Translate

суббота, 18 июля 2020 г.

ჩვენეული ყოფის ”მარშბრასოკი” _ ქვაბული, იქვე _ ”ქართული პოეზიის ანთოლოგია” და”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /ესსე-რეპორტაჟი/


ჩვენეული ყოფისმარშბრასოკი” _ ქვაბული, იქვე _ ”ქართული პოეზიის ანთოლოგიადასახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /ესსე-რეპორტაჟი/


ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ასტროლოგები, ეზოთერიკოსები, ანუ სამყაროსეული ჭვრეტის მოყვარულნი, მხურვალედ გვაუწყებენ, რომ კაცობრიობა, მორიგი ეპოქალური ცვლილებების გარიჟრაჟს უნდა შეჰხაროდეს
და მეც ხშირად განვაწყობ ჩემს თავს, აა, ახლა გვეშველება მეთქი, მაგრამ ახალი სამყაროს მოზიდვა და გათავისება ბევრად რთული პროცესია, ვიდრე გულუბრყვილო წაოცნებება, რომელიც ჩვენთვის, მეტწილად, არცთუ სასიამოვნოდ რეალიზდება
ახლა კი, 2020 წლის 12 ივლისის (კვირა დღის) თავისებურ ესსე-რეპორტაჟს მოგაწდვით
ჩვენეული ყოფის შუქჩრდილში, თუ კვირა დღით, სახლიდან იმ მიზნით გამოსვლას აპირებთ, რომ გრძელ მანძილზე გადაადგილდეთ, ფრიად სასურველია, ჯიბეში ტაქსით მგზავრობის ფული იქონიოთ: განასაკუთრებით, როცა მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარე ადგილებიდან ნუცუბიძის ფერდობის, მე-5 /-ის მიმართულებით აპირებთ გადაადგილებას
იქ, რომ ავაღწიე, კი ვიფიქრე, უკან ტაქსით გავბრუნდები მეთქი, მაგრამ, პროდუქტის საყიდლად გადადებულ ფული დამენანა, ისიც ვიფიქრე, ახლა, მაინც, წამომეწევა ან მიკროავტობუსი, ან ავტობუსი, ან… _ ნურას უკაცრავად, კვირა დღით ამ მარშუტზე მიკროავტობუსები, თურმე საერთოდ არ დადიან, ჰოდა, ჩამოვაღწიე ლისის გადასახვევამდე, ჩამოვიარე ”112”-ტიდა  გავედი, ლისის დასახლების იმ მონაკვეთის მოპირდაპირე მხარეს, სადაც, ”თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. _ ანუ, იმ სივრცეში, რომელშიც _ ”112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტაგროჰაბსადა ყოფილმათე მოტორსსშორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება
კი, საინტერესო პროექტია, როცა დამთავრდება, ეღირება ჩასეირნება-ამოსეირნებად. (რა თქმა უნდა, თუ დამცალდა). ჰოდა, ჩემიბლოგისთვისფოტოების გადაღებას დავეშურე, მოვიმარჯვე, მრავალფათერაკგამოვლილიNOKIA”. მერე, ადგილის მონაცვლებისას შევამჩნიე, რომ ღრმად გათხრილ ქვაბულის ნაპირთან მიწა საეჭვოდ იყო დაბზარული. საშიშროება ვიგრძენი, ოღონდ, რამდენიმე კადრი მაინც გადავიღესახიფათო ზონიდან ნაჩქარევად გამოვედი და შინისკენ, კვლავ თამამად გავუყევი გზას. ჩვენს კორპუსამდე, ასე კილომეტრამდე მანძილი იყო დარჩენილი. შინ, ცირა მელოდებოდა, რომლის თხოვნითაც გადავდე თავი, და 74 წლის კაცისთვის, არცთუ იოლად დასაძლევი მანძილი დავლაშქრე _” სჯობსსაყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!”
 ჰო, ხელში, ბუდეში ჩალაგებული, ორ წიგნად გამოცემულიქართული პოეზიის ანთოლოგიამეჭირა
დილით რედაქტორ-შემდგენელმა ტელეფონით გვარიანად შემაგულიანა, ასეთი საჩუქარი გაგიკეთეთ და ნუღა დაიზარებ, ჩემთან ამოდი და წაიღეო.           (წიგნის ნახვა, ჩემს მეუღლეს უფრო გაახარებდა, და საბურთალოს ფერდობამდე ავტოთი ასვლას, ნამდვილად არ დაიზარებდა, მაგრამ ახლა, ფეხის შემთხვევით დაზიანების გამო, არამცთუ, გარეთ გამოსვლა ოთახში გადაადგილებაც უჭირს.)
გამოცემა თავისებურად შთამბეჭდავია, ლამაზი დიზაინით… ” ყველა ერთი ლექსით რჩება, ერთ ლოცვად და გალობადაქვს წამძღვარებული, რაც ჩემში, რა თქმა უნდა აქსიომად ვერ გამოდგება.
უპირველესად, გულთბილი მადლობა რედაქტორ_შემდგენელს ამგვარისაჩუქრისთვის”.
პირველ ტომს მის მიერ სიტყვაკაზმული წინასიტყვაობანათელი კაცთააქვს წამძღვარებული, რომლის ბოლო აბზაცში, იგი კვლავ გვახსენებსყველა ერთი ლექსით რჩება, ერთ ლოცვად და გალობად” _ეს სტრიქონი, მრავალთათვის საყვარელ პოეტს (და მართლაც პოეტს) ბატონ მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის.
რედაქტორი-შემდგენელი კი, თავისებურად განაზოგადებსდიახაც, რომ ერთი ლექსით რჩება ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი პოეზიის სუფლოში, ერთი ლექსის უკვდავებითა და სათქმელით, იმის იმედად, რომ სწორედ ერთი ლექსი იხსნის თავის ერთადერთობითა და განუმეორებლობით
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ანთოლოგია ამ მოსაზრებს ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ
პირადად მე, ვერ დამარწმუნა.
ჯერ იმიტომ, რომ ერთ ლექსზე, თუნდაც, გამორჩეულად გამორჩეულზე პოეტის, მით უფროჭეშმარიტი შემოქმედისსრული ნიჭიერებისაკიდებაცოტა არ იყოს უხერხულია. ვთქვათ, შეუდარებელი გალაქტიონ ტაბიძე _ წარმოდგენილია მშვენიერი ლექსითთოვლი”, მაგრამ ღმერთმა ნუ მოგვასწროს, პოეზის მოყვარულნი, იმგვარ შეგონებას მიენდონ, სადაც გაქლაქტიონის შემოქმედება, ასე ვიწროდ (თუნდაც, ფიგურალურად) იქნება გაგებული, ანუ როგორც პატივცემული რედაქტორ_შემდგენელი გვარწმუნებს _ ”…დიახაც, რომ ერთი ლექსით რჩება ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი პოეზიის სუფლოში, ერთი ლექსის უკვდავებითა და სათქმელით, იმის იმედად, რომ სწორედ ერთი ლექსი იხსნის თავის ერთადერთობითა და განუმეორებლობით…”
მეტად, აღარ გაგავაგრძელებ, უმჯობესია, ყოველივე ზემოთ ხსენებულთან, შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ, ჩემი, როგორცჭეშმარიტი შემოქმედისავტორისეული უფლებისშემლახავთემაზე გადავინაცვლო.
ქართული პოეზიის ანთოლოგიისმეორე ტომში, დანარჩენ, ცოცხლად დარჩენილ პოეტებს შორის, წარმოდგენილია ჩემი მეუღლის ცირა გოგეშვილის ლექსიუნატიფესო სევდავ ბავშვობის…” (გვ. 240) მშვენიერი ლექსია, (თუმც, მიძღვნა _ დალის ) დაიკარგა. ავტორისთვის ამ ლექსისქართული პოეზიის ანთოლოგიაშიხილვა, მხოლოდ სიხარულის მომტანი იყო.
ამგვარი განწყობა მეც უნდა მქონდეს, გახარებული ვარ, მაგრამ ამსიხარულსბზარი შეჰპარვიაარვინ იფიქროს, ანთოლოგიაშიშესულილექსიკელენი”, არ მეამაყებოდეს, მაგრამ, როცაჩემეული პოეზიიდან”, ჩემთვის საგულისხმო ლექსის წარდგენა მთხოვეს, მე მეუღლის (კოლეგა-პოეტის) მეშვეობით, ჩემს პოეტურ კრებულშისიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010/ _(იხ. პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili...ასე ვთქვათ, პირველ ათეულში შემავალი ლექსი _ ”გადაუფრინა ჭიამაიამ…” გავგზავნე. აი ისიც

