"ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი"კავშირი
203851741
ბოლო განახლება: 21.09.2022 13:36
ინფორმაციის განახლებახარვეზის შეტყობინება
კომპანიის შესახებ
სამართლებრივი ფორმა: |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი |
რეგისტრაციის თარიღი: |
8 დეკემბერი 1999 |
ინფორმაციის წყარო: |
წარმოდგენილი ინფორმაცია არის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების ასლი საჯარო რეესტრი |
სტატუსი: |
რეგისტრირებულია |
ამ საიტზე არსებული ინფორმაცია მიღებულია საიტიდან https://enreg.reestri.gov.ge/.
მონაცემების
განახლება
ხდება
ყოველთვიურად.
იხილეთ
კონფიდენციალურობის პირობები.
საიტი შექმნილია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
ინტერნეტში, აი, ამ სახის დოკუმენტს წავაწყდი, უნებლიეთ მესიამოვნა, ჩემი თაოსნობით დაფუძნებულ "ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის" ოფიციალური საიტის ჩამონათვალში ხილვა; / ცნობისთვის: მწერალთა ასოციაცია _”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” (_დამტკიცებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წ. 08 დეკემბრის № 06/9_80 დადგენილებით. ასოციაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 380005, მაჩაბლის №13, ტელ. 99-86-49, 76-33).
დამფუძნებლები: (ჩამონათვალი ასოციაცის წესდებაში მოყვანილი რიგისდა მიხედვით): გოგი მამაცაშვილი, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, მირიან ოდიშარია, მურად ნებიერიძე, ზაზა ქინქლაძე, ანანია ჯაფარიძე (მთავარეპისკოპოსი, საქ. საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი), ვლადიმერ ჯანელიძე, ჯემალ ჭელიძე, ვაჟა ყუბუსიძე, ჯანრი გოგეშვილი, ცირა გოგეშვილი, დავით მჭედლური.
(გენო კალანდია და ამ წერილის ავტორი თანათავმჯდომარეებად იქნენ არჩეულნი./
კავშირს , ანუ არასამეწარმეო (არაკომერციული) „იურიდიულ პირს“ ოფიციალური უწყების ჩამონათვალშიც მოიხსნებენ მეთქი, გულუბრყვილოდ წავხალისდი და იქვე ცნება „საგადასახადო დოკუმენტი–ც“ ამოტივტივდა.
თუმც, დამფუძნებელთაგან, სამწუხაროდ, გარკვეული მათგანი, ცოცხალი აღარაა და იმდროინდელ თანამოაზრეებიდანც, ბევრი შემოგვეცალა, მაგრამ წამოწყების მოთავე, ჯერ კიდევ ირჯება "ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის" /კავშირის/ საქმიანობის წარმოსაჩენად და რაღამც, ზემორე საიტი „შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida)“ ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი, ვინმე ჩასაფრებულს, რაიმე, არ წამოელანდოს, მწერალთა ასოციაციად მოხსენებული „ანალიტიკური ცენტრის“ საგადასახადო–საჯარიმო სისტემაზე მიბმა არ მოუნდეს მეთქი... ამტკიცე მერე შენ, რომ არ ხარ „კოსმიური აგენტი“, მით უფრო, თავის დროზე, ჯერ კიდევ 1999 წლის დეკემბერში დამზადებულ „სატიტულო ფურცელზე“ იმედით დავასურათხატებინე ახალშექმნილი „იურიდიული პირის“ ბანკში გახსნილი ანგარიშების, ნომრები, („გახსნისთვის“, მცირედი თანხა, საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით განვათავსე.) გულუბრყვილო ჩანაფიქრით, ქვეყანა, ისე, როგორ წახდება, რომელიმე სამთავრობო სტრექტურამ, ან კეთილშობილმა მეწარმემ, ცოტათი მაინც, ხელი არ წაგვაშველოს მეთქი... რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, სამოქმედო ინიციატივებით, მივმართე კიდეც, მაშინდელი განათლების, თავდაცვის, ჯანმრთელობის სამინისტროებს, მოწონებით კი მოიწონეს, წერილობითაც შეგვეხმიანენ, მაგრამ... მერე და მერე, გაერთიანება, მართლაცდა. „ეროვნული თვითშეგნების“ იდეური არეალის განმტკიცებისთვის გამიზნულ საქმიანობის აღორძინებას, ცალკეულ წევრთა ენთუზიამითა და ძალისხმევით შეეცადა; ”ლიტერატურული საქართველოსა” და სხვა რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აქვეყნებდა მოკვლევითი სახის სტატიებს; ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის” ეგიდით დააწესა პრემიები; მწერალთა კავშირის კუთვნილ შენობაში (მაჩაბლის №13) და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის რიგ მონასტრებში შეძლო ”ინტერაქტიული” დიალოგების გამართვა. გამოსცა ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალის ”ხატოვანი მოტივაციების” რამდენიმე ნომერი.
…მერე ნაცმოძრაობის ზეობის ხანაში, საბჭოურ გადმონაშთად შერაცხული ”მწერალთა კავშირი”, მაჩაბლის №13-ში მდებარე ისტორიული შენობიდან უპრაგონოდ და დაუნდობლად გამოაძევეს. მისი წევრების მრავალმხრივი პროტესტი, ”ნაცსექტის” მიერ სრულიად იგნორირებული იქნა. თუმც, ქართული საზოგადოების, ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი მართებულად მიიჩნევდა, რომ ეს ეროვნული მწერლობის მიმართ განხორციელებული, მორიგი ”ლიბერასტული” დივერსია გახლდათ.
ამჯერად, შენობაში, კვლავაც, ხელისუფლებისგან დაფინანსებული „მწერალთა სახლი“ აგრძელებს საქმიანობას, ვფიქრობ, უფრო ეროვნულად...
მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული თვითშეგნების წარმოსაჩენად, თავისებურად შემართული ხელისუფალი, ვერ იცლის, ამ მიმართებით, საზოგადოებაში აღმოცენებული თვალსაზრისების შესაცნობად და იუმორს თუ მოვიშველიებთ, არც „ამბის მიმტანი“ ყავს, ჯეროვნად გათვითცნობიერებული, ის რომ ანალიტიკოსთა ხშირი სატელევიზიო გამოსვლებით განებივრებული ვართ, ვერ ქმნის იმ ფსიქოლოგიურ ამინდს, საქართველოს მაცხოვრებელთა შემეცნებითი „გემოვნება“, ქვეყნის ინტერესებიდან ნაკარნახევი, ანალიტიკური მოსაზრებებით, რომ დააკვალიანებს.
შემოქმედთა, უპირველესად კი, ქართული სიტყვიერების მსახურთა მოსაზრებებს, ეროვნული ცნობიერების აღორძინება-განმტკიცებისთვის, ოდითგანვე, გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა.
ვფიქრობ, ხელისუფალთან არსებულმა, საზოგადოებრივი აზრის მოკვლევის ამა თუ იმ უწყებამ, ეროვნული თვითშეგნების „შესაგულიანებლად“, გაჟღერებულ ღირებულ მოსაზრებას, სხვა თუ არაფერი, საინფორმაციო „ბიულეტენის“ სახით, მაინც უნდა შეეხმიანოს, და თავისი მოსაზრება გაგვიმხილოს, რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე-თუნდაც, ამგვარზე -„უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს“http://gogjuansher.blogspot.com/2024/05/blog-post_27.html... /მერე მოსალოდნელია, მსგავს „ინიციტივაზე“, მორიგმა სწავლულმა დისერტაციაც ქე „გამოაცხოს“.../
ხაზგასმით მითითებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“ მართალია, თავისებურად მამშვიდებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, „ეშმაკს არ ძინავსო“... ამჟამად, და კაი ხანია, მხოლოდ მე შევრჩი ამ „კავშირს“. დაინტერესებულთ, ინტერნეტში შეუძლიათ იპოვონ, ამ მიმართებით ჩემს მიერ მედიასივრცეში გამოქვეყნებული სტატიები /ბლოგოსფეროში, მით უფრო/...
P.S.
ისე კი, იმ მივიწყებულ ანაგარიშებზე, თანხას თუ აღმომიჩენთ მადლობელი დაგრჩებით...
***
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/