Translate

четверг, 16 января 2025 г.

ფარღალალა სივრცის ტყვეობაში...

 

თუმც, ჩვენი პოლიტიკოსები ამაყად აცხადებენ: „საქართველოს ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში იშვიათად ჰყოლია.“

ამ ქვეყნის, ჩვეულ მოკვდავს რჩება შთაბეჭდილება, რომ იმყოფება-ლოკალურ, ფარღალალა სივრცეში...

“გრენლანდია არის გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრენლანდიელები”, –/გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. ფართობი — 2 166 086 კმ². მოსახლეობა (2005, აღწ.) — 56 375 ადამიანი, მათ შორის 90% – ესკიმოსები./

გრენლანდიის (რომელიც დანიის დაქვემდებარებაშია) პრემიერ-მინისტრის თქმით,  ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს.

და მას, ევროპული ქვეყნების მრავალმა ლიდერმა დაუჭირა მხარი.

 დონალდ ტრამპის სურვილს, რიგი ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, კუნძული ამერიკას,  მშვიდობიანი გზით მიურთდეს წინ აღუდგნენ.

ჩვენს დაჩაგვრასაც, მრავალი ათეული წლებია ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ხშირად გვჩაგრავენ... და მიტომაც რჩება შთაბეჭდილება ფარღალალა სივრცეში, მტრისგან დაუცველ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ.

ღმერთმა გააძლიეროს ადამიანები. რომელთაც ლოგიკური აზროვნება შეუძლიათ!

„ლოგიკა ზუსტი მეცნიერებების მთავარი იარაღია. სწორედ მისი წყალობით ახდენენ მეცნიერები ღირებული იდეების გადარჩევას და შემდგომ სწორი დასკვნების გაკეთებას. ლოგიკას შეუძლია რთული იდეები დაშალოს მარტივ იდეებად და გაარჩიოს გენიალური იდეა ბოდვისაგან.“

დაპირისპირებულ მხარეთა შორის, რაც მეტი იქნება ამგვარი პიროვნება, მით უფრო, უამრავ ტრაგიკომიკურ სცენებს ავიცილებთ პირად და საზოგადო ცხოვრებიდან...

დღევანდელი ვითარება აშკარად მიგვანიშნებს, რომ „მმართველი აპარატი“, ისე მოიშალა, ლოგიკა კი არა, ახლო წარსულში გადატანილი, შიდა დაპირისპირებების ქრონიკების გაანალიზების უნარიც აღარ შერჩა... მისმა თანამოაზრეებმა მაინც გაიხსენონ კულისებში რაც ხდებოდა... და „ეროვნულ გმირებად“, რომ არ შერჩებიან საქართველოს ისტორიას,

ეს მაინც გაიაზრონ...

ქართველი ხალხის, ქვეყნის სამშვიდობო გაყვანაზე, და ასე თუ ისე, ადამიანური სახის შენარჩუნებაზე იზრუნონ...

ლოკალურ, ფარღალალა სივრცეში „გამაგრება“, მექანიკურად მოქმედი პოლიციის იმედზე არას გარგებთ; ყოფა -უცებ გიმუხთლებთ...

თავისუფლება -ვერაგულად დატყვევებულ პატიმრებს!

ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები!

მიეცეს საქართველოს მოსახლეობას, თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება...

რათა, მომავალში არჩეულმა ხელისუფალმა, მართებულად შეიცნოს, რომ უპირველესად, მამულია დასაცავი.

ჯ.გ.

 ***

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

воскресенье, 12 января 2025 г.

სულით ჩეკისტები... /„...ინდივიდის ქცევა „ცარიელი ადგილიდან“ არასოდეს იწყება...“/

 სულით ჩეკისტები... /„...ინდივიდის ქცევა „ცარიელი ადგილიდან“ არასოდეს იწყება...“/

 

აქვე შეგახსენებთ –„ჩეკისტი; ჩეკის მუშაკი; საერთოდ სახელმწიფო უშიშროების ორგანოს მუშაკი ყოფილ სსრკ-ში.

არავისთვის შეურაცხყოპის მიყენება არ მიფიქროა, არც იმაათვის, რომლებთაც „სისხლისიმიერ“ ჩეკისტობაზე აქვთ პრეტეზია, რადგან, როგორც, მეოცე საუკუნის ბოლოს შეთხზულ, ერთ ჩემს ლექსში მოვიხსენიე:

...წმენდაში მოხვდნენ

აქტიური ”სამეულებიც”...

მერე მოვიდნენ სხვაფრივ ფარულნი,

ჩუმად ლაღნი და ჩუმად სწავლულნი,

მათშიც ერია კაცი გამგები,

იმპერიულად

”ეროვნული” ჰქონდა ზრახვები...

ჰო, მსგავს პერსონასაც გადავყრივართ და ამ ყოფის შემხედვარენი ვრწმუნდებით, რომ „სულით ჩეკისტი“, ბევრად უფრო დაუნდობელი და მზაკვარია, ვიდრე წინაპართა ჩეკისტური ბიოგრაფიით მოამაყე პიროვნება, რადგან „სულით ჩეკისტი“, პროგრესის ნიშნით მოაზრებული წინსვლის მტერია, დრომოჭმული სისტემის ქომაგი. მომავალ თაობათა გადათელვით –გამარჯვების მოზეიმე... 

P.S. ფორმაციიდან ფორმაციაში, რეჟიმიდან რეჟიმში, კოლექტიური მეხსიერების მიერ „გენერირებულ“ ჩეკისტეების ნაირსახეობაზეა საუბარი...

მე მხოლოდ ფიქრთა მსვლელობას მივყვები და არვის გასამართლებას არ ვაპირებ, თუნდაც სიტყვიერად... მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს „დემოკრატიულ“ საზოგადოებაში, „სულით ჩეკისტები“,  სხავადასხვა დოზით, მრავლად არიან... თუ პროფსიონალ ჯალათის მსგავსად „ნაჯახშემართულ“ კომენტარებს გადაავლებთ თვალს; ადვილად დარწმუნდებით, რომ გაბოროტებაცა და დაუნდობლობც მეტისმეტად ახასიათებთ.  და ჩნდება დედიშობილა“ იჭვი: მომავალი „გაევროპულების“ შემდეგ გახდება  კი ჩვენი საზოგადოება  მეტად კეთილშობილი, ემპათიური, ერთიანი ქვეყნის აღდგენის,– არმივიწყებით შეპყრობილი...  გვექცევა თუ არა, სასიცოხლო  მოთხოვნილებად, სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა...

 ისტორიულ ქრონიკებს თუ გავაანალიზებთ  „სულით ჩეკისტები“,  ყველა ,დროში აფერხებდნენ ქვეყნის  მართებულად აღორძინებას... ახლაც, ალალ მამულიშვილთა სარწმუნობრივ, პატრიოტული გამონათქმების პერიფრაზირებითა და ტრადიციულ, სარიტუალო სურათ–ხატებით,  „კიცხავენ“ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ძირეული მოსახლელბის დაბეჩავებას უწყობენ ხელს... და ამით, რა თქმა უნდა, თავიანთ გამოსარჩენსაც იმკვიდრებენ...  

ამიტომაც, ვთხოვე  იუმორნარევი კილოთი ილონ მასკს, სახელმწიფოს მართვაში „ხელოვნური ინტელექტუალები“ შეშგვაშველეთ მეთქი; ბარემ, იმ ამონარიდსაც შეგახსენებთ, უკვე,   მაშველ რგოლივით, მერამდენედ რომ ვიხმობ...

     ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს,

...თქვენი ინიციტივა, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში „ხელოვნური ინტელექტუალები“ ჩართოთ; ფრიად მისასალმებელია..

  დგვეხმარეთ!

იმის თქმა მინდა, ევროპული კანონებით „შეიარაღება“ ვერას გვიშველის თუ „სულით ჩეკისტებს“ მომავალ საზოგადოებასა და უფრორე მთავრობაში, რაიმე სახით წამყვანი სამოქმედო მექანიზმები შერჩებათ...

ამასთანავე, მომავალი მთავრობის ამა თუ იმ წევრს, ნათლად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ გადაცდომის შემთხვევაში, ქვეყნის მმართველობით ორგანოსა და მის გარემოცვას, „მექანიკურად“ გამოეთიშება და ვერავითარი კლანური მფარველობა, ვეღარ უშველის...

ჯ.გ.


***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.