Translate

среда, 20 июля 2022 г.

პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით... /კრებული /

























































































 


*
***
*
 

 

იდუმალი ნატერფალის რაინდი

 

ჟამიერა მეტისმეტად გულმოწყალე მეფე გახლდათ. ერთგვარად სტუმრის ღირსეულ მასპინძლობას და დასაჩუქრებას ეშურებოდა. უზარმაზარი სახელმწიფო იმდენი ასხვისა, ვიდრე საკუთარ მამულში ასკინკილით სიარული არ მოუწია.

საბოლოოდ, როცა აღესრულა, მის ერთადერთ მემკვიდრეს ხელმწიფის ცალი ფეხის ნატერფალიღა ხვდა წილად.

სამეფოს მფარველი ანგელოსი კი წინასწარმეტყველებდა:

-უფლისწულს ტახტზე ასვლისას, ის სიდიადე და ძლიერება დაენათლება, რასაც მისი სამკვიდრო  დაიტევსო...

ჟამიერას ცალი ფეხის ნატერფალი აბა, რა ღირსებას და დიდებას შესძენდა კაცს?!

ტაძრიდან მობრუნებული უფლისწული სასახლეში არ შეუშვეს. ის კი არა, კინაღამ ამოაპანღურეს და დამცინავი შეძახილებიც დაადევნეს.

ამა მეფეთა ღვთიური წარმოშობა, აღარავის ახსოვდა.

უფლისწული, ახლაღა მოეგო გონს, თავზარი დაეცა. გაფიცხდა, მაგრამ მალევე იგრძნო მტერთან შესარკინებელი ძალა აღარ შერჩენოდა და სასოწარკვეთას მიეცა.

უეცრად, იდუმალი ხმა ჩაესმა:

-ამ გასხვისებული ქვეყნიდან უკვალოდ გაქრობას ფერიცვალება გერჩივნოს!-ურჩია იდუმალმა.

უფლიწულს ისე ძლიერ ეწადა, მტრის ჯავრი არ გაჰყოლოდა, რომ ბოძებული მამულის ტოლფას რაინდად გახდომა უყოყმანოდ ინატრა. ინატრა და იმავ წამს აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდად იქცა. იმ რაინდად, ვისთვისაც ჟამიერას ნატერფალი ვეებერთელა სამფლობელო გახდა.

უფლისწული ისე დაილია, თითქოს უჩინარ წერტილადღა აჩნდა მიწას.

ნატერფალქვეყანა ელვის სისწრაფით შემოიარა, საზღვრები მიწაყრილით გაამაგრა და ბოლოს ციხესიმაგრის შენებაც წამოიწყო.

მტრის დასახვედრად მეფურ თადარიგს იჭერდა... მაგრამ მერე მიხვდა, მის ნატერფალა სამეფოს, ვერც მას და ვერც მის გულმოდგინებას, ვერც ვერავინ ამჩნევდა... სამეფო კარი იავარქმნილიყო, მსახურები მიმოფანტულიყვნენ.

უფლისწულმა, მტკიცედ იწამა, არ უნდა მოშვებულიყო და თუ უკეთესი მომავალი სურდა, უნდა ემოქმედნა... გადაწყვიტა ჭა ამოეთხარა, რათა წყურვილის მოსაკლავად, ერთ დროს მამამისის სამბრძანებლოში მყოფი, მაგრამ ახლა შორს მდებარე წყაროებზე არ ერბინა. კარგა ხანს თხარა და მიწის სიღრმეში გვარიანად ჩასულს, რომ ეგონა,    აქ, ალბათ, წყლის ამოსვლას ვერ ვეღირსებიო, ვებეერთელა ლოდს წააწყდა, რომელზეც, ზღაპრული ფრინველის მსგავსი მშვილდისარი იყო ამოკვეთილი.

უნებლიეთ, მისი მოზიდვა მოინდომა და ლოდმა ქვემოთ ჩაიწია, ჭაბიკიც თან ჩაიყოლია, და იქვე, უსასრულოდ გაშლილ თავისუფალ სივრცეში მფრინავ ხალიჩასავით გაინავარდა.

-აი, შენი ჭეშმარიტი სამკვიდრო...-უჩურჩულა  იდუმალმა.

-მიწის ქვეშავა ვართ თუ მიწის ზემოთ?!-გაუბედავად იკითხა უფლისწულმა და უცნაურად, მაგრამ დახვეწილად ნაგები შენობების შეთვალერების  შემდეგ, ლურჯად მოკამკამე ცის გუმბათი ცნობისმოყვარედ შეათვალერა.

ხმამც არ დააყოვნა:

-შენი, შორეულზე შორეული წინაპარები, სხვა სამყაროდან, უზარმაზარზე უზარმაზარი, ლამის  ათი იმპერიის ფართობის მქონე კოსმიური ხომალდით დაეშვნენ... მიწა ძალზე ჭაობინი იყო და ხომალდი, რომლის ძრავების გამორთვა ვერ მოხერხდა დაშვებისას, მიწაში ძალზე ღრმად ჩაეშვა. სხვა სამყაროდან მოსულებმა უსაფრთხოების მიზნით კილომეტრების სისქის მიწა ზემოდან, ცასავით წაიფარეს, ქვემოდან, მის ზედაპირს, ცის თვისებებიც შესძინეს... მერე, რომ ეგონათ, ვითარებას ალღო ავუღეთო, პლანეტის ათვისება დაიწყეს.. აქ კი, დასაბამიდან ვეებერთელა ურჩხულები დათარეშობდნენ. ადამიანების მოდგმას, გაძლება და თავის გატანა ძალზე უჭირდათ.

სტუმრებმა, ბევრის გადარჩენა შეძლეს, სათანადოდ გაწვრთნეს და ხომალდში შეიფარეს. თავად კი დაუდგრომლად აგრძელებდნენ პლანეტის ათვისებას, მაგრამ მოულოდნელად დედამიწაზე უკუნი ჩამოწვა, ერთბაშად მოვარდნილმა ქარიშხლებმა მომწამვლელი გაზები მიმოფრქვიეს.

სხვა სამყაროდან მოსულებმა, ხომალდში არსებული  ენერგის უმთავრესი მარაგი, მათ განეიტრალებას მოანდომეს, მაგრამ, თავად, თავიანთი სასიცოცხლო ენეგია საფრთხის წინაშე დააყენეს...  მხოლოდ, რამდენიმე წყვილმა მოახერხა ადაპტაცია და გადარჩნენ. ადამიანებს კი, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც მიწისქვეშ დამკვიდრებულ ხომალდში, გამოიზამთრეს, თუმც, ფანტასტიკური ტექნოლოგიებისა არაფერი გაეგებოდათ, ბევრად უკეთეთ აღმოაჩნდათ თვითგადარჩენის უნარი, თავისებური მუტაცია განიცადეს. არადა, მომწავლელი გაზებისგან ურჩხულები, ერთიანად ამოწყდნენ...

-რა, სხვა სამყაროდან მოსულები, ადამიანები არ იყვნენ?!-კრთომით იკითხა უფლისწულმა.

-იყვნენ... მაგრამ, მათ არსს, თავიანთი ყოფილი სამყაროდან აღმოცენებული ქიმიური შემადგელობა განსაზღვრავდა...

-მაინც, სხვანაირები ყოფილან?

-ფიზიოლოგიურად, ადამიანებს ჰგავდნენ... შენ, მათი პირდაპირი მემკვიდრე ხარ, ოღონდ დედამიწის კლიმატთან სრულებით ადაპტირებული... შენი წინაპრები, ადამიანებს მიწის ზემოთ ამოჰყვნენ და ერთ დროს ძლიერი სამეფოს დაარსება შესძლეს...

-ჩავწვდი, მე, როგორც აქაურობის პირდაპირი მემკვიდრე, ამ სამფლობელოს შესაბამის ძალასა და ღირსებას შევიძენ...-გაიხარა უფლისწულმა.

- ჰო, პირვანდელმა ალღომ არ გიღალატა და უხსოვარ  დროში, სხვა სამყაროდან დაშვებული, შენი წინაპრების იდუმალი ნატერფალს მიაგენი...  აქ მიძინებული იშვიათი ტექნოლოგიები, საცავებში გადანახული ცნობარები, თავდადებით შესაწავლას მოითხოვს...

-ჯერ, მიწისზედა სამკვიდრო უნდა აღვადგინო!-იჩქარა უფლისწულმა.

-ნაღდი დედამიწელი ხარ... აწ, შენი თავისა, შენ იცი... მე, ჩემი მისია შევასრულე...- და ხმა, თითქოსდა უსასრულობაში მიილია.

