ლპობადი
ურვა
შემოსეთ
განსაცდელით... /პუბლიცისტური შენიშვნა/
სულთა
ერთობით…
დაინგრეს
უნდა,
დასანგრევი
უნდა
დაინგრეს…
მაგრამ
ისე,
რომ
ნანგრევებზე
მადლი
დადინდეს…
და
აღმოცენდეს
საქართველოს გამობრწყინება,
სულთა
ერთობით
საძირკველი
ზეცად
განმტკიცდეს…
4.12.1999
ჯ.გ.
როცა ახალგაზრდობა მართებულ პასუხს
ითხოს, მოძღვართაგან წაყრუება დიდი
საფრთხის მომცველია...
სირაქლემას, სირაქლემას,
”ვაშა” სირაქლემას…
თავს ჩარგავს და ვერას ამჩნევს,
რაც გარშემო ხდება…
აქაც ჰპოვა მოდერნისტმა
ამპლუა და შვება,
აშვერილი ”სირას” ბოლო
იქცა მზა ემბლემად _
გადარჩენის, ხსნის, საშველის
უპრობლემო ხერხად…
თუმცა შიშში თავჩარგული
მწარედ გაიხედნა…
22.11.1994
ეს, ლექსი, უფრო ადრე „მოვლენილა“ ამ ქვეყნად...
თუ ერის წინამძღოლის სახელს ირქმევ, მრავალი სიბრძნით უნდა იყო გახედნილი და „პოსტულატებში“ არ უნდა გაიჭედო.
მე ის მთხრობელი ვარ, რომელიც ცდილობს, ბოლომდე გაუაზრებელ იდეაზე „ჩაციკლულ“ ამა თუ იმ „ნომენკლატურ“
პიროვნებას, ფიქრთა ნიავი შეაშველოს და მართებული მსჯავრის მცდელობისკენ წაახალისოს...
“ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი.” (მათ.16,24). ამგვარად მოგვიხმო ქრისტემ.
P.S.
ავტორმა „პედანტობა“ მოიაზრა.
მოკვდავთ კი, არჩევანის უფლება ებოძა...
ვინაც შეძლო დიდება!
ანგელოზი, რომელიც, მორწმუნეს მარჯვენა მხარს უმშვენებს, ყოველივე კეთილსა და ღვთაებრივს სთავაზობს, ხოლო მარცხენა მხარზე დავანებული დემონი ყოველივე მიწიერსა
და
თავკერძულს
მალიმალ
ახსენებს.
არჩევანი ჩვენზეა;
მე მხოლოდ იმას ვახერხებ, როს მიწიერი ტკივილითა და საზრუნავით გაღვიძებულმა ლოცვა წარმოვთქვა...
რომლებიც, ძილშიც და სიზმრებშიც, მხოლოდ უფალზე ფიქრობთ –დიდება თქვნ!
ერთი კი, რაც სინამდვილეს
წააგავს, ისაა; მხრებიცა და ეს თავიც, ყოველ პიროვნებას განგებამ უბოძა.
თავი კი, ერთთავად ერთ მხარეს
სმენაგაფაციცებული
და
მზირალი,
ვერ
იქნება:
წმინდა მაქსიმე მქადაგებელმა შეგვაშველა:
„...ერთი ღმერთი ორი გონებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა...“
ვფიქრობ, ადამიანისთვის არსებითია ერთი მათგანის მეორისგან გონივრულად გარჩევა ისწავლოს...
დე ფაქტო „ქართული კოშმარი“ კაი ხანია ბუქსაობს და უფრო და უფრო ეფლობა ლაფში.
ისმის კითხვა, ვინ უნდა ამოიყვანოს... რადგან, ამომყვანზე უფრო მეტად, „სამეგობროდ“ ჩამძირავები ჰყავს შეგულებული... და
რაც მთავარია
ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესი ნაწილი,
განსაკუთრებით კი,
ახალგაზრდობა მიიჩნევს,
რომ ყოველივე
ეს „კოშმარელთა“ მორიგი საბედისწერო ტრიუკია.
თუმც, უკვე ბარონ მიუნჰუზენის მეთოდი ისეა აქვთ დამუღამებული,
რომ...
ანუ
საკუთარ
თავს, ნაწნავებით
თავგამოდებით
ექაჩებიან...
დე ფაქტო „ქართული კოშმარი“ კაი ხანია ბუქსაობს და უფრო და უფრო ეფლობა ლაფში.
და აქვე:
ჰპოვა წინსვლის შანსი
ხატოვან ილეთით აღანთეთ სურვილი,
დახვეწეთ სწრაფვა და ფიქრთა არეალი,
ლპობადი ურვა შემოსეთ განსაცდელით.
ილაღეთ, როგორმე ჩაავლეთ ენერგიას,
ფუჭია, ყალბ ბჭობაში არკვიოთ მსჯავრი,
დაფერეთ განცდებით უტყვი სახე-ხატი,
ზოგმა უსახურში, ჰპოვა წინსვლის შანსი.
ჯ.გ.
Комментариев нет:
Отправить комментарий