Translate

среда, 19 февраля 2025 г.

ხშირი სტუმარი... /პუბლიცისტური შენიშვნა/

 „17 თებერვალს დაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.
„ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე, მისსავე ძეგლთან, მოძრაობის წევრებმა მანიფესტი წაიკითხეს“
„ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს. ვხვდებით ერთმანეთს. ვდგავართ მხარდამხარ. ვიწყებთ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის“, - წერია მოძრაობის მანიფესტში.
ტელევიზიიდან მოვისმინე...
მესიამოვნა და წლების წინ „ლიტერატურულ საქართველოსა“ და ინტერნეტში გამოქვეყნებული ჩემი წერილი _
ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა...“ გამახსენდა,
***
ამონარიდები
*
ეგნატე ნინოშვილის ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, რომელიც მეგობრებმა ”კანტორაში” სამუშაოდ მოაწყვეს, ეგნატე ხშირი სტუმარი იყო ივანე გოგიაშვილის (ქაიხოსრო ეგნატეს ძე გოგეშვილის) ოჯახისა.
ანტონი კი, ნინოშვილის იდეების ზეგავლენას განიცდიდა. თან ჟურნალ ”კვალთან” თანამშრომლობდა, რომელშიც ნახატებსა და სტატიებს აქვეყნებდა.
***
ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილი (გოგეშვილის) ოჯახში, რევოლუციურად განწყობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა ხშირმა სტუმრობამ, ჟანდარმერიას, საბაბი მისცა, მის კუთვნილ ბინაში, ჩხრეკების ხშირი ჩატარებისა. 1898 წლიდან ეს ოჯახი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმც, ბრალის წაყენებისთვის, საფუძვლიან მიზეზს ვერ პოულობდნენ.
***
როგორც მათი თანამედროვეთა მოგონებიდან ჩანს, ივანე (ქაიხოსრო) გოგიაშვილის (გოგეშვილის) ოჯახი განათლების კერად ქცეულა. მათ სახლში უცხოვრიათ მწერალ და საზოგადო მოღვაწეს იოსებ იმედაშვილს, და ვაჟა-ფშაველას (როცა თბილისს სტუმრობდა). აქვე ცხოვრობდა ვაჟას შვილიც. სასიქადულო პოეტთან კი, ხშირად მოდიოდნენ სტუმრად იმ დროის ქართველი მოღვაწენი.
ასე რომ, ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი) ბავშობიდანვე ინტელექტუალურ წრეში ტრიალებდა....
ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა.
***
ახლა კი, იმის გამხელა მომიწევს, რომ ყმაწვილობისას, ჩემდა სამწუხაროდ, თავად ავტორის, ტანჯული ყოფის დეტალები, უნებლიეთ, გზას მიხერგავდა, მის ნაწარმოებთა ფსიქოლოგიური სივრცის უკეთ აღქმისკენ. არადა, იგი დიდებული ბელეტრისტია, მის ნაწარმოებთა ეკრანიზაცია, „ჩაგრულობის“ ფონისგან უნდა განთავისუფლდეს... და ძირეულ საკაცობრიო იდეალებთან, „ნინოშვილისეული“ კოლორიტულობით შეზავებული, ანდამატჩაქსოვილ „ბუნებათა“ ამეტყველება, ფილოსოფიური შეფერილობის წიაღსვლებით განხორციელდეს...


P.S.

 შალვა ყარამანის ძე კვასხაძემ, ავტორმა შრომებისა, ქართული ხელოვნების ნიჭიერ წარმომადგენელთა შესახებ, როგორებიც იყვნენ სკულპტორი ნიკოლოზ კანდელაკი, მხატვარი მოსე თოიძე, მხატვარი პორტრეტისტი გიორგი მაისურაძე და სხვები, ასევე შექმნა მონოგრაფია, ანტონ გოგიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. რომელიც 1947 წელს გამოვიდა.

ის დღესდღეისობით ერთადერთი ვრცელი და შთამბეჭდავი შრომაა, ამ ნიჭიერი გრაფიკოსის შესახებ. იქამდე ქართულ პრესაში, თითქმის არაფერი დაწერილა, ამ უდროოდ წასული ხელოვანზე. არც მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ გახლდათ ცნობილი, თუ არ ჩავთვლით 1908, 1914, 1927, 1936, 1945 წლებში გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს: რომლებშიც მხატვარი მხოლოდ მოიხსენიება. შალვა კვასხაძემ დიდი რუდუნებითი შრომა გასწია ნაადრევად გარდაცვლილი ქართველი მხატვარ-გრაფიკოსის მოღვაწეობის მოკვლევისას, და გადაარჩინა მისი სახელი მივიწყებას.

ცნობილია, რომ ანტონის ჩანახატებით სარგებლობდნენ, არა მარტო, მისი თანამედროვენი, არამედ, უფრო გვიანი ხანის ეთნოგრაფები, იყენებდნენ რა, მის ნახატებს, თავიანთი შრომების; გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, კახეთის, ქართლის და საქართველოს სხვა მხარეთა შესახებ შედგენილი თვალსაჩინო სახემძღვანელოთა გასაფორმებლად; ანუ ყველა იმ კუთხის, წარმოჩენის შემთხვევაში, რომლებსაც ხელოვანი სტუმრობდა. ანტონი, ფრიად ოსტატურად ხატავდა რა პეიზაჟებს, ისტორიულ ძეგლებს, საყოფაცხოვრებო შენობებს და ადგილობრივი გლეხების ტიპაჟებს, თავისი თვითმყოფადობით, კვლავაც იპყრობდა გამორჩეულ ყურადღებას; მისი ორი ნახატიცელვადათივის გამყიდველებიგამოყენებული იქნა ბორის ესაძის შედგენილ კრებულშისაქართველოს მატიანე”, რომელიც რუსეთის იმპერიამ, რუსულ ენაზე გამოსცა.

თემატური მინაწერი _

ახლა კი შეხსენება, თავად სოციალიზმის შესახებ
„სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.“

_რა, უკვე სამოხეში ვართ?!_ იკითხა „მგზავრმა“.

ჯ.გ. 

***

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

  

вторник, 18 февраля 2025 г.

კვერი /იუმორისტული ნოველა/

 

კვერი /იუმორისტული ნოველა/

მარადიული საოცრება!
წამოცდა სკულპტორს;
ხელში ჩაქუჩი ეპყრა;
მშვენება ქალი, იჯდა ბუხართან,
მინავლულ ღადარს აღაგზნებდა...

სწავლების უცნარ მეთოდს ნერგავდა ინდიკო, უცხოურ ლიტერატურაში მაკვარანცხულ სტროფებს პოულობდა, მერე სტროფებს თარგმნიდა, ზოგიერთ სიტყვას შეასხვაფერებდა კიდეც, /შიგადაშიგ, თავადაც თხზავდა./ მთავარი გახლდათ სტროფის შინაარსი, ორაზროვნულად აჟღერებულიყო. სკოლაში მისვლამდე გადაამრავლებდა და გაკვეთილის დაწყების წინ, მოსწავლეებს სათითაოდ ჩამოურიგებდა.
საერთაშორისო ფონდიდან დაფინანსებული პროგრამისდა მიხედვით, თავისუფალი აზროვნების უნარს უღვივებდა მოზარდ თაობებს.
ახლაც, მორიგი „სიურპრიზი“ ხალისიანად მოჰფინა მაგიდებს, პედაგოგის მაგიდასთან დაბრუნდა, ერთხელ კიდევ გადაიკითხა თავისი „ნახელავი“; უკვე პასუხმიწერილი ფურცლების ჩაბარების მოჩქარე ბავშვებისთვის, ჩვეულებისამებრ მადლობის შეგებება დაიწყო და სანამ, მოსწავლეთა პასუხების კითხვას, თავისებური დაგემოვნებით შეუდგებოდა „საგამოცდო ფურცლების“ დასტა გადაათვალერა; აღმოაჩინა; ღუტუს ფურცელი აკლდა. ის იყო, მისკენ მიმართა მზერა, რომ ყმაწვილმა, სულსწრაფად შესძახა:
_კვერი!
ბავშვები გაოცებისგან დაიბნენ.
პასუხი ყველასთვის მოულოდნელი იყო, თანაც ღუტუსგან, არვინ ელოდა ასეთ „სიურპრიზს“.
-სადაა, აქ კვერი?!
გაიკვირვა რამდენიმე მათგანმა.
_ნაკვერჩხლებიანნაცარმიყრილი, რომ იყო!_ნიშნისმოგებით ახსნა ბიჭმა, თან იცინოდა.
არადა, თანაკლასელების პასუხებში ჩამოთვლილი იყო; „მშვენება ქალი“; „სკულპტორი“; „ბუხარი“; „მარადიული საოცრება“; თავად ჩაქუჩიც კი. ოღონდ, არამც და არამც კვერი...
სიტუაცია, თითქოსდა დაიძაბა; კიდევ კარგი, ინდიკომ დაბნეულობას თავი დააღწია:
_უჰ, შე მართლა მაკვარანცხო?!_აღფრთოვანებით შესძახა და იგრძნო, ამ თითქოსდა, არაფრით გამორჩეულ ღუტუსგან, იმ წუთებში, „სკოლის ვუნდერკიდმა“ გამოაცისკრა.

ჯ.გ.

 საძიებელი


იხილეთ:  

_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები

***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *