Translate

понедельник, 25 мая 2020 г.

ისე რა… საზოგადოდ გათელილი საზოგადოებრივი აზრის პირობაზე… /პუბლიცისტური შენიშვნები/

*

ახლა 2020 წლის ”კორონამაისია”... მერე კორონაივნისს” დაგვიწესებენ, მივალთ ”კორონავლისამდეც”... მაგრამ სამყაროს ერთფეროვნება არ უყვარს და ბოლოსდაბოლოს ამ შემოგდებული ”კორონას” ლუსტრაციაც მოხდება...
P.S. ამონარიდი _ 2005 წელს, ჟურნალ”ხატოვან მოტივაციებში” გამოქვეყნებულ სტატიიდან... ისევ ის, დამთრგუნავი "მოცემულობა"... ანუ ”მთავრობა” ხალხს ”ებლატავება...” (ჯ.გ.)
*’
http://gogjuansher.blogspot.com/2018/01/2-4-2005.html

*
და თუ ვერ გრძნობ…
და თუ ვერ გრძნობ, რომ მთხლეში ხარ, მაშინ შეგიძლია იყო გორაკზე, პლატოზე, ტეხილზე, და უბრალოდ ტურისტებით გაჭედილ ზღვის სანაპიროზეც კი… მაგრამ გულსაც ნუ გაიტეხთ, რადგან, ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი გვაუწყებს _თხლე, მთხლე
ღვინის დანალექი ჭურში. მარხვის დროს პურის ფქვილში ურევდნენ, წამოადუღებდნენ და ჭამდნენ. აქედანაა „თხლის შეჭამადი“….
(ჯ.გ.)
*
ისე რა… საზოგადოდ გათელილი საზოგადოებრივი აზრის პირობაზე…
*
”რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ
10 წუთის წინ
რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ…”
*
”აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.
„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.”

***
P.S.

”ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ…”
კი, მახსოვს, ”პერესტროიკამდე”, უფრო ხშირად იყო მსგავსი ერთსულოვნება…
ჩათრევას - ჩაყოლა სჯობია. ჰოდა, გირჩევთ დელიკატურად მოაგვაროთ ეს ამბავი, ადრეც გირჩიეთ, იმის ადრეც, მაგრამ თქვენ ჩემსას რას გაიგებთ… ”მეგობარი ქვეყნების” რჩევას ვერ ეგუებით… ბოლო-ბოლო მაინც მოგიწევთ ძალაუფლების ”დემოკრატიზაცია”. ”წაჯექ-უკუჯექობა”, ანუ დიპლომატია ჩემგან არ გესწავლებათ… თქვენს ”ჩაციკლულ” ამბიციებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას, მით უფრო, რა ანგელოზებიც ”პოზიციაა” _ იმდაგვარადაა შეფრთიანებული, ”კოჰაბიტაციით” წახალისებული ”ოპოზიციაც”…
ჯ.გ.
*
ესეც _1994 წელი… ლექსი ”სხივს აკლდება კოსმიური შუქი…” _1994 წელს დაიწერა… ამას ბევრი წინასწარმეტყველება არ უნდოდა, ხეპრეებს და გოიმებს, რომ ჰქონდა მისაკუთრებული ქვეყანა, ოღონდ, უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ქართველმა ხალხმა, დღემდე, უკეთესი არჩევანის გაკეთება, ვერ შეძლო…
*
სხივს აკლდება კოსმიური შუქი…

გარიგება, მორიგება, შერიგება,
მერე, ისევ ავარდნა და ომი,
დახეთ, აგერ პოლიტიკურ ასპარეზზე
გაუმართლა ხეპრესა და გოიმს…
სხივს აკლდება კოსმიური შუქი,
გონს, ამ გულის ცოტა რამ თუ ესმის,
ღმერთო, კვლავაც შეგვაშველე სიტყვა,
რომ გულმართლად შევეგებოთ მერმისს…
5.10.1994
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _ 2010
*
თქვენ, რომ მიგიშვან, თავად დონალდ ტრამპსაც შეუზღუდავდით თავისუფალი სივრცით სარგებლობის უფლებას…
„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ,“ – განაცხადა ჩიქოვანმა
*.
თვალთმაქცობაა, აბა რა… უამრავი ხანდაზმული, სანახევროდ მშიერ-მწყურვალია _ (სამწუხაროდ ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესობაც),სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის შეძენაც არ შეუძლია, თქვენ კი, ვითომდაც მათზე მზრუნველობისა და საყოველთაო უსაფრთხოების ნიშნად ”აწვებით” _ შინ დარჩით და ჩუმად მიიცვალეთო… კი მაგრამ, მორალს, რომ თავი დავანებოთ, ის მაინც არ გაგიგიათ, მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტთა მიერ, უკვე გამოითქვა მკაცრი მოსაზრებები, _ თქვენეული ავადმყოფური ახირება _ ხანდაზმულთა დისკრიმინაციას ამკვიდრებს, არაჯანსაღ განწყობას ჰქმნის მათ მიმართ საზოგადოებასა და ოჯახში… ის რომ, სამედიცინო თვალსაზრისითაც დაუშვებელია, ასე ინტესიურად შეუზღუდო ასაკოვან ადამიანს აქტივობის არეალი… ვის რად უნდა, ეს ფარისევლური მზრუნველობა… თანაც, ბევრი ასაკოვანი, თუ ვითარებამ მოიტანა, მედროვე, ფუყე გარეგნობისა და აზროვნების ”ჩინოვნიკებს”, აქტივობითა და გონიერებით, აშკარად დაჯაბნის…
იგივე მორალით მოგეგებათ, ელოდეთ, მომავალ ”ვირუსზე”, თქვენგან დაკვალიანებული თქვენივე შვილიშვილები, მსგავსი ”რისკ_ფაქტორის” მიზეზით, თქვენი ”პერსონების” უტილიზაციას, რომ ”გააჩალიჩებენ”…
ჯ.გ.
*
*

*
*
*