Translate

суббота, 11 января 2020 г.

ორაზროვნული ჭვრეტანი /იუმორისტული ნოველა/

ორაზროვნული ჭვრეტანი /იუმორისტული ნოველა/

”ბრედვოჩინგით” დანტერესებული, მარტოხელა, უიმუშევარი ინჟინერ-გამომგონებელი, თავის აივნიდან დურბინდით უთვალთვალებს ცაში მონავარდე ფრინველებს… ერთხელაც, უცნაურად შეფერილი ჩიტის თვალთვალი გაიტყუებს და უცაბედად, მდინარის მიღმა მეფრინველეობის ფერმის საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ აივანზე გადმომდგარი, შეთქვირებული ქალის სავსე მკერდს წააწყდება. მოთამთამე ძუძუებს თვალს ვერ მოაშორებს, სერატონინის მოზღვავებას იგრძნობს და აზრად მოუვა თავისი გატაცება ”ფრინველთა თვალთვალი”, მისეულად რომ ვთქვათ ”ფრინველთა ჭვრეტა” ბიზნესად აქციოს… და მალე ლურჯად შეფერილ საარაკო ფრინველის მსგავს დრონს გააკეთებს… თავის კარმიდამოში შესაბამისი  სათვალთვალო კოშკურებს ააგებს. მდინარის იქეთ მდებარე გორაკთან, მწყესმსების მიტოვებულ  სადგომში კი ცაზე ოპტიკური ილუზიის გამახორციელებელ მოწყობილობას დააყენებს, რომელსაც თავისი სახლის აივნიდან მართვის პულტით,  რთავს. სინათლის სხივი გარე თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ ცაზე ზღაპრული იერის მქონე უცხო ფრინველის ნავარდს თავისებურ, თვალწარმტაც ”პროვოცირებას” უკეთებს…
ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელებს ინფორმაციას ამა და ამ ადგილას, უცხო, ზღაპრულად შეფერილი ფრინველის გამოჩენის შესახებ და მალე ბრედვოჩინგების მთელი არმია მოაწყდება… ბიზნესი ყვავის და მეფრინველეობის ფერმაშიც უცნაურად ლამაზი წიწილებიც დაიჩეკება, რომელიც მარტოხელა მეცნიერმუშაკის კვლევების შედეგია. ქალი, რომელმაც ამ კვლევების გამო ქალაქი მიატოვა, მარტოხელა ”ბრედვოჩინგით” დაინტერსდება…”
”ვინაა, ამის გადამღები… ” გაიფიქრა მივიწყებულმა ავტორმა, მაგრამ ”სიუჟეტი” მინიატურის სახით ინტერნეტში, მაინც გამოაქვეყნა.
კარგა ხნის შემდეგ კი, თავისივე ჩანაწერი, რომ გადაიკითხა, ახლა სხვაგვარად მოუნდა ჩანაფიქრის გამხელა…

”რავი, მუხოს თავგადასავალმა, ვინმე იქნებ, სასიკეთოდ წაახალისოს…”  და უნებლიეთ იტალიელი ნეირობიოლოგ ჯაკომო რიზოლატის ”სარკისებრი ნეირონები” გაახსენდა. მოეჩვენა, რომ მისეული მინიატურა, უკვე, მის მეორე მეს ეკუთვნოდა…

_*_

მუხოს მარტოხელა კაცი ეთქმოდა, მისი კარმიდამოს, აღმოსავლეთი მხარე, დაბის განაპირას ჩამავალ ღრმა არხს ესაზღვრებოდა და ალბათ, ესეც გარკვეულ შეფერილობას აძლევდა მის განმარტოებას.
იმხანად, დღეგამოშვებით, დროებით დაკონსერვებულ გვირაბთან,  დაცვის თანამშრომლის რანგით მორიგეობდა.
თავისებურად, თავშეკავებული კაცი გახლდთ, წლების მანძილზე ორიოდე საყვარლიდან, ცოლად არცერთი არ შერჩა. და ბოლოს, საერთოდ მიანება თავი, უკეთესი ქალის ძებნას, დაასკვნა, შარის თავი, მეტად  აღარ მაქვსო
ცხოვრობდა ენთუზიაზმის გარეშე, თუმც, ხანდახან ეკლესიაშიც შეივლიდა, ნაცნობ მამაოს მოიკითხავდა, რომელიც, თავის დროზე, სკოლაში ასტრონომიას ასწავლიდა, _ მუხო კი, ფიზკულტურის მასწავლებლობით იყო დაკავაებული.
მამაო, რა თქმა უნდა, მის დამოძღვრას ეშურებოდა და ერთხელაც გადაჭრით ურჩია,
ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრე, მარტოობა გაგიადვილდება და მერე მონასტრის მშენებლობას, რომ დავიწყებ, გვერდით დაგიყენებო… 
ჰოდა, მუხომაც, ერთი პირობა თავი გადადო; გულმოდგინედ მარხულობდა, როგორც კი, საშუალება მიეცემოდა წირვას ესწრებოდა. ზაფხულში, მოშიშვლებულ ტურისტ ქალებს, თვალს არიდებდა. თუმც, ბოლო დროს, ადგილობრივმა ლამაზმანებმაც ძაან გაუტიეს და ნეოფიტ მუხოსთვის, საცდურმა ყოველდღიურობაშიც  იმატა.
არადა, ავტობუსში ერთთავად თავჩაქინდრული იჯდა, და თუ თვალებით, მოულოდნელად, ვისიმე მოშიშვლებულ ლაჯებს წააწყდებოდა, უმალ, უფალო შემიწყალეს…” გააბამდა,  მზერას დაიელამებდა, ან ადგილს მოინაცვლებდა.
კვირა დღით, ავტობუსის გაჩერებასთან, თავდახრილი რომ იდგა, რაღაც მიზეზის გამო, იქვე შეჩერებულ ევროპელი ტურისტებით აჭრელებულ ავტობუსში დაუფიქრებლად ავიდა. თავწამოწეულს შიშველი ლაჯების ელვრება შეეფეთა. დამფრთხალმა კარისკენ იბრუნა პირი და ძირს გადახტა. გზისპირას უშნოდ გაიშხალართა.
მგზავრები შეშინდნენ, ვინმე ტერორისტი არ იყოსო, ქალებმა წიოკი ატეხეს. მუხო წამოხტა, თავგანწირვით გაიქცა და შორიახლო აღმართულ ელექტრობოძს შუბლით შეასკდა.
კიდევ კარგი გზად გამვლელმა იცნო, გონდკარგული, იქვე ახალ ნაწვიმარზე გაჩენილი გუბურასთან მიათრია და მოასულიერა.
როცა, მამაოს აღსარება ჩააბარა, ყოფილმა ასტროლოგმა სიცილი ვეღარ შეიკავა.
_არც, ასე ივარგებს, საქმე ის კი არაა, თხუნელას დაემსგავსო, საქმე ისაა, რომ ავხორცობა არ გიმონებდეს-მერე ურჩია-ჭვრეტა სხვა მიმართულებით უნდა განავითარო, გულმხურვალოდ ილოცე და ხშირად ცას მიაპყარ მზერა. ყოველ წამს მოსალოდნელია ანგელოზმა სასწაული მოგივლინოს და არ უნდა გამოგეპაროს
ჰოდა, მალე, ყოფილმა ფიზკულტურელმა, კინაღამ გზისპირა თხრილში მოადინა ბრაგვანი.
გადაწყვიტა, ცაში სამსახურში ყოფნის დროს ეცქირა. მართლაც, მალე დარწმუნდა, რომ ცისკენ ყურებას, თავის მოვალეობას, მშვენივრად უთავსებდა.
ჰოდა, ცაში მონავარდე  ფრინველების თვალთვალმაც შეუმჩნევლად გაიტაცა.
-ყოჩაღ შენ! ”ბრედვოჩინგი გამხდარხარ!-შეაქო ღვთის მსახურმა და მოუყვა, რომ სადღაც წაეკითხა, თუ ზღვასთან ახლოს, ტყით შემოსაზღვრულ გორაკზე, შეფენილ დაახლებაში მცხოვრები სანდომიანი ქალბატონი, რა გატაცებით იყო დაკავებული ამა თუ იმ შეფერილობით გამორჩეული ჩიტების თვალთვალით. და ერთგან სათვალთვალო კოშკურაც კი ჰქონდა გამართული.
-ბრე-დვო-ჩინგი ჩამარცვლა მერე, და აღფრთოვანებით გააგრძელა,- ჩიტების ცქერა _ჩიტების ჭვრეტა მე ჭვრეტა მირჩევნიარადგან ქრისტიანობის ლექსიკონის მიხედვითლათინური სიტყვაქონთენპლეიშენრომლისგანაც იგია ნაწარმოები ეტიმოლოგიურად „დიდხანს ღრმა აღტაცებითა და დაფიქრებით ცქერას ნიშნავს.
უცებ, შეცბა, თითქოსდა, აღსარების საიდუმლოს გათქმის საშიშიშროება იგრძნოო  საუბრის თემა შეცვალა, თუმც, მის სახეზე ამეტყველებულმა იდუმალების შეცნობის ჟინმა, მუხოს უნებლიეთ, ბრედვოჩინგის მიმართ, დიდი ინტერესი ჩაუსახა.
ცაში ყურებაზე, ქე მაქვს კურთხევა და…” გაიფიქრა ხალისიანად.
ზოოლოგის ყოფილი მასწავლებელი გაიხსენა, აფხაზეთიდან დევნილი, ახლა უკვე, ოთხმოცს მიღწეული ქალბატონი. რომელიც მისგან, სულ რაღაც ხუთასი მეტრის იქით, ყოფილი სასწავლო-საწარმოო კომბინატის საერთო საცხოვრებლის შენობაში ცხოვრობდა, მაგრამ ღრმა არხზე გადებული ხიდის გამო, შემოვლითი გზით, კაი სამი კილომეტრის გავლა მოუწია.
მუხო შესაფერისად გამოეწყო, სავაჭრო ჯიხურში ნაყიდი შოკოლადის ფილებით შეიარაღდა და ქალბატონს, რომელიც მარტოხელა მაცხოვრებლად ეგულებოდა თამამდ მიაკითხა. ქალმა მისი სტუმრობით გაიხარა, ალბათ, სკოლიდან გამოგიშვესო. და როცა მუხომ დააღალატიანა, უნდილად იკითხა:
-აბა, რამ გაგახსენათ, ჩემი თავი?!-განაწყენება დაეტყო-რაც პენსიაზე იძულებით გამიშვეს, იქედან ერთი შეხმიანებაც არ მიმიღია, არადა, აგერ ახლა, ოთხმოცი წელი შემისრულდა ეეჰ, ახლობლებსაც არ გახსენებიათ, თუმცა, რა ახლობლები, უმეტესობა საზღვარგარეთაა და ურთიერთობაც არ გვაქვს, კიდევ კარგი დისშვილი შემომრჩა, ჩემი გაზრდილია და მაგრამ, იმაზეც ვწუხვარ, ვგონებ, ჩემს გამო ოჯახის შექმნასაც არ ჩქარობს-თითქს, უცებ მორგო გონს-აბა, რამ შეგაწუხა?
მუხოც გამოცოცხლდა, ჯიბიდან შოკოლადის ფილები, სწრაფად ამოიღო და მაგიდაზე თავაზიანად დაალაგა.
-რატომ წუხდებოდი?!-დაეჭვდა ქალი.
-ბოლო დროს ჩიტების ცქერამ გამიტაცა, ასე ვთქვათ, ჰობად მექცა, ჰოდა, თქვენ გამახსენდით, ვიფიქრე კონსულტაციას გავივლი მეთქი
-ფრიად საინტერესოა, ვინ მოგასწავლათ?
-ჯერ მამაოსთან მქონდა საუბარი, მერე თქვენ გამახსენდით
-ჰო, ჩვენი ასტრონომი, ძალზე ცნობისმოყვარეა ვხვდები, ვხვდები და ფრინველებზე საუბარს დაუზარებლად მოჰყვამერე თვალებმომღიმარემ გაიხსენა-ანაპაში, რომ ვცხოვრობდი, ჩემს მშობლებთან ერთად, ჩიტების თვალთვალით, მეც ძაან ვიყავი გატაცებული. ყველაფერი კი, იქედან დაიწყო, რომ ტურისტებად ჩამოსული ინგლისელ ცოლქმარს მეგზურად დავყვებოდი, ინგლისში ბრედოვიჩინგი დიდ მოწონებაშია მაგრამ, იმ დროს, ალბათ, არც იქ იყო, ამ თვალსაზრისით დაფიქსირებული ჯენიფერი და დეივი სპეციალობით  ორნითოლოგები იყვნენ
-ანაპაში?!-გაიკვირვა მუხომ.
_-ჰო, ანაპა ფაშისტებისგან 414- წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ გაანთავისუფლა, ბაბუაჩემი, იმ დივიზიის შტაბის უფროსი იყო, ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი, მაიორის ჩინით, ადრე, ბებიაჩემზეც ანაპაში დაქორწინდა ანაპელ ხოხლუშკას ერთი ნახვით შეუყვარდა და იმ დღესვე შეუღლდნენ მეც ისე დამემართა, და შეყვარებიდან, და იმავე დღეს დიმასთან ერთად სოხუმში აღმოვჩნდი-შეკრთა და მოგონებებს ზედმეტად, რომ არ გაეტყუებინა მუხოს დაუფარავად გაუმხილა-არ გეწყინოს და ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, შენ თუ ამ ამბით დაინტერესდებოდი, მართალი გითხრა, ადრე, ერთი შტერი ფიზკულტურელი მეგონე
უკვე მის მოდუღებულ ყავას შეექცეოდა და განაწყენება არც უფიქრია. ისეთ განწყობა მოძალებოდა, რომ უკვე, თავადაც ამჩნევდა, რა შტერულად გამოიყურებოდა, მისი ადრინდელი ცხოვრება.
მაგრამ, საპასუხოდ გაიფიქრა:
ნეტა, მამაომ ამ ქალში, რა ნახა ისეთი, ისე ნეტარებით რომ მომიყვა მისი მონაყოლი…”_თუმც, მასპინძლის ასაკის გახსენებამ თავისი დასკვნის მიმართ ორაზროვნული ეჭვი აღუძრა.
ყოფილმა მასწავლებელს კი, უნებლიედ მიქარულის გამოსწორება მოუნდა, გამომშვიდობების წინსაგანგებოდ შენახული, რუსულ ენაზე გამოქვეყნებული ორნითოლოგიის, ანუ ფრინველების შესახებ დაწერილ სახელმძღვანელო უსახსოვრა.
-აბა, იმედი მაქვს, რომელსამე ახალ სახეობას აღმოაჩენ-გაეხუმრა თან-სასურველია, ჩანაწერები გააკეთო, ხანდახან შემომიარე და ერთად განვიხილოთ ძველებურად ყოჩაღად ვერ ვარ თორემ, შეგიამხანეგდებოდი, ისე ფანჯრიდან, კაჭკაჭებს ხშირად ვუთვალთვალებ ზოგჯერ კვირიონებიც ჩამოივლიან-მოწყენით ჩაიცინა.
მოხუცი ქალის გულუხვობით მოხიბლული მუხო მადლობას მადლობაზე იხდიდა.
სულ მალე კი, ახალბედა ბრედვოჩინგს ხასიათის ცვლილებაც დაეტყო; როცა ბაღში საბოსტნე მიწას გამობარავდა და მერე შორიახლო გამართულ ფანჩატურში, ხის მორზე ჩამომჯდარი, ნაშრომს შეავლებდა თვალს, მზის სხივებით მოფენილ კადრში მალევე ჩნდებოდნენ, ბეღურები, სკვინჩები, მზისფრად დაწინწკლული პაწია ჩიტები. ისინი, ბელტებს ამოყოლლი ჭიაღუების მონადირებას იწყებდნენ, შიგდაშიგ საამოდ წივწივებდნენ, ზოგი მათგანი, უცებ აფრინდებოდა და იქვე ხის ტოტებს შეაფარებდა თავს, ზოგიც მკვეთრად აიჭრებოდა ზემოთ და რომელიმე მხარეს მიზანმიმართულად გასწევდა. გარინდული, მგძნობიარედ მიაჩერებოდა მათ ფუსფუსს, ფრთხილობდა უნებლიე მოძრაობით არ დაეფრთხო. მერე და მერე, იმასაც ცდილობდა, როგორმე ამოეცნო, ჭიაღუების მოპოვების გარდა, კიდევ რით იყო მათი ფუსფუსი განპიროვნებული, უფრო სწორად, მათი იდუმალი მისიის შეცნობას ესწრაფვოდა. და ცხონებული ბაბუამისის ნათქვამი, აღარც კი ახსოვდა.
ჭვრეტა სიყვარულის მეცნიერებააო, უთქვამს ქრისტიანული სამყაროს მოღვაწეს წმინდა იოანე ჯვრისას…” იმეორებდა ფიქრში მამაოს ნათქვამს.
მერე ლექსიკონში მოძიებული ჭვრეტის განმარტების დაზეპირებაც არ დაიზარა.
სიყვარულის მეცნიერებაანუ ღმრთის თანდაყოლილი და სიყვარულით აღსავსე შეცნობარომელიც ერთსა და იმავე დროს ასხივოსნებს და სიყვარულში აფლობს სულს და საფეხურიდან საფეხურზე გადანაცვლებით ის მის შემოქმედ ღმერთამდე აჰყავს
ძველებურად, რიგით ფიზკულტურის მასწავლებლად კი არა, ინტელექტუალად გრძნობდა თავს.
სათვალთვალო პუნქტი მეორე სართულის აივანზე მოიწყო; მის ერთ კუთხეში საკმაოდ მაღალზურგიანი სავარძელში დადგა, მონდომებით შენიღბა, ჯერ კიდევ მასწავლებლობისას შავ ბაზარზე შეძენილი სამხედრო ბინოკლი მოიმარჯვა და ჰორიზონტი საგულდაგულოდ დაზვერა.
უკვე, ჩიტების მოყვარულად გრძნობდა თავს. ახლა, იმის გახსენებას ლამობდარომელი ჩიტი იყო ბავშვობაში პირველადრომ იხილადიდი იჭვი იყო ეს ბეღურა იქნებოდამაგრამ გულუბრყვილოდ ეწადა, რომ ის პირველი, გამორჩეული შეფერილობით წარმოედგინა.
უნებლიეთ ყოფილი სასწავლო-საწარმოო კომბინატის საერთო საცხოვრებლის შენობისკენ გააპარა მზერა.
შენობა სამსართულიანი იყო, ძველ მობინადრეებს პირველი სართული ეკავათ, ბოლო ორში კი იმჟამინდელ ხელისუფლებას დევნილები ჰაიჰარად შეესახლებინათ.
და აგერ უკვე, რამდენიმე წელი იყო, უკეთესი დაპირებული უკეთესი მომავალი არა და არ ჩანდა. ათეული წლების წინ გაყვანილ არხზე გადებული ხიდს, ბურჯები კაი გვარიანად მორყეული ჰქონდა, და ხიდის ზედაპირიც, ზედაპირს აღარ ჰგავდა.
დევნილებმა შემოვლითი გზით სიარული არჩიეს. დაბის მესვეურეებსაც ეს აწყობდათ, ფიქრობნენ, სათხოვარით ნაკლებად შეგვაწუხებენო
მაგრამ ნახიდარი, ალბათ შესაძლოა, აღნიშვნის ღირსიც არ გამხადარიყო, რომ მის ერთ კიდეზე დამსხდარი ლურჯწითელი მომცრო ტანის ფრინველებს მუხოს მზერა არ დაეტყვევებინა.
რა საყვარლები არიან, რა ცუგრუმელები…” ცდილობდა მათი სილამაზე უფრო და უფრო ღრმად აღექვა და გაახსენდა ”ჭვრეტა ლათინური სიტყვიდან ქონთენპლეიშენ ეტიმოლოგიურად ნიშნავს „დიდხანს ღრმა აღტაცებითა და დაფიქრებით ცქერას
დაძაბულმა გააგრძელა თვალთვალი. რა საყვარლები არიან, რა ცუგრუმელები…” აგზნებული გონში კვლავ იმეორებდა. თავისდა შემჩნევლად ბინოკლი ზემოთ აეწია და ახლა მის ჭუჭრუტანებში სარაფრიანი ქალის კოპწია ძუძები ჩანდა. მუხოს სხეულში მწველმა სითბომ დაუარა. ბინოკლი ურო მოხერხებულად მოიმარჯვა. რა საყვარლები არიან, რა ცუგრუმელები…” კვლავ უბრუნდებოდა აჩემებულ ფრაზას. მონუსხული თავს ვეღარ აკონტროლებდა ძუძუების მომხიბლელ რხევას გონით ლამის შეერწყმა, ლამის რეალობას მოსწყდა, ვისღა ახსოვდა ჩიტები
