Translate

суббота, 13 января 2024 г.

ერთი ჭეშმარიტი „მაჯის შემტყობარი“ სჯობია ათას დილეტანტს...(ესე)

  უძველესი პოეზიიდან თანამედროვე პოეზიამდე მხატვრული ლიტერატურის ამ მიმართულებამ უამრავი ფორმა და შინაარსი მიიღო, მაგრამ როგორც აღმოსავლეთში მაგ: ჩინურსა და იაპონურ პოეზიაში ასევე დასავლეთში, პოეზია იყო პოეტის სულიერი მდგომარეობისა და წარმოსახვის გამოვლინება.“ ამონარიდი „ვიკიპედიიდან“

ჩემს პოეტური კრებულში პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...( „ლტოლვილი სიზმარეთიდან...“) შემავალ  ლექსებს, ქართველი და ინგლისურენოვანი მკითხველი გარკვეულწილად იცნობს და მოწონების, აღტაცების გამომხატველი კომენტარებიც მიმიღია (მადლობა მათ), თუმც, ზოგჯერ, რითმას, აზრის სისავსეს ვამჯობინებ და როცა ნებსით თუ უნებლიეთ, „კვანტური ფიზიკის“ იდუმალმა შესაძლებლობებმა გამიტაცა, ვინდომე, ჩემი პოეტური არეალის, განსხვავებულად წარმოჩენა; შევქმენი პოეტური რუბრიკა: „კვანტური იმპულსები“, წარმოგიდგენთ წინასიტყვაობას:

...კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციებიმოსულა”: ”კვანტური პწკარითავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალიპორტალის” ( ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს

...ეს იმიტომ, რომ დაინტერესებულ მკითხველს მინდა შევახსენო, რომელიმე ავტორის ლექსები შეგიძლიათ არ მოგწონდეთ, მაგრამ შეძულება, რა უცნაური გემოვნებისაც, არ უნდა იყოს მკითხველი, მართლაც, რომ უცნაურია, თუმც, ახადგაზრდობაში, მსგავს შემთხვევასაც „გადავეყარე. ერთმა, ნაკითხობით თავმომწონეპერსონამ“, იმ დროს, არცთუ ცნობილ, მაგრამ, საინტერესო ავტორის ლექსებზე საუბრისას, ზიზღითაპრუწათვალები და დამცინავად თქვა, თუ ასეთი ნიჭიერია, პროფესიონალებმა, რატომ ვერ შენიშნესო.

დრო გვიჩვნებს მეთქი...

–დრომ რა უნდა გვიჩვენოს, რაცაა, ესააო?!

აღარ შევჰყევი, ნაკითხობით თავმომწონე „პერსონა“, სწრაფად აღგზნებადი ქალბატონი გახლდათ, თან უკვე, პოეტად ითვლებოდა, მე კი ლიტერატურულ წრეებში, დამწყებ პროზაიკოსად ვიყავი „დაფიქსირებული“.

აქ, ისიც მახსენდება, „საქართველოს საბჭოეთში“ ახალგაზრდა მწერლების მორიგი „ბუნტის“ გამო მოწვეული სხდომაზე გამოსვლისას, რომელსაც ცნობილი, სახელოვანი მწერლები ესწრებოდნენ,  ჩემი „სიტყვიერი ტექსტი“, ამგვარად იწყებოდა; ერთნი ცუდად იწყებენ და კარგად ამთავრებენ, მერენი კარგად იწყებენ და ცუდად ამთავრებენ, მესამენი, საერთად არ იწყებენ და მაინც კარგად ამთავრებენ... ამან, დარბაზში თავისებური ჟრიამული გამოიწვია...

იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, „სად, როგორ და რა ფერებში...“ მაგრამ, ხშირად, ერთი ჭეშმარიტი „მაჯის შემტყობარი“ სჯობია ათას დილეტანტს, თუმც ცხოვრებაში, ამ უკანასკნელთ, უფრო უმართლებთ.

