* /პუბლიცისტური გზამკვლევები…/
დავუბრუნდეთ სავანეს ჩვენსას…
ტრავესტი გროტესკული ნიშნით…
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები,
დროა გავშიშვლდეთ,
წრფელად ვიგრძნოთ
სიშიშვლის გემო,
სხვათა თვალთვალით
ხომ ამაყობს პატარა ბენო,
თუნდაც ივანე,
თუნდაც ნიკი,
ან სულაც პედრო,
თავად ბაბუც კი,
უკვე დროა პირწმინდად
გვენდოს…
ნუღა ვკეკლუცობთ
ბრმა სიმორცხვით,
ნავსი გავტეხოთ,
ედემის ბაღში დათესილი
იჭვი განვთესოთ…
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები…
3.09.2002
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში”/თბილისი_2010
***ეს ლექსი, 2002 წელს დაიწერა და ვგონებ, სხვა ჩემს ლექსებთან ერთად მაშინდელ ”ლიტერატურულ საქართველოს” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, ზოგს, მსგავსი ქმედებისკენ მისწრაფება, ისედაც მოძალებული ჰქონდა, და ამ ლექსში ჩაქსოვილი ქარაგმის ამოსაცნობად, სურვილიც არ გასჩენია. ცხოვრებაც დიდსა და პატარას ბიჰევიორიზმის, უფრო სწორად ”კლასიკური განპირობებულობის”, ანუ ”პავლოვისეულ განპირობებულობის” პირობებს კარნახობდა. მორალთან დაკავშირებული ორაზროვნული ხედვების კვლევა, უკვე სწავლულთაც არ ეხალისებოდათ…
მოკლედ, პრაგმატული თვალსაზრისით, ასპარეზზე გამოხტომის მსურველებმა, სწრაფი ტემპით იწყეს გაშიშვლება, რამაც მათ ცნობადობას, ”სელებრითობას” თუ თავბრუდამხვევ პოპულარობას, ნამდვილად გვარიანი ბიძგები მისცა…
მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლობოლო სუს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღმოჩნდნენ, ”ღრმად მოაზროვნე” პერსონები და რადგან, საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში, ათეული წლების მანძილზე, ლუსტრაციის კანონის მიღება არ გვეღირსა, საზოგადოების აქტიური ნაწილის მხარდაჭერით წამოიწყო ფართომაშტაბიანი ღონისძიება ”ისმინება და თვალთვალს ექვემდებარება ყველა და ყველაფერი!”. (მერე რაა, თუ ზოგი რამ, ხმას საერთოდ არ გამოცემს, მისი არსის იდუმალი ”პულსაცია” სუს-ისთვის მაინც მისაწვდომია…) წამოწყებამ, ერთის მხრივ, თავისებური ლუსტრაციის სახეც მიიღო, წლების მანძილზე ერთად მოფუთფუთე თანპარტიელებმა, თანამეინახეებმა, ის კი არა, ნათესაობამც, ერთურთის შესახებ, ძლივს მართალი მოსაზრებები მოისმინეს, და ვინ იცის, წინ, კიდევ, რამდენი სიურპრიზი ელოდებათ…
***საწოლში, საწოლში გვისმენენო, ისე, აქვს ზოგს აჩემებული, რომ… ოღონდ, ამ ამბების აქტივისტებს ვთხოვ, დაინდონ ქართველი ხალხის ფსიქოლოგია და რომელსამე ფორმადაკარგული, ათასგვარი ”შეშხაპუნებით” გაკეკლუცებული სელებრითის სიშიშვლით ნუ დაგვატერორებენ…
თუმც, ჩემს ლექსში გამოხატული ”იდეა”, არჩევნებში მონაწილე, ზოგმა სუბიქტმა, კრეატიულადაც აღიქვა და უსწრაფესად იწყეს გაადამიანება. მაგალითად მევახშედ ”მონათლული” ბანკირი, აგერ ახლა, ქუჩის მომღერალივით სახალხოდ გაისარჯა. საზოგადოება შიშმა შეიპყრო, ამ თაგზააბნეულ მაყურებლიდან, ვინმემ ქუდი ან ”შლიაპა” არ დაუდოს წინ და ერთ დროს, პირველ ბიზნესმენად შერაცხული პერსონა ჩრდილი არ მიაყენოსო… აგერ, მეორეს _ ”ადამიანობაზე” ლექსიც ქე წამოცდა, და ისე განიცდიდა, საზოგადოებაც დაეჭვდა: ასე თავგადაკლულ ჰუმანისტს, ხაზინიდან, როგორ შეეძლო…
მოკლედ, საკუთარი ცოდვებით შემოსილი ერისა და ბერის ნახვა, ნამდვილად წაადგება, ქვეყნის მომავალს… ჯ.გ.
* Janri Gogeshvili გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
ეჰ, ამგვარი გაბრძოლება, გულის მოოხებასა ჰგავს, და მაინც… ეს ლექსი 2000 წელს დაიწერა…
*
(პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში...”)
***დეკორაციული ცვლილებების მიუხედავად აქცენტები იგივე დარჩა...
ქართული სულისკვეთებით შეპყრობილ, ჩემსა და მომდევნო თაობათა დიდი ნაწილს იმ ნაოცნებარ, ეროვნული სახელმწიფოს სამახსოვროდ, თითქოსდა ”გაუ-გაუს!!!” ძახილი შემოგვრჩა…
***
ბრმად დარწმუნებულებს…
გნებავთ, ფიქრშიც გამორიცხეთ! _ მაგრამ, უსაშველოდ დაჟინება არ ღირს…
რადგან ამქვეყნად ”გამორიცხული” არც არაფერია… ისე, სახალისოდ, ”ინვერსიის” მოდელირებაში წაიმეცადინეთ… თუნდაც კვანტური ”რეალობა” გაიხსენეთ; შესაძლებელია, აქაც იყოს, იქაც, იმის იქითაც და… ეეჰ, ამქვეყნად, არც არაფერია გამორიცხული…
/ჯ.გ./
>>>როგორც ისტორიის ქრონიკები გვაუწყებენ, წმინდა გიორგი _ქართველ ერს, თავისი მეობისა და ღირსების შენარჩუნების გადამწყვეტ ჟამს, შემწედ და თანამებრძოლად, როგორც, ერის მფარველი, ხშირად ხილული სახით მოევლინა, დაე, ”ქველთაქველის”, საციცოხლო ენერგია, კვლავ შემწედ მოევლინოს ქართველთა ქვეყანას _ ერს გაემარჯვოს! და არა, რომელიმე მეტოქეზე შურისძიებით აღვსილ პარტიას, ბიზნესდაჯგუფებებსა თუ მათ დამქაშებს…
***
ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა…
ერთად ყოფნის ზღვა სურვილი მოვარდა,
გულისძგერა სიყვარულით დაფერა _
”გამარჯვება, ქველთაქველმა იმარჯვა!” _
შემოსძახეს საქართველოს მთა-ველმა…
მღერის ტკბილად მეწამული პლანეტა…
ციდან მესმის შენი გულის ბგერაც,
ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა,
მიუერთდეს ქართველთ ციურ ფესვსა…
*** 4 სექტემერი, 2001წ. პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი -2010 ჯ.გ
. ***© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий