Translate

среда, 1 января 2025 г.

მსოფლიოს უპირველეს მილიარდელის, სავარაუდო გენეტიკური სიახლოვე –ქართველებთან...

 ანუ ამბავი, ქართველი კეთილშობილი რაინდის, ბურთა ომში თავგამოდებისა და ილონ მასკის „აფრიკული“ წარმომავლობა...

 

 
ქართული წარმოშობის, მრავალ სახელოვან ქართველთა ვინაობა შემოგვინახა მსოფლიო ისტორიამ, რომელთაც; სამშობლოს თუ პირადი ბედუკუღმართობის გამო, სხვა ხალხის ინტერესების დაცვა სახელოვნად იტვირთეს, მაგრამ ნიკო ბურისნიკო ბაგრატიონის /ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (. 1868, მუხრანი. 1933, თბილისი) — ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე./ აფრიკული თავგადასავლი, მაინც, უშულო რომანტიზმითაა გაჯერებული და როცა, ინტერნეტის მეშვებით, ისიც შევიტყვე, რომ თანამედროვეობის თვალსაჩინო მოღვაწე ილონ რივი მასკი (ინგლ. Elon Reeve Musk; . 28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი.[4][5][6] SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი... და ასე შემდეგ... / 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა/ ამჟამად კი, შეერთებული შტატების მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უახლესი მეგობარი და მისი მომავალი მთავრობის წამყვანი წევრი, ჩვენი სახელოვანი წინაპრის მიერ, თავისებურად გასამშობლოებულ არეალშია დაბადებლი, გამიჩნდა გონივრული იჭვი... მართალია ილონის მამამის მამა უოლტერ გენრი ინგლისელი ემიგრატებიდან იყო; მაგრამ, ბებიის დედა, ასევე მამის მხრიდან, თავისუფალ ჰოლანდიელ გადმოსახლებულთა შთამომავალი გახლდათ. ისე იქამდე, იმასაც შეგახსენებთ, რომნორდიული რასაკავკასოიდური რასის ქვერასათაგან ერთ-ერთი.

ეს ბურებიც, ერთთავად აფრიკული წარმოშობის ხალხი როდია; „ბურები, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიკანერებინიდერლანდელ გადმოსახლებულთა შთამომავლები სამხრეთ აფრიკაში. ძველნიდერლანდურ ენაზე სიტყვა ბურ აღნიშნავდა გლეხს. ბურების ენას ეწოდება აფრიკაანსი.[1]

 ვფიქრობ, ძაანაც განზოგადოება, არას გვარგებს; ბოლობოლო, მსოფლიოში უპირველესი მილიარდელი უნდა დავინათესავოთ... და

ფიქრში, უნებლიეთ წავიცელქე: რატომაც არა  მეთქი ... იქვე, ფეისბუქგვერდზე, ჩემეული ეჭვი გამოვთქვი, ანუ

Janri Gogeshvili

23 დეკემბერი, 2024, 15:18-ზე  · 

გაზიარებულია აუდიტორიასთან საჯარო

Janri Gogeshvili

6 წთ ·

ნიკო ბური...

და ჩნდება ეჭვი... ილონ რივი მასკი...

https://ka.wikipedia.org/…/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1…

WJhBYP0Qi1PYgGAZIHBjIuMTQuMaAH81c&sclient=gws-wiz-serp

და ჩნდება ეჭვი... ილონ რივი მასკი

https://nmspacemuseum.org/inductee/elon-musk/

https://ka.wikipedia.org/…/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1…

*

ნიკო ბური - ქართველები უცხოეთში

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98

 მაგრამ ამ იუმრისტულ მინიშნებას, მაშინ აუღებთ ალღოს თუ მართლაც, კეთილშობილებით გამორჩეული ნიკო ბურის მიერ, თავი სიცოცხლეშივე გამოცემულ მემუარებს წაიკითხავთ...

ჰო, ილონიდაიბადა და გაიზარდა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. ცოტა ხნით სწავლობდა პრეტორიის უნივერსიტეტში; 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და...

შეგახსენებთდაბადების ადგილიპრეტორია, ტრანსვაალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ახლა როგორმე მილიარდელის გენეტიკური ტესტი უნდა მოვიხელთოთ, ანუზუსტ ინფორმაცია წარმომავლობისა და წინაპრების შესახებ.

თავად, ნიკო ბაგრატიონის ფათერაკებით სავსე თავგადასავალს კი რაც შეეხება:

 აფრიკაში ლომებზე ნადირობის სურვილით შეპყრობილი ნიკო ბაგრატიონი 1899 წელს გაემგზავრა პეტრბურგს, იქიდან პარიზში, შემდეგ მარსელის გავლით ალექსანდრიაში ეგვიპტეში. მისი ჩასვლა დაემთხვა ინგლისელებისა და ბურებს შორის ომს. ნიკო ბაგრატიონი, როგორც მოხალისე ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს პეტრუს ჟებერსა და ლუის ბოტას.

ნიკო ბაგრატიონი სრულ თანაგრძნობას უცხადებდა ბურებს: "ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა თუ შევერკინებოდი ბურების მტრებს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც."–წერდა იგი მემუარებში.

ორივეს ბიოგრაფიაში ტრანსვაალი დამოწმებული, –ტრანსვაალი (აფრ. Transvaal; ქართ. ვაალს იქით“) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია იყო 1910–1994 წლებში.

 *

საგულისხმო ისაა, რომ ჩემს მიერ მოძიებული, იუმორნარევი ვარაუდის კვლევისას, საქარათველოს აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალმა, ბრწყინვალე გამომგონებელს, მეცენატს, ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს, ამგვარი მესიჯით მივმართე:
ამონარიდი –
შველა გვინდა; და თქვენი ინიციტივა, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში „ხელოვნური ინტელექტუალები“ ჩართოთ; ფრიად მისასალმებელია...
თავად წერილი
ძვირფასო ილონ
„გრავიტაცია სამყაროს მუშაობის ფუნდამენტური გზაა. არ ვიცით, რა არის ის ან საერთოდ რატომ არსებობს; ვიცით მხოლოდ ის, რომ მასის მქონე ობიექტები სხვა ობიექტებს იზიდავენ; რომ მიზიდულობის სიმძლავრე მასის პირდაპირპროპორციულია; და რომ ის მასის გარშემო სივრცე-დროის გეომეტრიას ცვლის...”
ამგვარ გაგმარტებას; ხშირად, წააწყდებით; მორწმუნე, უმალვე დაგმომძღვრავს, ირწმუნე ღმერთი და პასუხიც, იქვეაო; მწამს, ვცდილობ სრულფასოვნად გავითავისო, მაგრამ, „სიყვარული“ ადამიანებს, სხვადასხვა ნიშნით გვიზიდავს და ჰომოსაპიენსთა განვითარების „ფუნდამეტური გზაც – „მიზიდულობა“ სათნოების, ნიჭის, წრფელი სიყვარულის, სამართლიანობის და პროგრესიულობის ამსახველი სხვა უნარებისადმი ნაკლებადაა...
რომანტიზებული სიყვარულის შემყურენი კი, ერთ წრეზე ვტრიალებთ...
ჯეროვანი სამართლიანობის გარეშე,  სრულფასოვან საზოგადოებად, ნამდვილად ვერ შევდგებით...
შველა გვინდა; და თქვენი ინიციტივა, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში „ხელოვნური ინტელექტუალები“ ჩართოთ; ფრიად მისასალმებელია...
ამას, ჩემი ქვეყნის მმართველობა, აწმყოში და მომავალშიც, ნამდვილად საჭიროებს...
დაგვეხმარეთ!
პატივისცემით თქვნი გულშემატკივარი

 ***

ახლა კი, შემოგთავაზებთ ფრაგმენტს, ჩვენი ლეგენდარული თანამემალულის წიგნიდან....

ნიკო ბაგრატიონი - ბურებთან


 ვისაც წაკითხული არ გაქვთ , მღელვარე სიამოვნება გელოდებათ...

