მოგეხსენებათ, ჩინური კულტურა, ერთ-ერთი უძველესი კულტურაა... და თუმც, დღევანდელ ჩინურ ყოფაში, დიდი მოაზროვნის კონფუცის სწავლებანი დომინირებს, რომელიც „ხუთი სათნოებიდან“, უპირველესად „ჭეშმარიტ ურთიერთობებს“ მიიჩნევს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მილიარდზე მეტი მაცხოვრებლით აღვსილ ქვეყანაში, ჩვეულებები და ტრადიციები, მაინც, შესამჩნევად მრავალფეროვანია...
,გრანტული“ დაფინანსებებით აღტყინებული, „აქტივისტები“, რა თქმა უნდა, ამ მიმართებით, უმნიშვნელო ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ ახლა, „სტრატეგიულ პარტრიონთან“ ურთიერთობაში, ჩვეულებები და ტრადიციების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად უნდა გავითვალისწინოთ... ჰოდა, ჩემს ბლოგგვერდებზე, წლების წინ გამოქვეყნებული პიესიდან ამონარიდებს წარმოგიდგენთ... რავი, ვინმეს, იქნებ, ქე წაადგეს და გვარიან „ბიზნესსაც“ გამოკრას ალღო...
***
20 აპრილი, 2013წ
უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით)
ჯანრი გოგეშვილი
უცნაურ ძიებათა არომატი
მოქმედი პირნი:
არინა _ ენაჭარტალა ქალი
`მაძიებელი~ _ გეოკეშინგის მოყვარული მამაკაცი
ეონი _ ბომჟად ქცეული სწავლული
დია _ ”მაძიებლის” მეგობარი ქალი
დუბიკი _ არინას ვირეშმაკა შვილი
არინას მეზობელები:
ჟეიზოია _ ცნობისმოყვარე ქალი
ნაირა _ ხანდაზმული ქალი, ყოფილი სტენოგრაფისტი...
„გლადიატორი~ _ `მაძიებლის~ ფაქტორზე ადამიან-ჭრიჭინად გადაქცეული მუტანტი.
სურათი პირველი
შემოდგომის მთვარიანი ღამე. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხედი. ბრტყელი სახურავი, თავისებურად ამოშვერილი ლიფტის ოთახის გარე ხედით. აქა-იქ ანტენების კონსტრუქციები მოლანდებებივით მოჩანს. ერთი მათგანი, ალუმინის ვიწრო მილებისგან შეკოწიწებული, უცნაურადაა გაფარჩხული. მის მოპირისპირე მხარეს, ლიფტის ოთახის “ამოშვერილ” კედელთან ორმოც წელს გადაცილებული, წვერულვაშიანი კაცი წევს. აცვია ჯინსის შარვალი, მაისური და ”ბოტინკები”. თავქვეშ თხელი ქურთუკი და შლაპა აქვს დაფენილი. იქვე, ხუთიოდე საამშენებლო ბლოკი დევს. სადღაც კატა წამოიკნავლებს.
შორიახლო ამოვარდნილი კუდიანი ქარი სახურავზე ცელოფანის პარკებს, ცარიელ კონსერვის კოლოფს, ფურცლებს და სხვა წვრილმან ნივთებს შემოყრის. ცელოფანი და ბამბუკისგან ნაკეთები პაწია კოლოფი, რომელსაც ოქროს ფირფიტის სახურავი აქვს, ოქროს წვრილი ჯაჭვით ანტენას წამოედება. ლურწ-წითელი, იეოროგლიფებიანი ფურცელი ეონს ფეხზე აეკვრება. გაფარჩხულ ანტენიდან ჭრიჭინი გაისმის. ეონი თითქოსდა შეფხიზლდება. იმის გარკვევას ცდილობს, საიდან ესმის ჭრიჭინს ხმა. მერე ძილბურანში წამოჯდება, ფეხზე აკრული ფურცელი ხელში მოხვდება. შლაპას აიღებს, გაასწორებს, ფურცელს შიგ ჩააფენს და შლაპას თავზე მოხდენილად დაიხურავს. ძილს განაგრძნობს.
ქარი ჩადგება. ჭრიჭინა უცნაურად ცვლის რიტმს.
სახურავის ჩაბნელებულ მხრიდან სპორტული კომბინიზონით შემოსილი “მაძიებელი” გამოჩნდება. ხელში აიფონი უჭირავს. ჯიპიესის საშუალებით ცდილობს სამალავს მიაგნოს. ჭრიჭინი შეწყდება.
~მაძიებელი~. (აიფონს) ჰა, მაჩვენე, რომ მართლაც სუპერყნოსვა გაქვს... (ანტენებს მიმოათვალიერებს) აქ, სად უნდა დაემალათ, ნუთუ ანტენებშია? მეტს ველოდი... ეს უკვე ბანალურია... (გაფარჩხული ანტენისკენ წავა) აბა, ძიების რადიუსი შევამციროთ, ოპ! (გეზს იცვლის, ოთახისკენ გაიხედავს. თვალს მოკრავს კედელთან წამოწოლილს) დაუჯერებელია, ნუთუ კონტეინერი ცოცხალი არსებაა?! (მისკენ წავა) კი ასეა, მოთამაშე გზაკვალს მიბნევდა... (დააცქერდება) მეგობარო! (ჩაიმუხლებს და მძინარის გაღვიძებას შეეცდება) მეგობარო, არ შეშინდეთ... (ხელით შეანჯღრევს, მაგრამ უცნობი გაღვიძებას არ აპირებს). (თავისთვის) მგონი ბომჟია, თან ნასვამი! (აიფონს მის სხეულზე გადაატარებს) სამოსში არა აქვს დამალული, არც ბოტინკებში. სიგნალები მისი ტვინიდან მოდის... აუ, ვიღაც მაგრად მეჩალიჩება, კეში ამ ბომჟის მეხსიერებაშია ჩანერგილი... მაგარი გამოწვეევა... ნეტა, რა საგანძურს ინახავს? (კვლავ შეეცდება მის გაღვიძებას) რთული კონტეინერია. ამას, გონება თუ არ დაეწმინდა, მაგის მეხსიერებიდან კოდირებულ სიტყვას ან სახებას კი არა, საკუთარ სახელს ვერ ამოვქაჩავ. ვერც, მის გამოფხიზლებას დაველოდები, ეს ღამე მაგის ადგილსამყოფელის დადგენაში გავატარე... სახელი მეგობარო, შენი სახელი მაინც მითხარი?.. (მძინარე ცდილობს უპასუხოს, მაგრამ ვერ ახერხებს.)
ეონი. (ბოლოს, თითქოს წამოცდება) ეონ!
~მაძიებელი~. როგორ, როგორ? (მაგრამ ეონი კვლავ უგონო ძილს გააგრძლებს) რას ვიზამ, ამაზეც მადლობა, (ღიმილით) ჩვენც არ ვართ ჯაბანნი! მე ხომ გეოკეშინგის ვირტუოზი გახლავარ... კრეატივს კრეატივით ვუპასუხებთ... ჩიპით ჩემს აიფონთან მიგაერთებ. (ჯიბეებში რაღაცის მოძიებას დაიწყებს, მერე ერთი მათგანიდან პაწია საგანს ამოიღებს) შემეცნების მოდელირების პროგრამა... ტონალობების კომბინაცია და ნათელი აზროვნებისკენ წახალისება... ქვეცნობიერში ჩამარხული კეშის მეხსიერების ზედაპირზე ამოტანა. მერე კი, აზრთა ქაოსურად ფრქვევის ინსცენირება და პროგრამა კოდირებულ სიტყვასა თუ სახეს ადვილად ამოიცნობს... მართალია, საცდელი პროგრამაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის... რაც მთავარია ტვინის ელექტრომაგნიტური სიგნალთა მღელვარების სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია... თან შენი განწყობაც მეცოდინება... (მძინარეს ჩიპს შარვლის სათავის უკანა მხარის შიგნიდან მიუმაგრებს) გაუფრთხილდი, ძვირაფასი რამაა, იმედია მოხარშულ ჯინსს, ასე ადვილად არ შეელევი. აბა, მეგობარო, დღეიდან ვირტუალურად ვმეგობროთ. მართალია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით შენს პირად ცხოვრებაში ვიჭრები, მაგრამ ჰუმანური თვალსაზრისით... ჯანმრთელ გამოფხიზლებას გისურვებ! (აიფონით სურათს გადაუღებს).
სახურავს ქვემოთ მდებარე ერთ-ერთი ბინის კარზე ბრახუნის ხმა გაისმის.
...
მაგრამ ახლა, მესამე და მეოთხე სურათების „მონაკვეთებზე“ გადავინაცვლოთ***
დუბიკი. ნუ გააწყალე გული, ჩავკეტე! Mმომისმინე, მომისმინე, მთავარი სხვა ამბავია! (ვითომდაც დაბალ ხმაზე) ხარა გაიტაცეს...
არინა. რა უჯიგრო ხუმრობა იცი ბიჭო! ვის რად, უნდა, ოცი თეთრიც არ ღირს...
დუბიკი. მოიტაცეს ქალო, მოიტაცეს...
არინა. მერე შენ რას მიკითებ... (იცინის) ჩემთან რო ბლატაობ, მიდი, იმათ გაურჩიე საქმე...
დუბიკი. ბიჭები ადგენენ რა ხალხია...
არინა. სასტუმროს ამბებში ხომ არ გაეხვია?
დუბიკი. ასეა, გლადიატორის მოპარვას აბრალებენ...
არინა. მონადირე ლეკვია?!
დუბიკი. არა, ქალო! ჭრიჭინაა, ოცდაათიათას დოლარადაა შეფასებული...
დია და ეონი, რომლებიც ჩასასვლელთან არიან შეყოვნებულები და მათ წასვლას ელოდებიან, ყურს მიუგდებენ.
არინა. შენ, ისევ აურიე ხომ, რა ჭრიჭინა, ჭრიჭინა და კალია ვის რა ჯანდაბად უნდა?!
დუბიკი. შენ არ იცი, ჩინელებს, რა ფერებაში ჰყავთ!
არინა. ვინ ბიჭო? ის არტისტკა, კინოში, რომ ჭრიჭინას სიმღერას მღერის...
დუბიკი. ნამდვილი ჭრიჭინა ქალო, აი, შენს ძველ დივანში, რომ შეძვრა და ყური წაიღო! მაგათ ღრჭიალს საათობით უსმენენ თურმე,
არინა. მერე მაგისთვის, არ გახსოვს, ის დივანი, რომ გადავაგდეთ! ყური წაიღო რა, თავისი ღრჭიალით!
დუბიკი. მაგათთვის მუსიკაა და საათობით უსმენენ, მაგრამ ის მარტო მომღერალი ჭრიჭინა კი არაა, პროფესიონალი მკვლელია, ჯერ არ დამარცხებულა და ულავაშებიც ზედა აქვს...
ეონი. (უნებლიეთ) მე ხო ვიცი, მიბრედილი აქვს...
დუბიკი. ვინც დაგვიბრუნებს ათიათასს დოლარს ვჩუქნითო, ოღონდ, საღამომდე, ხვალ რაუნდი უნდა შედგეს...
არინა. ამიდუღე რა ტვინი, მერე ჩემგან რა გინდა, რომელი ჩინური მე ვიცი...
დუბიკი. მოკლამენ ქალო, არადა, დანამდვილებით ვიცი ხარას არ მოუპარია.
არინა. შენ საიდან იცი, აა, უნდა მოეპარა და შენთან მოეტანა, არა? ვერ მოახერხა ბიჭმა და ახლა ჩემთან იქაჩება... მე რა უნდა ვქნა, მაგ ამბის რა მესმის, ერთი ორჯერ თურქეთში ვიყავი და ეგაა.
დუბიკი. პოლიციაში უნდა დარეკო, დაიკარგა და... ძებნას რომ დაუწყებენ, იქნებ გამოუშვან...
დია. (შეკრთება. ეონისთვის რაღაცის, თქმას დააპირებს. გაღიმებული ეონი ორაზროვნულად მიანიშნებს მიგიხვდიო. Dდია გვერდზე გადგება და აიფონზე `მაძიებელს~ რაღაცს საიდუმლოდ უხსნის.)
არინა. კარგ ჩიტსაც დაიჭერს...
დუბიკი. აბა, რა ვქნათ ქალო?! მაგათ ხუმრობა არ უყვართ, მოკლავენ! გლადიატორის ჩხუბის სანახავად ჰონკოგიდან, შანხაიდან და ტოკიოდანც კი ჩამოსულა ხალხი, აგერ ერთმა მალაიელმა ბიზნესი გაყიდა, ფსონი გლადიატორზე რომ გაეკეთებინა... ფსონად, იცი, რა მაყუთს ჩამოდიან...
არინა. მერე ამ სიშორეზე რა ოხრობა უნდათ?!
დუბიკი. ჩინეთში ეგეთი თამაშები აკრაძალულია! H
არინა. ჰო, ჩვენთან, ყველაფერი მოსულა... ამ მთავრობას ფულზე სული მისდის... ჩამოეთრა ეს ამდენი ბანდიტი და...
დუბიკი. მაგათ ხუმრობა არ უყვართ...
არინა. დაიცა, ზემოთ ერთი შორსმხედავია, იმას ვკითხავ, აბა, რას მეტყვის, იქნებ, თქვას ის ჭრიჭინა-კალია თუ რაღაც ოხრობაა, სად არის. შენ არ ამოხვიდე, ხო იცი შენი როჟა თუ დაინახა, ტვინი სულ მთლად აერია. ახლენოს ბობობოია ნუტე...
ნეონი ზურგის მხრიდან ბიძგებს იგრძნობს.
ეონი. როგორც ჩანს სლიპუჭთა ნაციას მშობლიურ ენაზე ტექნოლოგიური ანბანიც ჰქონიათ შემუშავებული...
დია. რაა?!
ეონი. იმ ტომის სახელია, რომელიც ამ მკვდარ ენაზე ლაპარაკობდა.
დია. ეგ რას ნიშნავს?
ეონი. იმას, რომ მათ ჭკვიან მანქანებთან თავიანთ ენაზე შეეძლოთ ურთიერთობების დამყარება... (ხელით შარვალზე მიმაგრებულ ჩიპს მოსინჯავს.)
დია. მერე რამ გადააშენათ?!
ეონი. ეტყობა მაცხოვრებელთა ერთმა ნაწილმა ძაან გაუტია, შევიწროებულმა ნაწილმა კი, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა დაწინაურებულთა ამოჟუჟვით გადაწყვიტა...
დია. და მერე როგორ აჯობეს?!
ეონი. შესაძლოა ბიორობოტები ჩაგრულთ მიემხრნენ...
დია. კონგლომერატებუნტო! ანუ მასებისა და ბიორობოტების ერთობლივი ამბოხი ბებერი ელიტის წინააღმდეგ!
არინა. ახლენოს ბობობოია ნუტე!
ეონი. (ეონი უნებლით ცას მავედრებელის სახით შეაცქერდება. თავისთვის) დახე, მკვდარ ენაში ჩადებული ტექნოლოგიური ანბანის კოდური იმპულსები, ჩიპში ჩაწერილ პროგრამას ეკოტანკტება... (მალულად ჯიბიდან მცირე აიფონს ამოიღებს და არინას წამოსროლილ სტყვებიდან წამოსული ინპულსების განსამუხტავად გარკვეულ მითითებას აკრიფავს.)
დია. გავებით, ეს ქალი, ასე ადვილად არ მოგვეშვება!
ეონი. ამ სცენასაც ერთად გავივლით... (აიფონს ჯიბეში ჩააცურებს) ისე კი, სიმართლე ისაა, რომ სასტუმრო ოთახის ფანჯარა ღია იყო, ჰონკოგელი მკვლელი ორთაბრძოლის წინ თავის ბამბუკის სასახლეში ჭრიჭინით ერთობოდა. უცაბედად, შიგ შევარდნილმა კუდბაწარამ მაგიდიდან ყველაფერი წამოხვეტა და სადღაც აქეთ გამოაქანა.
დია. სრული ნათელმხილველი ხარ...
ეონი. გიჟივით სიმართლეა... ერთ ფრთაზე უძლეველობის ნიშნად, თავისი ყბები აქვს ამოსვირინგებული...
კედლისკენ წავლენ, ეონი ჯინსის შარვალზე, იქ, სადაც მიმაგრებული ჩიპი ეგულება, თითებს აათამაშებს, თვალებს დახუჭავს და დიასთან ერთად არინას დასახვედრად შეემზადება.
*
სურათი მეოთხე
სახურავზე დია და ეონი ერთმანეთს ეჩურჩულებიან და ჩუმად იცინიან. ქვემოდან, ამოსასვლელ კიბესთან ქალების ხმაური ისმის.
არინა. აბა, ქალო, ეგეთი ზღაპარში არ გამიგონია, თვალებდახუჭულმა ცა და დედამიწა მიმოათვალიერა და მითხრა, ჰონკოგელი მკვლელი საიმედო ხელშია, სასტუმროსკენ ექსკორტი მოაცილებსო... ისედაც, ყველა დაკარგულის ნათესაობამ გაიხაროს, ზუსტად ათ წუთში დუბიკოს ურეკამენ, შენი ნაბიჭვარი დისშვილი ლისის ტბასთან ეგდება და წაიყვანეთო. დუბიკა ბიჭებთან ერთად მანქანით იქით გაქანდა. ისემც თქვენ გაიხარეთ... იქ დახვდათ... თავწაკრულ ტომარაში იჯდა და ტიროდა. ახია მაგაზე... ეგ, შორსმხედველი რო არა, პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი, მერე მაგათგან ვინ გამოიხსნიდა თავს...
ჟეიზოია. აგვიშვი არინოჩკა, იქნებ ჩვენც გაგვახაროს კარგი ამბით!
არინა. ხომ გითხარით წასვლას აპირებენ...
ნაირა. მაგრამ ხომ არ წასულან!
არინა. მარტო ამ ქალს თვალებდახუჭული კაცის ტარება გაუჭირდება...
ვიღაც ახლობელმა დაურეკა, მაქ დამელოდეთ, მოვდივარო!
ნაირა. ჩვენ მიღებასაც მოასწრებს, გაიწი, გაიწი!
არინა. არა ქალო, შევპირდი, არავის ამოუშვებ მეთქი...
ჟეიზოია. მაშინ რაღას გვეუბნებოდი!
არინა. სასწაული ვნახე და როგორ დავმალავდი?!
ჟეიზოია. ჰოდა, აგვიშვი, არ ინანებ, ჩემს ლურჯ იაპონურ ქოლგას გაჩუქებ! M
ნაირა. მე კიდევ ცისფერ ჩანთას...
არინა. კარგით, კარგით, თქვენზე ახლობელი მეზობლები, აბა ვინა მყავს. Mმე ვერ ამოვალ, მრცხვენია, შევპირდი არავის ვეტყვი მეთქი!
ჟეიზოია. ჩვენც, ისე დავიჭერთ თავს, ვითომდაც, სასეირნოდ ავედით, ან მიდამოს გვინდა გადავხედოთ, თუნდაც, სასტუმროს...
არინა. იმ გოგოს ტკბილი რამეები უთხარით... ოღონდ, ის კაცი არ გააღვიძოთ, თორემ მორჩა, ნიჭს დაკარგავს... მზის ლუნატიკია! რასაც იტყვის ყველაფერს თქვენად ნუ კი მიიღებთ, ბევრ რამეს ზემოთ მყოფებისთვის ლაპარაკობს, გაიგეთ...
ჟეიზოია. სპასიბოჩკები არინოჩკა... აბა, ვნახო რას შვრებიან... (ასასვლელში თავს აჰყოფს და სახურავს წამიერად დაზვერავს.)
დია. (თვალს შეასწრებს) ახლა, ამათგან რა დაიხსნის თავს...
ეონი. მაინცადამაინც აქ დალოდება, რატომ გთხოვა...
დია. რაღაც იეროგლიფებიან ფურცელს ეძებს... (ეონის შლაპაში ჩაფენილ ლურჯ-წითელ ფურცელზე შეაჩერებს მზერას) მგონი, იმ საჩუქრიდან ჩვენც შეგვხვდება წილი, ეგ, იმ გლადიატორის პასპორტი უნდა იყოს! (შლაპის ქვემოდან ფურცელს გამოაძრობს და ჩანთაში დამალავს.)
სახურავზე ჟეიზოია და ნაირა ამოვლენ. იქ მყოფთ მორიდებით მიესალმებიან.
ეონი. დახვდი სტუმრებს! (თვალებდახუჭული რიტუალის მაგვარ მოძრაობას გააკეთებს.)
დია. (ჩურჩულით) არა, მე ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ!
ეონი. შენ ხომ ჩემი ბედისწერა ხარ...
***
მინაწერი:
ისე, რა...
31 ივლისი, 2023 , 16:51
„საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ... “
გამამხნევებლად ჟღერს...
პროექტის ინვენსტირებაში, არც, ჩინური კაპიტალის „ქმედება“ იქნება ურიგო, მაგრამ, რიგითი ქართველისთვის, რომელსაც, ამ მიმართებით დღემდე გამიზნულად უვლიან გვერდს, პროექტის განხორციელების „დინამიკა“ მაშინ გახდება მნიშვნელოვანი, თუ „აბორიგენთა“ გარკვეული ნაწილი, მასში, აქციონერთა უფლებებით ჩაერთვებიან...
ჯ.გ.
- უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
- უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
- ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
- ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
- პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
- პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
- ქალბატონი ქალიშვილი (პიესა)
- კალიების შემოსევა (კომედია)
- ...ბედი შენი... (დრამა)
- სიყვარული აგვამაღლებს (დრამა)
· ტანგო - ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული სვლებით...
***
***
***ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... /
Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
Комментариев нет:
Отправить комментарий