ამჟამად, ქართულ ლიტერატურულ სამყაროში, ურითმო, თეთრი ლექსისთვის, ისე აღარ ხდება პოეტებისა და კრიტიკოსების დაპირისპირება, როგორც კომუნისტური ეპოქაში,  მავანთა მიერ, ფორსირებული „ლიტერატურუოი ბატალიების“ დროს, მაგრამ, ზოგს რა ეხალისება და ზოგს რა... უმეტესწილად, რითმიან ლექსებს წყალობენ, ამ მხრივ, საუკეთესო ტრადიციების მქონე ერში, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჭეშმარიტი მკითხველი და „შემატყობარი“, ამის გამო, პოეტურ ნააზრევზე ცხვირს არ აიბზუებს.

წარმოგიდგენთ, რუბრიკაკვანტურ იმპულსებში  განთავსებულ ჩემეული პოეზიის ნიმუშებს

ცოტამ იცის _ რა, არ იცის

რაც ვართ, ეს ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები, ქრისტიანნი
გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,
ცოტამ იცის _ რა, არ იცის;
თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,
ენით ნალესს საქმეს ვიმკით.
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული.
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
(
.).

*

გალობანით ნაფერ ქვებში

ეს ეპოქა ბობოქარი,

ამბიციებს ვერ იტევს;

ალალ ცოდნას,

ალალ სიბრძნეს,

სავეზირო ვერ იხდენს.

შენ, ნუ მოშლი,

შენ, ნუ წაშლი,

მჭევრი სიტყვა ახარე;

ამჩაწყობილქვეყანაში,

აზრი სივრცედ გაშალე.

ვინც შეირგებს, ბარაქალა!

ვინც არადა, _ ეშველოს,

ისე შერჩეს სატკივარი,

სამშობლოს არ ემტეროს!

წინაპართა ნაგებ ტაძრებს,

ზეციური მადლი კრავს,

გალობანით ნაფერ ქვებში,

ნაღდი საქართველო ჩანს.

..

*

ტილო გაწბილდა…

 ფუნჯი გახევდა, ტილო გაწბილდა,

ვეღარ შეიტკბო ნანატრი სურნელი,

ოჰ, რა სიამეს გვიქადდა აღგზნება,

მაგრამ ბოგინობს სიხარბის ფითრი.

სასიცოცხლოა _ მტყუან-მართალი

გარკვევით ჩანდეს ჩვენს არჩევანში;

სად სამართალი ვაჭრებს უპყრიათ,

იქ, შესაფერი მძლავრობს მონასმი.

(..)

*

არის წამები გულგასახარი 

ყოფანატირებ ხალხის ყოფაშიც

არის წამები გულგასახარი

როს სილამაზეს ეტრფის მშიერი

და არ შურს სხვათა ნაალაფარი… 

ყოფანატირებ ხალხის ყოფაშიც

სამშობლოს ამკობს რწმენის ციალი

სიმი აკვნესდა თითის თრთოლვაში

იმედად მოჩანს კვლავ მომავლი… 

.

 *

ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში

 მას არიგებდნენ, ყოფილიყო დამჯერე, მშვიდი,

მაგრამ, ჩვეოდა შეშველება ჩაგრულის, სუსტის,

და როს, მოხშირდა მოქიშპეთა ცილი და შარი,

ძმობის ზღაპრებზე დაიბლანდა მძახე ძონძები.

 სათნოდ ნაჩენმა, ალალ მოყვასს უგანა ფარვით,

მერე ინანა, იტანჯა და შესაბრალი შეიქმნა მისი,

ეჭვების რკალში, ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში,

ბავშვობის ხსოვნას,  შემოაცვდა ცნება რაინდის.

(ჯ..)

*

აღივსეთ ჰაეროვანი ნავარდით

 ფუყე სიზმრებმა ფრთები ჩამოაჭკნეს,

საოცნებო სურვილებსაც ქონი დაედო,

უეცრად, მონაზონს ალალად მოენატრა,

სამგლოვიარო მუსიკა და ელვარე კუბო.

