Translate

воскресенье, 15 марта 2020 г.

მაგრამ, შიმშილიც ხომ სიკვდილის ”მაცნეა”; ისე კი, ზოგი რამ, კორონავირუსის დადებით შედეგებზე… (”შავი იუმორის” კვალობაზე…)

”წიოკის” უპრეცედენტო რესურსი…
(იუმორის მაგივრად)

…არადაბოლოს და ბოლოსროგორც იქნა მსოფლიო ერთიანი ფრონტით და უსწრაფესად დასაქმდაგანსაკუთრებით საქართველომოწინავე სამედიცინო პერსონალმამედიაშიგარკვეული განსწავლულობა წარმოაჩინათუმცხელების დაბანისპირბადის ტარებისჩახუტების აკრძალვით განმტკიცებული რჩევების გარდასხვა სანუგეშებელი მოსახლეობასთითქმისარც არაფერი გააჩნია
დამსაქმებელ ვირუსთან ყოველი მოკვდავი პირისპირ რჩება
ისე კისაყოველთაო ფსიქოზი ფრიად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდარამაცერთხელ კიდევნათლად აჩვენასამოქალაქო საზოგადოებასწიოკის რა უპრეცენდენტო რესურსი გააჩნია
ანუ, როგორც ჩანს, ემოციები გვმართავს, არადა, ჩვენეულ ყოფაში გაჭედილები საღი გადაწყვეტილებების ძიებაში უნდა ვიყოთ გაფაციცებულნი… ისე, შეხსენებისთვის… ადამიანის ტვინი ”სამი ტვინისგან” შედგება… ზოგს მცდარად მიაჩნია, რომ დიდი ტვინის აგებულება, მხოლოდ ”ნახევარსფეროებით” შემოისაზღვრება… ანუ მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებით _ რა თმქა უნდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ვრცელი თვალსაზრისით თავის ტვინი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება _ დიდი ტვინი, ტვინის ღერო და ნათხემი… მაგრამ თუ ნეიროფიზიოლოგიური პროცესების საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ მკვლევარის ხატოვან სწავლებას მივყვებით, ”პრველი ტვინი” _ ნეოკორტექსი ანუ მოაზროვნე ტვინია… ”მეორე ტვინი” _ ლიმბური, ანუ ემოციური გახლავთ… ”მესამე ტვინი” _ კი ნათხემს წარმოადგენს, რომელიც ქვეცნობიერ პროცესებს განაგებს… (მის კვლევებში, იმდენად ტევადი და თვალსაჩინო მიგნებებია, რომ დაინტერესებულთ ვურჩევ, გამონახონ დრო და მის ნაშრომებს უშუალოდ გაეცნონ…) მე კი, ჩემეული, ზემოთ მოყვანილი შენიშვნის კვალობაზე გაგიმხელთ, კაი ხანია იჭვი მაქვს, რომ ჩვენში ”მოაზროვნე ტვინს” აშკარად ჯაბნის ლიმბური ანუ ემოციური ტვინი, რაც ხშირად ”მესამე ტვინში” _  ნათხემში ანუ ქვეცნობიერში ”მჩაგვრელთა” მიერ ჩანთხეული აგრესიის ვულკანისებრ ამოფრქვევას იწვევს…

ჯ.გ.
თემატური... _ 
*
*
*
*
  • ლიტერატურა _ ხალხის ჭკვახალხის გონება _ და განათლების ხარისხია 
  • ილია ჭავჭავაძე

    რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს,საუკეთესო მეგობარსხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებასკეთილდღეობას.
  • ვაჟა-ფშაველა



*
არის მოსაზრება, რომ ამჟამინდელი ვირუსი საგანგებოდ შემოგდებულია, რათა უპრაგონოდთავმიშვებულკაცობრიობას, თვითგადარჩენისთვის უცილო, მარტივი ცნებები შეახსენოს
უპირველესად, ის რომ, საზღვრები ყველას და ყველაფერს ააქვს და ყველაფრის თუ ყოველივეს ერთმანეთში აღრევა კატასტროფის მომასწავებელია… ისე, ”ფენტეზის” მოყვარულები იმასაც ამბობენ, უცხოპლანეტელები, ”ადაპტაციის” თემაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ და…
ანუ სასიკვდილო ვირუსიც, თავისებური ტესტირებაა
მაგრამ, შიმშილიც ხომ სიკვდილისმაცნეა

ბედნიერებაა _ როცა ცუდმა გვერდი აგიარა

_ჯერ კიდევ კარგა ხნის წინათ გაგვიმხილა ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა და ფილოსოფოსმა ვიქტორ ფრანკლიმ.

როგორც ჩანს, ამგვარიღბალს”, ხშირად ჯეროვნად ვერ ვაფასებთ

ჰოდა, ყველას გისურვებთ, ამგვარ ბედნიერებას… 

აგვიაროს გვერდი, ”ნე-ვიჟუგაგვიკეთოს… 
მაგრამ შიმშილიც ხომ სიკვდილისმაცნეა”. 
მმართველოელიტავ”, გაიღეთმოწყალება”, შეაშველეთ ხალხს ჯანსაღი საკვები პროდუქტები
ისე თუ არა, არჩევნებისთვის მაინცშემოინახეთმცირედი კონტიგენტი

*

ახლა კი, ზოგი რამ, კორონავირუსის დადებით შედეგებზე
ვირუსმა” 
ათასობით მოკვდავსა თუ ”გასვეტებულს” შეახსენა, რომ შიგადაშიგ აუცილებელია ხელების დაბანა…
ბევრმა იგრძნო, რომ ”პაკაზუხური” მტლაშა-მტლუში, საფრთხის მომცველია…
ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეიცნეს, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი საზღვრები… 
პრაქტიკული არეალი მიეცა ტრენინგს _ დისტანციური მართვის დასახვეწად…
გაირკვა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო უფრო უსაფრხოა, ვიდრე ევროპის ქვეყნები…
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მგძნობიარედ გაიხსენა, ხალხური მედიცინის უკვდავი რეცეპტები…
...ვინც კი, სამედიცინო სფეროში თავისებურად განსწავლულია, ყველა რეკომენდაციებს იძლევა, ზოგმა ცნობადობასაც ქე გამოჰკრა ხელი…
და ა. შ. და ა.შ.
და ბოლოს, სრულიად გულწრფელად, ნათლად წარმოჩინდა ქართველ მედიკოსთა პროფესიონალიზმი და თავდადება…
იყავით მხნედ და ჯანმრთელად _ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…

..

P.S.  “შავი იუმორიიუმორის ერთ-ერთი ტიპი. შავი იუმორით გაჯერებულ შემთხვევებში ხშირად გვხვდება სიცოცხლისათვის საშიშ ფაქტორებზე, ჯანმრთელობასა თუ სხვა მსგავს თემებზე ხუმრობები. ძირითადად ეს თემები ტრადიციულ ანეკდოტებში არ ჟღერს. საგულისხმოა, რომ შავი იუმორის შემთხვევაში, ამა თუ იმ ობიექტზე ხუმრობის დროს, ფატალურობის შეგრძნება იუმორის მიღმა არ იკარგება.”)
*
მაგრამშიმშილიც ხომ სიკვდილის ”მაცნეა”; ისე კიზოგი რამკორონავირუსის დადებით შედეგებზე… 
(”შავი იუმორის” კვალობაზე…)

*

Janri Gogeshvili
ზოგი რამ, კორონავირუსის დადებით შედეგებზე…
”ვირუსმა” 
ათასობით მოკვდავსა თუ ”გასვეტებულს” შეახსენა, რომ შიგადაშიგ აუცილებელია ხელების დაბანა…
ბევრმა იგრძნო, რომ ”პაკაზუხური” მტლაშა-მტლუში, საფრთხის მომცველია…
ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეიცნეს, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი საზღვრები… 
პრაქტიკული არეალი მიეცა ტრენინგს _ დისტანციური მართვის დასახვეწად…
გაირკვა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო უფრო უსაფრხოა, ვიდრე ევროპის ქვეყნები…
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მგძნობიარედ გაიხსენა, ხალხური მედიცინის უკვდავი რეცეპტები…
...ვინც კი, სამედიცინო სფეროში თავისებურად განსწავლულია, ყველა რეკომენდაციებს იძლევა, ზოგმა ცნობადობასაც ქე გამოჰკრა ხელი…
და ა. შ. და ა.შ.
( “შავი იუმორი — იუმორის ერთ-ერთი ტიპი. შავი იუმორით გაჯერებულ შემთხვევებში ხშირად გვხვდება სიცოცხლისათვის საშიშ ფაქტორებზე, ჯანმრთელობასა თუ სხვა მსგავს თემებზე ხუმრობები. ძირითადად ეს თემები ტრადიციულ ანეკდოტებში არ ჟღერს. საგულისხმოა, რომ შავი იუმორის შემთხვევაში, ამა თუ იმ ობიექტზე ხუმრობის დროს, ფატალურობის შეგრძნება იუმორის მიღმა არ იკარგება.”)
P.S. და ბოლოს, სრულიად გულწრფელად, ნათლად წარმოჩინდა ქართველ მედიკოსთა პროფესიონალიზმი და თავდადება…
იყავით მხნედ და ჯანმრთელად _ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…
ჯ.გ.
*
Janri Gogeshvili

კორონამოსაზრება _ დაურიგდეს ხანდაზმულებს ნატრიუმის ციანიდი…
*
Janri Gogeshvili

შიმშილიც კლავს!”
აშკარაა, ”კორონამ” მასობრივად გააღვიძა ”მჭევრმეტყველების” უნარი… 
მოხიბლული ვართ ”წარმატებებით”, _ სამშვიდობო მოწოდებებით _დარჩით შინ! _ მაგრამ, დროა სამთავრობო სხდომებზე, ყოველგვარი შემოსავლების გარეშე დარჩენილი ოჯახების ”დახმარებაზეც” იფიქრონ… 
”შიმშილიც კლავს!” 
დროულად და გონივრულად უნდა იქნას გააზრებული. 
ჯ.გ.

