„შემთხვევით“ ამოკითხული...
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენა ხართ.
***
შემთხვევით ამოიკითხა მრავალ ფათერაკგამოვლილმა მოზარდმა, მივარდნილ უბანში, ჩამონგრელ კედელის აგურზე. შავი ფერის მარკერით მინაწერი და გაიფიქრა:
„მაგარია!“
ნებსით თუ უნებლიეთ ჩარჩა გონებაში და ხშირად იხსენებდა, განსაკუთრებით განსაცდელისას...
ათეული წლების შემდეგ, ასევე შემთხვევით გაიგო, რომ შეგონება პავლე მოციქულს ეკუთვნოდა და მის მიმართ, მადლიერების გრძნობით განეწყო, რადგან თვლიდა, რომ საკუთარი თავისადმი პატივისცემის შეგრძნება, ჩამონგრეულ კედლის აგურზე მინაწერის შემდეგ გაითავისა, რისი წყალობითაც, გაუაზრებელ განსაცდელთა უვნებლად გადალახვას ახერხებდა...
ჯ.გ.
*** „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები
...დღევანდელ „წიგნიერებას“, ჭეშმარიტ მკითხველთა საგრძნობი შემცირების ფონზე, სასეირო აქტივობები; პერფომანსები, სახელდახელო მიმოხილვები განსაზღვრავს...
და ხშირ შემთხვევაში, „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები, წრფელად დაინტერესებულ მკითხველს, კი აძლევს ზოგად წარმოდგენას „დასაგემოვნებლად“ შეთავაზებულ ნაწარმოებებზე, მაგრამ, თავად ტექსტების წამკითხველი ნაკლებადაა...
განა არ იცით, რომ მოზარდთა უმეტესობა კითხვას გადაეჩვია...
მაგრამ იმაზედ, რომ სკოლებში „კითხვის კულტურა“ დაინერგოს, ნაკლებად ზრუნავხართ...
***
მშფოთვარე გონის სალბუნი...
კითხვა არ უყვარდა ბესოს და არც წერა ეხერხებოდა, მაგრამ ერთმა მომხიბვლელმა ქალმა, ისე ძალუმად მიიზიდა, ლექსების წერასაც ქე შეუდგა, და მის ცხოვრებაში ლამის „ახალი წელთაღრიცხვაც“ დაიწყო...
წლის ბლოს, მის ბიოგრაფიას - პრემიების გვარიანი ნუსხაც ამშვენებდა...
ის მომხიბვლელი, აღარც კი ახსოვდა...
თუმც, თანამედროვე პოეზიის, ერმთა ცნობილმა მიმომხილველმა მისი ლექსების შეფასებისას, მოხდენილად განსჭვრიტა „თვითნაბადი“ შემოქმედის მუზის რაობა და მას მოხდენილად უწოდა:
„მშფოთვარე გონის სალბუნი...“
***
P.S.რავი, იქნებ, „შემთხვევით“ ამოკითხულიც, თავისებური წყალობაა...
უნებლიეთ, ეს ლექსიც გამახსენდა:
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
*
Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvi/\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
*