გადაუფრინა ჭიამაიამ...
ქვეყანა თვლემდა,
გასცლოდა ქანცი,
კაცი კაცითა, ღობე კი ქაცვით _
მცნებად კი ჰქონდათ...
ახსოვდათ არც კი,
სიკვდილიც თვლემდა, დღე იდგა ბაცი...

ერთურთს,
შემთხვევით შერჩენილ ვაჟთა,
შემოხარჯვოდათ ალღო, უნარი...
და ქუჩა-ქუჩა განთესილ ქალთა,
ერეკებოდათ ვნება-აფთარი...

სიმარტოვისკენ გარბოდა კაცი,
სიმარტოვეში სურდა განბანა,
დინება დუნე და მაინც ანცი,
დრეკდა _ მიბმოდა ცხოვრების ბაგას...

სასოწარკვეთა შეჰყროდა მიწას,
იდგა გნიასი და რია-რია,
სიცოცხლე თვლემდა,
სიკვდილის მიჯნას
გადაუფრინა ჭიამაიამ...

და კვალსა ამას კრთოდა იმედი,
კოსმიურ ნისლებს მოჰქონდათ შვება,
იქ ირთვებოდა რწმენა და ხვედრი,
იგავ-არაკი განკითხვის დღეთა...
18.06.2001
როცა ამბის საკითხავად შევიარე, ანთოლოგიის რედაქტორ_შემდგენელმა, რომელთანაც, თითქოსდა მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა, ფურცელი, რომელზეც ლექსი გახლდათ დაბეჭდილი, ირონიაშერპარული საყვედურით გამომიწოდა და რაღაც ამისდამაგვარი მითხრა _”აბა, ეს რა არისო?!” და უმალ მიადევნა, ეს გამოცემა საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით უნდა გამოვიდეს და შიგ ამის დაბეჭდვა, როგორ იქნებაო. არ მესიამოვნა, მაგრამთუ ეს ლექსი, მომავალი ქართული პოეზიის ანთოლოგიის სულიერებას პრობლემას შეუქმნის მეთქიასე რომ, ცოტა ხნის შემდეგ ბატონ რედაქტორ-შემდგენელთანკელენიწარვადგინე
ჰო, ეს კარგია, მაგრამ იქნებ, შენს კრებულში უკეთესი მოვძებნოოროგორც ჩანს უკეთესი ვერ იპოვა, ან მოძიება დაეზარა.
და ქართული პოეზიისთანამედროვე ანთოლოგიის” 112-113 გვერდებზე, ჩემი პოეტური სამყაროს წარმოდგენა ამ ლექსით მოხდა.
აი, ისიც
კელენი 
კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა, 
მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს, 
ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი, 
იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს 
კელენი არის სავანის უბე
და განუყრელი მესაიდუმლე, 
განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა, 
კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს 
იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,
 სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს 
კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა, 
კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს, 
კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს, 
კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს
 კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს, 
განმარტოებულს შვენის დათმენა,
 ხმაი გალობის სულს განუახლებს 
კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს, 
შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა, 
აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა 
კელენი გახლავთ მცირე სენაკი _ 
უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი
 სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
 ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
20.11.12000
დიახ, ეს ლექსი, თავად მე მეამაყება, მაგრამ საერო თუ სამოქალაქო საზოგადოებას, იმ ერთადერთ, ამოსავალმრწამსად”, რომლის მეშვეობით მე მათ ცნობიერებას, იქნებ როგორმე შემოვრჩე, ნამდვილად ვერ შევთავაზებ. ანუ, ვერ დავმოძღვრავ, გიჯობთ, საერო ცხოვრებას მონაზნობა, ან ბერობა ამჯობინეთ მეთქი; ჩემგან, ჩვეულებრივი მოკვდავისგან არ ეგების. კი, თითქმის ერთი წელი, ერთ-ერთ ცნობილ მონასტერში, გარკვეული ლიტერატურულ-სააგამომცემლო საქმიანობას ვეწეოდი და თითქმის მონასტრის საძმოს ჩვეული ცხოვრების თანამონაწილე გახლდით.... მაგრამ ლექსი, კელენი”, ქართველი მკთხველთა უმეტესობისთვის შეუცნობელი დარჩება, რადგან, თავად, ცნებაკელენისარსი ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი უმეტესობისთვის გაუგებარია.
ამგვარ ანთოლოგიაში, თუ მას გამოხატული საეკლესიო მიმართება არ ექნებოდა, მერჩივნა თანამედროვესამყაროსეულიიმპულსებით აღძრული სტროფებით წავმდგარიყავისადაც, სხვა თუ არაფერი, დღევანდელი კაცობრიობის არსში მბორგავი, მწვავე რეალობიდან ნასაზრდოები დრამატიზმი ნამდვილად შეიგრძნობა.
მაგრამ თუ ლექსიკელენი”, იმავეგანმარტებითროგორც მე ინტერნეტში ჩემეულლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცეშიგამოვაქვეყნე, ანთოლოგიაში დაიბეჭდებოდა (რაც მსგავსი ანთოლოგიისთვის მიუღებელია), კი ბატონო, მკითხველი ბევრად უკეთ გაითავისებდა ამ ლექსში ჩადებულ მოტივს, ანუ
კელენიCell
მბობენ განმარტოება პატიოსნებააო
განგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნითგანმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე
ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანანგამოწვევებისწინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს
ზოგი, ისე მიეჩვიატელევიზიისეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვისფრქვევას”, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომმხოლოდ თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს
რომ არსებობდეს ამა ქვეყნის      სახელისუფლო შტოსა თუდაუდგრომელიოპოზიციის წარმომადგენელთასულის მოსაბრუნებლადდაწესებულიგანმარტოებისტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლოგამოწვევებისმსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოება
ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით ვამბობ      და ალბათ, ის ადამიანები (სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) წრეებიდან, რომელთაც ამგვარი ჩვეულება გააჩნიათ, ამგვარ შეხსენებას, არ მიწყენენ, რადგან აქ ტრადიციის დამკვიდრებაზეა მინიშნება
ასე რომ, ეს ლექსი ალალი გამოძახილია იმ შეგრძნებისა, რაც ადამიანს მსგავსი განმარტოების კვალობაზე ეუფლება...
უტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმეწელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირითყველასგამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედულიშემცვლელი
კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება
(კელენი მცირე სენაკია
სენაკი მცირე სახლაკი
სიტყვის კონა
სულხან-საბა ორბელიანი
====
სენაკი -ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
***
თავად ქართული პოეზიის ანთოლოგიაში”, რა თქმა უნდა, ცნობილ, სასიქადულო პოეტთა მრავალი საუკეთესო ლექსია წარმოდგენილი და გამოცემის შინაარსიც, ფრიად თავისუფალი თემატიკით გამოირჩევა. …მაგრამ იმგვარად, ნამდვილად არააგანსაზღვრული”, როგორადაც პატივცემულმა რედაქტორ-გამომცემელმა, პირადად ჩემთვისდაასურათხატა”.
