Translate

понедельник, 24 ноября 2025 г.

როცა „მოგონებებთანაც“, ვერ ჰპოვებ შვებას...

 
როცა „მოგონებებთანაც“, ვერ ჰპოვებ შვებას...

 ქართული ოცნებადიქტატის წინააღმდეგ! ქართველთა პასუხი მიხეილ სააკაშვილს! \The "Georgian dream" against dictatorship! The answer of Georgians to Michael Saakashvili!

https://janrigogeshvili.blogspot.com/…/georgian-dream…

ქართველობა, ძირითადად, რომელსამე პარტიისა თუ მოძრაობის, კი არა, უპირველესად, სამშობლოს ერთგულია... სამშობლოს სახელით კი, უამრავიგაქნილიგვევლინება და ჩვენც გულუბრყვილობა მოგვდგამს... მერე კი... თავადაც იცით... ახლაც, „კინკლავში“, ისევ მტერს ნუ გავახარებთ, გვიჯობს, ერთმანეთთან შევჯერდეთუპირველესად, ხომ ყველანი, სამშობლოს ერთგულნი ვართ...

ბლოგზე გამოფენილ ფოტოებში, ჩემსავით, ალბათ, მომავლის მოიმედე, ბვრი დაღალატიანებული აღმოაჩენს, რომიღბლიანიცხოვრების მოლოდინში, ზედმეტად აჟიტირებულები ვიყავით...

ეტყობა ფოტოებსაცსხაპასხუპითვიღებდი...

და მაინც, ერთი უკიდურესობიდან, მეორეშიგადაშვებაგვჩვევია;

საკუთარ თავსაც, უნდა ვუსაყვედუოთ; ემოციებს აყოლილებს, ასე ხშირად, არ უნდა გვღალატობდეს ალღო და საზრიანობა...

უშნოდ წამსვლელ მმართველთა ბრალია, ხალხის გაძაღლებული ყოფაც...

*Janri Gogeshvili

24 ნოემბერი, 2024  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთან საჯარო

ამას, რომ იგრძნობთ, მეტისმეტად გვიან არ იყოს...

სანამ, რამეს უსაშველოდ დაიჟინებს; მეტნაკლებთდ მოაზროვნე ადამიანმა, ისიც, უნდა გაიხსნოს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ რეალურ სამყაროში, ცვალებადობა, მარტო ადამიანთა ნებაზე არაა დამოკიდებული... და დღევანდელი ავად ჩახლართული მოცემულობის გამო; განაწყენება, დამწუხრება, მით უფრო, დროს აცდნილი პოსტულატების დამკვირდების მცდელობა, ერის აწიოკების სანაცვლოდ, არც არვის დაუფასდება... ამას, რომ იგრძნობთ, მეტისმეტად გვიან არ იყოს...

ხელისუფალო!

ღონივრობით, რომ იწონებ თავს, ახლა ის დროა, გონივრულობითაც დაამახსოვრო მომავალ თაობას თავი.

დრამა, კომედია, ტრაგედია, ტრაგიკომედია, აბსურდი ყოველივე, მრავალჯერ გათამაშდა...

გონივრული იქნება შეთანხმება; შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ისე რომ, ოპოზიციაპოზიციამ ერთად გაუსინჯოს გემო...

..

*

janri Gogeshvili

გზავნილებისაღქმაში შეგეშველებათ...

#მერწყული

19 ნოემბერს მერკურის ოპოზიცია ურანთან შენს გონებას აანთებს. მოვა იდეა, რომელიც პირდაპირი გზავნილი იქნებ სამყაროსგან. ეს უბრალო შეგრძნება არ არის, ეს ის განზრახულიჩხვლეტა“, რომელიც მიმართულებას გაძლევს. ის, რაც სხვებს ქაოსად ეჩვენებათ, შენთვის ინოვაციის კარიბჭეა. ენდეთ თქვენს ორიგინალურობას. შენ ხარ დროის წინ და ესაა შენი ძალა.

*

P.S.

პირადად მე, როგორც ყოველთვის, აქაც, არ მწყალობს ბედი... ისეგანზრახულიჩხვლეტა“, თუ შხამიანი ისრები, კი ფიქრში, ალბათ ბევრი მაყენებს, მაგრამინოვაციის კარიბჭესჯერ ვერ აღვიქვამ, თუმც, თუ ქართველ ხალხს, წაადგება; ქართულ საზოგადო და პოლტიკურ სივრცეში მოღვაწე აშკარა თუ ფარულ მილიონრებისა და მილიარდელების, გვყავს ჩვენ ასეთები; სასარგებლოდ ვთმობ...

შენ ხარ დროის წინ და ესაა შენი ძალა...“ არ მგონია, ახალგაზრდების თუძველგაზრდების“ „პაჩკობითდაჭერა, „ინოვაციის კარიბჭისმისია იყოს; ლოცვა გააძლიერეთ; განგებაგზავნილისაღქმაში შეგეშველებათ...

და კიდევ „ის, რაც სხვებს ქაოსად ეჩვენებათ, შენთვის ინოვაციის კარიბჭეა“ თუ ჩემს პოეტური რუბრიკიდან („კვანტური იმპულსებიდან“ ) მოვიშველიებ სტროფებს, მაშინ ამ „წინასწარმეტყველებაზე“ ადრე გავცნობივარ „დედანს“, ანუ

 ფიზიკაათას ჭორს იბრალებს

 ქაოსი, სამყაროს დედაა,

მტვრის ბუდე, გრძნებათა სავანე,

ერთგულება, ღალატსაც შეიცავს,

ფიზიკა, ათას ჭორს იბრალებს;

ხილვებს უფლისგან ბოძებულს;

შფოთვისა გამო, ვერ ვამუღამებთ;

ნება აწყვეტილი, ქაოსია და

მტვრის ბუდე, გრძნებათა სავანე...

ვინაც, სამშობლოს, წრფელად შეჰხარის, მისთვის მიზანდასახულობა თავგანწირვისა და აღტაცების სიმბიოზია...

ჯ. გ.

*

 

 

Janri Gogeshvili

11 აპრილი, 2020 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
საჯარო
…ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს
სრულიად და სამუდამოდ ამა თუ იმ საფრთხისგან არც არავინ არის დაზღვეული… რწმენა კი _ ნეტარებაა და შიში რა მოსატანია… ვინაც ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესების წრფელი მიმდევარია, იმისთვის სარწმუნო გზა რაოდენ სახიფათო არ უნდა იყოს, მაინც ნათელითაა მოსილი…
თავად მე, ცხოვრების ეკლესიური წესისადმი მიდრეკილი არ ვარ, თუმც, სამონასტრო ცხოვრების ”ავკარგი”, გარკვეულწილად მიგემნია… და ვიცი, სამონასტრო განაწესის სრულად აღსრულება, მართლაც რჩეულთა ხვედრია…
ის რომ, ქართული ეკლესიისა და მის წიაღში შემდგარ მოღვაწეთა ღვაწლი, ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული თვიშეგნების განმტკიცების სარბიელზე უკვდავია, ესეც დღესავით ნათელია…
მაგრამ ერი, მარტო მართლმორწმუნეებისგან, როდი შედგება, როგორც ერთგან მაქვს გამხელილი:
…ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს…
ასე რომ სახელმწიფო ვალდებულია, საგანგებო ჟამს, მთელი ძალისხმევით დაიცვას ქვეყნის მოქალაქეთა საციცოხლო სივრცე…
სრული მკრეხელება იქნება, რომ ეკლესია, მორწმუნეებს ”განუდგეს”, რასაც სხვადასხვა მიმართების ლიბერასტები თავგამოდებით ითხოვენ…
დიახ, გაფრთხილება ნამდვილად გვმართებს და სასურველია საეკლესიო მსახურებს, მრევლს, მომლოცველობს, სამედიცინო პერსონალის მიერ შემუშავებული ნორმების მიხედვით ყოველგვარი ”აჟიოტაჟის” გარეშე, ეკლესია-მონასტრების გარე სივრცეებში ჩაუტარდეს ტესტირება… და რა თქმა უნდა, საფრთხის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობაც…
ამდენი ღვარძლის ნთხევა, ისედაც დამძიმებულ ატმოსფეროს, კიდევ უფრო აბინძურებს…
ესაა და ეს…
ლოცვის მადლი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
ჯ.გ.

Janri Gogeshvili გააზიარა მოგონება.

52 წთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
საჯარო
21 იანვარი, 2023 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
საჯარო
პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...
პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...


***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий