კი, რეფორმაში მოვყევით! /სალაღობო–პუბლიცისტური შენიშვნა/
„![]()
"ილიას უნივერსიტეტის წარმატებული პროგრამები დაიხურა, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კი იწყება პროგრამა სახელად ,,ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია“.
20 აბიტურიენტს მიიღებენ წელს და ასწავლიან ალბათ იუპიტერის პროტოქართველურ დიალექტებს...
წლების შემდეგ ადამიანებს რომ აუხსნა, რა იყო ოცნების განათლების რეფორმა, მოკლედ ასე შეიძლება: დაიხურა რაც მუშაობდა და ქართული განათლება კოსმოსური მანძილით დაშორდა არამარტო აკადემიურ სტანდარტებს, არამედ საღაზრსაც!
ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ჰკითხეთ რა მიქანაძეს, ასტროლინგვისტების საჭიროება რომელი ბაზრის კვლევამ გამოკვეთა?" | წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე“
ამონარიდი 2023 წელს, ჩემეულ ბლოგვერდზე გამოქვეყნებული რომანიდან
вторник, 12 декабря 2023 г.
„მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ, შიგადაშიგ, ცას ახედეთ, რადგან, ცა ერთიანად იმახსოვრებს, რა ხდებოდა, ხმელეთზე, წყალში, ყინულოვან არეალში, უდაბნოსეული მცხუნვარებით გათანგულ ქვიშაში; ყველგან და ყველაფრში; ცა სუფთა მატიანეა; მთავარია მის შრეებში შემალული, ფაქტების, ქრონიკობის ამოცნობა და დანახვა შევძლოთ. ანუ დავხელოვნდეთ ხატოვან აღქმათა ობსერვატრიის შეცნობა–მართვაში...–უნებლიეთ, იდუმალი ჩურჩულით გაიხსენა აბემ.“
ეს სტრიქონები, ნამდვილად მე მეკუთვნის, რა თქმა უნდა, ვთანაუგრძნობ ქალბატონს, მაგრამ მე ვფიქრობ, თავად პროგრამა ,,ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია“.
ადრე უნდა შექმნილიყო, როგორც ამბობენ სამყარო უსწრაფესად ფართოვდება და არვინ იცის პროცესი, როგორ დასრულდება.
ჯ.გ.
იხილეთ: © გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
- მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
- ყოჩივარდას გენეალოგია /იუმორისტული ნოველა/
- აფექტის ფაქტორი / ნოველა/
- ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/
- არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდა...