და მე სახლისკენ, მაინც ხალისიანად მივიჩქაროდიბოლოსკენ, ერთი მოცისფრო ავტობუსი კი წამომეწია, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. სადღაც ქვეცნობიერში, ათეული წლების წინათ, ლამის ერთი ამოსუნთქვაზე დაწერილ, 1984 წელს, კილიტერატურულ საქართველოშიგამოქვეყნებულ მოთხრობა  სახლისსურნელს ვგრძნობდი
ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენეული ყოფისმარშბრასოკში”, იმ მოთხრობაში აღწერილი, ჩემი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, ასე 1977 წელს, პოლონეთის ტერიტორიაზე, გადატანილიმარშბრასოკისსიტუაციიდან შემორჩენილი შეგრძნება კრთოდა
74 წლის კაცისთვის, ნამდვილად კაი მოსაგონარი გახლდათსახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა!
ჰო, სახლისკენ მივიჩქაროდი, საბურთალოდან, ანუ ნუცუბიძის ფერდობის, მე-5 /-დან ფეხით მოვდიოდი. ხელში გამომცემლობამერანისეგიდით დასტამბულიქართული პოეზიის ანთოლოგიისმუყაოს ბუდეშიდელიკატურადჩაბინადრებული ორი ტომიმეპყრა”.  მეორე ტომში, სხვა თანამედროვე ცოცხალ ავტორებთნ ერთად ჩემი მეუღლის _ ცირა გოგეშვილის და ჩემი ლექსებიც არის წარმოდგენილი.
თავად, ამ ამბით, კი იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ცხოვრება, სანახევროდ უჩინარი ქვაბულებითაა სავსე…  თანამედროვე, თითქოსდაცენზურამივიწყებულსაქართველოში მოღვაწე ავტორს, განზრახ თუ დაუკვირვებლად  საკუთარი პოეზიის საანთოლგიო ნიმუშის ”შერჩევისუფლება წამართვეს
ჰოდა განვმეორდები:
ჯერ იმიტომ, რომ ერთ ლექსზე, თუნდაც, გამორჩეულად გამორჩეულზე პოეტის, მით უფროჭეშმარიტი შემოქმედისსრული ნიჭიერებისაკიდებაცოტა არ იყოს უხერხულია. ვთქვათ, შეუდარებელი გალაქტიონ ტაბიძე _ წარმოდგენილია მშვენიერი ლექსითთოვლი”, მაგრამ ღმერთმა ნუ მოგვასწროს პოეზის მოყვარულნი, იმგვარ შეგონებას მიენდონ, სადაც გალაქტიონის შემოქმედება, ასე ვიწროდ (თუნდაც, ფიგურალურად) იქნება გაგებული, ანუ როგორც პატივცემული რედაქტორ_შემდგენელი გვარწმუნებს _ ”…დიახაც, რომ ერთი ლექსით რჩება ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი პოეზიის სუფლოში, ერთი ლექსის უკვდავებითა და სათქმელით, იმის იმედად, რომ სწორედ ერთი ლექსი იხსნის თავის ერთადერთობითა და განუმეორებლობით…”
ჰო, ამშეგონებისავტორისთვის (რეადაქტორ-შემდგენელისთვის), ჩემი ამგვარიგანაწყენება”, მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება, რადგან, ”საბურთალოს ფერდობზეშეხვედრისას, ამ ტექსტში გადმოცემული ძირეული მოტივები, მეგობრულად, თუმც, პუბლიცისტური სიმწვავით გავუმხილე.
და ბოლოს, იქნებ, ჭეშმარიტმა მკითხველმა დრო გამონახოს და ჩემეულლიტერატურულ_შემეცნებით სივრცეშიგამოქვეყნებულ მოთხრობასახლსაცგაეცნოს. ანუ გავიხსენოთ ეპოქა სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა!
..














***

  ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...

Janri Gogeshvili(国外) - 诗词园


https://www.cnpoems.com/people/124668
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======

Комментариев нет:

Отправить комментарий