Translate

вторник, 12 ноября 2019 г.

საბავშვო ლიტერატურა _ დიდობაში განცდილი სიყმაწვილე




  ჩემს მიერ შექმნილი იგავ-არაკების, ზღაპრებსა და საბავშვო ლექსების ერთობლივად წარდგენა ამგვარი რუბრიკით გადავწყვიტე. თუმც, ისინი თავდაპირველად ბავშვებისთვის დაიწერა, მაგრამ ნორჩ მკითხველებთან ერთად, მოზრდილთა მოწონებაც დაიმსახურა

  ზოგი მათგანი ქართულ ურნალ-გაზეთებშია  გამოქვეყნებული, ოღონდ, მათი კრებულად გამოცემა ვერ მოხეხდა. ჰოდა, აგერ, ინტერნეტში განახლებულ ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციების” ვებგვერდები მოვიშველიე…

  რუბრიკას კი, მაგნიტურ დისკზე შემონახულ, 2004 წელს დაწერილი, იუმორით           შეფერადებული და თითქოსდა ”დრამატულად” გადათამაშებული ლექსით ვიწყებ…(ჯ.გ.)
მაშ ასე…

სასწაულის თუ  არ გჯერა…

მოქმედი პირნი
კაჭკაჭი
 აფთარი
 წიავ-წიავ

წიფლის ხე და შეღამების თანმდევი ხმები.
ციდან დიდრონი ფანტელები ცვივა.
ღრუბელებს გამორიდებულ მთვარის შუქზე, სოფლის განაპირა მხარე და იქვე ჩამავალი ხევის შემოგარენი გამოჩნდება.
უცაბედად, კაჭკაჭი თავისებურად ახმიანდება, შიგადაშიგ გოჭივით ჭყვირის

 კაჭკაჭი
 _ვაი, უცებ გაგვიზამთრდა,
   შემოდგომა ფარხმალს ყრის,
   ვეღარც ჭორებს ვუყრი თავსა.
   ამერია დავთარი
   ციდან მთვარე მაიძულებს,
   რომ მოვუყვე ზღაპარი,
   პოეტურად წარმოვსახო
   ამა სოფლის არაკი
   აგერ, უკვე, თოვლსა ფატრავს,
   მუქზოლება აფთარი
   კრუხ-წიწილას ბედსა ვკნესი,
   სამართალი სად არი?!
*
აფთარი
_ვაჰმე, ვაჰმე, გზა ამებნა,
  მომეყინა ფაფარიც,
  საკბილოსაც ვერ ჩავავლე,
  რას მიჰქარავს კაჭკაჭი,
  რის არაკი, რა ზღაპარი,
  მაგის ქაჯი ვინ არის?!
  შაირობა მომინდომა,
  ცარიელა რატრატით;
  წამდაუწუმ ეჩხირება
  მგალობლების ამქარში
  გადამირჩა, რომ არა ვფრენ,
  კბილებს უმალ გავჰკრავდი,
  ის წიწილა ელანდება
  თეთრუნა და მწყაზარი,
  ჩერჩეტ კრუხის მოიმედეს,
  რომ აებნა გზა-კვალი
*
წიავ-წიავ
 _წიავ-წიავ, წიავ-წიავ
  მოჰქრის ქარი მაშველი,
  აი, უკვე მის ფრთაზე ვართ,
  გადვიფრინეთ მსწრაფლ ხევი,
  ჰოდა, დარჩა ხახამშრალი
  კაჭკაჭიც და აფთარიც.
  ვინც იფიქრა, გზა მოგვეჭრა,
  ხეპრე, მართლაც ის არის.
  ვართ მიკრული დედის უბეს,
  და მიგველის სახლ-კარი;
  ფხიზლობს ლაღი მამალი და
  მურა ძაღლიც იქ არის,
  ღამეს უღრენს, კარგად იცის,
  უფრთხის მრუდე აფთარი,
  რაც კაჭკაჭმა იჭარტალა,
  დროის ფლანგვა ეგ არი,
  ვითომა წუხს უიღბლოს ბედს,
  ცრუპანტელა, თვალთმაქცი,
  ჩაუვარდა კოვზი ნაცარს,
  გამოშტერდა თვალთვალით
*
კაჭკაჭი
 _დახეთ, ქარმა უპატრონა,
  საოცარი ეგ არი
  ამაცალა პაწაწუნა,
  თეთრუნა და მწყაზარი;
  ბედს რა ვუთხრა,
  ბედს რა ვჲთხრა,
  რარიგ მარტოსული ვარ!
  არა, ისე, დიდ განძსა ვფლობ;
  ოქროს ბეჭდებს, ბრილიანტს,
  მიყვარს მათი ელვარება,
  თავიც გადამიდვია
  ჩემი ჭკვა და უნარები,
  სწავლულთ შეუსწავლიათ,
  თუმცა, ხალხში მოარულად,
  ქურდად მაღიარებენ
  ისე, მაინც ბევრს მოვსწონვარ,
  სულ მთლად, ვერ მელევიან
  ჭარტალა და მეტიჩარა,
  ამა ქვეყნის მშვენი ვარ!
 *
აფთარი
 _ვაჰმე, ვაჰმე, ზვავი მოდის,
  ნეტა, რა გზით გამოტყვრა,
  მივატოვე მაყვლის ბუჩქი,
  კაჭკაჭმა გამაბრიყვა ;
  არეკილი, შიგადაშიგ,
  გოჭივითა ჭყვიროდა,
  და ვიფიქრე ჩავავლებდი,
  ნადირობა მომინდა
  ნეტა, აქეთ რა მინდოდა,
  რა გზით შემოვეხეტე,
  სანადიროდ ეგ ხევ-ხუვი,
  მოსანიშნად არ ღირდა;
  ჰოდა, აგერ, უცაბედად,
  ჩამოთოვა, დაზამთრდა,
  ქარბორიაც მოვარდა და
  ზვავი შემომალეწა,
  კრუხ-წიწილას შეშველა,
  მე კი, ხევში ჩამლეწა
  მავნე კაჭკაჭს მოეკითხოს,
  ალღო გამიპამპულა,
  მებუნების სანიტრი”,
  თუმცა, აწი მძორი ვარ
 *
წიავ-წიავ
 _წიავ-წიავ...ზურგის ქარი,
მწვავე განცდით ნანატრი,
სასწაულის თუ  არ გჯერა,
თავს ვერ იხსნი განგაშით
5. 03. 2004

5. 03. 2004

*
იხილეთ;


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*
***



Комментариев нет:

Отправить комментарий