*
გონიერ არსებებს უსახურ ვირუსმა
(ირონია)
ვირუსი არისო ”უტვინო” მიკრობი,
გვიხსნის, გვიმტკიცებს მეცნიერება…
თუმც, აღმოაჩნდა მძლავრი უნარი;
შიშნაჭამ წესრიგის მიზეზად იქცა!
გონიერ არსებებს უსახურ ვირუსმა,
შეგნებას მიხედეთ! უტყვად აუწყა;
ტაცების მანია, ვერ ჰგუობს განსჯას,
ნუ გადიქცევით მიკრობთა არმიად!
(ჯ.გ.)
*
მარტივი განცდა
(ტრაგიკშოუ)
ბის! არჩევანი ბევრად დიდია,
თუ შეგეწევა წრფელი სიკვდილი…
ტაშისცემაში გვიტევს შიმშილი,
სიცოცხლე გვიჯობს _”დარჩი შინ!”
დახვეწე ფიქრი, შეჰქმენ განწყობა,
რომ სამყაროსთან სიმბიოზში ხარ,
უშნო სიურჩით და ჰედონიზმით…
ნუ იალაღებ, თორემ გვამი ხარ!
(ჯ.გ.)
*სიმბიოზი _ Biol. Gk. symbiōsis თანაცხოვრება
სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისათვის.”
*”ჰედონიზმი _ ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვით ადამიანის მთავარ მამოძრავებელ საწყისს ტკბობა წარმოადგენს….”
*
Janri Gogeshvili
არ დანებდეთ! /იუმორის მაგივრად/
როცა უხილავი ვირუსი ადამიანებს უპრაგონოდ ხოცავს, მხოლოდ ერთი გამოსავალია, ხშირად გაიხსენო, რომ მეცნიერული თვალსაზრისით სამყაროს გაჩენის საწყისი, პაწია წერტილი იყო, რომელზეც, როგორც ამბობენ ნემსის წვერიც არ დაეტეოდა… ჩნდება ეჭვი, რომ ”იგი” ვირუსი გახლდათ; ჰოდა, ეს ”კორონა”, როგორმე თვითიზოლაციაში უნდა მოვაქციოთ, თორემ თუ იმ ”ატომივით” იფეთქა, გადარჩენის რაიმე შანსიც წამშივე გამოგვეცლება…
ისე თუ ამას ვერ შევძლ;ებთ, არსებობს სხვა გამოსავალი, თავად ჩვენ მოვახდინოთ ვირუსში ადაპტირება… თითქოსდა უკუღმაა, მაგრამ თეორიულად და მით უფრო კვანტურად ”ჭეშმარიტებასთან” ახლოს უნდა იყოს…
სახლში გამოკეტილებს მედიტაციის დრო ნამდვილად გექნებათ… მაშ ასე, როგორც სწავლულნი გვაიმედებენ, ადამიანს წარმოსახვის მეშვეობით შეუძლია, თავისი მატერიალური შიგთავსი, ატომამდე დაიყვანოს, ანუ კვანტურ სამყაროში გადაინაცვლოს… ჰოდა, თუ მიკროსკოპული სამყაროს მკვიდრად ვიქცევით, აღარც ხორციელი შიმშილი, აღარ ხორციელი ვნება, აღარც ხორციელი ანგარება და სხვა ამბიციები შეგვაწუხებს…ის, კი არა, გართობითაც, მშვენივრად გავერთობით; რადგან, ერთდროულად სხვადასხვა სამყაროსა და სივრცეში აღმოვჩნდებით… უკან, ”სამშობლოში” დაბრუნების საკითხიც, თავისთავად მოიხსნება…
და მაინც, არ დანებდეთ!
გაიხსენეთ ათასგვარი სისულელე, რომლის გამოც, სრული შესაძლებელი იყო, აქამდეც ფეხები გაგეფშიკათ… მაგრამ განგებამ ინება და კორონავირუსის ”ეპოქას” შეესწარით. წინ ახალი აღმოჩენები გველის…
კთილი იმედებით…
ჯ.გ.😇
*
უცხოპლანეტელი აგენტის მესიჯი…
/გაიშიფრა NASA-ში/
ჩვენი ექსპერიმენტი წარმატებით დაიწყო… ჩინთი, იტალია, ინგლისი, შტატებიც კი ავაგდეთ…
მაგრამ შემთხვევით საქართველოში შევიარეთ და უმალვე ჩაგვაკლასტერეს… კომფორტულ კლინიკაში გვიკრეს თავი, სამჯერადი კვებაც დაგვინიშნეს…
იმგვარი ყურადღებით გვეპყრობიან, გარეთ გამოხედვაც აღარ გვინდა…
ევროპაში აკიდებული სტრესების შემდეგ, ძლივს დავმშვიდდით…
შვებულება, ხომ გვეკუთვნის… ჰოდა, ბარემ აქ გავატარებთ, ზოგ რამეს ვისწავლით კიდეც… ვინ ყოფილან ეს ”გრუზინები”?!, კი მართლაც,”სხვა საქართველო სად არის…”
*
არქივში, მომავალი ფსიქოლოგისა და მენტალისტის ბავშვობისდროინდელ მხატვრულ ესკიზს გადავაწყდი… 2006 წელს, 12 წლის ”მაჯის შემტყობარი”, ეჭვგარეშეა, დღევანდელი მსოფლიოს განწყობაზე მიგვანიშნებდა…
P.S. დაინტერესებულთ, შეუძლიათ იხილონ, იმავე, ადრეულ ასაკში შესრულებული მისი ”ტიპაჟები”...
*http://janri-gogeshvili.blogspot.com/…/creation-avtandil-go…
*
საუკუნეების მანძილზე ნაცადი…
როგორც ”ევრონიუსმა” გვაუწყა, ”პანდემიურ” მსოფლიოში პირბადეებზე ნადირობა ”გამწვავდა”. საფრანგეთის წარმომადგენლმა (მომხიბლელმა ქალბატონმა), მომღიმარე შეშფოთებით განაცხადა, ამერიკელებმა, ჩინელებს დამატებით სამმაგი გადაუხადეს და ზედ ასაფრენ ბილიკზე, აგვართვეს ჩვენთვის განკუთვნილი პირბადეების პარტიაიო…
აბა რა, თვითგადარჩენის ინსტიქტი უპირველესია… და აქაური ლიბერასტებისთვის სახრავად ქცეულ ”ევროპული ფასეულობებითა” თუ ”მულტი-კულტი” იდეოლოგიით ქართული საზოგადოების დატერორებაც ვირუსივით მომაკვდინებელია…
მარტივადაა ყოველივე _ ”შენი თავი შენადვე გეკუთვნოდეს”
საუკუნეების მანძილზე ნაცადი, ქართული სამედიცინო ხელოვნების პროფესიონალთა ალღო-მიხვედრილობაც ამისი დასტურია…
ჯ.გ.
*
ლიტველი ხელოვანები სტუმრად,_ გლდანის განაპირას მდებარე ჩვენს ბაღში (”გამთენებელი ღამისა”) , აუ, ვინმემ არ დამასმინოს, დღევანდელობაში არ ხდება…
წარმოიდგინეთ, გამუდმებით ვირუსულ პანდემიებში თუ აღმოვჩნდით და მხოლოდ ორორი და შესაძლოა მეტი მეტრობითაც დაშორებულები ”ვხარობდეთ” სტუმარმასპინძლობით…
ღმერთმა გვაშოროს, მუდმივად პირბადეაფარებული და დისტანცირებული მსოფლიო…
გავუფრთხილდეთ ღვთისგან ბოძებულ სილაღს…
ჯ.გ.
*
და კლასტერული ტაქტიკა…
/ირონია-შეფხიზლება/
შიშით წვრთნა ჰეგემონური,
სულზე აკრული პირბადე.
მიზანი _ ჯანის სიმრთელე,
შიმშილი მშიერს ადარდებს.
და კლასტერული ტაქტიკა,
ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ,
გარჯა და სწრაფვა ქვეყნისა,
შეჯდება ჯიბრის მეჩეჩზე…
(ჯ.გ.)
*
“საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი უნდა გახდეს მსუბუქი ფორმით ავად, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ, იმუნური სისტემა წარმოიქმნას. როგორც კი მოსახლეობაში იმუნური ფენა შეიქმნება, ვირუსი ნელ-ნელა უკან დახევას დაიწყებს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ორ-სამ თვეში ვირუსი უკან დაიხევს“, - განაცახდა ხმალაძემ.” ?ინფექციონისტი_ კი, მრც ასე მგონია...
*
…ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს
სრულიად და სამუდამოდ ამა თუ იმ საფრთხისგან არც არავინ არის დაზღვეული… რწმენა კი _ ნეტარებაა და შიში რა მოსატანია… ვინაც ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესების წრფელი მიმდევარია, იმისთვის სარწმუნო გზა რაოდენ სახიფათო არ უნდა იყოს, მაინც ნათელითაა მოსილი… 
თავად მე, ცხოვრების ეკლესიური წესისადმი მიდრეკილი არ ვარ, თუმც, სამონასტრო ცხოვრების ”ავკარგი”, გარკვეულწილად მიგემნია… და ვიცი, სამონასტრო განაწესის სრულად აღსრულება, მართლაც რჩეულთა ხვედრია…
ის რომ, ქართული ეკლესიისა და მის წიაღში შემდგარ მოღვაწეთა ღვაწლი, ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული თვიშეგნების განმტკიცების სარბიელზე უკვდავია, ესეც დღესავით ნათელია…
მაგრამ ერი, მარტო მართლმორწმუნეებისგან, როდი შედგება, როგორც ერთგან მაქვს გამხელილი:
…ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს…
ასე რომ სახელმწიფო ვალდებულია, საგანგებო ჟამს, მთელი ძალისხმევით დაიცვას ქვეყნის მოქალაქეთა საციცოხლო სივრცე…
სრული მკრეხელება იქნება, რომ ეკლესია, მორწმუნეებს ”განუდგეს”, რასაც სხვადასხვა მიმართების ლიბერასტები თავგამოდებით ითხოვენ…
დიახ, გაფრთხილება ნამდვილად გვმართებს და სასურველია საეკლესიო მსახურებს, მრევლს, მომლოცველობს, სამედიცინო პერსონალის მიერ შემუშავებული ნორმების მიხედვით ყოველგვარი ”აჟიოტაჟის” გარეშე, ეკლესია-მონასტრების გარე სივრცეებში ჩაუტარდეს ტესტირება… და რა თქმა უნდა, საფრთხის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობაც…
ამდენი ღვარძლის ნთხევა, ისედაც დამძიმებულ ატმოსფეროს, კიდევ უფრო აბინძურებს…
ესაა და ეს…
ლოცვის მადლი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
ჯ.გ.

”გიორგი გახარია: საქართველო საერთაშორისო დახმარების სახით $3 მილიარდს მიიღებს - არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს…”
ჰოდა, ნივრისა და ხახვის ფასები მაინც ”შეაკავეთ”, თანაც, არცერთი მათგანის სუბსიდირება არაა გათვალისწინებული… უბრალოდ _ მარტივი სირცხვილია…
თუ ალღოს აუღებთ, თავისებური ”რელექსაციის” მიზნით გაითავისეთ _ ანუ, ნუ დაიზარებთ სიცოცხლეს ხალხო… და არ მოიწყინოთ, აზრი არა აქვს...😇
ჯ.გ.
ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო...
და იბადება უკვე დაღლილი,
შეუცნობელი სევდის აჩრდილით,
უკან მიქცევის იპყრობს წადილი,
და ჩნდება სივრცე იავარქმნილი...
ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო,
ცოტაც და მალე აუღებ ალღოს,
დედა თუ ნანობს, მამა თუ ანგლობს,
შენ ჩიტს უსმინე, ჩიტუნა გალობს...
აგერ პეპელა დაფრენს, ფარფატებს,
რუ მირაკრაკებს, ყვავილს ახარებს _
როცა ფუტკარი ხორთუმით ართობს,
ნამცეცა ჩიტი მნათობს უგალობს...
გული თუ ფეთქვას და დნება თოვლი,
გრძნობ, რომ სიცოცხლე შენი ხვედრია,
დედის საშოდან გამოღწეული,
ტირილით ამკობ ღამეულ წყვდიადს...
31. 03. 2002
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010
*
ხისტი ”შეგონებების” აფიშირებამ, _ რაც ოჯახურ გარემოში, ხანდაზმულთა განცალკევებაზე მიანიშნებს, ყველას, ვინაც სამოცდაათს გადაცილებულია, საფრთხის მომცველთა იმიჯი შეუქმნა…
ჰოდა, ჩემს (ცოტა უფროს, ცოტა უმცროს) თაობას, სოლიდარობის კვალობაზე, კაი ხნის წინათ ”გამხელილ განწყობას” შევახსენებ… ანუ, არ დანებდეთ, ზედმეტად ნუ განმარტოვდებით… შესაბამის, რეალურ თუ ვირტუალურ ”სივრცეებში” აქტივობა გააძლიერეთ… იმუნიტეტი არ მიაძინოთ…
ჯ.გ
*
Janri Gogeshvili
დაბერებასაც ნიჭი უნდა…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა,
საკუთარ თავთან დაზავების,
დამეგობრების,
გაფანტულ ძალთა შემოკრების
და განმტკიცების,
ნიჭი დათმენის, შემეცნების,
სხვა შემართების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მორჩილი,
ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,
სიმხნევის მჩენი,
ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,
ჭირთამძლეობის,
დარდთან მოქნილად გამკლავების,
განმარტოების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი უდრეკი,
დროის სივრცეში შეღწევის და
გადანაცვლების…
ნიჭი სრულყოფის მოწადინე,
ლოცვით ნაგეში, _
ცნება ”სიკვდილთან” მოთამაშე,
ფერიცვალების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა…
***
11.02.2002
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” / თბილისი _2010
კეთილი სურვილებით...
*
Janri Gogeshvili
დარჩით სახლში!
თუნდაც კედლები გამოგიხრიათ…
*
Janri Gogeshvili
ანტიკრიზისული გეგმა
ჩატარდეს ”საქვეყნო” კონკურსი ”ტიკტოკის” ფორმატით. 
აბა ვინ უკეთ!
ვუჩვენოთ მსოფლიოს ბედნიერი საქართველო!
*
*
                     
*
 იხილეთ ნოველები და მოთხრობები

 ”ნეოხრიკის” მსხვერპლი / ნოველა

***
გრიგალში
*
ადვინროგორრა ფერებში... _ ანუარც არაფერი ხდებოდა თითქოს...(ლაშქრულიკამპანელლაფოქსტროტი… ცნობილაძემავზოლეუმი დაისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *

*

*