 დათმენა აალდა; მეგობართ სურნელი,

სტროფებს შეერია, სიყვარულს მოუხმო,

იდეალიგამოდგა ფუყე და მშიშარა;

ხელმოცარული ღვთის კალთას მიენდო.

 ცაში, სათაყვანოოცნებასგზა აებნა,

აენთო, აღივსო ჰაეროვანი ნავარდით,

ჰორიზონტზე მირაჟმა კამარა შეჰკრა,

ქარიზმად შერაცხული, ერთ წამში ჩადნა. 
 (ჯ..)

*

გონი არაკობს

როს უძლურება სიცხადეს თრგუნავს,

ნატანჯი  სული შეუცნობს ეტრფის,

მკმევი აჩრდილი წარსულ ზრახვათა,

ნაქებარ თავის კეფასთან ხვნეშის

 გონი არაკობსყოფნას ვერა თმობს,

განკითხვის ჟამიმაშველ რგოლად ჩანს,

თუმცსამყაროს ბედსკაცი ვერა იქმნს,

აღსასრულის ჟამს ჟინით განსაზღვრავს

(..)

*

თმენას აფერადებს

 დრო-ჟამის ქაფი, არც არვის დაინდობს,

მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები,

უნდა ცხადად ვიგრძნო, თქვენი სიახლოვე,

თორემ, სულს მიღონებს ყოფის შაბლონები

მრავალი რჩევაა იღბლის გასაწვრთნელად,

თუმცა, უიღბლობას ლოცვითაც ვერ შველი,

სიცოცხლის შეგრძნება თმენას აფერადებს;

მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები

/../

 *

ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი

 სამშობლოს განცდა მარადიული

ზესიყვარული იდუმლად მშველი.

და განსაცდელში  ჩამტკბარ კაეშანს,

ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი.

ვერ აიცილებ სამყაროს შფოთვას,

თუნდაც წინსვლაში ჰპოვო ნუგეში.

ეცადე ლოცვის სიმშვიდით მორთო,

ფარულ ზრახვათა სახნავ-სათესი.

(..

*

ვწუხვარ

ვწუხვარ, რომ ამაყ ყარიბებს,

აღარ შემოგრჩათ ურჩი წადილი,

მონური სული ვინც დაიმშვენა,

სახეა, მარად გამარჯვებულის.

ანგარებაა გეშიც და გეზიც,

ალალი საქმე ცოტას იზიდავს,

შესაწირავს კი, არ აქვს ალიბი.

დროა, საზრისი თავიდან იშვას

 (..)

*

და ვინ საიდან ან როგორ გუდავს

 ზეწოლა იქცა მართვის სადავედ,

ქვეწოლა, უკვე მისამღერსა ჰგავს.

და ვინ საიდან ან როგორ გუდავს,

ერში ქცეულაგორდიას კვანძად”.

*

აწმყოში, ნაღდი როლი არ გვერგო

/ირონია/

მოგონებებით შევრჩით ქვეყანას,

აწმყოში, ნაღდი როლი არ გვერგო,

ნიჭთა შემცნობთა ალღო მინავლდა,

როსტალანტებიკომპებს მოედო.

ქვეყანა მღერის, ცეკვავს, შაირობს,

ფამილიარობს, პოლიტკეკლუცობს

ზერელე გახდა განცდები, განსჯა,

სიმართლე, ისევ ურმით ჯახირობს…

*

ამდენ შიშველს

/იუმორესკა/

 სტრიპტიზიორს ემსგავსება

სამართალი,

ძუნწად აჩენს ფარულ ფაქტებს,

ხალხთან, თითქოს ფლირტაობს.

აიწყვიტამხილებაში”  მასმედიამ,

თუმც მხილება, ცოდვილთ,

აღარც კი აფრთხობთ

და რემარკა _ შიშველია, შიშველია!

სენსაციად, უკვე, აღარც კი მოჩანს,

სადარდო და სატკივარი სხვა რამეა,

ამდენ შიშველს, ნეტა რაღა შემოსავს

/../

 *

დაუდგრომელი იჭვი

(გროტესკი)

წამიდან წამში,

იშვა და წარვიდა

საწყისი ვარსკლავი,

ცისა და მიწის

ვერც ვერვინ იხილა,

ვერც ვერვინ აღიქვა,

მისი არსი და ხიბლი.

არადა მოასწრო,

ნათება ჩასახა,

უხილავ სამყაროს

მჩენი

გვაქვს აქსიომა _

პირველსაწყისი,

უსახო, პაწაწა ბუშტი, _

აღეგზნო, იფეთქა,

ფერებად დაიფრქვა, _

არარამ წაუკრა ხელი.

აღიძრა აღქმებად,

სიცოცხლის საწყისად

ატომი, უჯრედი, მუხტი

ხორცნი შეისხა,

სამყაროდ შეიმოსა,

გენომს დაედო ფასი.

იხარა, იმაჭრა,

იტანჯა, დაღვინდა

უსასრულოა მითი

თუ გაქვს აქსიომა _

პირველსაწყისი,

თუნდაც პაწუნა ბუშტი,

იქმენ ინსაით, აფეთქდი;

ბახ!!!” ჰა, შეივსო ხედი

_ემანაციას რა შეედრება,

ამბობს ნაცადი ბერი,_

ზღაპრებს შეეშვით

და ღმერთს მიენდეთ,

ამაოდ ლაყბობს ზოგი.

_ღმერთი ვინ შექმნა?!_

ისმის ქირქილი,

დაუდგრომელი იჭვის.

(..)

*
ემანაცია

L. emanatio

1. რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას.  ”

 *

 წრფელი განცდების მესაფლავეა

 აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე

აწ, ლამის ყველა ინტელექტია

თუ სენტენცია სმენიათ სადმე

მიუჩანთ, როგორც ბიჟუტერია… 

გათავისება, ვერ შეძლო ბევრმა

მაგრამ იმოწმებს სხვათა გენიას

და ნაკითხობა, ნიღბად ქცეული

წრფელი განცდების მესაფლავეა… 

..

*

ვერა, ვერა თმობ, ნატანჯ მომავალს...

 პირი, თუ არ გაქვს ამოქოლილი… 

ხარობ, რომ შეძელ თვითგადრჩენა

სუნთქავ ზერელე თავისუფლებით

იმედით ზვერავ მორიგმომავალს”… 

არადა, გახსოვს, ბლეფი გამოდგა

დაპირებების მთელი კალოდა

ხელში ნაფოტიც, კი არ შეგრჩა და

ვერა, ვერა თმობ, ნატანჯ მომავალს... 

.

*

 ალქიმიური მანევრი

 ალქიმიურ მანევრში მუზა აწკრიალდა,

ბევრჯერ სიბრძნე ხუმრობად დაიღვარა,

გონიერება, რითმების ტრაურად აისახა,

შთაგონებამ კი, თავისი მაინც გაინაღდა.

 

ბუნდოვან მეტაფორებში მიჯნური იშვა;

ძიებაში აღენთო ხატოვანება, მელოდია,

არარსებული სულიერი მისიით შეიმოსა,

შეუვალი, მისტიური სწრაფვით აღძრა.

..

 *

შეცნობადია უხილავი აღორძინებაც

 არარას სურვილი, წადილით იწყება;

ვერ ჰპოვა სისავსეგასხივოსნებამ”,

კვლევა-ძიებით ხარობს სიცოცხლე;

შეცნობადია უხილავი აღორძინებაც.

ხომ გამოვიხმეთ კვანტური სივრცე;

შვებად ავსახავთ სხვა მოდელებსაც,

სასწაულს, უნდა ველოდოთ მარად,

კვლევა-მიგნებით _ფერისცვალებას.

..

*

აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული

 ადამიანთა გაუმაძღარო ტკივილო,

აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული,

დაცხრი, ეცადე, ცოტათი შეისვენო;

ესე-სატკივარი, ერთად ამოვიცნოთ.

 ჩვილის ტირილს, სხვა მადლი აქვს,

იქნებდა, შენი ბალღობა გაიხსენო,

ვინძლო, სხვა დრო-მრწამსი გაიჩნო,

აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული.