მოსმენილით გაამაყებული უფლისწული, კარგა ხანს იყო გარინდული , მერე გულდინჯად ინატრა...

-ღმერთო, გონება, ძალგულოვნება, შესაძლებლობა და სიმამაცე ამ სამკვიდროს, რომ შეეფერება,  იმის სადარი მარგუნე, გარეგნულად კი, ერთხანს, ისევ ისე, უჩინრად მამყოფე...

და იგი უმალ აღმოჩდა, ჟამიერას დანატოვარ ნატერფალს შემოვლებულ გალავანზე. ომახიანად შესძახა, იმდენად ომახიანად, რომ მეტისმეტად განებივრებული მტრებიც კი გაფაციცდნენ... ხმა საიდან მოდიოდა, ვერ დაადგინეს, მაგრამ ყველანი აიშალნენ და სათუო მიმართულებით გამოქანდნენ...

რადგან, იგრძნეს უბრალო შემოძახილი არ იყო, ვიღაც, აქაურობის ნაღდ პატრონად გრძნობდა თავს.

ის-ის იყო, ცხენის ფლოქვი, ჟამიერას ნატერფალში უნდა ჩაფლულიყო, რომ რაინდმა მოხერხებულად დაუხვედრა მარჯვენა და გაათასკაცებული ძალგუნოვნებით ცხენ-კაცი და მთელი ურდო მოუსავლეთში გადაისროლა.

-სასწაული, სასწაული!..-წიკვინებდნენ შემთხვევით გადარჩენილები და თავებს მიწას ახლიდნენ,-ქვეყნიერების მპყრობელმა, ტაცტაცს პატივი დასდო და თავისთან მიიხმო...

ეგეთი პატივი დაედება ყველას, ვინც თავის ტყავში არ დაეტევაო!~- გამაფრთხილებლად დასჭექა უფლისწულმა.

ამის თქმა იყო და უეცრად მოვარდნილმა გრიგალმა ტაცტაცის თანამეინახენი ქვიშასავით წახვეტა...

მალე ხმა დაირხა: ჟამიერას ნატერფალი უხილავ სამეფოდ შემორჩენილა, იმ ციდა ქვეყანაში კი, აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდი გამაგრებულა და თავად უჩინარი, მტერს გაუგონარი სიძლიერით ერკინებაო.

აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდმა კი, ამასობაში, უთვალავ ნატერფალამდე გააფართოვა სამშობლოს საზღვრები, სამკვიდროს შესაფერისად ტანიც აიყარა და ციხესიმაგრის გოდოლზე მამაპაპისეული დროშაც ააფრიალა. რაღა თქმა უნდა, ვაჟით მოხიბლული უამრავი ასული გამუდმებით შესტრფოდა. უფლისწულს, მიჯნურობაში სიმორცხვე არ სჩვეოდა, მაგრამ სხვაგვარ ინტერესი დაუდგრომლად უხმობდა...

გული, იდუმალ ნატერფალისკენ მგზნებარედ მიუწევდა... იქ დავანებული ცნობარებში, თავის წარმომავლობასთან ერთად, სამყაროსეული, მისთვის დღემდე უცნობი,  საიდუმლოთა რიგი უნდა გაეშიფრა...

 

*

განსაცდელის დასაძლევად,

სალხინოდ და სამეგობროდ,

წუთისოფლის შემაქცევრად,

იგავს _ ხშირად უნდა ენდო...

ბიოგრაფიული ლექსიკონი

***

ბიბლიოგრაფია

PP.S.

გამოცემული წიგნები

ლტოლვილი სიზმარეთიდან~ (მოთხრობები) გამომცემლობა  მერანი~, 1982. ‘The Refugee from Dreamland.’ P. H. ‘Merani’, 1982;

მემკვიდრე~ (მოთხრობები), გამომცემლობანაკადული~, 1984 .’The Hire.’ Col lected stories. P. H.Nakaduli’,1984;

მიმიკრია~ (სატირულ-იუმორისტული კრებული), “ნიანგის ბიბლიოთეკა~, 1984 . ‘Mimicry.’ A satirical-comic collection. P. H. ‘N. B,1984;

თეთრი კედელი~ (რომანი), გამომცემლობამერანი~, ‘White Wall’  novel) , publishing house ‘Merani’,1987;

იოგობანა~ (სატირულ-იუმორისტული კრებული, _კომედიები), “ნიანგის  ბიბლიოთეკა~, 1990 . ‘Playing Yoga’ A satirical-comic collection. ‘N.B.’ 1990;

ბედი შენი~ (დრამა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1984. _ ‘The Lot of Yours.’ A drama. The Methodical Center of the Ministry of Culture,1984;

სიყვარული აგვამაღლებს...~, “კალიების შემოსევა~ (ორი პიესა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი,

1985. _ ‘Love Ennobles Us’, ‘Grasshopper Assault.’ Two plays. ‘The Methodical Center of the Ministry of Cul ture’ 1985;

გამთენებელი ღამისა~,           რომელსა შენ მდევნი~... (ორი რომანი),      გამომცემლობამერანი~, 1991. ‘The Herald of

Dawn’, ‘The One You Pursue.’ Two novels. P. H. ‘Merani’ 1991;                             

სიყვარულის კრემატორიუმი~ (რომანი), გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან~ 1992 . ‘The Crematory of Love.’ A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up’,1992;                       

                                         

  შეშლილთა~ ტკბილი სულები~ (რომანი), გამომცემლობა კიდევაც დაიზრდებიან~, 1995 . ‘Sweet Souls of the ‘Insane.’ A novel.  P. H. ‘The Cubs will Grow up’,1995;             

არაფერა~ (საბავშვო ლექსი) “მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~, 2003 . 2003 w. ‘Good-for-Nothing.’ A rhyme. ‘The Educational-Missionary Fund’,2003;

 პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...” -“მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~; 2022

ხატოვანი მოტივაციები~, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი; 1/2004, 2/2004, 3/2005, 4/2005, “მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~, “ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი~  _  ‘The Educational-Missionary Fund’, ‘The Analytical Center of National Consciousness’ 1/2004, 2/2004, 3/2005, 4/2005,

*

ინტერნეტსივრცეში _ბლოგებზე განთავსებული რუბრიკები და მათზე გამოქვეყნებულ თხუზულებათა დაგემოვნების მიზნით წარმოდგენილი ნიმუშები:

ლიტერატურულ-შენეცნებითი სივრცე” –საძიებლები:

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები”; “კვანტური სამყარო გიხმობთ”:

JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen

Гогешвили Джанри_ “Вариация сообразно предисловию“ (Автореферат)

   ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” _ნიმუში: “შეხმიანება პროფესსიონალ ფიზიკოსთან~,

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” -ნიმუში: “რეფერატი _ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს

  ხატოვანი მოტივაციები “ -ნიმუში: “ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა

GOGEJANR -ნიმუშები: “მაკურნებელი სიტყვა” (ესეი) “მართალი საქართველო” (პუბლიცისტიკა) -”პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს- შინაგან წესრიგ (ესეი)

 ბლოგებზე განთავსებულ იმ წარამოებთა ჩამონათვალი, რომლეთა წიგნებადად, კრებულებად დაბეჭვდა, ვითარებათა გამო, ვერ მოხერხდა...

***

პოეზია

კვანტური იმპულსები

ჯანრი გოგეშვილი - კვანტური სამყარო გიხმობთ

რომანები

გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი_სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა/

ბუმბულის სახლი / სათავგადასავლო, ფსიქოლოგიური რომანი/

სიკვდილის ხელოვნება /მცირე რომანი/

მოთხრობები, ნოველები, იუმორესკები_ ნიმუშები _ “ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…” (იუმორისტული ნოველა)...”ნეოხრიკისმსხვერპლი / ნოველა/; “გამწარება” /იუმორესკა/ და ,.

სხვადასხვა ბლოგებზე _ სახელწოდებითლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”…

დრამატურგია

***

პიესები:

უცნაურ ძიებათა არომატი“ (დრამა ირონიული ველით) 

ლეგენდის სატყუარა“ (პიესა)

ცრემლიანი კომედია” / “მიდი, მიაწექ!..”

ქალბატონი ქალიშვილი“ (პიესა)

კალიების შემოსევა“ (კომედია)

...ბედი შენი... (დრამა)

სიყვარული აგვამაღლებს“ (დრამა)

ტანგო -

ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული  სვლებით...)

 

*

ესეები _ “კოლაჟიდან რიზომამდე”; ‘შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან”; “ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი...” /დავით გურამიშვილის სამყაროსთან მიგეგება.../ და ..

პუბლიცისტური წერილები

ნიმუშები _- “სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში” (პუბლიცისტიკა); “კლასიკოსებთან თანაავტორობის ჟინით შეპყრობილნი”; რეფერატი _ “ქართული ლიტერატურის  ეროვნულ ფონდსდა ..

ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი...

პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...

Роет Gioom GalenЖPoems

Gioom Galen Poet Writer Shers.In

Shayari: You Look Fanicfylli

Журнл самиздат Гогешвили Джанри_Занимательные строфы

Журнл “самиздат“ Гогешвили Джанри_“Занимательные строфы“

*

პუბლიცისტური ტროპები...

 

ჯანრი  გოგეშვილი

 

დაბადების თარიღი:    31 იანვარი, 1946

დაბადების ადგილი:  ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოითი.

პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი....…

მშობლები:

მამა _ ავთანდილ თედორეს ძე გოგეშვილი

დედა _ ანეტა ოტიას ასული კვირკველია

სწავლობდა:

ნიგოითის რვაწლიან სკოლაში...

თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში...

პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში... მაგრამ აღიარებს, რომ ძირითადი ცოდნა მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვით მოიპოვა. მწიგნობრობას კი, გამორჩეულ პროფესიად მიიჩნევს...

ადრეულ ასაკშივე ჰქონდა მცდელობა ლექსებისა თუ მინიატურების სახით გადმოეცა თავისი ემოციები და აზრები. შემდგომ მოთხრობებისა და სათავგადასავლო რომანების შეთხზვამ გაიტაცა.

მისი მოთხრობა ("მესხური ყაყაჩოები~) პირველად ადიგენის რაიონულ გაზეთ "განახლებულ მესხეთში~ დაიბეჭდა 1968 წელს... 1974 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარის მუშაობაში... სადაც ჯანრი გოგეშვილის მოთხრობებმა განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურეს, რაც აღინიშნა კიდეც, მაშინდელ სალიტერატურო პრესაში... ამავე წელს, აღნიშნულ მოთხრობებთაგან რამდენიმე, რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა.

მერე და მერე ეროვნული სულისკვეთებითა და თავისუფლებისადმი სიყვარულით გულანთებულმა ახალგაზრდა მწერალმა თავისი შემოქმედებითა და საჯარო გამოსვლებით ადვილად დაიმკვიდრა "მეამბოხის~ სახელი და მის ნაწარმოებებზე იმრავლა "შავმა რეცენზიებმა~; შეფერხდა პირველი წიგნის გამოცემა. 1981 წელს გამომცემლობა მერანმა, მაინც დასტამბა ჯანრი გოგეშვილის მოთხრობების კრებული "ლტოლვილი სიზმარეთიდან~. ამას მოჰყვა სხვა კრებულები...

ჯანრი გოგეშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,   ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში.

მისი სამსახურეობრივი ნუსხა ზოგადად ამგვარად გამოიყურება:

შეიარაღებული ძალების მსროლელთა პოლკის ჯარისკაცი, სადარაჯო სამსახურთან დასაქმებული ძაღლების მწვრთნელი და მეთვალყურე, ტოპოჯგუფის მუშა, ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი, უფ. ტექნოლოგი, ...უბნის ბრიგადირი, საზღვაო ნავსადგური; ელექტროამწის მემანქანე, საყოფაცხოვრებო მომსახურების ზონის ორგანიზატორი, სტამბის მუშა, გაზეთის კორესპონდენტი, კლუბის გამგე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, დარაჯი, ელექტრიკოსი, თეატრალური დასის გამგე, ჟურნალის  რეცენზენტი, საარეკლამო სააგენტოს უფ. რედაქტორი, კომპიუტერული უზრუნველყოფისა და დიზაინის სპეციალისტი, გამომცემლობის დირექტორი,  საგამომცემლო ცენტრის ხელმძღვანელი, ფონდის პრეზიდენტი, ასოციაციის თავმჯდომარე...

***

ტექსტის აკრეფა, დაკაბადნება და წიგნის დიზაინი _ შესრულებულია კრებულის ავტორის მიერ… 

 

 

      კრებულის  ხატოვანი  პერსონაჟები

             ავთანდილ გოგეშვილი

       /ფსიქოილუზიონისტი, მენტალისტი/

             ცირა  გოგეშვილი

          /პოეტი, პროზაიკოსი...

         სიმღერების ავტორი/

           ანა  გოგეშვილი

       /იურისტი, მთარგმნელი/

***

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvi/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space.
..