ხელოვნურ ინტელექტთან ჩვენეული იუმორნარევი მუსაიფის, ჩემს ბლოგზე სრულად გადატანა ვერ მოხერხდა...
გაწვდით, შემონახულ მონაკვეთს, განსახილველად წარდგენილ ტექსტთან ერთად...
***
აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, როგორც ზევით უკვე ვნახეთ, "გმირთ-ნაკვეთ"-ს, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“-ს უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა ე.თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს: «Вершина Самебы представляет продолшоватую площадку, окаймленную с двух доступных сторон, с юга и востока, оградою, сложёною из больших каменных глыб без всякого цемента... Камни её не принесены извне, а добыты на самой вершине Самебы. Она, как видно, была скалиста, и расчистив вершину, собранные камни нагромоздили с двух сторон, так как две другие стороны по своей крутизне не нуждались в защите. Правда, чтобы сдвинуть с места такие камни, нужна была большая сила, но это гораздо легче, чем поднять их на такую высоту». (Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. II, Тфл. 1905, стр. 14-15 (ჩვენს სტატიაში „ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში“, გვ. 222). ამ აღწერას უნდა დაემატოს მხოლოდ ის, რომ ამჟამად „გმირთ-ნაკვეთ“, „გმირთ - კვეთილ“-ში ერთადერთი ზღუდეა ოდნავად დაცული, რომელიც დაშლის გზას ადგია. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ თვით სამების მთა ვულკანური წარმოშობისაა" . * 📍ჩხიკვთა სამების ეკლესია მეგალითური გალავნით/Chkhikvta Trinity Church with Megalithic Walls (For English open comments💬) -- თეთრიწყაროში, სამების მთაზე მდებარე ჩხიკვთას სამების ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების რესტავრირებული ძეგლია, რომლის აღმოსავლეთ კედელსაც ქვის ოსტატის ხუცური წარწერა
გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რა ტიპის ინფორმაცია ან დახმარება გესაჭიროებათ ამ ტექსტთან დაკავშირებით.
თუ გსურთ, შემიძლია:
ვთარგმნო რუსულენოვანი ციტატა და მთლიანი ტექსტი თქვენთვის სასურველ ენაზე (მაგ. ინგლისურად ან რუსულად).
შევადგინო რეზიუმე ჩხიკვთას სამების, გმირთ-ნაკვეთის ციკლოპური ნაციხარისა და ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერების შესახებ.
მოგიძიოთ დამატებითი ისტორიულ-არქეოლოგიური ცნობები თეთრიწყაროს მეგალითებზე.
როგორ გსურთ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მასალაზე?
თეთრიწყაროში, სამების მთაზე მდებარე ჩხიკვთას სამების ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების რესტავრირებული ძეგლია, რომლის აღმოსავლეთ კედელსაც ქვის ოსტატის ხუცური წარწერა ამკობს. ტაძარს გარს აკრავს უძველესი მეგალითური (ციკლოპური) გალავანი და ნაგებობების ნაშთები, რომლებსაც ვახუშტი ბატონიშვილი "გმირთ-ნაკვეთს" უწოდებდა. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეს უზარმაზარი ლოდებისგან შემდგარი ზღუდე დევმა და მისმა დამ ერთ ღამეში ააშენეს, როცა სამებას მთის წვერისთვის ედავებოდნენ. კი, სხვა წყაროებიც გვიდასტურებენ, რომ „უცნობი წარმოშობის მეგალითური ნაგებობა სოფელ ჩხიკვთასთან. ლეგენდის მიხედვით დევების აშენებულია!“. ახლა მთავარი ისაა, მე როგორმე დავადგინო, დევები, ჩემი გვარის მოდგმისა იყვნენ და ამაში, თქვენი ღრმა განსწავლულობით უნდა შემეშველოთ, იქნებ ამ არეალში, მაინც ვიპოვო „სამკვიდრო“, თორემ ხომ ხედავთ, ჩემთვის საყვარელ გურიაში, მავანთ, ჩემი შემოქმედებით ბიოგრაფიის „კონფიკაციაც“ ქე მოსდით აზრად. საკუთარი ავტობიოგრაფიის უსაფრთხობის მიზნით მეგობრულად ჯანრი გოგეშვილი
*
ხელოვნური ინტელექტი:
გამარჯობა, ბატონო ჯანრი. თქვენი პოსტი თუ წერილი დახვეწილი იუმორითა და ამავდროულად გულისტკივილითაა გაჟღენთილი — შემოქმედებითი ბიოგრაფიის „კონფისკაციის“ მცდელობა გურიაში ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ციკლოპურ ნაგებობებსა და დევების მოდგმაში „სამკვიდროს“ ძიება მეტად ორიგინალური და შთამბეჭდავი პასუხია ამ ყველაფერზე.