 მე ერთხელ გენერალ ბოტას ბანაკში მოვხვდი. ჩემი იქ ყოფნის დროს მოიყვანეს ტყვედ ჩავარდნილი რამ-დენიმე ინგლისელი. ერთი მათგანი იყო წითელ-ლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი, შემდეგში ყველასათვის ცნობილი უინსტონ ჩერჩილი. იგი მაშინმორნინგ პოსტისსამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ-აფრიკას და ითვლებოდა ბურების დაუძინებელ მტრის, სესილ როდსის დიდ თაყვანისმცემლად.

ბურებმა ეს ახალგაზრდა ტყვედ შეიპყრეს შემდეგ პირობებში: ჩერჩილი უნდა ჩასულიყო ლედსმიტში, მაგრამ ქალაქი ბურების მიერ ალყა შემორტყმული იყო. ინგლისელები შეეცადნენ ჯავშნიან მატარებლით ალყის გარღვევას, მაგრამ ბურებმა მატარებელი ხელთ ჩაიგდეს და სხვა რამდენიმე ინგლისელთან ერთად ჩერჩილიც ტყვედ წაიყვანეს.

ახალგაზრდა ტყვე ოფიცერი გერცოგის შთამომავალი აღმოჩნდა. დედამისი ამერიკელი ჟურნალისტისნიუ-იორკ ტაიმსისპატრონის, ჯერომის ქალი ყოფილიყო.

ჩერჩილი დაბადებულა 1874 წელს, მიუღია სამხედრო განათლება, მაგრამ პირველადვე, როგორც ვთქვით, ბედმა არ გაუღიმა და ტყვედ ჩავარდა.

გენერალმა ბოტამ ტყვეები ზურგში, პრეტორიაში გადააგზავნა, საიდანაც ჩერჩილმა იოლად მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა პორტუგალიის ბოღაზსლორენსო მარკოს, აქედან კი, როგორც შემდეგ გავიგე, იგი გადასულიყო ინგლისელების კოლონიაში, ნატალში.

რამდენიმე ხნის მერმე გენერალ ბოტას ბანაკიდანგენერალ დევეტას მოქმედ არმიაში მომიხდა ბრძოლა.

ერთ დღეს გენერალს გავუმჟღავნე ვილბუა-დე-მორელის პოლკში ჩარიცხვის სურვილი. მან მეგზურად გამატანა ერთ-ერთი ბური, რომელმაც შედარებით ჩქარა მიმიყვანა ვიღაცის დიდ ფერმაში, სადაც იმყოფებოდა პოლკოვნიკი ვილბუა.

ჩვენი შეხვედრა და გაცნობა იყო გულითადი. პოლკოვნიკმა ვილბუამ ბროსეს105) შრომების მეოხებით საქართველოზე ბევრი რამ იცოდა. განსაკუთრებით აინტერესებდა ბაგრატიონების ვინაობა, კერძოდ, პეტრე ივანეს-ძე ბაგრატიონის ბიოგრაფია.

შემდეგ განმიცხადა, რომ მნიშნავდა თავის ადიუტანტად, რამაც ძლიერ გამახარა. ბოლოს მაცნობა ინგლისის მთავრობის მიერ გენერალ რობერტსის გაწვევისა და მის ადგილას გენერალ კიტჩენერის დანიშვნის ამბავი. ვილბუას აზრით, კიტჩენერი მოსვლისთანავე შეეცდებოდა ბურები პარტიზანულ ომიდან გადასულიყვნენ პირდაპირ ბრძოლებზე.

ეს კი დააჩქარებდა ბურებისყოფნა არ ყოფნისსაკითხის გადაჭრას, – დაურთო მან.

ბურებმა იცოდნენ, რომ ახლოვდებოდა ეს წამი და დღეღამე ემზადებოდნენ გამოცდილ გენერლის კიტჩენერის დასახვედრად.

ინგლისელები ყოველგვარ ძალადობას მიმართავდნენ, რათა გაეტეხათ ბურების მხნეობა. დაპყრობილ ადგილებიდან ქალსა და ბავშვებს ერეკებოდნენ არა ტყვეთა ბანაკებში, არამედ პირდაპირ სასაფლაოზე.

ყველაზე საშინელი ადგილი იყო, . . კიმბერლეი.

იქ ალმასის საბადოებში უჭმელ-უსმელ ბავშვებსა და ქალებს საშინელ სიცხეში ამუშავებდნენ. საბადოების პატრონები მდიდრდებოდნენ საათობით, ბურების დედები, შვილები და ცოლები კი ბუზებივით იხოცებოდნენ.

ბურების მხარეზე გადმოსული შოტლანდიელის სიტყვით, პოლკოვნიკმა ვილბუამ, რომელმაც კარგად იცოდა ინგლისური ენაც, გაიგო, რომ კიტჩენერი ემზადებოდა დელარეის დივიზიისათვის ალყის შემოსარტყმელად დამის გასანადგურებლად. ამ დივიზიაში შედიოდა ჩვენი პოლკიც.

ნათქვამის შესამოწმებლად და კიტჩენერის ჯარის მოძრაობის დასაზვერავად, პოლკოვნიკმა ვილბუამ ჩემი მეთაურობით გამოყო პატარა რაზმი. რაზმში ჩემს გარდა შედიოდა ფრანგი გრაფი ბრედა და ვაჟკაცური გამომეტყველების რამდენიმე შვედი ოფიცერი.

როცა კარგად შეღამდა, გავუდექით გზას. მეგონა, ყოველ ტროპიკულ ბუჩქიდან ვეფხვი გვითვალთვალებდა და ემზადებოდა სასიკვდილო ნახტომის გასაკეთებლად.

ხელში შემართული რევოლვერი მეჭირა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩვენ ნელა მივიკვლევდით გზას პალმებს შორის გაბარდულ უსურვაზებსა და სათუთ ტოტებიან მცენარეებში. საკუთარი გულისცემა გვესმოდა.

მოვიკრიბე ძალა, რომ ზედმეტ მღელვარებისაგან თავი შემიკავებია და არ ავყოლოდი პირველად ჩასახულ შიშს. აქ ხომ მართლა სანადიროდ არ ჩამოვსულვარ!

მე ბურებთან მომიყვანა ჩემმა ადამიანურმა მემ, რათა დავხმარებოდი უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს და, შეძლებისდაგვარად, შემემსუბუქებია მათი ტანჯვა.

შიში და ხიფათი რას მიქვია!

დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. შოტლანდიელის ნათქვამი დადასტურდა. ახლა ვწევარ და ვისვენებ სახელდახელოდ გაკეთებულ ჩემი კარავის წინ. ქვეშ ხასხასა, სურნელოვანი მოლია. ირგვლივაც ათასგვარი ამბრითაა ჰაერი გაჟღენთილი.

ბრჭყვიალა ფერებიანი ბუზანკლები თავზე დამფრინავენ და განუწყვეტლივ ბზუიან.

ვწევარ გულაღმა და მივჩერებივარ მოკიაფე ვარსკვლავებს. ერთი წუთით უკვე საქართველოში ვარ, ნათესავთა და ახლო მეგობართა შორის, მაგრამ ერთი წუთი და თვალები მეხუჭება. სულ ცოტახანს მეძინა, კვლავ ფეხზე ვარ. დილის შეტევისათვის ვემზადებით.

სამხედრო თათბირზე გადაწყდადელარეის მთელმა დივიზიამ მოულოდნელად დაარტყას ინგლისელებს.

ერთ ღამეს, ჩემი თაოსნობით, თარეშზე წასულებმა ხელთ ვიგდეთ ინგლისელთა დიდი აღალი, დატვირთული სურსათ-სანოვაგით. აღალში აღმოჩნდა ხორცი, დიდძალი სხვადასხვა კონსერვი, ყავა, შოკოლადი და სხვ... მეაღალენი და მათი მცველები ტყვედ წამოვიყვანეთ, რომლებიც ირლანდიელები აღმოჩნდნენ, მაგრამ ბანაკშიმოყვანისთანავე ბურებმა ისინი ყველანი გაუშვეს.

ჩვენმა მოპოებულმა დავლამ პირდაპირ სულზე მოუსწრო ბურებს, რადგან სურსათ-სანოვაგე უკვე საგრძნობლად აკლდა ყველას.

გახარებულ მებრძოლებს უნდოდათ ჩემი ხელში აყვანა და ჰაერში აბურთავება, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყოფუთზე მეტს ვიწონიდი, თანაც არ მინდოდა ამ ამბავს ვილბუას ყურამდე მიეღწია, ამიტომ ჩემს სანგარში სასწრაფოდ დავბრუნდი.

ბედი მწყალობდა. არა მარტო ამ ფრონტზე, სხვა ადგილებშიაც არა ერთხელ ვყოფილვარ ხან სათარეშოდ, ხან დაზვერვაზე, ხელჩართულ ბრძოლაშიაც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამოდენა ტანის კაცს უბრალოდ კანიც არ გამკაწვრია. განსაკუთრებით მეშინოდა ციებცხელება არ შემყროდა, ამ საშინელი სუნისაგანაც რაღაც მანქანებით უვნებლად გადავრჩი.

ერთხელ ვალბუამ მითხრა, რომ ფრანგულ, ხშირად ამერიკულ გაზეთებშიაც შენზე ბევრს წერენო, ალბათ, ახლა ჩემი დახვრეტის ამბავსაც გამოაქვეყნებენ. თუ ეს ამბავი რუსულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და მათი მეოხებით დედაჩემმა გაიგო ჩემი ცხოვრების ასეთი სავალალო ბოლო, ეს იქნება პირდაპირ საშინელება მოხუცისათვის!

დასახვრეტად გამზადებულთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ბურებიც, რომლებიც ამაყად თავაწეულნი იდგნენ მოღერებული ლულების წინ.

მე მათ შორის ვიყავი.

ყველასაგან გამოვირჩეოდი ჩემი არაჩვეულებრვი სიმაღლისა და იერის გამო.

ვიდექი უძრავად. ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა - სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.

ერთმა ოფიცერმა შორიდან თვალი გამიშტერა, მერმე ახლო მოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბოლოს ხელში სურათი შემნიშნა და გამომართვა.

რაღაც გაკვირვება დაეტყო.

დედაჩემს ქართული ძველებური ყურთმაჯებიანი კაბა ეცვა და ჩიხტი-კოპი ეხურპა.

- ვინ არის ეს ქალი ასე უცნაურად მორთული? - მკითხა მან.

- ჩემი დედაა! - ფრანგულად ვუპასუხე მე.

- დედა? შენ თვითონ ვინ ხარ?

- ქართველი! გვარად ბაგრატიონი!

ამის გაგონებისთანავე ოფიცერმა მყისვე უკან დაიხია, მერმე ბრძანა ჩემი მწკრივიდან გამოყვანა და სადღაც გაიქცა. კი არ წავიდა, გაიქცა.

მალე იქაურობას მომაშორეს. წამიყვანეს და ჩამაგდეს ქალაქის ხაროში, რომელსაც ისინი სატუსაღოს ეძახდნენ, მაგრამ ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. საკანში მხოლოდ ერთ პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა დღის სინათლე. პირველ ხანებში ვერაფერი გავარჩიე, მერმე, როცა თვალი თანდათან შევაჩვიე სიბნელეს, საშინელი სურათი წარმომიდგა: ქვის იატაკიან საკმაოდ დიდი ოთახის ნესტიან კედლებზე მაჯაჭვული იყვნენ ტუსაღები, რომელთაც ადამიანის აღარაფერი ეტყობოდათ. ჩონჩხად ქცეულებს გაბურძგვნილ თმასა და წვერში მარტო თვალებიღა მოუჩანდათ.

დაკონკილი ძველმანები სანახევროდაც ვერ უფარავდათ ჭუჭყიან, გაძვალტყავებულ სხეულს კარგახანს ვიდექი სიზმარში მყოფივით და ხან ერთს მივჩერებოდი, ხან მეორეს, ბოლოს ერთბაშად ძილი მომეკიდა, დავწექი ჩემს ნარზე, მაგრამ ბაღლინჯოები მაშინვე დამესია და წათვლემის საშუალებაც არ მომცეს.მთელი ღამე წამებით გავატარე. დილას ავტეხე არაადამიანური ხმით ყვირილი. ვყვიროდი, რომ მე სამხედრო ტყვე ვარ და არა ყაჩაღი.

ყვირილი მანამ არ შევწყვიტე, ვიდრე ციხის მესვეურებს ხმა არ მივაწვდინე. როგორც იყო, გაიღო საკანის კარი, შემოვიდა ორი შეიარაღებული ჯარისკაცი და გამიყვანეს. უცებ აღმოვჩნდი ნათელ, რაც მთავარია, შედარებით სუფთა ოთახში.

მაშინვე დავეცი იქვე მდგარ ტახტზე, მკლავზე კარგად თავის დადებაც ვერ მოვასწარი, რომ ღრმად ჩამეძინა.

მეორე დილამდე გვერდი არ მიცვლია, მორალურად და ფიზიკურად მოქანცვის გამო, მკვდარივით ვეგდე. ზედამხედველმა მითხრა, რომ ვერაფრით ვერ გამაღვიძეს თურმე.

მომიტანეს საკმაოდ ნოყიერი საუზმე და ერთი ჭიქა არაყისებური რაღაც მაგარი სასმელი, თავი კვლავ მხნედ ვიგრძენი.

საუზმის შემდეგ, იმავე ზედამხედველმა გამომიცხადა, რომ კიტჩენერს უნდა წარვდგომოდი. და აი, 3 დღის ტყვეობის შემდეგ, შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს ინგლისის არმიის მთავარსარდალთან.

გაიღო კარი და ადიუტანტმა კაბინეტში შემიხმო. მაღალჭერიან, ლამაზად მორთულ ფართო ოთახში განიერ მაგიდასთან იჯდა კიტჩენერი. ჩემი შესვლისთანავე ადგა, მაგიდას გამოცილდა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.

ზურგზე ხელებ დაწყობილი მომიახლოვდა. მეგონა მრისხანე იუპიტერის მზერას მესროდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, თავაზიანად მომაპყრო თავისი უცნაური თვალები, რომლებიც ქამელეონივით იცვლიდნენ ფერს. პირველად მე ისინი ჭროღა მეჩვენა, ერთი წუთის შემდეგ კი დაფანჩულისა და მოშავო წარბებს ქვეშ დავინახე მუქი წაბლისფერი გუგები.

კიტჩენერი შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას, ყოველგვარი კილოს გარეშე ლაპარაკობდა, რაც ინგლისელთა შორის იშვიათი შემთხვევაა.

ის იყო დაბალი, ჯმუხი. მე წელამდეც ვერ მწვდე-ბოდა და ძალაუნებურად მაღლიდან დავყურებდი.

რამდენიმე წუთს უხმოდ ვუცქეროდით ერთმანეთს.

ჩემს წინ იდგა კაცი, რომელიც ასე მხეცურად მუსრს ავლებდა ბურებს და იმავე დროს წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდა მათი ბავშვებისა და ცოლებისადმი.

მან მკითხა:

თქვენ ბაგრატიონი ხართ?

ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ, განაგრძო:

რატომ იბრძვით ჩვენს წინააღმდეგ?

აფრიკაში მე მოვედი, როგორც მოგზაური. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა ძლიერი ინგლისის მიერ პატარა ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ამბავს. მაშინვე გადავწყვიტე ჩავმდგარიყავი ბურების რიგში, რადგან ბურების ბრძოლა მე მიმაჩნია საერთოდ თავისუფლებისათვის ადამიანების ბრძოლად. ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე.

ამისათვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს.

კიტჩენერის თვალებში ახლა სხვა ფერის შუქმა გაიელვა, მაგრამ თავი შეიკავა და თავიდანვე აღებული კილოთი მოკლედ მითხრა:

ჩვენ ვხვრეტთ მეამბოხეებს. თქვენ კი, როგორც სამხედრო ტყვე, ინგლისის მთავრობის განკარგულებით, იგზავნებით წმ. ელენეს კუნძულზე, – ეს თქვა და შებრუნდა.

ადიუტანტმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კარებთან უძრავად იდგა, ტალანში გამიყვანა და ჩემი თავი კვლავ შეიარაღებულ ჯარისკაცებს გადასცა.

ბურები კიტჩენერს ეძახდნენ მახრჩობელა გველს. მათმა სისხლმა, ბური ქალების და ბავშვების ცრემლმა ბოლოს უწია მას: იგი დაიღუპა 1916 წელს, როცა სამხედრო გემით ინგლისიდან რუსეთში მიემგზავრებოდა.

 

თქვენ ბრძანდებით ბაგრატიონი?

დიახ.

ეს გემი თქვენს სახელზეა გამოგზავნილი სამხრეთ ამერიკიდან, იგი ამერიკელ ფრანგი ქალების მიერ შეგროვილი საჩუქრებითაა დატვირთული. გთხოვთ თქვენი გვარი მოაწეროთ ამ ქაღალდზე, რომ მასში აღნუსხული საჩუქრები, ნამდვილად მიიღეთ, – მითხრა მან ფრანგულად და საბუთი გამომიწოდა.

მართალი გითხრათ, გაკვირვებასთან ერთად, ჩემში ამ ამბავმა სწორედ უჩვეულო სიხარული გამოიწვია.

განსაკუთრებით მიხაროდა ის, რომ ნებით თუ უნებლიედ, შემეძლო კიდევ ერთხელ დავხმარებოდი ჩემს თანამებრძოლებს.

კაპიტანმა აგრეთვე მთხოვა, პირადათ დავსწრებოდიგემის გადმოტვირთვას. მე ბურების სახელით დიდი მადლობა გადავუხადე და ხელი მაგრად ჩამოვართვი.

კაპიტანი შუახნის კაცი იყო, წარმოსადეგი, პირში განუწყვეტლივ ჩიბუხი ჰქონდა.

კომენდანტის ბრძანებით მოიყვანეს ტყვეები, რომლებიც დიდი ხალისით შეუდგნენ გემის გადმოტვირთვას.

მე და კაპიტანი კომენდანტის თანდასწრებით განვაგრძობდით საუბარს. ცოტახნის მერმე კაპიტანმა ბოდიში მოიხადა და გემზე ავიდა. მალე დაბრუნდა. უკან მეზღვაური მოჰყვებოდა, რომელსაც რაღაც საგანგებოდ შეხვეული მოჰქონდა.

ეს საჩუქარი პირადათ თქვენ გეკუთვნით. იგი ერთმა ლამაზმა ქალმა გამომატანა და მთხოვა ჩემი ხელით მომერთმია თქვენთვის. – ამ სიტყვებით კაპიტანმა ამანათი გადმომცა, რაც თავშეკავებული სიხარულით ჩამოვართვი და გადავაბარე იქვე ჩემს უკან გაჩერებულ კოსტის.

კომენდანტის ნებართვით აქვე დავწერე ფრანგულ ენაზე სამადლობელი წერილი და კაპიტანს ვთხოვე იგი ამერიკაში დაბრუნებისთანავე გადაეცა ჩემი კეთილისმყოფელ უცნობ მანდილოსნისათვის.

საღამოს დავემშვიდობე კაპიტანს და დავბრუნდი ბანაკში.

კოხტის უკვე გაეხსნა ხავერდის მანდიკი და ამოელაგებია საჩუქრებიმშვენიერი შავი კოსტუმი, ორი წყვილი თეთრეული, ერთი გახამებული პერანგი, წინდები, ფეხსაცმელები, ქუდი, ყელსახვევი, ცხვირსახოცები და რამდენიმე შოკოლადის ლორფინი.

სავსებით დენდივით გამოვეწყვე. მაგრამ ამ მორთულობას მერჩია დედის ხელით ქართულად დაწერილი პატარა ბარათი მიმეღო!


  P.S.

და ერთხელ კიდევ შეგახსენებთ–

...შველა გვინდადა თქვენი ინიციტივასახელმშიფოს მართვის სტრუქტურებში „ხელოვნური ინტელექტულები“ ჩართოფრიად მისასალმებელია...

***

საძიებელი


_*_
*იხილეთ ნოველები და მოთხრობები

***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *
***

© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий