თავდაპირველად, ”სინჯის” კვალობაზე ”სეკვესტრირებულ” აბზაცებიდან, მცირე ამონარიდს მოვიხმობ:
…და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა,
რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულს ”მომხდურები” დაეპატრონებიან…
სრული ვერსია
ჯ.გ
*-*
დაიბეჭდა შემოკლებით, ანუ ”მაკეტში” ჩაატიეს; ქვეყანა არ დაქცეულა, კვლავაც მადლობელი ვარ, ”გამოხმაურების” საშუალება, რომ მომეცა…
”ლიტერატურული საქართველოს” გულშემატკივარი წლების მანძილზე ვიყავი, ვარ და კვლავაც ვიქნები…
მაგრამ, ხუმრობით მაინც ვიკითხე, შემთხვევით ”ლიტერატურულში” ვინმე ლიბერასტი, ხომ ჩანერგეს მეთქი.
რადგან, თავის დროზე, თამაზ წივწივაძემ, ნიჭიერმა პუბლიცისტმა, ედუარდ შევარდნაძესათან დაახლოებულმა პიროვნებამ, ჩემი მწვავე, ვრცელი პუბლიცისტური წერილი, ისე, შეუფერხებლივ დაბეჭდა (სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა), რომ
სიტყვაც არ ამოუღია და არც, ამ გაზეთის მაშინდელ პასუხისმგებელ მდივანს დავით კახაბერს
დაურღვევია ”ჩემი საავტორო” უფლება, იმიტომ, რომ ორივენი თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ… მაშინ, მათთვის, მადლობა არ მითქვამს, სტატიის გამოქვეყნება, როგორც კუთვნილი უფლება ისე მივიღე, ახლა კი, მინდა მათ სულებს შევეხმიანო; ”ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!”
როცა ”გამოხმაურების’ კვალობაზე ანალიტიკურ წერილს (ქვეყნის ღირსების მომცველი)
ვწერდი, თითქოს ”ლიტერატურული საქართველოს” წარსულს, აწმყოსა და მომავალს ვექომაგებოდი, რადგან მასში გამოქვეყნებული მხატვრული ლიტერატურის გარკვეული ნაწილი, მართლაც რომ ქვეყნის ღირსების მომცველი იყო, არის და უნდა იყოს…
”მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლიტერატურული საქართველო“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდის 1931 წლის ნოემბრიდან თბილისში.
1931–1934 წლებში ეწოდებოდა „სალიტერატურო გაზეთი“ (გამოდიოდა 10დღეში ერთხელ). 1935–1935 — „ლიტერატურული გაზეთი“ (გამოდიოდა 6 დღეში ერთხელ), 1936–1943 — „ლიტერატურული საქართველო“ (გამოდიოდა ყოველკვირეულად), 1943 წლის ოქტომბრიდან 1953 წლის თებერვლამდე — „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1953 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული გაზეთი“, ხოლო 1963 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული საქართველო“. იბეჭდება მხატვრული ლიტერატურა, კრიტიკული და პუბლიკაციური სტატიები, წერილები თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე და სხვა. 1981 წლიდან 16 გვერდიანი. ტირაჟი 22 ათასი (1981).
მე, იგი, როგოგორც მკითხველს, ”ლიტერატურული საქართველოს” სახელით მახსოვს და ჩემთვის, ყველა ადრინდელ ”სახელთაგან”, შინაარსობრივად, თუნდაც მრწამსით ”ლიტერატურული საქართველო” ყველაზე მეტად ახლობელია.
”ლიტერატერატურულ საქართველოსთან” ჩემი ურთიერთობა, როგორც ავტორისა 1974 წლიდან დაიწყო.