მერე ახლოს გადაფრენილი კაჭკაჭის შევარდენივით შეყივლებამ შეაფხიზლა.
აივანის მოაჯირზე მიმაგრებულ ყვავილიან ქოთნებთან დახრილ, ასე ორმოციოდე წლის ქალსაც შეძლებისდამაგვარად შეავლო თვალი. შავგვრემანი, მიმზიდველად მეტყველი იერისა გახლდათ.
-მესამე სართული, კი, კი, კი, ქალბატონ სვეტლანას ბინა უნდა იყოს მგონი ჰგავს, მაგრამ ეს ბევრად ეშხიანია  ასე აღგზნებული, კაი ხანი იყო არ ყოფილა.
ცოტა ხნის წინათ მოძიებული სახელმძღვანელო როგორ ვუთვალთვალოთ ჩიტებს გვერდით მდგომ   დაბალფეხება მაგიდაზე ედო.
და მუხოც კვლავ და კვლავ გათამამებული იმარჯვებდა ბინოკლს რა თქმა უნდა, ჯერ ვითომდა, დანგრეულ ხიდზე მოფუსფუსე ჩიტების თვალთვალს იწყებდა, ზოგჯერ ცაშიც გადაინაცვლებდა, მაგრამ მერე ისევ ეწყებოდა:
რა საყვარლები არიან, რა ცუგრუმელები…”
ჰო, შიგადაშიგ, შორიახლო ახმიანებულ შაშვის ჭახჭახსაც გატაცებით უსმენდა.
ქვეშეცნეულად გრძნობდა, რაღაც გამორჩეული საქმის წამოწყება და დაგვირგვინება ეწადა.
და გაახსენდა ბავშვობში მის მიერ გაკათებული ქაღალდის თვითმფრინავი, სხვებთან შედარებით ყველაზე მეტხანს, რომ ფრენდა.
ზღაპრული შეფერილობის მაგვარი ფრინველის დრონის სახით გაკეთება ბავშვური აღტყინებით მოუნდა.
თავადაც გაკვირებული იყო… ისევ მამაოს გაენდო, ოღონდ, ცუგრუმელების ამბავი, არ გაუმხელია.
-მაგარია, მერე შეგიძლია ბიზნესიც ააწყო…-მხიარულად გაუპირდა იგი,-კი, ვიცნობ ერთს, სეინერის კაპიტანია, შიგადაშიგ თევზეულობას შემოგვწირავს…დაგაკავშირებ…-კი, კარგი ამბავია, ამ ბრედვოჩინგმა შეიძლება ბედსაც ქე გწიოს… მაგრამ რად გინდა, სამანქანო გზა არ გიდგება, ჰოდა, ჯერ არხზე გადებული ხიდი უნდა გაკეთდეს… ჩამოუარე მეზობლებს, საერთო საცხოვრებლის ხალხს, ხელმოწერები შეაგროვე, დანარჩენი მე ვიცი… გზატკეცილს ზემოთ, გორაკზე, ერთი კარგი ადგილი მაქვს შეგულებული…-მამაო თითქოსდა, რომელიღაც შორეულ ვარსკლავის მოკვლევას ცდილობდა…
-კი, ნამდვილად, კარგი სამონასტრო ადგილი იქნება…-მოუწონა მუხომ.
-უყურე შენ, მთლად მასე გრანდიოზულად არ ვფიქრობდი, მაგრამ, კი, ნამდვილად კარგი იდეაა… ყოჩაღ, ჩვენს მედავითნესთან, აგრაფინასთან მიდი, ტექსტს, ის გაგიმზადებს… ყოჩაღ შენ, ჩიტების თვალთვალმა, ნამდვილად კარგად იმოქმედა შენს ასტრონომიაზე…

მუხოს, უკვე თავისივე მომავალი იზიდავდა; ზღაპრული ”ჩიტი-დრონი” კი სანატრელის აივანთან დანავარდობდა…
ჯ.გ.
***

_*_
*იხილეთ ნოველები და მოთხრობები






***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *
***

© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება