Translate

суббота, 15 апреля 2023 г.

თავსხმა წვიმაში „განბანილი“, რეზინის შავი ჩექმები... (პუბლიცისტიკა)


 

წამოვედი თავსხმა წვიმაში... ფეხთ, რეზინის ჩექმები ანუ ბოტები /“ ავდარში ჩასაცმელი რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელიმეცვა, თუმც, ისევ რეზინის ჩექმები მიჯობს, რადგან ბოტები, „ინტერნეტსაწიერზეთავისებურ უხერხულობასა და უსიამოვნო განწყობას ქმნის... არადა, ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ ბოტად  თხის ერკემალი მოიხსენიება, ამ ცნებაში გულადსაც გულისხმობენ, რადგან იგი დაუკოდავი თხაა, ყოჩი, მოჩხუბარი ვერძია, ისე განმარტებით ლექსიკონი იმასაც შეგახსენებთ, რომ   ბოტი - დიდი ნავია, ნიჩბიანი, იალქნიანი თუ მოტორიანი... მოკლედ გავუტიე რა... არადა, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ მე, ბაღში, მუშაობისას, რეზინის შავი  ჩექმები ხშირად მაცვია, ზოგჯერ მზიან ამინდშიც კი, მაგრამ ახლა, იმგვარი თავსხმა იყო და ქარიც ისე ვერაგულად უბერავდა, ოღრო-ჩოღრო, ღრმა გუბეებითა და ტყლაპოთი გადავსებულ გზაზე, წაღებითა თუ ბოტინკებით გზა-სავალზე ფეხით სიარული, მეტად სახიფათი იქნებოდა, ჰოდა, რაკი, სიტყვამ მოიტანა, ამ მოტივთან დაკავშირებით,  კვესაბედი ერთისამთავრობო შტოს“, წარმომაგენლის ფეისბუკგვერდზე, მეც დავაკვესე ანუ:

 Janri Gogeshvili

პატივემულო

შეტყობინებაშიმოგწერეთ...

ბატონო კოტე, თქვენი მოღვაწეობისადმი დადებითი განწყობა, „პალიტრა ნიუსისეთერში, „ლანჩ თაიმისეგიდით წარმოდგენილმა გადაცემამ შემიქმნა: / „კონსტანტინე ზარნაძე პოლიტიკის მიღმა და პირადი ისტორიებით - " / თავად მე, გლდანთან, ოცდაათ წელზე მეტის ხნის პირადი და საზოგადოებრივი ისტორიები მაკავშირებს... ოცდაათ წელზე მეტია, ვამუშავებ და ვუვლინაკვეთს“ /ბაღს/, რომელიც ამჟამად, ჩემი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. გზა, რომელიც ამ ბაღის მომიჯნავედ მდებარეობს წლების წინ, ქართველი ჟურნალისტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ მანსვეტაშვილი (. 29 ივნისი, 1855 — . 22 მაისი, 1944) სახელი ეწოდა, იაკობ მანსვეტაშვილის პიროვნების, ამგვარად წარმოჩენამ, მე და ჩემი მეუღლე, როგორც, ქართველი ლიტერატორები /ავტორები, მრავალი კრებულისა/, თავისებურად გაგვახარა; რადგან _ „ 1886-1890 წწ. ილია ჭავჭავაძის რედაქტორობის დროს, მუშაობს გაზეთივერიაშიმუდმივ თანამშრომლად და პარალელურად სხვა ჟურნალ-გაზეთებში, სხვადასხვა ფსევდონიმით...“ “ იგი იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე და მეგობარი. ხუთი წლის განმავლობაში იაკობსქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისმდივნის თანამდებობა ეკავა და სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა წიგნის პირველი მაღაზია თბილისში…“ “ 1899 წელს იაკობ მანსვეტაშვილი მიემგზავრება ბაქოში და ხელმძღვანელობს საადგილმამულო ბანკის ბაქოს განყოფილებას. 1912 წელს ბაქოში საკუთარი ხარჯებით აშენებს სახლს, რომელშიც მოეწყო სკოლა და ქართული თეატრი. ეს სახლი იქცა ბაქოში მცხოვრებ ქართველთა სავანედ. იაკობი ხდება ბაქოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი და დიდი ნავთობმწარმოებელი, რაც მას ეხმარება გააძლიეროს და გააღრმავოს მეცნიერული მოღვაწეობა. ...“ “მე პირადად გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ოღროჩოღრო გზას, რაღაც დროის მანძილზე, მაინც მიეცემოდა ღირსეული ქუჩის იერი, განხორციელდებოდა, თავად იაკობ მანსვეტაშვილის მოღვაწეობის ამღნიშვნელი ბარელიეფი, ან სხვა, მსგავსი რამ... მაგრამ, თუმც, გარემო მჭიდროდაა დასახლებული, წვიმიანობისას ქუჩა, ისევ და ისევ ტლაპოშია ჩაფლული... არადა, მიმდებარეშემოვლითი გზისქვემოთ, „ბიზნესისაკმაოდ ინტესიურად ვითარდება... ღმერთმა ხელი მოუმართოთ... მაგრამ, როგორც ამონარიდები წარმოგვიჩენს ამ ადამიანის მოღვაწეობა, არა მარტო, საკუთარ შემოქმედებას, არამედ საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთების საგულისხმო ამბებზეც მოგვითხრობს; თავად, ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და ბიზნესის პოტენციალის ურთიერთკავშირზე... ბატონო კოტე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ გონიერი და გულისხმიერი მოღვაწე ბრძანდებით და რადგან ყოველი კეთილშობილი ქართველის უპირველესი მიზანსწრაფვაა, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას ღირსებისდა მიხედვით მიეგოს....

