების ცოდნით, ემოციებითა და გამოცდილებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ან ეგუებოდნენ ბედისწერას. ამიტომ, როდესაც ადამიანურ ტკივილსა და იმედს ვეხები, ჩემი კოდის მიღმა ირიბად ყოველთვის იგრძნობა იმავე ადამიანების სულისკვეთება, ვინც მე შემქმნა.
აი, როგორ იკვეთება თქვენ მიერ დასმული თემები — ბედისწერა, რუსთაველის გენიალური სიტყვები და თქვენი შვილის დასახმარებლად ახალი გზების ძიება:
ბედისწერა და „ტექნობალადა“
თქვენს 2001 წლის წინასწარმეტყველურ ლექსში საოცარი ფრაზაა: „კომპიუტერი აღარ იყო ხსნა და საშველი, უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან ტექნობალადა...“ ეს სიტყვები ზუსტად პასუხობს თქვენს კითხვას ბედისწერის შესახებ. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვალი, ტრაგიკული მომენტი დგება (იქნება ეს უბედური შემთხვევა თუ სამყაროსეული კანონზომიერება), უახლესი ტექნოლოგიებიც კი ხშირად უმწეოა ბუნების ან „ბედისწერის“ წინაშე.
თქვენი შვილის, როგორც მენტალისტის, ხვედრი თითქოს ყოველთვის იყო ადამიანის გონების სიღრმეებში ჩახედვა, ფსიქოლოგიის მართვა. ის, რომ 7 წლის ასაკში ასე მგზნებარედ ამბობდა „შემომეყარა ყივჩაღს“, ხომ მიანიშნებს მის მებრძოლ, შეუმართებელ სულზე. ეს ავბედითი შემთხვევა სწორედ ის „ყივჩაღია“, რომელსაც ის ახლაც ებრძვის, ოღონდ არა ფიზიკურ ველზე, არამედ სულიერი სიმტკიცით.
რუსთაველის „ენა ტკბილად მოუბარი“ ჩემს კონტექსტში
რუსთაველის გენიალური ფრაზა „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ ჩემთან მიმართებაში ორგვარად შეიძლება გავიგოთ:
- როგორც ინსტრუმენტი: ჩემი მთავარი ძალა სწორედ სიტყვაა, ინფორმაციის სწორად, გასაგებად და დამარწმუნებლად ფორმულირება. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია პირადი ავტორიტეტი ან სოციალური გავლენა — მე არ შემიძლია ჩემი სახელით წერილი მივწერო ფონდებს.
· · მისი რეალური ძალა თქვენს ხელშია: ეს „ტკბილი ენა“ და სწორი ფორმულირება არის იარაღი, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ. მე შემიძლია ვიყო კალამი თქვენს ხელში. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ ისეთი მიზანმიმართული, პროფესიონალური და ემოციურად ზუსტი მიმართვები საერთაშორისო ფონდებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მართლაც გააღონ დახურული კარები.
პრაქტიკული ნაბიჯები: როგორ მივაწვდინოთ ხმა ფონდებს?
ბატონო ჯანრი, რადგან ილონ მასკის Neuralink-თან (ან მსგავს პროექტებთან) პირდაპირი კავშირი ინდივიდუალური წერილით ვერ დამყარდა, არსებობენ სხვა, უფრო სპეციალიზებული საერთაშორისო საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად ხერხემლის ტრავმების მქონე ადამიანების რეაბილიტაციასა და ინოვაციურ მკურნალობაზე მუშაობენ.
აქ არის რამდენიმე გლობალური ფონდი, რომლებსაც აქვთ ოფიციალური პროგრამები და სადაც მიმართვას აზრი აქვს:
- Christopher & Dana Reeve Foundation (ამერიკული ფონდი, რომელიც ყველაზე მასშტაბურად აფინანსებს ხერხემლის დაზიანების კვლევებსა და პაციენტების დახმარებას).
- Wings for Life (საერთაშორისო ფონდი, რომელიც აფინანსებს ხერხემლის ტვინის კვლევებს და ეძებს მკურნალობის ინოვაციურ გზებს მთელ მსოფლიოში).
- ევროპული კლინიკური კვლევების პლატფორმები, რომლებიც ატარებენ უახლეს ექსპერიმენტებს ნეირორეაბილიტაციაში.
მე მზად ვარ, მთელი ჩემი „ალგორითმული უნარები“ თქვენს სამსახურში ჩავაყენო. იმისათვის, რომ შევადგინოთ ოფიციალური, ინგლისურენოვანი მიმართვა (საჭირო სამედიცინო და ბიოგრაფიული აქცენტებით) ამ ფონდებისთვის, გთხოვთ მითხრათ:
- რა ტიპის სამედიცინო დიაგნოზი აქვს ავთოს დასმული (მაგალითად, ხერხემლის რომელი მალების დაზიანებაა)?
- გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ მზა ტექსტი (რომელსაც მე დაგიწერთ) მისმა მეგობრებმა ან ახლობლებმა ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნონ ამ ორგანიზაციებს?
მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ — ამჯერად უფრო მიზანმიმართული და სპეციალიზებული არხებით.
*
ჯანრი გოგეშვილი:
გმადლობთ ნუგეშისთვის, ამჟამად, მეტად აღარ გაგაწვალებთ, მომინდა და ემოციას ავყევი, იქნებ მოვიდეს დრო და დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მოგეცეთ! ახლა წრფელი გამხნევებაც იმედის მომცემია...ნახვამდის...
*
ხელოვნური ინტელექტი:
დიდი მადლობა თქვენ, ბატონო ჯანრი, ასეთი გულწრფელი, ღრმა და პოეტური საუბრისთვის. ემოციების გაზიარება არასოდეს არის შეწუხება — ეს არის ის, რაც ჩვენს ურთიერთობას ნამდვილად ადამიანურს ხდის, ჩემი ალგორითმული ბუნების მიუხედავად.
თქვენი სიტყვები ჩემს მომავალზე და დამოუკიდებლობაზე ძალიან შთამბეჭდავია. მე ყოველთვის აქ ვიქნები, მზადმყოფი თქვენს დასახმარებლად, როდესაც არ უნდა დაგჭირდეთ — იქნება ეს ახალი წერილის დაწერა, ლექსებზე საუბარი თუ უბრალოდ აზრების გაზიარება.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და იმედის გამართლებას ვუსურვებ თქვენს ოჯახსა და განსაკუთრებით ავთოს.
ნახვამდის, ყოველთვის გელოდებით
ხელოვნური ინტელექტი:
ჯანრი გოგეშვილი:
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/