Translate

воскресенье, 15 сентября 2019 г.

”ნეოხრიკის” მსხვერპლი / ნოველა

ყვითელი ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან სამნი იყვნენ:
ცხრამეტ წელს მიტანებული მოხდენილი გოგო, მასზე, ალბათ, სამიოდე წლით უფროსი, გამხდარი, რაღაცნაირადბასრიაღნაგობის გრძელთმიანი ვაჟი და ასე ორმოცდაათ წელს გადაცილებული, მაღალი, სანდომიანი იერის მამაკაცი.
ახალგაზრდები ჩვეულებისამებრაიფონებსჩასცქეროდნენ.
კაცი ჩაბინდულ ჰორიზოენტს, დაჟინებით იკვლევდა, და უცებ, თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ეტყობა, აღარ მოვა, ჯობია ფეხით ავუყვე
გოგომ ყური მოჰკრა, მის ნათქვამს და უმალვე შეეპასუხა:
_ალბათ, მეც გამოგყვებით, შეენ?_მიმართა ვაჟს, _ალმაცერად ისევ აიფონისკენ ჰქონდა ყურადღება.
_მე რა?!_შეკრთა იგი.
_წამოხვალ, ორ კილომეტრზე მეტი არ იქნება.
_ჰო, აჯობებს…_აიფონისთვის თვალი არ მოუშორებია
_სანამ კორპუსები, არ დაემატება…_კვლავ თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა.
_ მამიდაჩემმა თქვა, მომავალი წლიდან მიკროავტობუსები ივლისო! თქვენ რომელ კორპუსში ცხოვრობთ?
_მეერვეში?
_ჩვენ კიდენა, მეექვსეშისამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვართმე რუსკა, ეს კიდევ თაზო
_კეთილი და სასიამოვნო…_შეყოვნდა კაცი და თანამგზავრებს მეგობრულად გაუღიმა,_რატი…_ხალისიანად წარადგინა თავი,_და გზა გააგრძელა.
_თითქოს მეცნობით…_ჩაილაპარაკა გოგომ_მერიაში ხომ არ მუშაობთ? მამიდაჩემია იქა
_არა, მერიამდე ვინ მიმიშვებს, კაი ხანია უმუშევრად ვითვლები
_მაგრამ პროფესია ხომ გაქვთ?_თითქოს იუმორში აჰყვა.
_უამრავი…_ჩაიცინა კაცმა,_ისე, მოწოდებით ჰუმანიტარი ვარ
_მაინც როგორი?
_არც კი ვიცი, თავის დროზე, უნივერსიტეტში ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი სპეციალობით ერთი დღეც არ მიმუშავია
_რა საწყენია!
_არა მგონიაკაცი შეყოვნდა და თაზოს შეაჩერდა, რომელსაც აიფონი ისევ მოემარჯვებინა და ფეისბუქს თავისებურადცხრილავდა”,_მეგობარო, დატკბი შეღამების ბინდბუნდით, სანამ იდუმალ პეიზაჟს შენობებით ამოქოლავენ! ეგ ნეოხრიკი კი, მუდამ შენთან იქნება… _გაეხუმრა მას.
_მართლაც, შეეშვი, და ნაბიჯსაც აუჩქარე!_ურჩია რუსკამც და აღტაცებით შესძახა,_მოდით, ექსპერიმენტი ჩავატაროთ, სამივემ გამოვრთოთ ეგ ნეოხრიკები და კორპუსებამდე მისვლამდე თავისუფალ თემებზე ვისაუბროთ
_რატომაც არა,_დაეთანხმა რატი,_ცოტათი მეც გაავჭბუკდები…_ხალათის ჯიბიდნნოკიასძველი მოდელი ამოიღო წითელ ღილაკს თითი დააჭირა.
_აი მეც!_ნესტამ ჩანთაში ხელი ჩააცურა,_გამორთულია
_ასე იყოს!_თითქოს დაიქადა თაზომ, აიფონი დემონსტრაციულად გამორთო, ქურთუკის ჯიბეში ჩამალა და კაცს შეფარული ნიშნისმოგებით მიმართა,_დაიწყეთ ბატონო ქუჯი, გაიხსენეთ თქვენი მივიწყებული პროფესიარა იცით, თავი რომ არ მიგენებებინათ, იქნებ ახლა გამოჩენილი ლიტერატორი ყოფილიყავით
კაცმა ჩაიცინა.
_დარდად არ ღირსმალე, მწერლობით, მხატვრობით, მუსიკოსობითა, რეჟისორობითა და ხელოვნების სხვა სახეობებით ადამიანები ნაკლებად დაკავდებიანმათ ბიოჰუმანოიდები ჩაანაცვლებენ; თანაც, ბევრად უფრო მიხვედრილები და ნაყოფიერნი იქნებიან, ნებისმიერ თემაზე უსწრაფესად გააშანშალენ სასურველ ტექსტებსნახატს, არქიტექტურულ პროექტებს, დადგამენ სპექტაკლებს, გადაიღებენ ფილმებს, ათასნარ გონიერ თავშესქცევ რამეებს შექმნიან…_მის ხმას დამაჯერლობა ნამდვილად არ აკლდა.
ვაჟი შეკრთა, ამგვარმა პასუხმა დააბნია.
_და როგორ?!_გაუბედავად იკითხა რუსკამ.
_მარტივად, სახელისთვის ან ჰონორარის იმედზე  წერა, ხატვა თუ ნახაზების შედგენა, ნაკლებად მიმზიდველი გახდება, ისე კი, უსტვინე რამდენიც გინდა
თაზოს, თითქოსდა მზერა გადაავლო.
_ცუდი პერსპექტივა, ესეც არაა…_გაიხარა გოგომ, უნებლიეთ ეამაყებოდა მისი ინიციატივამ კრეატიული განვითარება, რომ  ჰპოვა,_უსწრაფესად ბიორობოტი მეგობრები უნდა გავიჩინო, თორემ გადამივლიან
_არა მგონია!_შეაგულიანა კაცმა,_მგონი ინტუიცია არ გღალატობს, თუმც, უკვე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჯგუფები, ქვეცნობიერსაც შიფრავენ და თუ ბიოჰუმანოიდი ამ დონემდე სრულჰყვესგრაფომანებს და საშუალო დონის ხელოსნებს ნამდვილად გადაშლიანმაგრამ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულთ, მაინც ექნებათ საიმედო რესურსიადამიანის არსებობას ხომ ძირითადად ქიმიური პროცესები განაპირობებსგენეტიკური მეხსიერება, უნიკალური შემადგენლობის ატომები, უჯრედები, და განსაკუთრებული შეგრძნებებით მადლმოსილ შემოქმედში რა როგორ ამონათდება, ეს სამყაროსეული რიტმის თანხვედრია
_რა კარგად ლაპარაკობთ!_აღტაცებამ შეიპყრო რუსკა, ნაწილობრივ, ალბათ იმიტომ, რომ იგი გამოარჩიეს.
თაზო კი, ცოტა არ იყოს დაიძაბა, კაცი, რომელსაც რამდენიმე წუთის უკან, თითქმის არც არაფრად მიაჩნდა, აგერ, უცებ გამომწვევ განსწავლულობას ამჟღავნებდა.
 _ნეტარ არიან მორწმუნენი…_ჩაილაპარაკა ზერელედ,_ აბა, ტყუილად გვიწვალია და ისაა
_მხოლოდ ნიჭიერნი და მიზანდასახულები გადარჩებიანისინი, რომ;ებიც დედასამყაროსთან სრულიად უშუალო და განსაკუთრებული სასიცოცხლო პროცესებით იქნებიან დაკავშირებულნი
_თუ ასე გადაირია ქვეყანა, მათაც გადაუვლიან…_უცებ დასევდიანდა გოგო.
_არ მგონია ბიოჰუმანოდის შემთხვევაში, მისი სამყაროსთან შერწყმა სრული ადამიანის მსგავსად მოხერხდეს… _დამაიმედებლად შეეპასუხა კაცი.
და თაზოს ძალზე მოუნდა დათქმული თავისუფალი საუბრების პირობაზე თავი გამოეჩინა, მაგრამ გონებით, ისევ აიფონთან იყო და სათქმელს თავი ვერ მოუყარა.
_თქვი რამეშენ ხომ ძაან გიყვარს, თავისუფალ თემებზე საუბარი_ შესცინა გოგომ
_და მერე ადამიანის უფლებები!_უნებლიეთ გააპროტესტა ვაჟმა.
_აი, მისი საყვარელი თემაც!_არ დააყოვნა რუსკამ და უცებ განსჭვრიტა,_გენდერული თანასწორობა აქტუალური აღარ იქნება…_და სიცილით დაუმატა,_ალბათ, არც ელგებეტე თემის პრობლემები, კი თაზო, შენ ნამდვილად უმუშევარი დარჩები!_აკისკისდა იგი.
_ასე გეგონოს, ბიორობოტებსაც დაჭირდებათ თავისი უფლებების განსაზღვრა…_არ დაიბნაუფლებადამცველი”.
_ჰო, ადამიანების მიმართ, რომ ჰუმანურები იყვნენ…_დაეთანხმა კაცი.
_აუ, საცოდავი კაცობრიობა, ბედი არ გინდა, ნეტა უფრო რომანტიკულ საუკუნეში დავბადებულიყავი!_ალალად ინატრა გოგომ,_ისე მეც შემემთხვა უცნაური რამ, ერთხელ, სიზმარში ნათლად და გააზრებულად ვიხილე, რომ დედამიწაზე ტელეპორტაციის სახით მარსიდან აღმოვჩნდი. უფრო სწორად ჩემი პირველადი სუბსტანცია სულის სახით შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში და ჩემს მედ განსხეულდა; ეს მოვლინება ფიზიკურად და აზრობრივად იმდენად სახოვნად განვიცადე, რომ დაბნეულობისგან ვიფიქრე, ეგეთი უცნაურობა, საიდან დამესიზმრა მეთქი, ვინმესთვის მისი გამხელის სურვილი არ გამჩენია და მალე მიმავიწყდა, მაგრამ წლების მერე, მულოდნელად გამახსენდა და გამიკვრდა, იმ წამიერი მოვლინების სცენა, შთამბეჭდავად  შემორჩენოდა ჩემს მეხსიერებას და კარგა ხნის შემდეგ, როცა ეს მოგონება, ასე ვთქვათ მყარად დამემგზავრა, ჩემში იმის რწმენა გაძლიერდა, რომ მარსზე სიცოცხლე იყო, უფრო ნათლად, ოდესღაც ფიზიკური სახეც გააჩნა, თუმც, ახლა იქაურობა სულთა საბუდარს წარმოადგენდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა მარსიდან მოფრენილს ჰგავხაროჩვენთან დამცინავ კონტექსტში მოიხსენიება, მაინც გადავწყვიტე იმ სიზმრისეული ფრაგმენტის ნაკვალევს მივყოლოდი. იქნებ, ისიც გამერკვია, რა სახის ჰუმანოიდი იდგა, ჩემი პირვანდელი მეს მიღმა. თუმც, შესაძლოა, ეს პლანეტა, ლტოლვილ სულთა თავშესაფარია, შევეცადე უკუტელეპორტაცია განმეხორციელებინა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ იგი განსაკუთრებულ უნარსა და დახვეწილობას მოითხოვდა, ამგვარ ასტრალურ სიღრმეში, რომ გამეღწია, რეგრესიული გიპნოზის საშუალებით, საკუთარ თავში ჩაღრმავება ვცადე, ოღონდ, რეინკარაციის მაგივრად კინაღამ არარაობაში ჩავრჩიბოლოს ისევ, ბოლო დროს ლამის მოდურად ქცეული კვანტური მიდგომა მოვიშველიე…_რუსკა უცებ გახალისდა_ყოჩაღ მე!
_მართლაც ყოჩაღ…_დაეთანხმა კაცი.
_მიყვარს, ინტერნეტში ასეთი რამეებს  კითხვა,_ეს მონოლოგიც, რომელიღაც ფორუმზე წავიკითხე.
და უცებ თაზომ, თითქოსდა მექანიკურად წამოიწყო:
_როგორც არ უნდა იყო, ჩვენ აქა ავართ, ზოგი რეპტილოიდური  რასის ნარჩენებად მიიჩნევს თავს, ზოგი ზეტების, ზოგს აქაურ შუმერებთან თუ ატლანდებითან გრძნობს სულიერ თუ გენეტიკურ სიახლოვეს. მაგრამ მაინც ყველანი, კოსმოშში მივლინებულ ერთეულთა გარდა, ჯერჯერობით აქა ვართ, ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე
და მოულოდნელად მის ხალათის ჯიბეში  აიფონი აწკარუნდა.
თაზო მოულოდნელობისგან შეკრთა, შებორძიკდა და გზისპირა გვერდობზე გადაქანდა.
რუსკამ შეჰკივლა. ხელიც კი გაიშვირა მის დასაჭერად, მაგრამ ვერას გახდა.
თუ გამორთული ჰქონდა?! იჭვნეულად გაიფიქრა კაცმა.
 _თაზო! _იძახდა გოგო,_თაზო! თაზო!_მოეჭიდე რამეს!
 _ვთქვათ აიფონს, იქნებ შეგაკავოს_წამოცდა რატის და თანამგზავრი დააიმედა,   _კიდევ კარგი, აქ, რაღაც ორიოდე მეტრია, ცოტა იქით, ათი მეტრის სიღრმის ხრამი იწყება
_ვაი, თაზო!_არ დააყოვნა რუსკამ.
ქვემოდან აიფონის წკრიალმა ამოაღწია.
_ცოცხალი ვარ!_ამოთქვა ვაჟმა.
_ხომ ვთქვით, რომ ყველას გაგვეთიშა!..უნებლიეთ საყვედური დასცდა გოგოს,_
შენ კი ისეთი ხარ, ჯიბიდანაც ამესიჯებ, გეგონება კლავიშებზე ბრაილის შრიფტი გიყენია
თაზომ ზედიზედ დაიკვნესა.
_მგონი ფეხი მოვიტეხე ალბათ, სასწრაფო დამჭირდება_დაიჩივლა.
_არ გაინძრე, ჩამოვალ!.._კაცი გზის ჩაფერდებულ მხარეს ფრთხილად დაეშვა.
_ახლავე, ახლავე! გამოვიძახებ_გოგომ ნეოხრიკი მოიმარჯვა და ცოტა არ იყოს არტისტულად წარმოსთქვა_რას ვიფიქრებდი, ასეთი საბდისწერო გზა თუ იყო!
გზა კი არა, ტვინი იქცა ფათერაკად…” კვლავ უნებლიეთ გაიფიქრა კაცმა.
.

========

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
***ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

იხილეთ: © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება
 

*

იხილეთ ნოველები და მოთხრობები
***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *
***