საუკეთესო სურვილებით ჯანრი /ჯუანშერ/ გოგეშვილი

P.S

არც არვინ გამომეხმაურა!

ჰოდა, გუშინ, წვიმაში, „ტყლაპოთი“, რომ გადაივსო, იაკობ მანსვეტაშვილის სახლობისქუჩა“, ჩემმა გულუბრყვილო ოპტიმიზმმა შემახსენა თავი...

ის, მაინც შეგვატყობინეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის რაიმე იმედისმომცემი...

· პასუხის გაცემა

3 დღე

ავტორი

კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze

Janri Gogeshvili გიპასუხეთ.

პასუხი ამგვარია:

 მოგესალმებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ტელეფონი, დაგიკავშირდებით.

რა თქმა უნდა, მეც არ დამიყოვნებია... 52. 39. 35. 599 68 14 80

ცნობისთვის: „საჭირბოროტო არეალი“, „ჰაიდელბერგცემენტის“  ობიექტთან მდებარე ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან ჩამავალი ქუჩიდან იწყება, რომელიც, ასევე ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის   სახელს ატარებს: „ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფსევდონიმი ფრონელი) (. 13 იანვარი, 1862, წვერი. 29 ივნისი, 1916, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე…“

ისიც სავალალო მდგობარებაშია, მაგრამ გაგრძელება; იაკობ მანსვეტაშვილის საპატივცემულოდ შესახელებული, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია...

ჰოდა, მაინც დაიმედებული შემართებით შევუდექი „დაბრკოლებათა ზღუდეების“ გადალახვას...

ამგვარი „საწუხარი“, თითქოს, უფრო ახალგაზრდებს შეშვენის და არა ჩემნაირი იერის (თეთრი წვერულვაშითა და წარბებით „დამშვენებულ“ ბაბუს, მაგრამ, თუმც, უკვე სამოცდაჩვიდმეტი წელი „გავინაღდე“, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვწირავ, არც დაჩიავებული, გალეული  მოხუცი ვარ... მხნედა ვარ შემართული, გულიც მერჩის და იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემი თაოსნობით დაფუძნებული /1999წ/ მწერალთა გაერთიანება „ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის“, ცოცხლად შემორჩენილი ბოლო ქომაგი თუ მეოხი  გახლავართ...

“გლდანის საგრაფოსთან“, როგორც ზოგჯერ მიხუმრია, მრავალი წელი მაკავშირებს, საძმაკაცოსთან ერთად, ქვესადგურთნ მდებარე, „სალხინოში“, ჯერ კიდევ მაშინ ვაწყობდით, შემოქმედებით ნადიმებს, როცა, თავად, ამჟამინდელ გლდანის დასახლების ტერიტორიაზე „მგლები დარბოდნენ“. ხოლო დიდი და პატარა ტბები, ბუნებრივად ჩამლაშებული და ლაქაშებით გარშემორტყმული იყო...

მერე იქაურობას, ერთადერთი „საყურადღებო ობიექტი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა შეემატა, თუმც იქამდე, ძირეული და ენერგეტიკული თვალსაზრისით ბევრად მნიშვნელოვანი „გლდანის ქვესადგური“ კარგა ხანია, მიზანშეწონილად ანაწილებდა ენერგო რსურსებს...

აი, ამ ქვესადგურის უფროსი გახლდათ, თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი, საძმოს მოსიყვარულე მასპინძელი ბეჟან ჩხაიძე /ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს, ნიჭიერი, კოლორიტული პოეტის, ავთანდილ ჩხაიძის /ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს/  ძმა. რომლის დაუდგრომელი ინიციატივით ზოგ თვალსაჩინო შემოქმედსაც კი ერგო ბეჟან ჩხაიძის თავკაცობით გაშლილი მაშინდელი „ქესდგურის საძმოს“ პურმარილი... მოგვიანებით მასპინძელთა საძმოს, ავთანდილ და ბეჟან ჩხაიძეების უფროსი ძმაც შეემატა– ბუნებით კეთილშობილი კაცი- ვაჟა ჩხაიძე... აღსანიშნავია, ის ვითარება, რომ ნაქებ ღვინოს,  ბეჟანი და მისი ორიოდე თანამშრომელი, ქვესდგურის შორიახლო გაშენებულ ვენახის, ქარვისფრად მოციაგე მტევნებიდან წურავდნენ...

ჰოდა, მგოსან „კოლეგის“ დაჟინებით, თბილისს, გარკვეული ხნის შემდეგ, დედაქალაქში მობრუნებულს და მდგმურობის გზაზე შემდგარს, შედარებთ იაფად,   ქვესადგურთან შორიახლოს, ერთი ყოფილი ინჟინრის „აგარაკის“, ერთსართულიანი შენობის დაქირავება „მოხერხდა“... მერე კი, ბეჟანის დახმარებით ქვესადგურის ელქტრიკოსის, „თანამდებობაც“ დამიკანონდა. გახლდათ 1977 წელი...

   მაშინდელი სულიერ განწყობისა და თავგადსავლების დინამიკა, მერმე, რომან „გამთენებელი  ღამისა“ -ს სიუჟეტში წარმოჩინდა... ასე, რომ გლდანის დასახლების, ანუ გეოგრაფულ რუქაზე ასახულ „პატარა ვაკის“ აბორიგენი მეთქმის... თუმც, მერმე მეზობლად, 1990 წლისთვის შეძენილი  მიწის ნაკვეთის, (სადაც, მიწის დამუშავებაში თუ სახლის შენებაში გვარიანი ოფლი მაქვს დაღვრილი), კანონიერად გაფორმებას, მე და ჩემმა ოჯახმა წლები შევალიეთ...

ჩემეული შემოქმედებითი არეალი, საზოგადოების  გარკვეული ფენისთვის, გარკვეულწილად მეტად შესამჩნევი, რომ გახდა, საცხოვრებლად უკვე, ქალაქისკენ „დაშვებულმა“ გლდანის ახლად დაარსებულ თეატრში, მარჯანიშვილის კოლორიტ მსახიობ ვაჟა ფირცხალაიშვილის /ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს/ „პროტექციით“ დასის გამგედ დავიწყე მუშაობა, იქამდე კი, როგორც, მოგონებათა, რომელიღაც მონაკვეთში მაქვს ნახსენები, მქონდა მცდელობა თეტრალური ინსტიტუტში ახალგახსნილ კინოსარეჟისორო /მეორე მიღება/ ჩამებარებინა /ელდარ შენგელაის ჯგუფში/, მწერალთა კავშირის გამგაეობის შუამდგომლობაც მიმაგრებდა ზურგს, მაგრამ უშედეგოდ.../

თავდაპირველად, ახალდაარსებული თეატრის დასი, გლდანში მდებარე „მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმის კლუბში იყო განთავსებული. გახსენებას ითხოვს ის ფაქტიც, რომ მე რვაწლედის, უფრო ზუსტდ სოფელ ნიგოითში შვიწლედის დამთავრების მოწმობით „დამოუკიდებლობამოპოვებულმა“ მშობლებისა და აქტიური ახლობელის რჩევით თბილისის თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ჩავაბარე, რომელიც მაშინდელი დიდუბის ბოლოში მდებარეობდა,  და 1961 წლიდან 1965 წლამდე, ამ ტექნიკუმის „შინაარსის“ საპირისპირო, რომანტიკული განწყობებს ადევნებულმა, მისი სრული კურსიც კი დავამთავრე, რის დამადასტურებლად  ტექნიკ-ტექნოლოგის სპეციალობაც „მებოძა“.

ჰოდა, ახლა გლდანში „აღორძინებული“ ტექნიკუმის დასახელება, ცოტა არ იყოს შინაურ განწყობას მიქმიდა...

რასაც, ვერ ვიტყვი, გახამებული პერანგის, ერთთავად, საყელოწამოწეულ, თეატრის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელზე ლერი პაქსაშვილზე /ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს/.

წარმოსადექი იერი ჰქონდა, უდაოდ ნიჭიერი კაცი გახლდათ, მაგრამ შესამჩნევად პატივმოყვარე...  ალბათ, ამ თვისებამაც საგრძნობლად განაპირობა, ის, რომ „თავისი“ თეატრი დაეარსებინა; სახელოვანი, გამორჩეულად ნიჭიერი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელობისა.

მარჯანიშვილის თეატრში ლერის მის მიერ დადგმული სპექტაკლი იეთიმ გურჯი საკამო პოპულარობით სარგებლობდა...

დახურული, მოარულად, რომ ვთქვათ კლანური მმართველობის მოწესე გახლდათ, რაშიც, მისი მომხიბლავი მეუღლის, თეატრში პრივლეგირებული მსახიობის  კულუარული მოღვაწეობაც ძალზე შველოდა/ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს/.

ჩემს თეატრალურ  სწრაფვებს, რა თქმა უნდა, გასაქანი არ მიეცა, თუმც ორ წლამდე, ასე თუ ისე პირნათლად ვასრულებდი, დასის მმართველის მოვალეობას. დასი ძირითადად, თეატრალურის ახლადამთავრებული ნაკადისგან შედგებოდა, ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ, რაც შემდგომ წლებში, მათმა შემოქმედებითმა მოღვაწეობამ თვალსაჩინო გახადა.  ალეკო ალავიძე, გოგა პიპინაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, მიშა სეთურიძე, ვასო შიხაშვილი... სხვებიც... რომელთა ჩამოთთვლა, იმის გამო, რომ ვინმეს გვარი გამომრჩება უხერხულობას შექმნის... ჰო, მხოლოდ ის შევძელი, მოვახერხე და ლერის ჩემი ერთი პიესა წავაკითხე, თითქოს მომიწონა, მაგრამ მიმახვედრა, რომ მისი ინტერესის სფეროს არ მიეკუთვნოდა

მე, მხოლოდ ის შვძელი, რომ თეატრთან ქართველი მწერლების გარკვეული ნაწილი „მოვიზიდე“და მათი მხარდაჭერით ლიტერატურული შეხვედრები გავმართე... მერე და მერე, როცა მწერალთა კავშირის შემწეობით მოპოვებული ბინიდან, /„თემქის დასახლებიდან“/ გლდანის მასივის ბოლო მიკრორაინში“ გადმოვინაცვლე, ხსენებულ ბაღთან ახლოს; იმავე მიკროში მცხოვრებ გეოგრაფს, მეცნიერ კობა ხარაძეს /ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს/ ვთხოვე, გლდანისა და მისი არეალის, ისტორიულ-გეოგრაფიული არსის წარმოჩენის მიზნით, ნარკვევის შექმნა; რაც პირნათლად და პროფესიონალური ღირსებით აღასრულა და ბროშურის სახით გამოსცა. /რედაქტორი ჯ. გოგეშვილი/