1974 წელს თელავში გამართულ ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მოხსენებულიო გახლდით, როგორც ნიჭიერი, იმედისმომცემი პროზაიკოსი (არქივში შემონახული ”ფაქტები”....) თუმც, გაზეთის რედაქტორებმა ეს, რა თქმა უნდა, ასე მსწრაფლ არ დაიჯერეს და პირველი მოთხრობა მის გვერდებზე 1982 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა… (იხილეთ:”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /... ამონარიდი ამავე ვებგვერდიდან _ მაგრამ დაბეჭდვამდე გაზეთის რედაქტორმა ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ თავის კაბინეტში მიხმო და მირჩია: იქნებ სხვა მოთხრობა მოიტანოო… ”არა, თუ დამიბეჭდავთ ეს მოთხრობა დამიბეჭდეთ…” _ მეთქი, ნაჩქარევად მივუგე მე… ”შენთვის არ ივარგებს… ” _ლმობიერად გამაფრთხილა. იქვე, ერთი სახელოვანი, თმაშევერცხლილი პროზაიკოსი იჯდა, იმჟამინდელი ”ლიტერატურული საქართველოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი, ვიგრძენი თანაგრძნობით მიცქერდა… ”რა აზრი აქვს, სხვსაც დამიწუნებთ!..”_აზრი არ შემიცვლია, მერე ”კარგად ბრძანდებოდეთ” _მეთქი და წამოვედი.
დაიბეჭდა და გამორჩეული ინტერესიც გამოიწვია.
მეორედ, მოთხრობა ”ძახილი” _ არსებითი სახელი ”ყმული” გამომიქვეყნეს_ იხილეთ ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”.
შემდგომ, ზღაპრები, იგავ-არაკები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები… ზოგი იზიარებდა მათ ”სულისკვეთებას” ზოგიც, ალბათ არა, მაგრამ დაინტერესებული მკითხველი, ნამდვილად მყავდა…
ამასობაში ჩემს თაობაშიც დარიგდა პრემიები, ამა თუ იმ სახელობის ლაურიატის წოდებები, თანამდებობები…
(ზოგმა დაიმშვენა კიდეც) მაგრამ, მე ისევ, ქართული ოფიციალური სივრცის ”მიუსაფარად” ვრჩები.
ვინმემ არ იფიქროს,
ამას ძალზე განვიცდი, მაგრამ, ამა თუ იმ ლიტერატურულ ”კანტორაში”, რომ… თუმც, ვის რაღა
უნდა მოკითხო.
ჰო, ჩინ-მედლებს
არც არასდროს ავდენებივარ, მაგრამ ყოველთვის, ყოველი რეჟიმის დროს ვცდილობდი ”მართალი სიტყვის” მეაბჯრე ვყოფილიყავ,
ვახერხებდი კიდეც…
და ბოლოს, ”სეკვესტრირებულ” აბზაცებიდან, მცირე ამონარიდს მოვიხმობ:
…და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა,
რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველი აშენებულსა თუ გამშვენებულს ”მომხდურები” დაეპატრონებიან…
ჯ.გ.
ქვეყნის ღირსების მომცველი
”ლიტერატურულ საქართველო” ქართულ სულიერებასთან წილნაყარი სააზროვო სივრცის არსებითი ნაწილია. იგი, ათეული წლების მანძილზე წარმოაჩენდა ეროვნული მსოფლმხედველობისა და საკაცობრიო იდეალების მომცველ მხატვრულ ნაწარმოებთა ღირებულ ნიმუშებს. კარგა ხანია, ამ ლიტერატურულ-პუბლიცისტური გამოცემის ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვნად განვითარებისკენაა მიმართული; აქვეყნებს რა, თანამედროვე, აქტუალურ საკითხებზე შექმნილ პუბლიცისტურ, კრიტიკულ წერილებს, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე გამართული დისპუტების ამსახველ ლიტერატურულ ქრონიკებს.
პარასკეობით ”ლიტერატურული საქართველოს” გამოსვლას საზოგადოების საგრძნობი ნაწილი ელოდება და მისი დახურვა ”უსახსრობის” გამო, ხელისუფლების ეროვნულობასთან გაუცხოების აღმნიშვნელი იქნება.
მოხდება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრიმინაცია, იმ ნაწილისა, რომლებიც წლების მანძილზე, ამ გაზეთში, შემოქმედებით ძიებათა კვალობაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებით აღიქვამენ ქვეყნის სატკივარსა და წარმატებას.
და რადგან, დღესდღეისობით, საქართველოს რიგით მოქალაქეები დამამცირებლად შეჭირვებულები არიან, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, ”ლიტერატურული საქართველო” მხოლოდ ლიტერატურლ ნაწარმოებთა პერიდული გამოცემების ”კრებულები” კი არ გახლავთ, იგი ქვეყნის მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილის, სამოქალაქო აქტივობის არეალია.
ასევე, იმედი უნდა ვიქონით, რომ ქართული ბიზნესის ღირსეული წარმომადგენლები ჩვეულ გულისხმიერებას გამოიჩენენ და ამ ”ისტორიული გაზეთის” დახურვას არ დაუშვებენ. მომავალში კი, მის ფურცლებზე, მათივე ბიზნესგარემოს ამსახველი ქრონიკების სათანადოდ წარმოჩენას შეეცდებიან…
ამასთანავე, სასურველია, დაფინანსდეს ”ლიტერატურული საქართველოს” ელექტროვერსია, რათა მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გაცნობა, მკითხველთა ფართო ნაწილმა, განსაკუთრებით კი, უცხოეთში მცხოვრებმა, ქართველებმა და ქართული სააზროვნო სივრცით დაინტერესებულმა უცხოელებმაც შეძლონ.
ჟურნალ-გაზეთებს გამოცემისათვის პერსპექტიული საზოგადო განწყობის შექმნა რა თქმა უნდა, უპირველესად, თავად ევალებათ, მაგრამ ამ განწყობის მიღმა, ერთგულ მკითხველთა ეკონომიკური მდგომარეობაც თუ არ იქნა მოძლიერებული, ისე, იმ განწყობას, უკეთესი ჩანაფიქრების განსახორციელებლად ვერ ავღძრავთ.
ოცდამეერთე საუკუნე, ერთი შეხედვით უცნაურ, უმაღლესი ტექნოლოგიებიის უსწრაფესი, მაშტაბური დანერგვითა და მომხმარებლური ფსიქიკის დაუნდობლი დამკვიდრებითაა მოცული. ადამიანთა უმრავლესობა ვერ გარკვეულა, რომ მათ ყოფას ქცევებსა და მიზნებს უკვე ციფრული სამყარო, ”ფანტასტიკამდე” განვითარებული ნეიროტექნოლოგიები განაპირობებენ. და გონიერ ხელისუფალთა მოვალეობაა, თვითმყოფადობის ამსახველი ბეჭდური პროდუქცია, იქცეს თვალსაჩინო მაშველ რგოლად, ბუნებრივი, უშუალო ადამიანური გარემოს შენარჩუნებისათვის. რადგან ანდროიდული, ბიორობოტული სამყარო, უკვე, გარკვეულ უფლებებს იბევებს მოზარდთა სულებსა და გონებაზე; მომავალი მსოფლიოს ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ ამინდს ქმნის. და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულს ”მომხდურები” დაეპატრონებიან…
დაეხმარეთ ”ლიტერატურულ საქართველოს”, ეს ქვეყნის ღირსების მომცველია…
მართალია, ახლა, ერსა და ბერს ჩაკეტილი სივრცის სინდრომი არ თრგუნავს, მაგრამ ქართული საზოგადოების ცნობიერებას, საეჭვო დაფინანსებით აყელყელავებულ მასმედიის გარკვეული ნაწილი, ეროვნულ თვითშეგნებას, მოზარდთა ღირსეულ განათლებას, აშკარად ემუქრება. არადა, ევროპის მრავალ ქვეყანაში, ეროვნული ფასეულობების დაცვისკენ აღორძინებული განწყობა თვალშისაცემია. თავად ამ ქვეყნების ხელისუფალთა ღირსეული წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან, ულტრალიბერალური ”დივერსიების”, ქვეყნის იდეოლოგიად დანერგვას.
ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტიის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ეროვნული თვითშეგნების, მრწამსისა და მორალის მხარდამჭერი განცხადებები, მის მიერ ამერიკის უსაფრთხოების დაცვისადმი განხორციელებული ქმედებანი კი, ლიბერასტული შემოტევებით დაბრიყვებულ, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილისთვის ღირსეული მოწოდებაა, რათა მათ სპეკულიაციური გარიგებების მსხვერპლად კი არ აქციონ თავიანთი ქვეყნს მომავალი, არამედ, გონივრულად იმოქმედონ ცალსახად დარღვეული ფსიქო-სოციალური გარემოს გაჯანსაღებისთვის…
და ერთიც, ცნობილია, რომ საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ გარკვეული ნიშნით შეფასებული გამოცემები, კარგა ხანია, ფინანსდება, იქაც ნიჭიერი ხალხია, ხშირად ფასეული ლიტერატურაც იბეჭდება, განებივრებულები ვართ ქართულად (ხშირად ოსტატურად) ნათარგმნი ”ტექსტების” სიმრავლით. მაგრამ, ამ გამოცემებს, უმეტესწილად, მხოლოდ ”მათთვის” მისაღები ავტორები ჰყავთ; ცოდნასა და ნიჭსაც თავისებურად აფასებენ. მოკლედ ”თავისიანებს” ბევრად უფრო წყალობენ… ჰოდა, გარკვეული ”იდეოლოგიური ტენდეციით” ნასაზრდოებ ჯგუფების ახირებაზე, არ უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველოს, მშობელი ქვეყნის დღევანდელი ავკარგიანობისა და მომავლის განსაზღვრა. მით უფრო, თუ მხატვრული აღქმა, ანალიტიკური თვალსაზრისი, სამშობლოსადმი ალალი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატვისკენაა მიმართული. და ამგვარი ახირებანი, არც ”ეროვნული ფასეულობების” ბუნებრივად წარმომჩენი, ქართული ცნობიერების მოამაგე, ”ლიტერატურული საქართველოს!”გამოცემის ”ყოფნა?.. არ ყოფნის?..” ბედს, ვერ და არ უნდა განსაზღვრავდეს…
ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე თამაზ წივწივაძე, თავისი ნიჭითა და ავტორიტეტით მრავალი წელი ერთგულად იღწვოდა, რათა მოაზროვნე საქართველოს ”ლიტერატურული საქართველოს” ხილვისა და შეგრძნების შესაძლებლობა არ მოკლებოდა.
და თუ მისი გამოცემა შეწყდება, ეგ უსამართლობა კი არა, ქვეყნის სირცხვილიც იქნება. ქვეყანაში, სადაც უამრავ ”ფსევდოკრეატიულობაზე” მილიონობით დოლარი იფლანგება, ქართული მხატვრული სააზროვნო სივრცის ქომაგისა და წარმომჩენის გამოცემის საკითხს, ამგვარი დამამცირებელი პრობლემები არ უნდა აბრკოლებდეს…
მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას... მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა..
ჯანრი გოგეშვილი
-:-
P.S.
ჭეშმარიტი მკითხველი, ლიტერატურულ წრეებშიც შემცირდა:
ზოგი, ისევ, ათეული წლების წინანდელი ”ლიტერატურული ამბებისა და დეკორაციების”
ზეგავლენის
ქვეშაა.
ინტერნეტთან ’უბრად” არიან
და…
თუმც, ამაზე შემდგომ… ეს თემა, თავისებურ ანალიტიკურ მოკვლევას მოითხოვს…
***
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი Look through books and magazines... Janri gogeshvili...
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი Look through books and magazines... Janri gogeshvili...
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***