Translate

четверг, 15 января 2026 г.

„წვრილმანი გულგრილობა“ (პუბლიცისტური შენიშვნები)

  წახუმრება...

„არაცნობილების“ პირობაზე. ორიოდ სიტყვით, მეც „გავამხელ“:

-დადგა ამ კაცმა, ხომ არ დაუნგრევია, ჩემთვის, უმთავრესად, ისაა საწყენი, ავტორს, რომ არაფერს ეკითხებიან, ანუ, თანამედროვე გაგებით „საავტორო უფლებები“, რომ სრულადაა იგნორირებული, ახლა, არ მითხრათ, შეუსაბამობაო; კაცი, საუკუნეების წინაა გარდაცვლილი და... ისე, თუ სასიყვარულო სცენები ხელოვნური ინტელექტის „ხორცშესხმულია“, რად არ შეიძლებოდა მისი მეშვეობით, ეკითხათ ეპოქალური მგოსნისთვის, თქვენი აზრი გვაინტერესებს, ბატონი რობერტის მიერ, „ვეფხისტყაოსნის“ პიკანტური გასცენიურების შესახებ?!-ო.
ზოგს მოსწონს, ზოგს არა... თუმც, დღევანდელი კულტურის მინისტრი აღფრთოვანებულია, ვერ გაებუტები, მინისტრია, იცის, ზემოთაც მოხიბლულები იქნებიან;
ისე, ის იქნება, უფრო საინტერესო, უსწრაფესად პროგრესირებადი პატივცემული, ანუ ხელოვნური ინტელექტი, ქაჯებსა თუ ქაჯურ სცენებს, როგორ გაითავისებს...
ბატონ რობერტს კი, იმდენი დამსახურება კი აქვს, ქართული კულტურის წინაშე, რომ თავისეული „ვეფხიტყაოსნური“ ხედვები შემატოს „თანამედროვეობას“...
ჯ.გ.

*

„წვრილმანი გულგრილობა“

შესაძლოა, ჩემი, პირადი პრობლემები, არც არავის აინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ამგვარ მცირე პრობლემაში, ეგრეთ წოდებული საზოგადო პრობლმაც ძალზე მძიმდება.

ანუ, ინტერნტში; „ვირუსს“, რომ შემოგიგზანის, ვიღაც გაბოროტებული, ვინდოუს დაგიზიანებს, თან გეტრაბახება, აი,მე ასეთი მაგარი ვარო, რა თქმა ვინაობაც ყალბი აქვს, შენ კი, სამაგიდო კომპიუტერით კვირეების მანძილზე ინტერნეტში ვერ შედიხარ, სასურველი ინფომაციის მოპოვებას, ვერ ახერხებ...

რა თქმა უნდა, ასეთზე იტყვიან დაზიანებული პიროვნებაო... შესაძლოა, შენეული პირდაპირობა, არ მოეწონა, შენს ბლოგზე გამოთქმული გულისწუხილი...

ცოდვილობ, რაღაც პროცესების აღდგენას იწყებ; და ინტერნტი რუსულ ენაზე გაწვდის მწირ დიაგნოზს: „სერტიფიქატში, უსაფრთხოების ამსახველი შეცდომები, შეიძლება ასახავდეს, რომ ცდილობენ მოგატყვილონ, ან სურთ, თქვენს მიერ, სერვერზე გადაცემულ ინფორმაციას „ჩაავლონ“...

უნებლიეთ გეღიმება და სასიქადულო   აკაკი წერეთლის შემთხვევა გაგონდება, როცა ქურდი, მისი ჯიბიდან ფულის მოპარვას ცდილობდა და პოლიციელებმა წაასწრეს:

–აა, კაცო, ნუ გიყვარს შენ, ჩემი მელანშეუშრობი ლექსების კითხვა, გამოქვეყნებადე...–მეგობრულად, ამგვარად უსაყვედურა მგოსანმა.

ქურდმა, ალბათ ისიც არ იცოდა, ვის ძარცვავდა: აკაკი წერეთელი ვინ იყო, მაგრამ პოლიციელებმა იფიქრეს: „ეგენი შეხუმრებულები ყოფილანო, და „ფაქტზე დაჭერილი“ გაუშვეს.

ამ ჩემი წლობით ნალოლიავები კომპიუტერში ჩაწერილი ვინდოუსის დამზინებელის, მისამართით, რომელმაც შესაძლოა ქართულად კითხვაც არ იცის, კი ვიტყვი, ღმერთმა მიგახვედროს, შენი აბეზრული ქცევა, შენივე დამაზიანებელია...

სიტყვას მოჰყვა და იმასაც გაგიმხელთ; ქვეყანაში, სადაც ჩინოვნიკთა უმრავლესობა ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გადამალვას, სამარცხვინო „ტრიუკებით“ ცდილობენ, არ არსებობს „საქველმოქმედო “ ფონდები, სადაც შეჭირვებულ შემოქმედს, მსგავსი თავდასხმებისგან დაზიანებულ ინტერნეტტექნიკის გამართვაში, ან ახლის შეძენაში დაეხმარებიან...

ვიღაცეებისთვის, ალბათ,  გულუბრყვილოდ ჟღერს,  რადგან უამრავი მშიერი ბავშია; თუმც, ხშირად „ამგვარი წვრილმანი“ გულგრილობა, უდარდელობა, აქცევს საზაგადოებას „არარაობად“.

„ტროტუარზე“ დგომისთვის მოქალაქეთა დაპატიმრება კი, ბევრად უფრო „გულუბრყვილოა“; ერისთვის, ქვეყნისთვის მტკივნეული ყოფა, ამგვარი „შოუშეთამაშებით“, რომ არ განიმუხტება, იმედია, ვინმე პროფესიონალმა, მაინც იცის...

ირანში განვითარებულ ტრაგედიას, ჩადრის ტარების უარმყოფელ ქალთა –„მორალური პოლიციის“  მიერ განხორციელებული დევნა უსწრებდა წინ.

ჰო, ბიუჯეტიდან შოვნის სურვილით „გაქაფულ მილიონრებზე„, აბა რა გითხრათ; კი, კურნებად ერგოთ მისჯილი და მისასჯელი წლები!

ბოლოს, იქნებ, ალალად მოინანიონ...

ჯ.გ.

 

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
*

Комментариев нет:

Отправить комментарий