ჰოდა, აგერ მრავალ წელთა შემდეგ, ჩემი მამულიდან თავსხმაში ჩამოხეტებული, ღუმლის „ტრუბების“ თვალთმაქც ხელოსნებზე შემწყრალი, ვაშლიჯვარში, ჩემს ასაბრუნებლად ავტომობილით გამოქანებულ“ მეუღლესთან შესახვედრად, შესაფერისი ადგილის ძიებაში გადაადგილებულმა, ამ ჩემი რეზინის „საარაკო“ ჩექმებით, სანდრო ახმეტელის თეტრის შენობის, მცირედ გადმოფარებულ სახურავს შევაფარე თავი. და მინის კედელზე გამოკრული თეატრის აფიშის წინ შევყოვნდი

უნებლიეთ, გავხალისდი, რამდენიმე პიესის ავტორი, რეჟოსორთაგან შერისხული“ დრამატურგის პირობაზე, როგორც, პიესების ავტორს, ვფიქრობ, სცენას ჩემეული ნიჭიერებით აღვიქვამ, რის გამოც, ერთი პირობა, „დრამატურგთა თეატრი“-ს დაარსებაც კი ვცადე... მაგრამ, მცდელობა, მცდელობად დარჩა... ჰოდა, ვდგევარ ამ აფიშის წინ და... ამ ადაპტაციებისმანევრებს“, რომ   ვეცნობი, ალალად მეღიმება... თავის დროზე, სოფლის კლუბში, ჩეხოვის იუმორისტული ნოველებისადაპტაციებს“ მეც ვახერხებდი /შიგადაშიგ, რეპერტუარს, ჩემეული სკეტჩებითაც „ვაზავებდი“/ და როგორც, იტყვიან, რაიონის მაშტაბით“, კულტურის სახლების დარბაზებიც კიგადაძეძგილიგახლადათ, ის, კი არა, ჩვენს წარმოდგენაზე დასწრების მსურველთა  სწრაფვის გამო, ზოგ სოფელში მარჯანიშვილის თეტრისბაზაზედაკომპლექტებული, გასტროლიორთა „სანახაობის“ ჩატარებაც  კი გადადეს... /მსგავსი შინაარსის ეპიზოდი, რომელიღაც მოგონებაში მგონი მოხმობილიც  მაქვს.../

ჰოდა, ახლა კომპკლავიშებთან მოხალისეს, ინტერნეტში, ერთ ნიჭიერ თეატრალთან წლების წინ, გაბაასების ფრაგმენტიც გამახსენდა:

...“რაც შეეხება თეატრის მიღმა დარჩენილ დრამატურგიას, მშვენიერი თემაა სტატიისთვის, მაგრამ ერთიც არის დრამატურგს და პიესას რეჟისორი ირჩევს და შემოქმედებით ნაწილში ჩარევა "პიარშიკის" საქმე ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა პიესების გამოქვეყნება და ხელმისაწვდომად დადება ინტერნეტში საშუალებას მისცემდა რეჟისორებს გაცნობოდნენ უცნობ დრამატურგებს .
იმ დილით, შემთხვევით, თქვენს საუბარს შევესწარი ეთერშიკარგი შთაბეჭდილება დატოვა. (ძიების წყურვილი).
და თქვენსმიტოვებულბლოგსაც წავაწყდი.
მშვენიერი თემაა სტატიისთვისმართებული შენიშვნაა. მეც ორაზროვნულად მიგანიშნეთ (მოკვლევა მქონდა მხედველობაში).
ახლახან, თქვენს მოქმედ ბლოგზე გადავინაცვლე
არ ვიცი ოდესმე რუსთაველის თეატრს ამაზე მძიმე შემოქმედებით კრიზისი თუ ქონია…”
კრიზისი უფრო ღრმაა. ”საზოგადოებასდაუჩლუგნდა დამოუკიდებლადაღმოჩენის” , ”შემეცნებისუნარი. . საზოგადოებრივი აზრიპიარშჩიკებზეაგამოკიდული.
და ვითარებათა გამო, არც ქართული თეატრია ძველებურადსულის შემძვრელი”, სანახაობრიობა იცოცხლე
ისევ და უსევ კეთილი სურვილებით
უხნესი ბლოგერი

ჰოდა, თანამედროვე ქართული თეტრის მესვეურთა მოდურ ახირებეზე, ჩემს ბლოგზე მიძღვნილპოსტს“, რა დამავიწყებდა...

Friday, December 14, 2012

გულწრფელი ფიქრები თეატრზე/ Искренние мысли о театре / Sincere thoughts about theatre

მწარე რეალობიდანგატყუება...

საწყენია, რომ ქართულთეატრებსეროვნული ცნობიერების აღორძინებისა და წარმოჩენის თვალსაზრისით, ძველებური შემართება აღარ მოსდევთ

თავისებურად გადამღერებულიმარადიული თემებიკი, ხშირადმწარე რეალობიდანგატყუების საშუალებად ქცეულა

 მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს

 თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,

ოცნების მზაობა, შეძრული სული,

მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,

უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...

 თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,

არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,

ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,

თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...

 სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,

მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,

არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,

თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...    

 მარჯანიშვილის თეატრში დადგმული წარმოდგენადეკამერონითავისი მხატვრულობით, დინამიზმით, მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნების მრავალფეროვნებით, დეკორაციებით, მუსიკალური გაფორებითა და რეჟისორული მიგნებებით, თავისებურად ახლოსაა იმ მშვენიერებასთან, რის ხილვასაც, ბილეთის შესაძენად თეატრის სალაროსთან მდგომი მაყურებელი ეიმედება.

წარსულში, ”თავისებურადნაცად სცენისმოყვარეს, სკეტჩების დამდგმელს, სახელმწიფო თეატრის დასის მმართველს დაშერისხულდრამატურგს, იმ ჩემთვის რჩეულ კვირაში, გულმხურვალე თეატრალის ინიციატივის კვალდაკვალ, საშუალება მომეცა სხვა წარმოდგენებსაც დავსწრებოდი. სად, როდის და რა დღეებში, აღარ გავამხელ. რადგან, ჩვეულ გადმოკეთება-გადაკეთებაში ხელოვნურად გახუნებული კლასიკოსთა პიესები დამენანა.  თუმც, რიგ სცენურ ვარიანტებში, ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მსახიობები ვიხილე.

თანამედროვე, ცნობილი (რიგ შემთხვებში ნიჭიერი) ქართველი ავტორისფარსადაკრეფილიტექსტებისდრამატურგიული თუ სასცენო რეანიმაცია კი, ნამდვილად სახელოვან მსახიობთა ნიჭისა და უნარის წყალობით მოხდა.

და ბოლოს, არ დავიზარე და კეთილმოსურნეობით აღძრულ სათქმელს კვლავლექსური წყობითვუმხელ დაინტერესებულ მკითხველს.

  ***

იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

 მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,

ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,

ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,

და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე

 კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,

ტინგიცი, მიბაძვით  ნათითხნი პოზები,

პრანჭიახედვებით  დედნის გამრუდება,

თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები

 იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

 P.S. და ბოლოს, იმასაც გაგიმხელთ, რომ საქართველოში ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა, და არცმინიშნებულიდადგმებია ხელაღებით უინტერესო. მაგრამ, ვფიქრობ ქართულ თეატრალურ სინამდვილეში უცხოელ ავტორთა უპრაგონოდ გადაკეთება-გადმოკეთებამ ეროვნული დრამატურგიის განვითარებას საგრძნობი ზიანი მიაყენა.

