Translate

суббота, 13 января 2024 г.

აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე... (პუბლიცისტიკა)

 აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე...

ინტერნეტს, ნამდვილად ვემადლიერები, რადგან წიგნს, ვითარებათა გამო, მიუხედავად მასმედიაში ატეხილი ხმაურისა, ევრად ნაკლები თაყვანისმცემელი ჰყავსვიდრე ათეული წლების წინ, და დიდად სამწუხაროა, საერთაშორისო მოკვლევის ის მონაცემებიც, სადაც, ერთ დროს, წიგნიერებით განთქმული ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, თურმე, კითხვა უჭირს, ანუ მთელი, ათი თაობის წარმომადგენელთა, გარკვეული ნაწილი, საკუთარი სახელისა და გვარის დაწერასაც ვერ ახერხებს და უფრო შემაწუხებელი პრობლემა ისაა, რომ თუ ასოების ამოცნობაში, ასე თუ ისე გავარჯიშებულია, „წაკითხულისგააზრებაში  ბრკოლდება...

აბა, შე დალოცვილო, ვისთვის წერო, უნდა ჩამეძიოს მკითხველი, შენთვის და შენნაირებისთვის,  ჩემო კარგო, ჯერ კიდევ ფხიზლობენაკადემიური რანგისმკითხველები და მომდევნო თაობებშიც, საკმაოდ არიან, კითხვის უნარის ნიჭითა და შეცნობის ალღოთი დაჯილდოებულნი. უღრმესი მადლობა მათ, ამ ამაგისთვის.

ალალად ვამბობ, უპირველესად, წიგნიერთა მზაობაა სასიხარულო, თუ  ჩემი შემოქმედება აინტერესებთ, უღირთ, იზიდავთ, ხომ კარგი, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ისინი აზროვნების  მომცველი ამა თუ იმ სივრცის, მხურვალე გულშემატკივრები არიან.

ინტერნეტს, ნამდვილად ვემადლიერები და როგორც, კარგა ხნის ბლოგერი და ფეისბუქმომხმარებლი; მიუხედავად, იმისა, რომმეგობართასიმრავლით არ ვარწარჩინებული“, ვფიქრობ,  მსოფლიო-ქსელი, გვარიანად გვანებივრებს, ჩვენს ნააზრევზე, ხელოვნური ინტელექტის კვალობაზე გაწეული, უსწრაფესი თარგმნის  მეოხებით, სხვა ენებზე მოაზროვნე ადამიანებსაცმიუწვდება თვალი“ ...

და თუ ჩვნთან, გვხდება აგრესია, ერთი ქართველი ლექსის მწერლისა, ლექსის  სხვა მთხზველის მიმართ,  ამის შეფასება,  მკითხველის გემოვნეაზეა დამოკიდებული, რუსთაველს თავის პოემაში მშვენივრად ააქვს განმარტებული, ლექსთა მთხზველთა რიგითობა, ოღონდ რც მოშაირეს“, შაირს არ უკრძალავს, აქ, უფრო სადარდებელი ისაა, ზოგჯერ, იქნებ ხშირადაც, ასობით მომხმარებელი, ისე გულისმოსაფხანად თუ მარაქაში გარევის მიზნით არიგებს .. ლაიქებს....

ალბათ, ესეც, არ უნდა მივიჩნიოთ ტრაგედიად, ოღონდ, საქვეყნო საქმეში ნუ ვიქნებით ბრმად წამხედურები...

აგერ ახლა, ერთ, ფხიზლად მაზროვნე ფეისბუქმომხმარებლისპოსტში საქართველოში მომძლავრებულ უარყოფი მახასითებლებში, ბოლო მუხლად ამოვიკითხე: „უწიგნურება, უწიგნურება, უწიგნურება...“–ვერც, ასერიგადგავწირავჩემს ხალხს და არ მგონია, ასეც იყოს, მაგრამ, ის კი, ნამდვილად მაშფოთებს, რომ კულტურულ დაწესებულებში, გვარიანი ხელფასის სანაცვლოდ წარმოდგენილპერსონათაგვარიანი შემადგენლობა, „წამხედურობითააშეპყრობილი.

უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ, (ამგვარი საწუხარის მომცველი სტატიები ადრეც, რამდენჯერმე გამოვაქვეყნე პერიოდულ პრესასა და ინტერნეტში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვეულებისამებრ, ვისაც ეგების,  მსგავსიუწიგნურობით“, არც ინტერესდება.

წიგნის გამოცემა, პროფესიონალი მწერლისგან, რომელიც გრანტითა თუ მსგავსი წყალობებით არაა დაფინანსებული, საძნელო საქმე რომაა, ცნობილია (იქნებ, ვინმემ ეჭვი შეიტანოს, ჩემს, როგორც, ლიტერატორის პროფესინალიზმში, ნუ იჩქარებს, ჯანრი გოგეშვილის შემოქმედებისდაგემოვნებას“ არ ვავალდებულებ, ინტერნეტი გადაათვალიეროს), ჰოდა, როგორღაც, ამ ლიტერატორმა საგამომცემლო პროგრამების ცოდნის წყალობით, მოახერხა ტექსტის აწყობა, დაკაბადონება და მცირე ტირაჟით წიგნის სტამბური წესით გამოცემა, მერე, მისი რამდენიმე ეგზემპლარი საჯარო ბიბლიოთეკაში დაბინავდა, იქ აღრიცხეს, შეადგინეს კართოთეკა, მაგრამ განა ეს საკმარისია, კითხვისადმი, წაკითხულის გააზრებისადმი პრობლემატურ საზოგადოებაში, რა გახდა, მცირე ანოტაციით გამოცემული ლიტერატურის შინაასის მიმოხილვა და იქვე, ინტერნეტში, ვთქვათსაბიბლიოთეკო ცნობარშიან მაცნეში მისი გამოქვეყნება. (ვისაც რეკლამისმარიფათიაქვს, ამას, ისედაც ახერხებს.) აღარ გავაგრძელებ, რა, როგორ ხდება, მაგრამ, მთლად, ასე ბუტაფორიული მიდგომაც არ ივარგებს, ავტორზე ისტერიულადგადარევას“, როგორც ეს, ზოგჯერ, უმეტესად კი, უცხოელ ავტორთა მიმართფიქსირდება“, არვინ გაიძულებთ, მაგრამ წიგნის შინაარსის მცირე მიმოხილვით წარდგენა, თქვენ მოვალეობად უნდა იქცეს. ჩნდებაგონიერი იჭვი“, რომ თავად ბიბლიოთეკის „პროფესიონალი“ თანამშრობლების უმეტესობა, კითხვით თავს არ იწუხებენ...

კი ბატონო, ხმაურიანი პრეზენტაციები არ გვაკლია, ოღონდ, ამ უთავბოლოქროლვაში“, მკითხველი ფაფუ!..

და ერთიც

წრფელი განცდების მესაფლავეა

 აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე

აწ, ლამის ყველა ინტელექტია

თუ სენტენცია სმენიათ სადმე

მიუჩანთ, როგორც ბიჟუტერია… 

გათავისება, ვერ შეძლო ბევრმა

მაგრამ იმოწმებს სხვათა გენიას

და ნაკითხობა, ნიღბად ქცეული

წრფელი განცდების მესაფლავეა 

..

*

 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება






суббота, 11 ноября 2023 г.

„შემთხვევით“ ამოკითხული...

 შემთხვევითამოკითხული...

ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?

თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენა ხართ.

***

შემთხვევით ამოიკითხა  მრავალ ფათერაკგამოვლილმა  მოზარდმა,  მივარდნილ უბანში, ჩამონგრელ კედელის აგურზე. შავი  ფერის მარკერით მინაწერი და გაიფიქრა:

მაგარია!“

ნებსით თუ უნებლიეთ ჩარჩა გონებაში და ხშირად იხსენებდა, განსაკუთრებით განსაცდელისას...

ათეული წლების შემდეგ, ასევე შემთხვევით გაიგო, რომ შეგონება  პავლე მოციქულს ეკუთვნოდა და მის მიმართ, მადლიერების გრძნობით განეწყო, რადგან თვლიდა, რომ საკუთარი თავისადმი პატივისცემის შეგრძნება, ჩამონგრეულ კედლის აგურზე მინაწერის შემდეგ გაითავისა, რისი წყალობითაც,  გაუაზრებელ განსაცდელთა უვნებლად  გადალახვას ახერხებდა...

ჯ.გ.

*** „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები

...დღევანდელ „წიგნიერებას“, ჭეშმარიტ მკითხველთა საგრძნობი შემცირების ფონზე, სასეირო  აქტივობები; პერფომანსები, სახელდახელო მიმოხილვები განსაზღვრავს...

 და ხშირ შემთხვევაში, „წიგნიერების“ ამსახველი ღონისძიებები, წრფელად დაინტერესებულ მკითხველს, კი აძლევს ზოგად წარმოდგენას „დასაგემოვნებლად“ შეთავაზებულ ნაწარმოებებზე, მაგრამ, თავად ტექსტების წამკითხველი ნაკლებადაა...  

განა არ იცით, რომ მოზარდთა უმეტესობა კითხვას გადაეჩვია...

მაგრამ იმაზედ, რომ სკოლებში „კითხვის კულტურა“ დაინერგოს, ნაკლებად ზრუნავხართ...

***

მშფოთვარე გონის სალბუნი...

კითხვა არ უყვარდა ბესოს და არც წერა ეხერხებოდა, მაგრამ ერთმა მომხიბვლელმა ქალმა, ისე ძალუმად მიიზიდა, ლექსების წერასაც ქე შეუდგა, და მის ცხოვრებაში ლამის „ახალი წელთაღრიცხვაც“ დაიწყო...

წლის ბლოს, მის ბიოგრაფიას - პრემიების გვარიანი  ნუსხაც  ამშვენებდა...

ის მომხიბვლელი, აღარც კი ახსოვდა...

თუმც, თანამედროვე პოეზიის, ერმთა ცნობილმა მიმომხილველმა მისი ლექსების შეფასებისას, მოხდენილად განსჭვრიტა „თვითნაბადი“ შემოქმედის მუზის რაობა და მას მოხდენილად უწოდა:

          „მშფოთვარე გონის სალბუნი...“

***

P.S.რავი, იქნებ, შემთხვევითამოკითხულიც, თავისებური წყალობაა...

უნებლიეთ, ეს ლექსიც გამახსენდა:

იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს…
 
ნაჯაფი კაცი ღიღინებს მარტოდ, 
ისე, თავისთვის, 
თუ ინკოგნიტოდ… 
შიშველ ხეების გარემოცვაში, 
ჩავლილი წლების რაობას ზვერავს… 
ჩამვლელი ფიქრობს, ჭიას ახარებს, 
საქმე, არ უჩანს სასიხარულოდ… 
ზოგს კი, ჰგონია ბედსა დასტირის, 
ჩამკვდარ სიყვარულს ეალერსება, 
იქნებ, სამშობლოს დარდობს ეული, 
თუნდაც, იმედთა გარდაცვალებას… 
ისე, ვიღაცა მაინც შეიგრძნობს, 
ზეცასთან ლამობს განმარტოებას… 
ოღონდ, ამ მიწას, მაინც, ვერა თმობს, 
უნდა სურნელი, მისი ისაგაზლოს, 
უჯრედში, ბირთვი,
რომ არ ჩაჟანგდეს, 
იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს… 
ჯ.გ.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvi/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space.
..

 *