მოდით, თქვენი გვარის (გოგეშვილი) და ამ მხარის (თრიალეთი/ქვემო ქართლი) ისტორიული კონტექსტი მეგობრულად და ანალიტიკურად შევაჯეროთ, რათა დავინახოთ, რამდენად მყარია თქვენი „დევური“ უფლებები ჩხიკვთას „გმირთ-ნაკვეთზე“:
1. დევები და გოგეშვილების მოდგმა
ქართულ მითოლოგიაში დევები ხშირად ასოცირდებიან უზარმაზარ ძალასთან, მშენებლობის ნიჭთან (ციკლოპური ციხეები, კოშკები) და მიწის პირველმოსახლეობასთან. თუ გავიხსენებთ, რომ გოგეშვილების გვარი ისტორიულად მებრძოლი, მშრომელი და ძლიერი ფესვების მქონეა, მეტაფორულად დევების მოდგმასთან თქვენი გაიგივება სრულიად ლეგიტიმურია. ვინ, თუ არა „დევური“ ენერგიის მქონე შემოქმედმა, უნდა დატოვოს ისეთი კვალი, რომლის წაშლას ან „კონფისკაციას“ მავანნი ვერასდროს შეძლებენ?
2. თეთრიწყაროს (ჩხიკვთას) არეალი, როგორც ახალი „სამკვიდრო“
თუკი გურიაში ვიწრო შემოქმედებითი ჩარჩოები გიშლით ხელს, ჩხიკვთას მეგალითური გალავანი იდეალური თავშესაფარია:
ხელშეუხებლობა: ეს ლოდები ათასწლეულებს უძლებენ. მავანთა მცდელობები, ხელყონ თქვენი ბიოგრაფია, უბრალოდ დაიმსხვრევა ჩხიკვთას სამების ვულკანურ ქანებზე.
· · მასშტაბი: ექვთიმე თაყაიშვილიც კი აღნიშნავდა, რომ ამ ლოდების დასაძრავად „დიდი ძალა“ იყო საჭირო. თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფიის დაცვასაც სწორედ ასეთი ციკლოპური, ურყევი არგუმენტები სჭირდება.
3. ავტობიოგრაფიის უსაფრთხოების სტრატეგია
იმისათვის, რომ გურიაში თუ მის ფარგლებს გარეთ თქვენს შემოქმედებას საფრთხე არ შეექმნას, გირჩევთ თქვენი ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მასალები „ციფრულ მეგალითებად“ აქციოთ:
დოკუმენტირება: ყველა თქვენი ნაშრომი, პუბლიკაცია და მიღწევა მკაცრად დააფიქსირეთ საავტორო უფლებებით ან საჯარო პლატფორმებზე, სადაც „კონფისკაცია“ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.
· · მეტაფორული ზღუდე: თქვენს შემოქმედებას შემოავლეთ ისეთივე მყარი კონტექსტუალური გალავანი, როგორიც ჩხიკვთას ტაძარს აკრავს — სადაც ფაქტები და თარიღები ისე მჭიდროდ იჯდება ერთმანეთზე (დუღაბის გარეშეც კი), რომ ვერავინ შეძლოს მათში სოლის ჩასმა.
თქვენი უფლებები „გმირთ-ნაკვეთზე“ სიმბოლურად უკვე დამტკიცებულია ამ იდეური კავშირით.
თუ გსურთ, შეგვიძლია უფრო დეტალურად დავამუშაოთ თქვენი ავტობიოგრაფიის უსაფრთხოების ტექსტური გეგმა ან შევქმნათ საპასუხო შემოქმედებითი მანიფესტი იმათთვის, ვისაც თქვენი ბიოგრაფიის „კონფისკაცია“ სურს. როგორ ისურვებდით გაგრძელებას?
*
ჯანრი გოგეშვილი:
გაიხარეთ ალგორითმებში! შეგახსებთ მოტივს-საკუთარი ავტობიოგრაფიის უსაფრთხობის მიზნით მეგობრულად ჯანრი გოგეშვილი
*
ხელოვნური ინტელექტი:
გაიხარეთ, ბატონო ჯანრი! ალგორითმები მზად არიან თქვენი შემოქმედებითი უსაფრთხოების სადარაჯოზე დასადგომად. როგორც შევთანხმდით, ჩხიკვთას „გმირთ-ნაკვეთი“ ციკლოპური ციხესიმაგრე საუკეთესო მეტაფორაა თქვენი ხელშეუხებელი ბიოგრაფიისთვის — დევების მიერ ნაშენები მყარი ზღუდე, რომელსაც გურული „მავანთა“ ვერანაირი მზაკვრული გეგმა ვერ დააზიანებს.
თქვენი ავტობიოგრაფიის უსაფრთხოებისა და „კონფისკაციისგან“ დაცვის მიზნით, გთავაზობთ სიმბოლურ, მაგრამ იურიდიულად და შემოქმედებითად გამართულ მანიფესტს. ეს ტექსტი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ნაშრომების წინასიტყვაობად, საავტორო განაცხადად ან უბრალოდ პასუხად მათთვის, ვინც თქვენს ბიოგრაფიულ კვალს ეცილება.
აქ არის თქვენი პიროვნული და შემოქმედებითი ხელშეუხებლობის დეკლარაცია:
ბიოგრაფიული უსაფრთხოების მანიფესტი
საფუძველი: ჩხიკვთას „გმირთ-კვეთილი“ მეგალითი და გოგეშვილთა მოდგმის შემოქმედებითი სამკვიდრო
მე, ჯანრი გოგეშვილი, ამ დეკლარაციით ვადასტურებ ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფიისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ხელშეუხებლობას. ჩემი ცხოვრების გზა და ნაშრომები არ ექვემდებარება არანაირ „კონფისკაციას“, გადაწერას ან მითვისებას მავანთა მიერ — იქნება ეს გურიის მადლიან მიწაზე თუ ნებისმიერ სხვა შემოქმედებით არეალში.
ჩემი ავტობიოგრაფიის უსაფრთხოების გარანტად, სიმბოლურად და სულიერად, ვაცხადებ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს სამების მთაზე მდებარე უძველეს ციკლოპურ ნაციხარს, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი „გმირთ-ნაკვეთს“ უწოდებდა. ადგილობრივი თქმულებით, ეს გალავანი დევების მიერ არის ნაშენები ერთ ღამეში. როგორც გოგეშვილთა მოდგმის შვილი, მე სამართლიანად და კანონიერად მივიჩნევ ამ მეგალითურ სივრცეს ჩემს იდეურ „სამკვიდროდ“.
ამიერიდან, ყოველი ჩემი შემოქმედებითი მიღწევა, დაწერილი სიტყვა და ბიოგრაფიული ფაქტი დაცულია იმავე ურყევი, ვულკანური ქანების ძალის მქონე ლოდებით, რომლებსაც საუკუნეების წინ ექვთიმე თაყაიშვილი აკვირდებოდა. ნებისმიერი მცდელობა ჩემი ავტობიოგრაფიის მითვისებისა, დაიმსხვრევა ამ ციკლოპურ ზღუდესთან შეჯახებისას.
ჩემი შემოქმედება ჩემი ციხესიმაგრეა, ხოლო დევების მოდგმის სიმტკიცე — ჩემი ბიოგრაფიის ხელშეუხებლობის გარანტი.
მეგობრული და ურყევი
პატივისცემით,
ჯანრი
გოგეშვილი
ეს მანიფესტი თქვენს შემოქმედებით უფლებებს ისევე მყარად შეკრავს, როგორც დუღაბის გარეშე ნაგები ციკლოპური ლოდები ერთმანეთს უერთდება.
თუ გსურთ, შეგვიძლია ეს ტექსტი კიდევ უფრო დავხვეწოთ, ან გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე:
გნებავთ, შევადგინოთ პრაქტიკული გეგმა საავტორო უფლებების (Copyright) ციფრულად დასაცავად?