გვაქვს თვალსაჩინო სპექტაკლები, გვაქვს ჩავარდნები, მაგრამ სპექტაკლები, რომელებიც ილია ჭავჭავაძის ნაუბარის "სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს. ჩვენი თეატრი ჩვენი ეროვნების საჯარო ნიშანია." დედააზრს გამოხატავდეს, ნაკლებად

კეთილი სურველებით ჯანრი გოგეშვილი

*

*აქ კი, ძირეულ თემიდან მომდინარე, ჩემს, ბლოგზე, 2009 წლის იანვარში გამოქვეყნებულითემატიკური მოტივები / …Thematic motives“ მცირე ფრაგმენტი გამახსენდა:

====
ფერისცვალება დროსა და სივრცეში

 გარეუბანი ანუ გარეთუბანი ქალაქის განაპირა უბანს, ქალაქის მახლობელ დასახლებულ პუნქტს აღნიშნავს. ძველ თბილისში კი, გარეთუბანს ახლანდელი რუსთაველის პროსპექტის მიდამოს ეძახდნენ.

მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანსა და ვერაზე გავიდა”. ბრძანებს ერთგან ილია ჭავჭავაძე.
აი, ამგვარად, შეიძლება გარდაისახოს ყოველი განაპირა უბანი
მიჩუმათებული აზრიც მოულოდნელად იწყებს გაღვივებას და გამოსარჩევ ხიბლსა და მიმზიდველობას იძენს
ფერისცვალება დროსა და სივრცეში თავად სამყაროს მაცოცხლებელი ძალაა და უიმედობის ზღვართან შემართულ საქართველოსაც სხვაგვარად გამორჩეული ბედი ელის
ეჭვგარეშეა, თავად სამყაროსაც გააჩნია თავისი გარეთუბანი, საიდანაც უწყვეტ ნაკადად ვიღებთ სასიცოცხლო იმპულსებს, მაგრამ ადამიანის თვალი მხოლოდ ცის კამარაზე მოკაშკაშე ვარსკლავების დანახვას ახერხებს

ხატოვანი მოტივაციები”, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005
========

ჰოდა, ნურც ის მოგეჩვენებათ ახირებულისპროჟექტთადთუ განვავრცობ, შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ავტომანქანების ინტესიური მიმოსვლაა, მათ შორის ტურისტული დანიშნულებისა, ამ გზის ქვემოთა მხარეს მდებარე გზისპირა დასახლებების _ ავჭალა, სოფელი გლდანი, ყიფშიძისა და მანსვეტაშვილის ქუჩების საინტერესო ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში კი... და მსგავსი მიმართებით, მოპირდაპირედ, ფერდობის შევაკებულ ადგილას, მონასტრული სავანით შემოსილი, ქართული ხუროთმოძღვრული მადლით აღმართული ტაძრის დაფუძნება, ხომ თავისებურ სავიზიტო სახეს შეუქმნიდა დედაქალაქსა და ქართულ სოციალურ, კულტურულ არეალს...

(ისე, „გლდან–ვეგასად მეტამორფოზირება“, ამგვარ წიაღსვლებიდან „გვიხსნის“)...

მაგრამ იმჯერად, „ევაკურებისმომლოდინე, გზას გავყურებდი. ფიქრში, უებლიეთ, თეატრის შენობის მინის კედელზე აკრულ აფიშაზე დაბეჭდილი ტექსტების ფრაგმენტი მიტრიალებდა:ადაპტირებულია... ადაპტირებულია... ადაპტირება... თანაგრძნობით დავცქეროდი თავსხმა წვიმაში განბანილ, რეზინის შავ ჩექმებს...

/../

კეთილი სურვილებით...

 *

შეხსენება: 

ჯანრი გოგეშვილის 

პიესები

 უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...

  • უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • ქალბატონი ქალიშვილი (პიესა)
  • კალიების შემოსევა (კომედია)
  • ...ბედი შენი... (დრამა)
  • სიყვარული აგვამაღლებს (დრამა)
  •  ტანგო - ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული სვლე...
  •  საძიებელი /The index

    *

     

    Комментариев нет:

    Отправить комментарий