ჩუქჩუქა
/მონატრება ძერწდა გეშსა…/
აი, ჩუქჩუქა,
ლეკვობისას კოპწია ჩუქი,
ხუჭუჭა თმას იმშვენებდა,
ჩამოჰგავდა საჩუქარს,
თუმც,
თათუნში გატუტუცდა,
ბუდრუგანა მიაგდო,
სასახლეში,
ძრომიალი მოუნდა…
_წადი შენი... ტოლი ნახე!_
გამოენთნენ მწევრები,_
შენისთანა მაწანწალას,
მეფის კარზე რა უნდა?!
ისე მჭახედ შეუყეფეს,
საარაკოდ დაფეთდა,
ცხრა მთას იქით,
შიგ ტლაპოში,
ასავსავდა მწარედა…
ძლივს ამოძვრა,
წკმუტუნს მოჰყვა…
ალღომაც კი უგანა,
რეტიანი აიგორგლა,
ხუჭუჭა თმა გაბანძდა,
ლამის მოჩვენებას ჰგავდა,
მშველელი კი არჩანდა…
სინანულმა შეძრა და
წყლის ჩქრიალი ეზმანა;
აღქმებს მხნედა ჩაეკონა,
იძალა და იძალა…
მშობლიური ეზო-ბაღი,
სასწაულად ეჩვენა,
ბუდრუგანა კი სასახლედ,
ფრთხილად წამოიყეფა,
ნაკადულთან,
პატარების ჟრიამულში
გალაღდა…
ზეწამოდგა, შეძაგძაგდა,
მონატრება ძერწდა გეშსა,
ცისკრის შუქი აქეზებდა:
ჩუქი… ჩუქი… ჩუქჩუქა!
ჯ.გ.
ზღაპრები... Tales...
*
ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003
gogejanr.blogspot.com-ზე: )(პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Gioom Galen Poet & Writer Shers.InShayari: You Look fancifully
- *
უწვრთნელს სიტყვა გაუფრინდა, _
ნაწრთობს ცერზე დაუფრინდა,
შვილი მშობელს აუხირდა:
ნუ გგონივარ ერთი ციდა!
თუ მცდი, მაშინ რად მკარნახობ?!
პასუხს ჰგავსო, შენი კითხვა,
ტყუილს ნაყავს, ვინც ტრაბახობს,
იქნებ ჯობდეს ერთად ვიწვრთნად...
ჯ.გ.