Translate

суббота, 12 января 2019 г.

”დიადი”; ”ღვთიური”; ”გენიალური”… /სარკაზმით მოსვირინგებული რეალობა და... ”კიბორგები””




სარკაზმით მოსვირინგებული რეალობა და...



ბოლოჟამსლიტერატურულ, მეცნიერულ, სახელოვნებო არეალში გვარიანად მოხშირდა ამა თუ იმ, თავისებურად  ნიჭიერ შემოქმედთა ათასგვარი ზეაღმატებული ეპითეტებით შემკობა; რაც, განგებისგან ბოძებულ მათტალანტსბუნებრივობას უკარგავს; ანუდიადი”; ”ღვთიური”; ”უდიდესი”; ”სასწაული”; ”გენიალურიუპრაგონოდ რიგდება და ხშირად, ამგვარ შეფასებასმუდამჟამსსიტყვით სათქმელად შემართული ჩვეულებრივი მოლექსე, ფსევდონიჭიერი, ეპიგონი თუ პლაგიატიც გამოჰკრავს ხელს.

არადა, დღევანდელ საქართველოში, უკვე, ძალზე ბევრს, წარმოდგენა არა აქვს დროთა მიერ გადამოწმებულ, მართლაც განგებისგან მადლმოსილ პოეტებზე, ხელოვანებზე, ჭეშმარიტ საზოგადო მოღვაწეებზე, მეცნიერებზე

აგერ კი, ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში უამრავიუდიდესი”; ”სასწაული”; ”გენიალურითუარნახულიტიპები ტრიალებენკი ბატონო, საქართველო ნამდვილადგენიოსთა ქვეყანადშეგვიძლია მოვიხსენიოთ, მაგრამ ეგ მადლი განვლილ, ”დადუღებულსაუკუნეთა არეალზეა გადანაწილებული

რა თქმა უნდა, კარგი პოეტი, მწერალი, ხელოვანი, მეცნიერი ჩვენს გვერდით საკმაოდააოღონდ, ისაა საფრთხილო, რომ ამდენიტიტულოვანისერთროულად მოზღვავებამ, შესაძლოა, მთაწმინდისკენ ჩასაფრებულთაარმიაზღვარსგადასულად მოაძლიეროს და ილიას, ვაჟას, აკაკის, ბარათაშვილის და სხვა, მართლაც ღირსეულ მოაზროვნეთა, ”ბინადრობას”,  აშკარა საფრთხე დაემუქროს

ამ ყოფაში, არც არაფერია გასაკვირი; თანაცტესლასშემქმნელი  ილონ მასკი იმუქრება: ”რომ მისი ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და კომპიუტერის კომბინირება და შეიქმნებასიმბიოზიხელოვნური ინტელექტით.”

ასე რომ, ნებისმიერს მსურველს შეეძლება სუპერ ადამიანად იქცეს

ფაფუ ღირებულებითი ორიენტაციები“…

…”საქართველოო ლამაზო

სხვა საქართველო სად არი?”

”შოუმენებო” ცოტა ხნით, მაინც გვამყოფეთ ბუნებრივ მდგომარეობაში, თორემ მერე, ყოველმხრივ ”ტალანტოვანნი” კიბორგები, რომ მომრავლდებიან, ჩვეულებრივი, განგებისგან მადლმოსილი, უშუალო ნიჭიერება, თქვენთვისაც სანატრელი გახდება… 
***
 P.S.
ოთხიოდე წლის შემდეგ....
ახლახან, მკვირცხლი ბუნებისა და აზროვნების ქალბატონმა, რომელსაც, მშვენიერებასაც ხშირად უქებენ, თავის „პოსტში“ მართებულად ამხილა „უშნოდ მაქებართა“ უზნოება...
სამწუხაროდ, ამგვარი „მაამებლობა“, სოციალურ ქსელებში, ქრონიკულ სენად ქცეულა და ბილწსიტყვაობის „საპირწონედ“ ბორგავს, მაგრამ ამას, ცოტა თუ ხვდება...
კაი ხანია, ამგვარ მადიდებლურ „უხამსობაზე“ მეც მივანიშნებ, მაგრამ, თუ სახელოვან წინაპართა, სახელობის პრემიების (განსაკეთრებით ილია ჭავჭავაძისა) გაცემა ყოველ, ჰაიჰარად შექმნილ “კულტურულ-საგანმანათლებლო“ სუბიქტს, გარკვეული „საკანონმდებლო რეგულირებით“ არ შეუფერხდა, ისე...
***
ისე კი, ამ თემაზე, აღძრულ ემოციებს, ჩემს ბლოგზეც იხილავთ... ანუ –
”დიადი”; ”ღვთიური”; ”გენიალური”… /სარკაზმით მოსვირინგებული რეალობა და... ”კიბორგები”
 ჯ.გ.

*
 *
* 

*
 
*