Translate

суббота, 11 ноября 2023 г.

„შემთხვევით“ ამოკითხული...

 შემთხვევითამოკითხული...

ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?

თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენა ხართ.

***

შემთხვევით ამოიკითხა  მრავალ ფათერაკგამოვლილმა  მოზარდმა,  მივარდნილ უბანში, ჩამონგრელ კედელის აგურზე. შავი  ფერის მარკერით მინაწერი და გაიფიქრა:

მაგარია!“

ნებსით თუ უნებლიეთ ჩარჩა გონებაში და ხშირად იხსენებდა, განსაკუთრებით განსაცდელისას...

ათეული წლების შემდეგ, ასევე შემთხვევით გაიგო, რომ შეგონება  პავლე მოციქულს ეკუთვნოდა და მის მიმართ, მადლიერების გრძნობით განეწყო, რადგან თვლიდა, რომ საკუთარი თავისადმი პატივისცემის შეგრძნება, ჩამონგრეულ კედლის აგურზე მინაწერის შემდეგ გაითავისა, რისი წყალობითაც,  გაუაზრებელ განსაცდელთა უვნებლად  გადალახვას ახერხებდა...

ჯ.გ.

*** „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები

...დღევანდელ „წიგნიერებას“, ჭეშმარიტ მკითხველთა საგრძნობი შემცირების ფონზე, სასეირო  აქტივობები; პერფომანსები, სახელდახელო მიმოხილვები განსაზღვრავს...

 და ხშირ შემთხვევაში, „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები, წრფელად დაინტერესებულ მკითხველს, კი აძლევს ზოგად წარმოდგენას „დასაგემოვნებლად“ შეთავაზებულ ნაწარმოებებზე, მაგრამ, თავად ტექსტების წამკითხველი ნაკლებადაა...  

განა არ იცით, რომ მოზარდთა უმეტესობა კითხვას გადაეჩვია...

მაგრამ იმაზედ, რომ სკოლებში „კითხვის კულტურა“ დაინერგოს, ნაკლებად ზრუნავხართ...

***

მშფოთვარე გონის სალბუნი...

კითხვა არ უყვარდა ბესოს და არც წერა ეხერხებოდა, მაგრამ ერთმა მომხიბვლელმა ქალმა, ისე ძალუმად მიიზიდა, ლექსების წერასაც ქე შეუდგა, და მის ცხოვრებაში ლამის „ახალი წელთაღრიცხვაც“ დაიწყო...

წლის ბლოს, მის ბიოგრაფიას - პრემიების გვარიანი  ნუსხაც  ამშვენებდა...

ის მომხიბვლელი, აღარც კი ახსოვდა...

თუმც, თანამედროვე პოეზიის, ერმთა ცნობილმა მიმომხილველმა მისი ლექსების შეფასებისას, მოხდენილად განსჭვრიტა „თვითნაბადი“ შემოქმედის მუზის რაობა და მას მოხდენილად უწოდა:

          „მშფოთვარე გონის სალბუნი...“

***

P.S.რავი, იქნებ, შემთხვევითამოკითხულიც, თავისებური წყალობაა...

უნებლიეთ, ეს ლექსიც გამახსენდა:

იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს…
 
ნაჯაფი კაცი ღიღინებს მარტოდ, 
ისე, თავისთვის, 
თუ ინკოგნიტოდ… 
შიშველ ხეების გარემოცვაში, 
ჩავლილი წლების რაობას ზვერავს… 
ჩამვლელი ფიქრობს, ჭიას ახარებს, 
საქმე, არ უჩანს სასიხარულოდ… 
ზოგს კი, ჰგონია ბედსა დასტირის, 
ჩამკვდარ სიყვარულს ეალერსება, 
იქნებ, სამშობლოს დარდობს ეული, 
თუნდაც, იმედთა გარდაცვალებას… 
ისე, ვიღაცა მაინც შეიგრძნობს, 
ზეცასთან ლამობს განმარტოებას… 
ოღონდ, ამ მიწას, მაინც, ვერა თმობს, 
უნდა სურნელი, მისი ისაგაზლოს, 
უჯრედში, ბირთვი,
რომ არ ჩაჟანგდეს, 
იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს… 
ჯ.გ.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvi/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space.
..

 *

воскресенье, 6 августа 2023 г.

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით... /პუბლიცისტური შენიშვნა/

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით...

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით, თვალთმაქცობაა  ცხოვრების ლიბო, და ალუზიავით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს

ლექსიდან „ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა...“ /26.06.2001/

ოც წელზე მეტია გასული, მაგრამ ჩვენი ქვეყნის „საამშენებლო სამართალის, მორალურ კოდექსში“, ვერასგზით ვერ დამკვიდრდა აღიარება „შემეშალა“.

თუმც, კარგად ვუწყი, რომ საუკუნეების მანძილზე, მრავალი მოაზროვნე, ჩემზე ხატოვნად შეაგონებდა ქართველ საზოგადოებას, რომ საზოგადოებრივ საქმეში, „ჯიბრით გამორჩენას, თვალთმაქცობას თუ სხვა, მსგვსი თაღლითური ქმედებების, პიროვნული წარმატების საწინდრად აღქმას, ხშირად „ეროვნული უბედურება“ მოაქვს, რა დროსაც, თითქმის გამორიცხულია, რომ ვინმე „პასუხისმგებელმა პირმა“, /რომელთა რიცხვი, მშვიდობიან ყოფაში, საგრძნობლად თვალშისაცემია /, თავისი დანაშაული აღიაროს...

ისიც კი, არ წამოცდება ვინმეს „შემეშალაო...“, არადა, პირად  ცხოვრებაში, ამა თუ იმ „სიტუაციაში“, ყველას გვეშლება და აშკარად თუ ფარულად, ხშირად მივსტირით უიღბლობას, მაგრამ საქვეყნო საქმეს, რომ იჩემებ... ჰოდა, ლამის ცხოვრების წესად გვექცა:  ...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,

თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო...“

მერე გინდ, მწუხარება „აზეიმე“ და გინდ, დროშები დაუშვი... თუ ის არ გაითავისე, რომ შეგეშალა... ამ „კოლექტიური უპასუხისმგებლობის“ გამო, ასე, მომრავლებულ „პასუხისმგებელ პირთაგან“, არც არავინ განიცდის სინდისის ქენჯნას...

„უბედრი შემთხვევა...“ მთლიანად სტიქიას დაბრალდება, წარმართები, ამგვარი შემთხვევების მომრავლებისას, თავიანთ ღმერთებს /კერპებს//, ავედრებდნენ თავს...  დიახ, სტიქიური უბედურები, დედამიწის სხვა ადგილებშიც ხდება, მაგრამ, როცა  ე. წ. „პასუხისმგებელ პირთა“ გარკველი ნაწილი, შეგნებულად თუ მინდობილი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით მისი თანამონაწილე ხდება, ეს მართლაც,  ეროვნული უბედურებაა...

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,

თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო...

 საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen

ჯ.გ.