Translate

четверг, 15 января 2026 г.

„წვრილმანი გულგრილობა“ (პუბლიცისტური შენიშვნა)

 

„წვრილმანი გულგრილობა“ (პუბლიცისტური შენიშვნა)

 

შესაძლოა, ჩემი, პირადი პრობლემები, არც არავის აინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ამგვარ მცირე პრობლემაში, ეგრეთ წოდებული საზოგადო პრობლმაც ძალზე მძიმდება.

ანუ, ინტერნტში; „ვირუსს“, რომ შემოგიგზანის, ვიღაც გაბოროტებული, ვინდოუს დაგიზიანებს, თან გეტრაბახება, აი,მე ასეთი მაგარი ვარო, რა თქმა ვინაობაც ყალბი აქვს, შენ კი, სამაგიდო კომპიუტერით კვირეების მანძილზე ინტერნეტში ვერ შედიხარ, სასურველი ინფომაციის მოპოვებას, ვერ ახერხებ...

რა თქმა უნდა, ასეთზე იტყვიან დაზიანებული პიროვნებაო... შესაძლოა, შენეული პირდაპირობა, არ მოეწონა, შენს ბლოგზე გამოთქმული გულისწუხილი...

ცოდვილობ, რაღაც პროცესების აღდგენას იწყებ; და ინტერნტი რუსულ ენაზე გაწვდის მწირ დიაგნოზს: სერტიფიქატში, უსაფრთხოების ამსახველი შეცდომები, შეიძლება ასახავდეს, რომ ცდილობენ მოგატყვილონ, ან სურთ, თქვენს მიერ, სერვერზე გადაცემულ ინფორმაციასჩაავლონ“...

უნებლიეთ გეღიმება და სასიქადულო   აკაკი წერეთლის შემთხვევა გაგონდება, როცა ქურდი, მისი ჯიბიდან ფულის მოპარვას ცდილობდა და პოლიციელებმა წაასწრეს:

აა, კაცო, ნუ გიყვარს შენ, ჩემი ლანშეუშრობი ლექსების კითხვა, გამოქვეყნებადე...–მეგობრულად, ამგვარად უსაყვედურა მგოსანმა.

ქურდმა, ალბათ ისიც არ იცოდა, ვის ძარცვავდა: აკაკი წერეთელი ვინ იყო, მაგრამ პოლიციელებმა იფიქრეს: „ეგენი შეხუმრებულები ყოფილანო, დაფაქტზე დაჭერილიგაუშვეს.

ამ ჩემი წლობით ნალოლიავები კომპიუტერში ჩაწერილი ვინდოუსის დამზინებელის, მისამართით, რომელმაც შესაძლოა ქართულად კითხვაც არ იცის, კი ვიტყვი, ღმერთმა მიგახვედროს, შენი აბეზრული ქცევა, შენივე დამაზიანებელია...

სიტყვას მოჰყვა და იმასაც გაგიმხელთ; ქვეყანაში, სადაც ჩინოვნიკთა უმრავლესობა ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გადამალვას, სამარცხვინოტრიუკებითცდილობენ, არ არსებობსსაქველმოქმედოფონდები, სადაც შეჭირვებულ შემოქმედს, მსგავსი თავდასხმებისგან დაზიანებულ ინტერნეტტექნიკის გამართვაში, ან ახლის შეძენაში დაეხმარებიან...

ვიღაცეებისთვის, ალბათ,  გულუბრყვილოდ ერს,  რადგან უამრავი მშიერი ბავშია; თუმც, ხშირადამგვარი წვრილმანიგულგრილობა, უდარდელობა, აქცევს საზაგადოებასარარაობად“.

„ტროტუარზე“ დგომისთვის მოქალაქეთა დაპატიმრება კი, ბევრად უფრო „გულუბრყვილოა“; ერისთვის, ქვეყნისთვის მტკივნეული ყოფა, ამგვარი „შოუშეთამაშებით“, რომ არ განიმუხტება, იმედია, ვინმე პროფესიონალმა, მაინც იცის...

ირანში განვითარებულ ტრაგედიას, ჩადრის ტარების უარმყოფელ ქალთა –„მორალური პოლიციის“  მიერ განხორციელებული დევნა უსწრებდა წინ.

ჰო, ბიუჯეტიდან შოვნის სურვილითგაქაფულ მილიონრებზე, აბა რა გითხრათ; კი, კურნებად ერგოთ მისჯილი და მისასჯელი წლები!

ბოლოს, იქნებ, ალალად მოინანიონ...

..

 

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*