..

*

პლანეტა ტრანსშია 

მოხეტიალე ცისგან

 ძველი სამყაროს დიადი აღგზნებიდან,

მარად იღვრება მღელვარე მელოდია,

პლანეტა ტრანსშია მოხეტიალე ცისგან,

იდეათა მჩხრეკავი ესსეში შიშვლდება.

ძნელია იგუო სიმულიაციური სამყარო,

ვერც მისტიფიკაციას აუვლი გვერდს,

სიცოცხლე ტკბილია, და ცადე მოერგო,

დრო-სივრცეს, უსაგნო, ალბათურ ბედს.

..

*

 ხასხასა ბალახის უშუალობა

 მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

ძალზე მიმზიდველია,

როცა ზრდილი,

მაგრამ, აღტკინებული ქალიშვილი,

მდელოზე ცეკვით ერთობა

მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

მიწა გჩუქნით ძვირფას მოგონებას;

როს ნდომა, ტრფობად გარდისახა.

მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

ხასხასა ბალახის უშუალობა,

იდუმალ წადილს აკრიალებს.

..

*

გზნება ნამიდან ისწრაფვის

ნამიანი სხეულის იგავი;

სურნელება და წადილი,

უცნაურს ერწყმის სიურჩე

რკენაში ნაწრთობ ველურის

ვინაც შეიგრძნო სიცოცხლე

ახალშობილის ინსტიქტით,

ცვარს იჭვით დასცქერს;

არომატს იკვლევს შეპარვით.

სუფთა სხეულის სიწრფელე,

მითში შეღწევის ქადილი,

გზნება ნამიდან ისწრაფვის

პირველყოფილი წადილით

..

*

იმღერსბარდი

 _შენი ჭიქიდან საწამლავსაც ავლოკავ!_

იმღერსბარდი”, პეწიანად ქლესაობს,

მელოდია, ქარის ფრთებს შეხიზვნია,

გრძნობათა კვინტენსენცია და ჰაიდა!

ზამთარი შორსაა, თუმც, მწვავე სუსხი,

ყოფილძმათაგულებიდან იკბინება:

_შენი ჭიქიდან საწამლავსაც ავლოკავ!_

ღიმილი, ტერმინაქსიომასმიუგავს.

.

***

თუმც, სხვა ზმანებებს ჩაეკონები

 სურვილი ჩაისახა  ქვიშის შრეებიდან

ჭოჭმანი გადალახა, აღეგზნო  იონებად,

ფუტკარი ჩაუღმავდა, ტურფა ნეტარებას,

ნექტარს შეერწყა და აფრენა ვერ შეძლო.

 ბნელი ენერგია, ბნელი მატერია,

ხილული სამყაროს მეტაფორები;

ერთიანად განტვირთვა სარისკოა;

თუმც, სხვა ზმანებებს ჩაეკონები

.

***

ვინც  გაიაზრა,..

ვინც წაიკითხა

მყისედ თუ გვიან,

ვინც  გაიაზრა,

წრფელად ეამა

მადლობა შენაც,

ჩასაფრებულო!“

კითხულობ, თანაც,

წვალობ ამოხსნა,

რატომ ასე, და,

სხვასავით არა...

ჰოდა,

გილოცავ,

დედამიწელო!

რომ,

ჯერაც კიდევ,

ლექსებით ვხარობთ,

ალალი მთხზველის,

ნაამბობს ველტვით...

სიტყვის წიაღში,

ვნებივრობთ,

ვდარდობთ...

გვახსოვს სიყრმეში,

რომანთა რემას,

თავდავიწყებით

ადევნებულნი,

„იდუმალგმირთა

ყოფისა დრამით,

აღტყინებულნი,

დამწუხრებულნი...

ახალ კრებულთა

შემონათებას!

რარიგ ველოდით...

...

მადლობა თქვენდა!

ვინც წაიკითხა,

მყისედ თუ გვიან,

ვინც  გაიაზრა,..

..

*
***