Translate

пятница, 7 июня 2024 г.

იმედს ვიტოვებ, ამ თვალსაზრისის მიმართაც – სასიკეთოდ აღიძვრებიან... / პუბლიცისტიკა /

 Janri Gogeshvili

6 დღე 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/
*
ბევრი ვეცადე, მაგრამ ამ ბოლო ჟამს, შემორჩენილი „ფეისბუქმეგობრები“, ჩემს თხოვნას ნებით თუ უნებლიეთ უგულვებელყოფენ, უბრალოდ, მათი აზრი მაინტერესებდა, ჩემეული „შენიშვნის“ შესახებ... და რადგან, მხოლოდ სურათზე აღმიქვამენ, – ეს მე ვარ, ვაშლიჯვარში მდებარე კორპუსის მოკრძალებულ აივანზე „მზის აბაზანებს“ ვიღებ...
აქვე, ისევ ვდებ ტექსტს... რა დაგემართად მოყვასნო, გაიღეთ სამიოდე წუთი, ალალად მაინტერესებს „შენიშვნაში“ მოცემულ თვალსაზრისს იზიარებთ თუ არა...
ჯ.გ.
P..S.
„ისევ 5000 მეგობარია.გთხოვთ თქვენვე ამოიშალეთ თავი ვინც მკვდარ სულების რანგით ხართ.“
ქალბატონისგან გავიზიარე, აბა ჩემს ფეისგვერდზე სულ 299 პერსონაა ახლახანს გადავამოწმე და ამჯერად 127 –იღაა –სიცოცხლისუნარიანებს ჩემი პატივისცემა.
...აგერ ახლა, ჩემს ბლოგზე, ქართველობისთვის მნიშვნელოვან თემაზე ანუ „ უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/“ გამოვაქვეყნე, მერე ტექსტის მცირე ფრაგმენტები ფეისბუქგვერზეც დავდე, მაგრამ, როგორც იტყვიან „სრული მდუმარება“–რა გჭირთ ხალხო, მარტო –„ევროპა–ევროპის“ ძახილი გვექცა „პანაცეად“?!, მოგწონთ არ მოგწონთ „რაიმე სახით“ მაინც გამოხატეთ, თუ ამგვარ საკითხებში „სტერეოტიპების“ გავლენებიდან თავის დაღწევა, „გვაშფოთებს“...
ამჯერად სრულ ტექსტს ვდებ და ვინაც, მხოლოდ თვალისსასეიროდ ან „ისე რა...“ გვახსენებს თავს, ნუღა მოცდებით...299 -დან ძალზე მცირედიც, რომ დარჩეს, შეგნებულად გაცლილებს გზას დავულოცავ...
***
უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/
ეს ამბავი, ასე დაიწყო:
საქართველოს მთავრობა
6 სთ ·
ირაკლი კობახიძე: დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა.
შენიშვნა კომენტარის სახით
Janri Gogeshvili
უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის დღე....
და თარიღიც, შესაფერისად უნდა დადგინდეს...
/ ამგვარი მოსაზრების გულშემატკივრებმა მოიწონეს, მადლობა მათ/
უცნობმა ქალბატონმა „დამაკვალიანა“ კიდეც
პასუხის გაცემა
ნინო მაჭარაშვილი
Janri Gogeshvili ოცდაექვსი მაისი სიმბოლურია რადგან წყვეტა რომ არ მოხდეს ეროვნული მოძრაობაც ასე აღნიშნავდა.
და მეც არ დავაყოვნე:
Janri Gogeshvili
ნინო მაჭარაშვილს– პატივცემულო –ეროვნული ცნობიერების „ხელოვნურად“ დანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...
გავიხსენოთ – ფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი
„დამოუკიდებლობის დღეს“ მრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...
...ისე კი, 26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღის, უპირობო, საერთო ეროვნულ დღესასწაულის ამღვნიშნელ ობელისკად აღმართვის სტრატეგია, ჩემში კარგა ხანია უხერხულიბის გამომწვევ განწყობას ქმნის. მოგეხსენებათ ცნება ობელისკი ამგვარად განიმარტება „მაღალი, სამახსოვრო (მემორიალური) სვეტი, რომელიც ზევით თანდათან წვრილდება.“ უფრო დაწვრიდებით კი „ობელისკი (ბერძნ. obeliskos, სიტყვასიტყვით - მცირე შამფური)... და ა.შ.
ნურვინ გამინაწყენდება, ვინაც, ოდნავ გარკვეულია იმჟამინდელი დამოუკიდებლობის მოპოვების „არქიტექტურაში“, კარგად უწყის, თავდაპირველად, რა უშნოდ გაითავისა მაშინდელი „პოლიტიკური ელიტის“ ამა თუ იმ ლიდერმა, განგებისგან რგებული დამოუკიდებლობა, შამფურის ძგერებად აღიქვეს მეთქი, ვერ გავკადნიერდები, მაგრამ ცნობილია რომ „რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“.
თუმც, მერე, ისტორიული მეხსიერებით გათავისებული დამოუკიდებლობის დაცვას, მრავალმა გამორჩეულმა, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა შესწირა თავი...
მაგრამ, მაინც უხერხულებას ქმნის, „ფოსტით მიღებული“ რევოლუციიდან აღძრული 26 მაისის, მარადიულ „ნიშანსვეტად“ დამკვიდრება... და რომელსაც, იმგვარი გამორჩეულობით „შევხარით“, თითქოს, თვითმყოფადობით გამორჩეულ, მრვალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართულ სახელმწიფოებრივობას, ბევრად მეტი ღირსებით მოსილი დამოუკიდებლობა არ უგემნია.
არჩევანი ქართველ ხალხზეა, ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე, დროულია, ქართული სახელმწიფოებრივობის თარიღის დამდგენი კომისია შეიქმნას, მოხდეს თვალსაზრისთა შეჯერება, შემუშავედეს „ეროვნული დოქტრინა“ და სახალხო რეფერენდუმიც გაიმართოს. ბოლოს კი, „ფეისბუკოპონენტის“ მიმართ, ჩემს მიერ უშუალოდ გაცემულ პასუხსაც გავიხსენებ:
Janri Gogeshvili
ნინო მაჭარაშვილი პატივცემულო –ეროვნული ცნობიერების „ხელოვნურად“ დანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...
გავიხსენოთ – ფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი
„დამოუკიდებლობის დღეს“ მრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...
P.S.
შენიშვნის „შესაფერადებლად“, ამ ლექსის გახსენებაც, არ იქნება ურიგო...
***
მემატიანე მოგვითხრობს...
 
სისხლში ჩქეფს გვარის ამბავი;
ვერცა მახვილით გვიმონეს...
ვინც ღმერთს მიაგო ამაგი,
სიყვარულს მარად მიმოფენს...
ნოეს, იაფეტს, თარგამოსს,
პატივს მივაგებთ, თუმც ვცოდეთ;
ქართლოსის საფლავს ვეყმეთ და
კერპად ვაქციეთ… არ ვგოდებ…
როს, ჰეროდოტემ გათვალა;
”კოლხნი ეგვიპტელთ მოჰგავთო...”
ბევრი გვებრძოდა გზად, გავლად,
ქართველი ქველად მოძღვრავსო...
მემატიანე მოგვითხრობს...
ფაქტს შერევია ლეგენდაც,
აწმყო იმ წარსულს მოუხმობს
მომავალს, რომ რგებს შენებად...
ვეხმიანებით შუმერებს,
ჰიმნებს, ასოებს, არაკებს...
ვინც აქებს მეფე აიეტს,
მას მედეაც აღელვებს...
შვილნი ვართ რჩეულთ მოდგმისა _
მავანო არა, არ ვგოდებ…
ქუჯი _ ფარნავაზს;
მადლი _ მადლს,
მოძულე კვლავაც აოტდეს…
ამერ-იმერთა წიაღში,
ვინც იწვრთნა, _ იშვა მეორედ…
თავად ელინებს ყიაში _
ქართული ღვინო აბოდებს…
ქრისტეს სიბრძნეში ავმაღლდით,
შემწე მოციქულთ მადლითა,
ქალწული ნინოს ამაგით
ვიხარეთ ჯვარი-ვაზითა...
წარმართი მეფე მირიან
შემწყნარებელი გულითა,
ღვთიურ ნიშანსა მიენდო,
ციურ საუფლოს დამკვიდრდა...
”ღმრთის-მოყუარისა მეფისა”
ვახტანგ გორგასლის გმირობამ,
”ქართლის ცხოვრება” მოხატა,
ლეგენდად იქცა პირობა…
მერე ტაოდან ქართამდე,
აფხაზთ მეფენი ლაშქრობდნენ,
ჭანურ-ლაზურად უქცევდნენ,
საქმით ქართულად იღწვოდნენ…
და როს გამეფდა დავითი,
ბრძოლა ბრძოლაზე მოიგო,
აღმაშენებლის სახელი
მისი დიდებით შეიმკო…
ვეფხისტყაოსნის გმირებმა
ეპოქა სიბრძნით შემოსეს,
ქართული სულის მშვენება
ზღაპრულ ფერებში გვიბოძეს…
ბევრმა იღვაწა უებროდ,
და ბევრმა თავი გასწირა,
დიდი ილიას ღირსებით
სხვა თვალთახედვა გასხივდა…
მერე და მერე… შორს წავალთ…
რჩეულნი ღვაწლში ზეობენ…
სისხლში ჩქეფს მოდგმის ამბავი,
წვრილმანზე დღესაც დაობენ…
მხნეობა ღმერთმა გვიბოძა,
მკურნალა წყლები გალობენ…
ერთობა შევკრათ, ისე რომ
ცბიერი მტერიც გაოგნდეს!..
***
8.11.2006
პოეტური კრებულიდან „სიზმრიდან ცხადში...“ –თბილისი /2010
ჯ.გ.
უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/
 
MaDo Gio
  • პასუხის გაცემა
  • პასუხის გაცემა
No Doubt Yes GIF by The3Flamingos
P.S.

მხოლოდ, სამმა ქალბატონმა აშკარად და დამაჯერებლად გამოხატა თავისი დადებითი განწყობა, ამ თემის მიმართ... /მადლობა მათ…/ სხვებმა, მგონი, ჩემს სურათთან დასმული ლაიქებით, ხანდაზმული კაცისადმი აღნიშნეს თანაგრძნობა...

და ჩემეული, „ფეისბუკურირეფერენდუმიც მინავლდა

მართალია, „მთავრობამდეც“ ვცადე, ჩემს ბლოგზე განთავსებული თვალსაზრისის წარდგენა, მაგრამ წამიყრუეს, იმედს ვიტოვებ, სასიკეთოდ აღიძვრებიან, რადგან, ვითარებამ მოიტანა და ამჯერად, მმართველი ძალა, „დამოუკიდებლობად“ მიჩნეული წლების მანძილზე, , ჩემს მიერ „ქართული მეობის“ მნიშვნელობაზე, გამოქვეყნებულ წერილებისა და ლექსების დედააზრს, ნებსით თუ უნებლიეთ, მონდომებით „ეხმიანებიან...“

 მათში ასახულ მამულიშვილურ სწრაფვიდან  გამომდინარე, ამა თუ იმ სამოქმედო არეალის დაფუძნებასაც  ვახერხებდი,:  

ცნობისთვის, ჩემი თაოსნობით დაარსდა მწერალთა ასოციაცია _”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” (_დამტკიცებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 . 08 დეკემბრის № 06/9_80 დადგენილებით. ასოციაციის ადგილსამყოფელია: . თბილისი, 380005, მაჩაბლის №13, ტელ. 99-86-49, 76-33).

\/

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ ანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...

დამფუძნებლები: (ჩამონათვალი ასოციაცის წესდებაში მოყვანილი რიგისდა მიხედვით): გოგი მამაცაშვილი, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, მირიან ოდიშარია, მურად ნებიერიძე, ზაზა ქინქლაძე, ანანია ჯაფარიძე (მთავარეპისკოპოსი, საქ. საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი), ვლადიმერ ჯანელიძე, ჯემალ ჭელიძე, ვაჟა ყუბუსიძე, ჯანრი გოგეშვილი, ცირა გოგეშვილი, დავით მჭედლური.

(გენო კალანდია და ამ წერილის ავტორი თანათავმჯდომარეებად იქნენ არჩეულნი)

იხილეთ –რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”

* ამავე მოტივით კი -1998 წელ

_ სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეთა ნებიდან დასახული თავგანწირვის მზაობის განმტკიცება

https://gogjuansher.blogspot.com/2019/11/blog-post_18.html

3 ივლისი,1998 წელი

Описание: https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj5wJd5ipgKAncb6E1tV_r8TPtFOXuwl_hriniFn9KgM4lDHfWA3z2jqUwiwNlwBBZBHAIz4NcczElVjLU1_k0JsHs7-_503Jupeh6smV1BZ7urwk5SCx_64iRFC422gahE5empW1qCCacd/s320/REGISTRACIIS+SIDA+GVERDI.jpg

ამონარიდი

ჩემი თაობის შემოქმედთა გარკვეული ნაწილი გულმხურვალედ იღწვოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოსაპოვებლად

1991 წლის 9 აპრილს განცდილი ეროვნული სიხარული, მალე ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩაანაცვლაშედეგი საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა.

მერე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით მრავალი არასამთავრებო ორგანიზაცია შეიქმნა. უმეტესობას ღია თუ ფარული მიზნების მქონე საზღვარგარეთელიპერსონებისგანგრანტები განაღდებული ჰქონდათ. ჰოდა, როცა ჩემი ინციატივით დაფუძნებული ფონდის წესდების დასამტკიცებლად, მაშინდელი იუსტიციის სამინისტროში, შესაბამისი საბჭოს წევრების წინაშე აღმოვჩნდი, სამინისტროს მაღალმა ჩინოსანმა, თითქოსდა მეგობრულად მიმითითა (სხვათაშორის ნაცნობი სახე ჰქონდა) _ ”არ გირჩევ ამ დასახელებით გატარებას, არ მოეწონებათ… ” რა თქმა უნდა, გულწრფელი იდეისგადასხვაფერებაარც მიფიქრია.

შედეგიც შესაბამისი იყო, ვინ გაგახარებდა... და მანც შევეცადეთ ჩანაფიქრი საქმედ გვექცია...

ზოგი რამის აღმნიშვნელი ფაქტები, ჩემივე არქივმა შემომინახა

ასე რომ, ამ მიმართებით „ახლახან“ არ შევფხიზლებურვართ...


ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий