მუდამ შინისკენ... /„ღიმილიანი“ მინიშნება/
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ,
აღმოსავლური გზების შემოვლით...
***
მუდამ შინისკენ
და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
აღმოსავლეთის გზების შემოვლით,
გზაში ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდონს...
11.05.2006
...
2009 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ
...„გზამკვლევად “ ასახულ ჩემეულ ვებგვერზე კი, აღნიშნული განწყობის „ფრაგმენტი“ ამგვარადაა აღბეჭდილი:
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ,
აღმოსავლური გზების შემოვლით...
...
რაც იმაზე „მეტყველებს“, რომ თანამოძმეთ მივანიშნებ, ქართველთა ისტორიულ გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, ამ „ნატრულ“ დასავლეთისკენ, ერთბაშად და თავქუდმოგლეჯილი გავარდნაც არ ივარგებს და არც გამოვა მეთქი...
სხვა თუ არაფერი, ამ „აღმოსავლურ გზებზე...“, ქართველობას, ნებსით თუ უნებლიეთ, რა სისხლიცაა აქვს დაღვრილი, ქე მოგეხსენებათ... ცნობები, ძველი აღმოსავლური კულტურის საკაცობრიო მნიშველობაზე, იმედია, საგანმანათლებლო სივრციდანაც შემოგრჩათ...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ,
აღმოსავლური გზების შემოვლით...
წინასწარმეტყველური შეგონებაა მეთქი, არ დავიჩემებ, მაგრამ, იმაზე კი, ნამდვილად მიანიშნებს, რომ, ქვეყნის მომავლის „პროფესიონალური ჟინით“ განმსაზღვრელებმა, უპირვედესად, ქართველთა ისტორიულ გამოცდილებას უნდა მიადევნონ თვალი...
დღევანდელობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლების გარკვეული ნაწილის ცნობიერებაში ცნება „ევრაზია“ გაიგივებულია პუტინის „ინიციატივით“ 2011 წელს გაჟღერებულ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“–ს შექმნასთან და რა თქმა უნდა, უმრავლეს ქართველთა მართებულ უნდობლობას იწვევს, მაგრამ, ამგვარმა განწყობამ,, თავად ცნება „ევრაზიის“ ჭეშმარიტი არსი და რაობა არ უნდა გადაფაროს, ანუ – ამონარიდები „ვიკიპედიიდან“
...„ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. “
და აქვე, ღიმილის მომგვრელი მინიშნება: „...(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.
„...ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.“
თუ „ისტორიის მამა“.–დ წოდებული ჰეროდოტეს მინიშნებით აღძრულ იუმორს მივყვებით, თავად მე ჭემარიტი „ევრაზიელი“ გახლავართ; რადგან, ვცხოვრობ „ვაშლიჯვრის კენწეროში“ /საბურთალო/ ამასთანავე გარკვეულწილად, თბილისის შემოვლით გზასთან, გლდანის განაპირას მდებარე სახლ–კარის ბინადარიც ვარ...
ჰოდა, აქ, ჩემეული, პოეტური რუბრიკიდან /„კვანტური იმპულსები“/, რამდენიმე სტროფის გახსენებაც, არ იქნება ურიგო:
***
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი
სამშობლოს განცდა მარადიული…
ზესიყვარული იდუმლად მშველი.
და განსაცდელში ჩამტკბარ კაეშანს,
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი.
ვერ აიცილებ სამყაროს შფოთვას,
თუნდაც წინსვლაში ჰპოვო ნუგეში.
ეცადე ლოცვის სიმშვიდით მორთო,
ფარულ ზრახვათა სახნავ-სათესი.
(ჯ.გ.)
***
ცოტამ იცის _ რა,
არ იცის
რაც
ვართ,
ეს
ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები,
ქრისტიანნი…
გონიერნი,
იქვე
ბრიყვნიც,
ცოტამ
იცის
_ რა,
არ
იცის;
თოქ-შოუებს
მიჯაჭვულნი,
ენით
ნალესს
საქმეს
ვიმკით.
უსამართლო
სამართალი,
გვექცა
წესად,
ბალღმაც
იცის;
გურამიშვილს
ვერა
ჰგუობს,
პირუკუა
განსწავლული.
არც
აროდეს
გვეშველება,
სანამ
ფული
ფარცხავს
სინდისს.
(ჯ.გ).
***
გალობანით ნაფერ ქვებში
ეს ეპოქა ბობოქარი,
ამბიციებს ვერ იტევს;
ალალ ცოდნას,
ალალ სიბრძნეს,
სავეზირო ვერ იხდენს.
შენ, ნუ მოშლი,
შენ, ნუ წაშლი,
მჭევრი სიტყვა ახარე;
ამ ”ჩაწყობილ” ქვეყანაში,
აზრი სივრცედ გაშალე.
ვინც შეირგებს, ბარაქალა!
ვინც არადა, _ ეშველოს,
ისე შერჩეს სატკივარი,
სამშობლოს არ ემტეროს!
წინაპართა ნაგებ ტაძრებს,
ზეციური მადლი კრავს,
გალობანით ნაფერ ქვებში,
ნაღდი საქართველო ჩანს.
ჯ.გ.
***
და აქვე ლექსი „პოეზიის ანთოლოგიიდან“, რომელიც, ზოგს, ალალად მოსწონს და ზოგსაც, მისთვის თვალის გადავლების შემთხვევაშიც კი, მიზანმიმართულად „უტყდება!“
***
არ გაბრიყვდე და არ დათმო…
აქ, რომ მიწა შენს ნაკვალზე,
დახნულია, დათესილი,
ნერგჩაყრილი, მობიბინე
და ცის გუმბათს მორგებული,
ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს
და მასშია დაფარული
ჭირთათმენა, სიტყვის გემო,
ტრფობის ალი, წვა გრძნეული…
ამ ხეების ფესვებშია
მკვიდრთა შენთა სისხლთა საზრდო,
სხვა ქვეყნისა, იმ სხვამ უწყის,
იქ, ქვა უჩანთ ფუძედ _ სანდოდ…
შენ, განგებამ სალოცავად, _
ეს გისაგზლა, მოგცა, განდო, _
მზით გამთბარი ვაზის გული
შენთვისა სცემს, შენთვის დარდობს…
შენ კი, ჰეი, სად მიიწევ,
ვის ნაგავში ითხრი ხაროს,
ვის ჰკიდია შენი მშვილდი,
შენს მაგივრად ვინ ვაჟკაცობს?!
შენი სივრცით ვინ გალაღდა, _
ფარი იგი, ვისთვის ფარობს,
ფრინველ-ნადირს ვინ გიხოცავს,
შენი ჩიტი, ვის უგალობს?!
არ გაბრიყვდე და არ დათმო
შენი ქვეყნის საგანძური,
ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს,
კვლავაც იყავ ღვთის რჩეული!
11.04.2001
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
*”წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” / დისკუსიისთვის ”ერის საარსებოპრობლემები”...
***
Комментариев нет:
Отправить комментарий