Translate

пятница, 5 ноября 2021 г.

გვინაღა იყო… / ხსნა _ შეგნების ამაღლებაშია…/

*** 

ისტორიის ქრონიკებს თუ გადავხედავთ, ხშირია, მსგავსი სცენები, ანუ _გვინაღა იყო… და მუდამ გვიან, რომ არ იყოს, როცა ძალაუფლება გიპყრიათ, მაშინ, გმართებთ ჯანსაღი, ერისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება... 

*გვიანღა იყო 

ვინ სად იომა, 

ვინ სად ჩარჩა 

სხვათა საშველად, 

ვინ, ვის გაუწვა, 

ვის არგუნა სიამის ნაღმი… 

რარიგ იმარჯვა 

მარბიელად გამოწვართულმა, 

მშობელ ქვეყანას 

უმძიმესი დაადო ხარკი… 

ბოლოს გვეღირსა; 

საშოვრით და 

ბრძოლით დაღლილი, 

როგორღაც ჩასწვდა 

განვლილს და განცდილს… 

გვიანღა იყო 

საკუთარი სისხლის შეცნობა, 

სამშობლოს მისას 

მორეოდა 

გესლი და ღვარძლი… 

24.11. 2005 

პოეტური კრებულიდან ”ლტოლვილი სიზმარეთიდან…” /თბილისი _2010 Janri Gogeshvili 

…მაგრამ თუ უშუალოდ ქვეყნის, ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, მაშინ მართვის სადავეებიც გამოეცლებათ ხელიდან, ანუ საკუთარ ”ძალაუფლებას” მექანიკურად ჩარეცხავენ… 

* Janri Gogeshvili 30 ოქტომბერი, 2015 

შემონახვით, ”იქეთურებს და აქეთურებს” კიდევ ბევრი რამ ექნებათ მარაგში, ეგ ხომ ქართული ყოფის ”ექსტაზად” იქცა, მაგრამ ამ გაგანია ”პოლიტავანტიურის” დროს ძირეული სატკივარი მაინც სულ სხვაა… ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: „ქადილი ოქრო-ვერცხლისა, რომ ყველაფერი ჩემიაო, ყველაფერს ვიყიდიო, გამართლდა ქვეყნის საუბედუროდ“ ამან, ერთხელ უკვე ხელი დაგვრია… და მერე რაც მოხდა, ისტორიის მცოდნეთ კარგად მოეხსენებათ... * 

6 წლის წინ 30 ოქტომბერი, 2015 • თბილისი 

 • შემონახვით, ”იქეთურებს და აქეთურებს” კიდევ ბევრი რამ ექნებათ მარაგში, ეგ ხომ ქართული ყოფის ”ექსტაზად” იქცა, მაგრამ ამ გაგანია ”პოლიტავანტიურის” დროს ძირეული სატკივარი მაინც სულ სხვაა… ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: „ქადილი ოქრო-ვერცხლისა, რომ ყველაფერი ჩემიაო, ყველაფერს ვიყიდიო, გამართლდა ქვეყნის საუბედუროდ“ ამან, ერთხელ უკვე ხელი დაგვრია… და მერე რაც მოხდა, ისტორიის მცოდნეთ კარგად მოეხსენებათ... * 

* Janri Gogeshvili 3 ნოემბერი, 2013 • თბილისი • 

 საინტერესო წერილია, უგრძვნია ადამიანს, ოღონდ…_ ვაპირებდი მიმეწერა ინტერნეტში გამოქვეყნებულ მორიგ ”პოლიტიკურ ანალიზზე”… მაგრამ, ბარიერებთან მდგომნი უკიდურესად ”აღგზნებულები” არიან და შეხუმრებასაც თავდასხმად აღიქვამენ. სოციალურ ქსელებში ”ფსიხოს” არავინ არ ითხოვს, და ბევრი მოძალებულ დეპრესიას ყოველი მისთვის არმოსაწონის სიძულვილით ინელებს. დღევანდელი ურთიერთობები, მხოლოდ უკიდურეს ”სუბიექტივიზმზე” და ქილიკზეა აგებული; ყველა თავისას მიერეკება… ეს ყბადარებული სამოქალაქო საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ამობობღდეს აკვნიდან… აბა, ისე აქანდაზებმომარჯვებულთა არმიას დავემსგავსებით… 

* 3 ნოემბერი, 2013 • თბილისი • 

* ნუ წაუყრუებთ… ”ფიზიკაში ტალღა არის შეშფოთება, რომელიც ვრცელდება სივრცეში და დროში, როგორც წესი ენერგიის გადატანით.” მაგრამ ჩვენთან ლანძვა-გინება, გულიან ლოცვასა და სიწრფელეს, ისე რადიკალურად აჭარბებს, თავს ტყუილად ვაიმედებთ, ვითომდაც, ზეპირად ათასგზის გაცხადებული ”მონანიება” და ”შენდობა”, გვიხსნის მძიმე განსაცდელიდან… მრავლის ნაცადია ქართული ანდაზა:” კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო…” _ ჰოდა, ერი და ბერი, ბოლოს და ბოლოს უშუალო სიმართლისკენ თუ არ გაიწევს, ეგ ხუხულა ურთიერთობები ერთბაშად და ერთიანად გაცამტვერდება…. შეშფოთდით, შეშფოთდით, შეშფოთდით!!! ოღონდ, ამ ყოველდღიურ შეშფოთებებს ლოგიკური ”დამისამართება” უნდა მიეცეს: ანუ მავნე ”სისტემის” ძირეული შეცვლა! თორემ, ყოველგვარ არჩეევნებს აზრი ეკარგება… ჯ.გ. 

Janri Gogeshvili 27 ოქტომბერი, 2016 • თბილისი • 

 სიტყვა ”მიყვარხარ!” დღევანდელ მსოფლიოში დაახლოებით 7000 ენაზე წარმოითქმება. წრფელად წარმოთქმული ეს სიტყვა საამო, ზღაპრულ სურნელს აფრქვევს. ”მეზიზღები…” ნაკლებად გამოიყენება, და თითქოს სიყვარული ჯაბნის ბოროტებას. მაგრამ მომღიმარე თვალები, ხშირად, შეფარვით აფრქვევენ ზიზღს. (ჯ.გ.) 

* Janri Gogeshvili 29 ოქტომბერი, 2012 29.10.2012 (

ის, რაც ერთ-ერთი ბლოგზე გაკეთებული ჩანაწერის ქვემოთ, კომენტარის სახით, ტექნიკური მიზეზის გამო ვერ დავსვი... _ სახოვანი, ლოგიკური მსჯელობაა… თქვენი თაობის მოწინავე წარმომადგენლები ლამაზად წუხან, მაგრამ იმავე წრეში ტრიალებენ… ეს ყბადაღებული ”სამოქალაქო საზოგადოება”, ანუ როგორც ხუმრობით ამბობენ ”არასამთავრობო სამთავროები” გასაშრობად გამოფენილ სარეცხივით ერთავად ტელევიზორებში, რომ არიან გამოფენილები, დროის შესატყვისად უნდა გაისარჯონ. ინტერესთა მიხედვით უბან-უბან კლუბების გახსნით უნდა იყვნენ დაინტერესებულები, სადაც ბიბლიოთეკებთან ერთად იქნება ინტერნეტი, რადიომაუწყებლობა, და სხვადასხვა თაობათა წარმომადგენლებს, გარკვეულ თემებზე შეხვედრების, კინოჩვენებისა თუ სხვა თემატური ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა მიეცემათ. ამჟამად კი, ქალაქის საკმოდ მოზრდილი სივრცეები ბიბლიოთეკების გარეშეა, ყოფილი კლუბების უმეტესობა კერძო ბიზნესს ემსახურება... აზრთა მრავალფეროვნებამ და სამოქალაქო ურთიერთობამ უნდა გაიხაროს… მაშინ, ყოფიერებაში გამჯდარი კიჩი ერთსახოვნებით ვერ დაგვემუქრება… ”ძველთაგან”, მე ალბათ, ერთი იმ მცირეთაგანი ვარ ქართულ ”საბლოგეთში” ახალგაზრდების ჩანაწერებს, რომ ეცნობა... ჩემი მსჯელობა ნუ დაგაფრთხობთ… თქვენი ხედვა ჩემთვის საინტერესო და მეტყველია… კეთილი სურვილებით… 

* …ჩვენს ყოფაში, მომავლის გასაფერადებლად, მრავალი, გონივრული სიცუღლუტით წარმოთქმული სიტყვა გვსმენია, მაგრამ კეთილი საქმის კეთება, იმავე გონივრულობით ვერ და ვერ ხერხდება… რადგან ჩვენთან, სიცუღლუტე, ჩადენილი საქმეების მიხედვით, ქვეყანასა და ერზე ”ზრუნვას”, გამუდმებით თან სდევს… …და ერთიც, ჩვენებურ საჯარო სამსახურში, ოცი წელი განუწყვეტლივ იმსახურო და მაინც პატიოსან მოხელედ დარჩე, ამოუხსნელი უცნაურობაა… ჯ.გ

*

Janri Gogeshvili

29 ივნისი, 2016  · თბილისი  · 

განთავისუფლდით სამშობლოსგან!” _

მოგვიწოდებსენჯეონამა.

ყვება ტრენინგზე უცხოეთში, შეძრა ნანახმა,

ისცნობადია”, ხლართავს მიმიკებს , მიაქნევს გავას

ტელე-რადიო ჩაასველა მისმა ლაქლაქმა!

მერე რა, რომ ვერ ახერხებს ასამდე დათვლას,

სამაგიეროდ არნახული გრანტები სანსლა,

იარაღად აქვს მანიფესტთა ათამდე ფრაზა

დღეს საქართველოს ატერორებს ნამათაბანდა”.

..

 ***

ბევრი მღერის, ბევრი ცეკვას,

ლექსაობს თუ ენაფლიდობს,

რანგს,

მსოფლიო მოქალაქის _

ირგებს რიხით,

გრანტებსაც ფლობს

ჯ.გ.

* ”მცირე მთავრობა” _ ურთიერთში შემალული ძველი სტრუქტურები; ბიუჯეტთან ”ავანგარდისტულად” შეხმატკბილებული ფინანსური ხვრელებით. ჯ.გ. * 

*

მეგობარს… გულითადად გილოცავთ! იხარეთ, იდღეგრძელეთ, მრავალჟამიერ! მუზა, მრავალგზის შენთანა, კვლავაც უწყვეტლივ ლაღობდეს... ულევი ლექსი აკვესოს, შენ, კი მკითხველით ხარობდე… * 

დონკიხოტში, ერთგან, სერვანტესი ამგვარ კითხვას სვამს: ”შენ რომელს არჩევ _ ბრძნულ შერეკილობას თუ ბრიყვულ გამჭრიახობას?” არ ვიცი, ზუსტად მოვაქართულე თუ არა, მაგრამ, თავად მე, ”არჩევანში” გავიჭდე… 

ჯ.გ.  

. ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
  

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*