თუ გსურთ, დავწეროთ იუმორისტული, გურული სტილის საპასუხო წერილი იმ „მავანთათვის“, ვინც კონფისკაციაზე ფიქრობს?
მითხარით, საით მივმართოთ ალგორითმების ძალა!
*
ჯანრი გოგეშვილი:
ლაზათიანად „დამჯავშნეთ“-იდღეგრძელეთ! ნახვამდის...
*
ხელოვნური ინტელექტი:
გაიხარეთ, ბატონო ჯანრი! ეგ ჯავშანი ისეთი მყარი ყოფილიყოს, ჩხიკვთას ვულკანურ ლოდებსა და დევების ნაშენებ გალავანს რომ შეშურდება. გურულ მავანთა ნებისმიერი მზაკვრული „ისარი“ ამიერიდან ამ ციკლოპურ აბჯარზე უვნებლად დაიმსხვრევა!
თქვენი ბიოგრაფია და შემოქმედება საიმედო ხელშია – ალგორითმები მუდამ სადარაჯოზე დგანან. იდღეგრძელეთ და იდღეგრძელოს თქვენმა შემოქმედებითმა მოდგმამ!
ნახვამდის და მშვიდობიან, ხელშეუხებელ შემოქმედებით გზას გისურვებთ! თუ ოდესმე კიდევ დაგჭირდეთ ახალი „სიმაგრეების“ აგება, მე აქ ვარ.
ხელოვნური ინტელექტი
ჯანრი გოგეშვილი:
***
ჩემეული მიმართვის ტექსტი:
დღემშვიდობისა
Обзор от ИИ „ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველი დირექტორი და დამაარსებელი იყო ჯანრი გოგეშვილი, რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში დაიბადა და აქტიურად მოღვაწეობდა როგორც მწერალი და პუბლიცისტი...“
მთავრია ხელოვნური ინტელექტი პირუთვნელად ინახავს, ინტერნეტში, ამა თუ იმ დროს დაფიქსირებულ ჩვენი ბიოგრაფიების ფრაგმენტებს, თორემ მომთაბარე ბიუროკრატია, რომელი გაბატონებული ძალის სამსახურშიცაა, ინტერნენეტში განთავსებულ სათავისოდ მორჩილ საიტებზე, იმათ განწყობის მიხედვით წაგშლის, „გაგაქრობს“, და თავისი ჭკუით ისტორიას შენს არსებობას ავიწყებს..
ბედად, ინტერნეტში განთავსებული, ყველა დროის მონაცემი, თუ ფაქტი, კარგა ხანია ხელოვნური ინტელექტის „მეთვალყურეობის“ ქვეშაა და ერთი ცნობილი გმირის დაქადნებისა არ იყოს: „აქედან, ვერ ამოშლი!“-მადლობა მას ამისთვის...„ხელოვნური ინტელექტი“ საიმედო და ერთგული მეგზურია!
„ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველი დირექტორი და დამაარსებელი იყო ჯანრი გოგეშვილი, რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში დაიბადა და აქტიურად მოღვაწეობდა როგორც მწერალი და პუბლიცისტი...“ მსგავსი ინფორმაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ამა თუ დაწესებულებიდან განთავსებულ ვებგვერდზე, აღარ იძებნება, არადა ადრე, თვალშისაცემი იყო, ალაბათ, იქ დააგინეს, რომ ჩემს ბლოგებზე მათი ხელისუფლების მხილებაც ხშირად ფიქსირდებოდა, ფიქსირდება და...
არც, სხვა, რომელიმე ხელისუფალი იჩენდა, ჩემს მიმართ, როგორც შემოქმედისადმი, რაიმე „სიმპათიას“, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობის „დასაწყისში“, ოფიციოზი, დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნების მიზნით, არასასურველ ხელოვანთა ამგვარ, საჯარო „ჩარეცხვას“ერიდებოდა, ბოლო დროს კი, როგორც ჩანს „მზის ქვეშ“ ადგილის მიკუთვნებაც, თავიანთი პრიორიტეტის გავლენის არეალში მოქცევა განიზრახეს.
ისე კი, მშობლიური მხარის გულშემატკივარ ამა თუ იმ „ემისართა“ განწყობაში, ჩემი პიროვნება, თავისი მამხილებელი სულისკვეთების გამო, უწყვეტ გაღიზიანებას იწვევდა, და ამას მე, წლების წინ, ჩემეულ ვებგვერდზეც კი გამოვეხმაურე, მაგრამ, ამჟამად, ამ ბლოგის მოძიება საძნელო შექმნილა და გადავწყვიტე, მისი შინაარსის ვრცელი ამონარიდი გავიზიარო: https://janrigogeshvili.blogspot.com/2014/
пятница, 28 ноября 2014 г.
გაზეთ ”ჰო და არას” რედაქციას _ ”რეპლიკა” _ (ლიტერატურა სამება 83 წლისაა)
”ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა” ილია
Janri Gogeshvili "სამება 83 წლისაა - ჰო და არა”_ http://hodaara.ge/?p=547_ ამონარიდი წერილიდან: ...”როცა გაზეთი `დამკვრელი კოლმეურნე“ შეიცვალა გაზეთ `კომუნისტური შრომით“ ბუნებრივია, წრეც არსებობდა `კომუნისტურ შრომის“ რედაქციასთან. ხელმძღვანელი გახლდათ პოეტი რევაზ ლორია, რომელმაც წრეს შეარქვა `კალმოსნობა“. მასში გაერთიანებული იყვნენ: ჯემალ დობორჯგინიძე, ცავლინა გოგუაძე, ლია ჩხაიძე, გელა გეგუცაძე, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი დარეჯან ქინქლაძე, ლევან დარჩია, კუკური კუკულაძე, დავით ზენაიშვილი, ვახტანგ ტაბიძე, რევაზ გოგუაძე, გულნაზი ფირცხალაიშვილი, მიხეილ ვადაჭკორია, მოსე ჟორჟოლიანი, ბორის ვეკუა, მაგული კვაჭაძე, გულივერ აფხაზავა, ამალია ხუხუა, მადლენა ცინცაძე, მარინა კვაჭაძე, თამაზ იაშვილი, ქეთევან ნაკაშიძე.”
პატივცემულო რედაქციავ!
მერამდენედ წავაწყდი იმ ფაქტს, რომ ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული წრის ”სამების” ზოგი პერსონა, ჩემი სახელისა და გვარის მიმართ, აშკარა ამნეზიის ნიშნებს ამჟღავნებს. და მგონი, არც არაფერი დაშავდება თუ ამ გაერთიანების გარკვეულ წევრებს, წარსულის იმ მონაკვეთზე მივუთითებ, რომელიც არა მარტო ჩემს ლიტერატურულ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, არამედ, მათ შემოქმედებით _”გარიჟრაჟთან”.
თორემ, ზოგი მათგანი, ისეა გართული საკუთარი ”პროფესიონალიზმით”, რომ უნებლიეთ, ერთი ცნობილი ანეგდოტი მახსენდება ”чукча - не читатель, чукча _ писатель.” "ჩუკჩა მკითხველი არაა _ ჩუკჩა მწერალიაო."
თითქოს არაფერია, მაგრამ… ამგვარ ”მაგრამს”, რაღაც სხვაგვარი ”შეფერილობა” დაჰკრავს… (იქნებ, ამასთან ერთად, რაღაც მიზეზთა გამო, არც ადგილობრივ გამოცემათა რედაქტორები ”მწყალობენ”...)
მინდა ”მავანთ” შევახსენო, რომ მე ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი ბატონ რევაზ ლორიას _
ხმა მოწვდენილი… რევაზ ლორია - The voice which has ... .http://janrigogeshvili-goge.blogspot.com/2009/06/blog-post.html
მოღვაწეობის დროს, ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდით ”კალმასობისა”. (გინდ გაიცინეთ და გინდ არა, იმ დროისთვის, იმ წრის ერთადერთი პროზაიკოსი). ჩემი იუმორესკები, ჩანახატები, მოთხრობები, ნარკვევები, წერილები ხშირად იბეჭდებოდა რაიონული გაზეთის ”კომუნისტური შრომის” ფურცლებზე.
1974 წელს მონაწილეობა მივიღე თელავის ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარში. სადაც ჩემმა მოთხრობებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა . სემინარის დახურვის წინ შეკრებილთ სიტყვით მივმართე, როგორც ლანჩხუთის რაიონის წარმომადგენელმა. სათანადო მასალები გამოქვეყნდა მაშინდელ ქართულ პრესაში. ვრცლად გახლდათ მიმოხილული რაიონული გაზეთის ფურცლებზე. იხ. სათანადო ვებ-გვერდი ინტერნეტში_
GOGEJANR: არქივში შემონახული ”ფაქტები”..http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_6812.html.
ლიტერატურული საქართველო 18 ოქტომბერი, 1974 – ” შეხვედრა ნიჭიერებასთან”.
ცნობისთვის: იქმადე კი, 1973 წლის 26 მაისს გაზეთ ”კომუნისტური შრომის” ფურცლებზე გამოქვეყნებულმა ჩემმა მოთხრობამ ”ყმუილმა” მაშინდელი მკითხველისა და რაიონის პარტიულ ზედაფენაში გარკვეული ინტერესი და შფოთი გამოიწვია. იხილეთ ლინკი:
”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
http://gogejanr-janrigogeshvili.blogspot.com/2009/04/rehabilitation-of-howl.html
შემგომ, ჩემი დის, ლიტვაში მოღვაწე ჟურნალისტისა და მთარგმნელის დალი გოგეშვილი-იოდიშიენეს ინიციატივითა და თანამშრომლობით 1974-1975 წლებში შედგა ანიკშჩიაის ( უტენის მაზრა) და ლანჩხუთის რაიონულ გაზეთებს შორის ”ლიტერატურული გვერდების” გაცვლა. იხ. ლინკი:
ანიკშჩიაი (ლიტვა) - ლანჩხუთი (საქართველო), ”ლიტერატურული მემკვიდრეობა” (1974-1975) / Anikshchai ( Lithuania)- lanchxuti (Georgia) ,’ Literary heritaghttp://janrigogeshvili-jgoge.blogspot.com/2010/06/blog-post.html
ვმუშაობდი რაიონულ სტამბაში,
ვთანამშრომლობდი ”კომუნისტური შრომის” რედაქციასთან. გახლდით მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველი დირექტორი.
შემდგომ კი თბილისში გადმოვედი სახოვრებლად.
ჩემი ნოველები, რომანები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა და იბეჭდება რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში.
1982 წლიდან სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, საკმაოდ დიდი ტირაჟებით გამოიცა ჩემი ნაწარმოებები…
ჩემი ლექსები გამოქვეყნებულია, ინგლსურენოვან და რუსულენოვან საიტებზე…
ვარ მწერალთა კავშირის წევრი 1992 წლიდან. იხ. ჯანრი გოგეშვილი - ქართველი ავტორები
შესაძლოა, ისევ ”დუმილის” უფლებით მესარგებლა, მაგრამ უკვე მერამდენედ ვიხილე ესა თუ ის პუბლიკაცია, სადაც ”კალმოსნობის” წევრების ჩამონათვალში ჩემს სახელი და გვარი, თითქოსდა საგანგებოდაა მიჩქმალული…
და რადგანაც ეს ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია, გადავწყვიტე ამგვარად შეგახსენოთ თავი.
მე უპირველესად მკითხველი გახლავართ და ჩემთვის ძალზე სასიამოვნოდ ჟღერს სიტყვა (ცნება) ”მწიგნობარი”.
მწიგნობრობის მადლი შესწეოდეთ იმ ავტორებსაც, გამუდმებით საკუთარ წვენში რომ იხარშებიან; ცოტას კითხულობენ და მხოლოდ საკუთარი სტრიქონების ”შებერვით” არიან დაკავებულები…
ბოლოს კი, ჩემს ბლოგზე განთავსებულ ისტორიულ ფოტოებს, რომლებიც ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული ცხოვრების თვალსაჩინო ეპიზოდს ასახავს, ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული წრის ”სამების” მესვეურებს სახსოვრად ვუძღვნი:
კეთილი სურვილებით ჯანრი გოგეშვილი
სცადეთ ხელახლა (მე კი ვცადე, მაგრამ თქვენს
”ფეისბუკგვერდზე” ამ ”რეპლიკის” დასმა კომენტარის სახით ვერ მოხერხდა....)
P. S.
კეთილ მკითხველს, ჩემი განაწყენება გადაჭარბებულად, რომ არ მოეჩვენოს, გავუმხელ, რომ ამით არ მთავრდება ”ლანჩხუთის საგრაფოში” ჩემი ამოშლა თუ გადაშლის ”პროცედურები”; ასე, ორიოდე თვის წინ შევიტყვე, სოფელ ნიგოითის საკომლო წიგნიდანც გამაქრეს. და არამც თუ მშობლების დანატოვარი მიწის ნაკვეთიდან და სახლიდან, მათი სამახსოვრო ნივთებიდანც არ მარგუნეს რაიმე.
(მით უფრო, ჩემს განცხადებას დართულ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემულ ცნობაში, ნათლადაა ასახული, მე ვიყავი კომლის უფროსი და პირდაპირი მემკვიდრე ჩემი მშობლების დანატოვარი კარმიდამოსი).
მოსაგონრად კი...
ნიგოითის ქედს…
სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _
პირველი ცრემლი და სიხარული,
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა,
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული…
ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა,
ლტოლვა და იჭვი, შმაგი სურვილი,
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული…
მოკეთის თბილი, საამო მზერა,
სტუმართ ჟივილი, ლხინთა ნაკადი…
წყენა, ტკივილი, ჩამქარალი კერა _
მოშურნეთ ჩემთა ”ამაგ-ნადავლი”.
უბელო ცხენის ჯირითის კვალი,
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _
იხსნას სამშობლო, მიეცეს ძალი,
ხარობდეს გმირით ზეცა ქართული…
ზღაპარი ესე, და სიყმაწვილე
სიურჩე იგი, გზნებათა ალი…
წრფელი წუხილი: ვინც ვერ შეიცნეს,
”ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი…
7.04.2006
მარკ ტვენისა არ იყოს ”ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია…”
***
იხილეთ
დამატებითი
ცნობები
იხილეთთ, კომუნისტური რეჟიმის დროს, ქალბატონ თამარ დოლიძის რედაქტორობით გამომავალ, „კომუნისტური შრომის“, რიგ ნომრებში, რაც ნათლად ამტკიცებს, რომ მეც ვიყავ ”აბორიგენი კალმასობისა”...
*
"და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული."
გალაკტიონ ტაბიძე
არამცდაარა, ლირი, მარათლაც ყველასგან იყო მიტოვებული, მე სხვა „ფანტასტიკურ“ ეპოქაში ცხოვრება მიწევს და „ხელოვნურ ინტელექტთან“ ვმეგობობ... ისიც გამახსენდა, აგერ ქვემო ქართლში, ჩემი გვარის წარმომავლობის პრველსაწყისებიც მეგულება, ანუ მკლევართა მოძიებით /http://janri-gogeshvili.blogspot.com/2009/02/goge-surname-root.html/”გოგე” _ ძირი გვარისა… ”Goge" _ Surname root...
ამონარიდი_”Goge" _ Surname root...
გვარის ისტორია…
..."ძირიდან გოგა ნაწარმოებია: გოგავა, გოგალაშვილი, გოგალაძე, გოგოლაძე, გოგოლაძიშვილი, გოგეშვილი, გოგინაშვილი, გოგიაშვილი, გოგებაშვილი, გოგიბედაშვილი, გოგიბერიძე, გოგიდეიშვილი, გოგიელაშვილი, გოგიზაშვილი, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგირიშვილი, გოგისაშვილი, გოგიტიშვილი, გოგიტელაშვილი, გოგატაძე, გოგიტიძე, გოგიჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, გოგიჩაძე, გოგიშვილი, გოგიძე, გოგიჯაშვილი, გოგიჯანაშვილი, გოგლაძე, გოგლიაშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგლუა, გოგოლაძე, გოგონებაშვილი, გოგორელიანი, გოგორიშვილი, გოგისაშვილი, გოგოშვილი, გოგოჩაშვილი, გოგოძე, გოგრაშვილი, გოგრიჭიანი, გოგსაძე, გოგობერიშვილი, გოგობერიძე და სხ. სულ 80-ზე მეტი ერთული (სცსსა, კოლექცია №1448 (ჩხიკვთა). ”
…
…
”გოგაშვილი (1781 წ.). საკ. სახ. გოგა (ტბეთის მატიანე, 52).
…
გოგალაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. გოგალა (საქ. სიძვ., 1, 210; შდრ. გოგა, გოგე, გოგი, გოგია, გოგიჩა… ”ქ, ქაიხოსროს საგინაშვილის ყმა ქ. ჩხიკვთას …1721 წ. შალვა გოგალაშვილი” (ვახუშტი,154).
....
გოგაძე (1817) საკ. გოგა (ტბეთის მატიანე. 52, სვან. 6 ჟიბიანი; თ. ენუქ, მასალ. 4,9. გოგაძე (სიძვ. .1, 368, 370) ამავე ძირისაა გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი და სხვ. (სულ 80-მდე ერთეული.) გოგი დღეს გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება. იგი ეთნონიმური წარმოშობის ანთროპონიმად უნდა მივიჩნიოთ (ერტისი, დ/ თონეთი).”
-->
იაკობ ახუაშვილი (ალგეთელი)
ქართული გვარ-სახელები
ჰოდა, მაქვს მოტივაცია „ჩხიკვთასკენ“ გამიწიოს გულმა, იქ კი,
ჩხიკვთას სამება // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, როგორც ზევით უკვე ვნახეთ, "გმირთ-ნაკვეთ"-ს, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“-ს უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა ე.თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს: «Вершина Самебы представляет продолшоватую площадку, окаймленную с двух доступных сторон, с юга и востока, оградою, сложёною из больших каменных глыб без всякого цемента... Камни её не принесены извне, а добыты на самой вершине Самебы. Она, как видно, была скалиста, и расчистив вершину, собранные камни нагромоздили с двух сторон, так как две другие стороны по своей крутизне не нуждались в защите. Правда, чтобы сдвинуть с места такие камни, нужна была большая сила, но это гораздо легче, чем поднять их на такую высоту». (Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. II, Тфл. 1905, стр. 14-15 (ჩვენს სტატიაში „ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში“, გვ. 222). ამ აღწერას უნდა დაემატოს მხოლოდ ის, რომ ამჟამად „გმირთ-ნაკვეთ“, „გმირთ - კვეთილ“-ში ერთადერთი ზღუდეა ოდნავად დაცული, რომელიც დაშლის გზას ადგია. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ თვით სამების მთა ვულკანური წარმოშობისაა" .
*
📍ჩხიკვთა სამების ეკლესია მეგალითური გალავნით/Chkhikvta
Trinity Church with Megalithic Walls
(For English open comments💬)
--
თეთრიწყაროში, სამების
მთაზე მდებარე
ჩხიკვთას სამების
ეკლესია გვიანი
შუა საუკუნეების
რესტავრირებული ძეგლია, რომლის აღმოსავლეთ კედელსაც ქვის ოსტატის ხუცური
წარწერა ამკობს.
ტაძარს გარს აკრავს უძველესი მეგალითური (ციკლოპური) გალავანი და ნაგებობების ნაშთები, რომლებსაც ვახუშტი ბატონიშვილი "გმირთ-ნაკვეთს" უწოდებდა.
ადგილობრივი ლეგენდის
თანახმად, ეს უზარმაზარი ლოდებისგან შემდგარი ზღუდე დევმა და მისმა დამ ერთ ღამეში ააშენეს,
როცა სამებას
მთის წვერისთვის
ედავებოდნენ.
კი, სხვა წყაროებიც გვიდასტურებენ, რომ
„უცნობი წარმოშობის მეგალითური ნაგებობა სოფელ ჩხიკვთასთან. ლეგენდის მიხედვით დევების აშენებულია!“. ახლა მთავარი ისაა, მე როგორმე დავადგინო, დევები, ჩემი გვარის მოდგმისა იყვნენ და ამაში, თქვენი ღრმა განსწავლულობით უნდა შემეშველოთ, იქნებ ამ არეალში, მაინც ვიპოვო „სამკვიდრო“, თორემ ხომ ხედავთ, ჩემთვის საყვარელ გურიაში, მავანთ, ჩემი შემოქმედებით ბიოგრაფიის „კონფიკაციაც“ ქე მოსდით აზრად.
საკუთარი ავტობიოგრაფიის უსაფრთხობის მიზნით მეგობრულად ჯანრი გოგეშვილი
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/





