*
ესსე
”ადამიანმა არ უნდა იცოდეს მომავალი, ასეთი ცოდნა, შეასძლოა საბედისწერო გახდეს ” უთქვამს მესინგს.
ვფიქრობ, ღრმად ფილოსოფიურია, ამ თამშში, რასაც ”კაცობრიობის ცხოვრება” ჰქვია, მსგავსი რამ შესაძლოა, მართლაც დიდი ქაოსითა და ტრაგედიით დამთავრდეს, რადგან, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერც ვერასდროს შევიტყობთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, რამდენად მართებული ვიქნებით, თუ მოსალოდნელ ”მომავალს” მიზანმდასახულად, ჩვენეული გათვლებით ჩავასწორებთ… ჰოდა, სანამ ჯერ კიდევ, ასე თუ ისე გულუბრყვილო არსებებად ვრჩებით, ადამიანურ არსში ჩადებული თამაშის წესებსაც, ბოძებული თამაშის შესაბამისად ვინარჩუნებთ.
ლეგენდარული მაგის, თვალსაჩინო და მაინც იდუმალ ნიჭში გარკვევის მოსურნე სწავლულნი, ამაოდ ცდილობდნენ მისი ფენომენის ყოველმხრივ გაშიფვრას… ვოლფის ფენომენალური ნიჭი, თავად ეინშტეინისთვისაც, კი თავსატეხად რჩებოდა, თუმც, როგორც ამბობდნენ, თავად მესინგისთვის ყველაზე დიდი გამოცანა, თავად მესინგი გახლდათ.
და მეც მიმაჩნია მსგავსი, იდუმალნარევი, ნიჭით დაჯილდოებულ ერთეულებს, ზოგჯერ, თავიანთ არსში აღძრული გაურკვევლობა მეტისმეტად აშფოთებთ, რადგან სამყაროსგან ბოძებული მაგიური უნარის ანატომია, თავად მათთვის სრულიად მიუწვდომელი თუ შეუცნობია. იგი, ზოგჯერ, ამა თუ იმ პიროვნების ”მომავალში” ცალკეულ ფრაგმენტებს წინასწარმეტყველურად ხედავდა და მათ, ხიფათის მომასწავებელი მოვლენების შესახებ, თავისბურად აფრთხილებდა კიდეც. თუმც, ბევრი ამას სათანადოდ ვერ აღიქვამდა. მხოლოდ წლების შემდეგ აანალიზებდნენ მის ორაზროვნულ მინიშნებებს…
”ალმა-ატასეულ” ასაკში, ყმაწვილური არხეინობის იმპულსებით შეპყრობილმა, სათანადოდ, ვერც მე გავაცნობიერე მასთან შეხვედრის მნიშვნელობა. ვერც მის ფენომენში შევნიშნე რაიმე განსაკუთრებული.
ისე კი, მის პიროვნებას პიკანტური სასწაულებით დამუხტული ცხოვრებისეული თავგადასავლები, ბევრად უფრო დიდ შარმს სძენდა ვიდრე სასცენო მოღვაწეობა… იწინასწარმეტყველა ”მესამე რახის” დაცემა; სასწაულებრივად დააღწია თავი ჰიტლერის რეჟიმი ტყვეობას. შეასრულა სტალინის საგანგებო დავალება და ა.შ. და ა.შ. უამრავ ფათერაკგამოვლილი ერთი შეხედვით მშვიდი ადამიანი ჩანდა; როგორც ამბობენ, ყმაწვილური გულუბრყვილობით იტაცებდა დეტექტივების კითხვა. მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას დელფინების ცხოვრების ამსახველი წერილების მოძიებას უთმობდა. სურდა მათი ტელეპათიური ნიჭის საიდუმლოება შეეცნო, ანუ როგორ ახერხებდნენ ისინი ზღვებსა და ოკეანეებში, სხვადასხვა საბედისწერო ვითარებათა გამო, დასაღრჩობად განწირული ადამიანების იმპულსების დაჭერას… ალბათ, მათი იდუმალი ინტელექტის შეცნობით, საკუთარი მეს ”იდუმალების” სრულად შეცნობას ეიმედებოდა.
ლეგენდარული მაგი, ვოლფ მესინგი, თვისი ”ფსიქოლოგიური ცდების” წარმართვისას უამრავი მაყურებლის ხელს შეხებია.
თავად მე, რაიმე ნიშნით გამორჩეული არ მგონია ვყოფილიყავი, არც მისდამი ჩემი ფარული ”დავალება” იყო, რითიმე განსხვავებული.
და რა თქმა უნდა, ალმა-ატასეული შემთხვევა, კაი გვარიანად მქონდა მივიწყებული, მაგრამ როცა ჩემმა ვაჟიშვილმა საილუზიო ხელოვნებაში თავი ისხელა, უნებლიეთ ვოლფ მესინგთან ათეული წლების წინანდელი შეხვედრა, გამახსენდა და ”აზრების შემცნობი” შვილისადმი, იუმორნარევმა მინიშნებამც არ დააყოვნა:
_ეტყობა, ტყუილად არ შემოგინახე ლეგენდარული მაგისგან შთანერგილი ნიჭი…_ვუთხარი ხალისიანად და წავიტრაბახე_აი, ამ მაჯაზე, მთელი ათი წუთი ჰქონდა თითები ჩავლებული…
შვილმა მოწყალედ გამიღიმა. თუმც, მესინგის გვარმა ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა:
_იგონებ თუ?!.._როგორც ჩანდა ლეგენდარულ მაგის ბიოგრაფიას ასე თუ ისე იცნობდა.
_არა, ნამდვილი ამბავია და ხალისიანად გავიხსენე 1970 წლის ნოემბერში, შუაზიის მომხიბვლელ ქალაქ ალმა-ატაში, გასტროლებზე მყოფ ვოლფ მესინგთან, ალბათ, ასე ათწუთიანი ”ასისენტობა”.
შევატყვე, ჩემს ვაჟს ესიამოვნა, თუმც, თავად მესსინგი მისი კუმირი ნამდვილად არ იყო, იგი უფრო ამერიკელი ილუზიონოსტების ცხოვრება-მოღვაწეობით გახლდათ დაინტერესებული.
ჩემი ეს ”მოგონება” სახუმარო თემად შემორჩა ჩვენს ურთიერთობას. მაგრამ ბოლო წლეებში, შინაგანი მეს კარნახით ადამიანის ცნობიერების თავისებურებებით მიზანმიმართულად დავინტერესდი.
ამისი წინაპირობა ნამდვილად მაქვს, რადგან, მთელი ჩემი შემოქმედება (ნოველები, მოთხრობები, პიესები, პუბლიციტიკა, ზღაპრები თუ იგავ-არაკები) ცნობიერისა და არაცნობიერის ღრმად შეცნობისკენაა მიმართული.
იმედია, არ გაგაღიზიანებთ, თუ კიდევ ერთხელ გარკვეული სიამაყით გავიხსენებ, რომ ჯერ კიდევ 1974 წელს თელავში გამართულ ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარში მონაწილე პროზაიკოსთა ნამუშევრებისადმი მიძღვნილ მიმოხილვაში, რომელიც ”ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა, ნათლად და ხაზგასმით გახლდათ მინიშნებული: ”ეს ჯანრი გოგეშვილია. იგი შემართებით ასახავს ცხოვრების ორომტრიალში ჩართულ ადამიანებს, მათ გარემოს, საქმიანობას, მიზანსწრაფვას.
ზოგჯერ გაკვირვებასაც იწვევს ავტორის მიერ ადამიანის სულიერ სამყაროში ღრმად წვდომის, ფსიქოლოგიურ ლაბირინთებში დანახულის დამაჯერებლად, შთამბეჭდავად ასახვის უნარი…”
ზოგჯერ გაკვირვებასაც იწვევს ავტორის მიერ ადამიანის სულიერ სამყაროში ღრმად წვდომის, ფსიქოლოგიურ ლაბირინთებში დანახულის დამაჯერებლად, შთამბეჭდავად ასახვის უნარი…”
ჰოდა, რაღამც ბუნებრივად მერგო ამგვარი ნიჭი, ვიფიქრე, ურიგო არ იქნება თუ ცოტა, უფრო მეტად, პროფესიონალურად გავერკვევი ასეთ რამეებში მეთქი.
და როცა, ჩემი ვაჟის მიერ სახალხოდ თუ სატელევიზიო გამოსვლებში წარმოდგენილ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში, ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვათა აზრების ამოკითხვას ახერხებდა, მის მიერ მინიშნებულ ცნობილ ამერიკელი ფსიქოლოგის პოლ ეკმანის ნამუშევრებსაც გადავავლე თვალი… ოღონდ, ეკმანის მიერ შექმნილი ”ადამიანის სახის გამომეტყველების ატლასი”, რომელშიც ათასზე მეტი გამომეტყველებაა ასახული, ჯეროვნად ნამდვილად ვერ დავამუღამე…
ლეგენდარული მაგი კი, მის ”ფსიქოლოგიური ცდების” ძირეულ მექანიზმად ”იდეომოტორიკას” მიიჩნევდა, ანუ ინდუქტორის ფიქრით განპირობებულ ფიზიკური ორგანოების, უმეტესად კი კუნთების ძლივს შესამჩნევ მოძრაობათა აღქმა_წაკითხვას; ისიც ცნობილია, რომ ,ამ მიმართებით ხშირად საკმაოდ რთული გარჯა უწევდა, ალბათ იმის ახსნა მინდა, რომ იშვიათი პიროვნება, ნათელმხილველისა და ჰიპნოზიორის ნიჭით, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, მართლაც ფლობდეს ფენომენალურ ნიჭს, მაგრამ ზოგჯერ ბევრად მარტივი დავალების ამოსაცნობად, მთელი თავისი შესაძლებლობების მობილიზება დასჭირდეს. ვგონებ მესინგიც ასე იყო. შეეძლო, რაღაც მნიშვნელოვანი განჭვრეტა, მაგრამ ბავშვებთან ილუზიონისტური სეანსის ჩატარებისას, თავისებურად ”შფოთავდა”, რაც მისი ცხოვრებისელი ეპიზოდებით დასტურდება კიდეც… აქ, რა თქმა უნდა, ინდუქტორის (. Inductor "ამგზნები", "აღმძვრელი") ემოციურ ფონსაც ჰქონდა მნიშვნელობა. ისიც ცნობილია, რომ ადამიანის აზრობრივ სვლებს, ტვინში, თან ერთვის, ელექტრონული დენის წარმოშობა. ანუ აზრის დაბადება წარმოშობს ელექტრულ ბიოდენებსა და მის თანმდევ ელექტრომაგნიტურ ველს, ჰოდა, მიუხედავად მათი სიმცირისა, სრული შესაძლებელია, რომ ისინი აზრთა გადაცემაში მონაწილეობდნენ.
_იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ გადამალულ ნივთზე!_ხშირად ”აფხიზლებდა” მესინგი ინდუქტორს ტელეპათიური სეანსების დროს.
”დამკვეთის” ფიქრში ასახულ ნივთსა თუ მოვლენას ამა თუ იმ მინიშნების სახით ხედავდა, შეიგრძნობდა. თვალები კი, მისი ასისენტი ქალის დახმარებით, ცდის დაწყებამდე შავი ნაჭრით საგულდაგულოდ ჰქონდა ახვეული.
მე, მის ჩვეულებრივ სასცენო ნომერზე ვსაუბრობ, თორემ ისე, როგორც უკვე მიგანიშნთ, მესინგს იმდაგვარად საიდუმლოებით მოცული, შთამბეჭდავი ტელაპატისა და ჰიპნოზიორის ავტორიტეტი გააჩნდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოური რეჟიმის, ზოგი თანამდებობის პირსაც კი, მისდამი რიდი თუ ნამალევი შიში ჰქონდა. მესინგზე უამრავი პუბლიკაცია არსებობს, მის ლეგენდარულ ბიოგრაფია, თითქოსდა ჰიტლერისა და სტალინის დაპირისპირებაზე აგორებულ ემოციურ ტალღებზე მოდრეიფე ეპიზოდებს მოიცავს; სხვათაშორის ”სტალინის ტელეპატსაც” კი ეძახდნენ.
როგორც მისი მემუარებიდან ირკვევა, იგი თავის დროზე, ჰიტლერის პირადი ასტროლოგს ერიკ იან ჰანუსენსაც ცნობდა. რომელსაც ზოგნი XX საუკუნის ნოსტრადამუსად მოიხსენიებდა. დახმარებისთვს მიმართავდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტა, სპეცსამსახურების აგენტებიც კი… ისტორიულად მისი სიტყვიერი პორტრეტი ამგვარად ჟღერს ”ავსტრიელი ცირკაჩი, ჰიპნოზიორი და ”ნათელმხილველი”. ზოგი შარლატანობაში დებდა ბრალს, მაგრამ ვოლფ მესსინგი ამტკიცებდა, რომ ჰანუსენს ნამდვილად გააჩნდა აზრების კითხვის უნარი. თუმც, როგორც ჩანს მაყურებელთა, დარბაზის სათავისოდ პროვეცირების ხელოვნებასაც მარჯვედ ფლობდა.
ვოლფ მესინგის საჯარო გამოსვლები, ამ მხრივ ბევრად უშუალოდ გამოიყურებოდა.
მაგრამ მე, მაშინ, პოლონეთიდან აბასთუმნის ”გავლით” ყაზახეთში გადახვეწილმა ვაჟმა, იმ ამბებიდან ძალზე ცოტა რამ თუ ვიცოდი.
რუსულენოვან საიტებზე, ”მესინგისეულ” ინფორმაციებს ადევნებულმა, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ შუააზიის მომხიბლელ ქალაქ ალმა-ატაში გატარებული ჩემი ყმაწვიკაცური თავგადასავლის გარკვეული ეპიზოდი, რომელსაც ასე თუ ისე, რომანტიკულ შტრიხებში ვიგონებდი, სინამდვილეში, მაშინდელი მეგობარი ქალის მიერ, ჩემი პიროვნების მიმართ, შეფარვით განხორციელებულ მზაკვრობით იყო შელახული.
ახალგაზრდა ქალი, საბჭოთა კავშირის რუსულენოვანი მოქალაქე, პროფესიით მხატვარი, წარმომავლობით გერმანულ-პოლონური ებრაელობის მოდგმისა გახლდათ.
მესინგის ”ფსიქოლოგიურ
სეანსზეც” მისი ინიციატივით მოვხვდი, სხვათაშორის მესინგს, იქაური ებრაული სათვისტომოდან, ერთი განათლებული ებრაელი (ვგონებ ექიმი), მეგობარიც ჰყავდა.
მაგრამ, მთავარი და მტკივნეული, ჩემთვის იმის გარკვევა გახდა, რომ თურმე, იმ სათვისტომოს გარკვეული ნაწილისთვის, პირადად მე, კულტურული მემკვიდრეობით მოკაშკაშე საქართველოს, მომხიბლავი შვილი კი არა, ”გოი” ვიყავი.
ლეგენდარული მაგის პოპულიზატორის საბჭოთა ჟურნალისტისა და მწერლის მიხეილ ხვოსტუნოვის შედგენილი წიგნის შესახებაც არაფერი მსმენოდა. არც იყო გასაკვირი, მართალია წიგნი, სახელწოდებით ”ვოლფ მესინგი, წიგნი საკუთარ თავზე” (იგივე ”ვოლფ მესინგი _მე ტელეპატი”) ავტორმა 1965 წელს დაასრულა, მაგრამ მისი გამოცემა გამომცემლობა «Советская Россия»_ ში შეფერხდა. მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდვა მოხერხდა ჟურნალ «Наука и религия»_ში. იმ დროისათვის, რუსული პრესის გულმოდგინე მკითხველი ნამდვილად არ გახლდით და არც «Наука и религия»
_ას მსგავს გამოცემებზე მიმიწვდებოდა ხელი. ახლა, ინტერნეტის მეშვეობით მთელ ქვეყნიერებს, რაღაც წუთებში, რომ მოივლი, მაშინ, მსგავსი რამ, წარმოუდგენელი იყო…
როგორც მერე გავიგე, ვოლფი საქართველოსაც სტუმრობდა, ერთგან იგონებს:
”პირველი დიდი მაყურებელი საბჭოთა მაყურებელისა მე მივიღე ოდესაში და ხარკოვში გასტროლების დროს, შემდეგ კი თბილისში, სადაც მომისწრო ცნობამ საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმისა.”
ორმოცდაათიან-სამოციან წლებში 1954 წელს თავის მეუღლესთან და მეგობარ ქალთან ერთად მთაწმინდის პანთეონიც კი მოუნახულებია. ოღონდ, იმხანად, მე რვა წლისა ვიყავი და მაშინდელ სოფლელთა თვითგანათლების ძირითადი წყაროდ, სოფლის ბიბლიოთეკა ითვლებოდა.
მაგრამ 1970 წლის ნოემბერში, კაი 24 წლის შემართული ვაჟი და თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმდამთავრებული ტექნიკოსი გახლდით. სამხედრო სავალდებულო სამსახური პოლონეთის ტერიტორაზე მქონდა გავლილი. იმჟამად კი, ალმა-ატის ერთერთ კომბინატში ტექნიკის უსაფრთხოების ინჟინრად ვმუშაობდი. რუსულადაც ადრინდელზე უკეთ ვკითხულობდი და ვსაუბრობდი.
იდუმალნარევი ბიოგრაფიის, ცნობილი ექსტრასენის, ტელეპატისა და ჰიპნოზიორის ვოლფ მესინგის შესახებაც ვიცოდი ზოგი რამ, უფრო მეტად მის თავგადასავლებთან დაკავშირებული საარაკო ეპიზოდები, და როცა ებრაული წარმოშობის მეგობარმა ქალმა, აღფრთოვანებით გამიმხილა ჩვენთან მესინგი ჩამოდის გასტროლებზე და ბილეთები შევიძინეო, მეც ხალისითა და ინტერესით განვეწყვე.
მშენებელთა კულტურის სახლის დარბაზი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ჩვენ წინა რიგების არეალში გვერგო ადგილები.
შემაღლებულზე მდებარე სცენას დარბაზთან, ასე ოთხ-ხუთსაფეხურიანი კიბე აკავშირებდა. იქაურობა მცირედ იყო განათებული და სანახევროდ ჩაბნელებული ჩანდა. მერე კულისებიდან შავ კაბა-კოსტიუმში გამოწყობილი, შავთმიანი ქალი გამოვიდა; იგი ალბათ, ვალენტინა ივანოვსაკაია გახლდათ, რომელიც ვოლფ მესინგის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი მაგის, ასისენტის მოვალეობას ასრულებდა. ქალბატონმა, როგორც მე მეჩვენა ცივი, ოფიციალური ხმის ტონით დაიწყო ვოლფ მესინგის ბიოგრაფიის მოყოლა, ახსენა შიმშილისგან დასუსტებული ბიჭის მიერ, გერმანიაში, მატარებლის ვაგონში ჩამოვლილი კონდუქტორისთვის ბილეთად შესაღებული ქაღალდის ნაგლეჯი; ცნობილი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი, ექიმი აბელი, ფროიდი, ჰიტლერი, სტალინი, ეინშტეინი… მაგის საშემსრულებლო ხელოვნებიდან სხარტად გააკეთა მინიშნება, რამდენიმე პიკანტურ ეპიზოდზე და ბოლოს აგვიხსნა, რომ ილუზიონისტი ფსიქოლოგიურ ცდებში მონაწილე მსურველთა მიერ სადუმლოდ გადამალულ ნივთებს თვალებახვეული იპოვნიდა.
მალე სცენზე, თითქოსდა შეპარვით, თმაშევერცხლილი, შავ შარვალ-კოსტიუმით შემოსილი კაცი გამოჩნდა. მაყურებელთა ნაწილი ტაშისცემით მიესალმა. მაგმა ოდნავ დახარა თავი.
ასისენტმა ქალმა შავი ნაჭრით აუხვია თვალები, მესიგი შებრუნდა და მაყურებლისკენ ზურგით დადგა. ქალმა კი, ცდებში მონაწილეობის მოსურნეთ მოუწოდა, ხუთი წუთის განმავლობაში გადაემალათ ესა თუ ის ნივთი. დარბაზი აფუსფუსდა. მე წამოვდექი, რიგი დავტოვე და დარბაზიდან გავედი. მალევე დავბრუნდი.
_სად იყავი?!_ დაინტერესდა გვერდით მჯდომი.
_სრული საიდუმლოებაა…_ღიმილით ვუჩურჩულე.
მერე მესინგი შემობრუნდა, მოლოდინში განაბული დარბაზი, თითქოსდა შავი ნაჭრის მიღმიდან დაზვერა და მთრთოლვარე ხმით წარმოთქვა:
_რიგი მეექვსე, ადგილი მეეცხრე!
_შენი ნომერია!_შემახსენა შემკრთალმა თანამგზავრმა.
ხალისიანად წამოვდექი. მეც, შავი ნაჭრისგან შეკერილი შარვალ-კოსტიუმი მეცვა, ტაზე კარგად მადგა და ცოტა არ იყოს, სილაღეს მმატებდა.
მესინგმა თავისთან მიმიხმო, სცენისკენ გავემართე. მერე სცენაზე ამავალი კიბის საფეხურები ავირბინე მესინგის წინ დავდექი.
_იფიქრეთ, იფიქრეთ, გადამალულ ნივთზე იფიქრეთ! _დაბალ ხმაზე მიმითითა მან, მერე თითები მარჯვენა ხელის მაჯაზე შემომაჭდო… მასზე გამოქვეყნებულ მოგონებებში ამოვიკითხე, იგი ჩვეულებისამებრ, ინდუქტორის მარცხენა ხელის მაჯას ჩასჭიდებდა თავის გაძვალტყავებულ თითებსო. მაგრამ მე ასე დამამხსოვრდა, რადგან გზად ერთხელ მარჯვენა მხარეს გაიწია, თითქოს რიგში შესვლა დააპირა ჩემს მიერ გადამალული ნივთის მისაგნებად, მე კი უნებლიეთ გავუძალიანდი, ტყუილად ნუ დაკარგავ დროს მეთქი. როგორც თავად აღწერდა, (ალბათ სურდა მისი პერსონისთვის მორგებული მაგის საბურველი, თავისებურად გამჭირვალე გაეხადა). ეს არ არის აზრთა კითხვა, ესაა, თუ შეიძლება, ასე ითქვას ”მუსკულების კითხვა”, როცა ადამიანი დაძაბული ფიქრობს რაიმეს შესახებ, თავის ტვინის უჯრედები კუნთებს, შესაბამის იმპულსებს გადასცემენ. მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში, თამამად აცხადებდა, რომ იგი ინდუქტორის მიერ ჩაფიქრებულ ნივთსა თუ საგანს შემეცნებაში სახობრივად აღიქვამდა და ამიტომ კერძოდ, ამა თუ იმ ინდუქტორისთვის დამახასიათებელი ენის ცოდნა, არ ჭირდება; როგორც ცნობილია, თავად ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობდა გამართულად: ვერც იდიშზე, ვერც პოლონურზე და ვერც რუსულზე. თუმც, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მან ერთხელ ქართულად და იგლისურად მიცემული დავალების ამოცნობაც კი შეძლო.
|
მხრებში მოხრილი მიცუხცუხებდა, მე მივყვებოდი. მეჩვენა, რომ მოტეხილი იყო და უნებლიეთ მისდამი სიბრალულით განვეწყვე, მომინდა შევშველებოდი და ვცადე ფეხი ამეჩქარებინა, რათა ჩემს მიერ გადამალულ ნივთამდე მლე მიმეყვანა. მაგრამ იგი შემეწიინაღმდეგა, თავისი ნაბიჯების რიტმი არ დაარღვია. ისევ მისეული შეგრძნებითა და ალღოთი იკვლევდა გასავლელ გზას. დვტოვეთ დარბაზი, გავედით დერეფანში, აქ კიდევ ერთხელ ვცადე წაშველება, იმ ოთახისკენ გავიწიე, სადაც მაყურებელთა პალტოები და ქურთუკები კედელზე ჩარიგებულ საკიდებს იყვნენ შესეულნი. მაგრამ ვოლფმა ფარულად, თუმც, კვლავ ენერგიულად შემაბრკოლა: თავად განსზღვრა, საით უნდა წასულიყო, არადა, მე როგორც ინდუქტორი მის მხარეს ვიყავი. ვერ გეტყვით, მისთვის ეს შველა იყო თუ პირიქით…
როცა ოთახში შევედით და იმ ადგილს მივუხლოვდით, სადაც კედელზე სხვა პალტოებთან ერთად, ჩემიც იყო მიკიდული. ასე, ერთი მეტრის დაშორებით, უცაბედად გამომწვევად, ჯიქურ შევჩერდი, მივანიშნე, თუ ასე არ გინდა ჩემი წაშველება, მიდი და უკვე, თავად იპოვე რომელია მეთქი.. თუმც, ფიქრით დაჟინებით მივანიშნებდი მის ადგილსამყოფლს.
მან იგრძნო გამოწვევა, ხელი შემიშვა, მართალია მიზნამდე, მცირე მანძილი აშორებდა, მაგრამ ყოველ საკიდზე სამი-ოთხი პალტო და ქურთუკი გახლდათ მიტენილი. წუთით შეყოვნდა, ოდნავ მიბრუნდ-მობრუნდა და რუხი ფერის პალტოს შეახო ხელი. მერე მის შიგა ჯიბეში მთრთოლვარე მარჯვენა ჩააძვრინა და შავად შეფერილი, მოგრძო გსაღები ამოიღო…
_Да, да! _რუსულად დავუდასტურე. მესიამოვნა, რომ არ ”დამაღალატა”.
ვოლფმა, თვალებზე ახვეული შავი ნაჭერი შემოიხსნა, წამიერად, თითქოსდა ნიშნისმოგებით შემათვალიერა და გასასვლელისკენ წავიდა, საიდანაც რამდენიმე ცნობისმოყვარე მაყურებელი გვითვალთვალებდა.
იგი სცენაზე დაბრუნდა. მე გასაღები მექანიკურად ჩავიდე ჯიბეში და საკუთარ ადგილს დავუბრუნდი.
_დავალება შესრულებულია!_მიმართა მაყურებელს მაგმა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
მე წამოვდექი, გასაღები კოსტიუმის ჯიბიდან ამოვიღე და ხელი ამაყად ავწიე. ცოტაოდენი ტაშიც დავიმსახურე.
მერე სხვა ”ინდუქტორები” და უფრო ხატოვანი ნომრები იყო.
”ფსიქოლოგიური ცდები”, რომ დამთვრდა, დარბაზი, თითქოს ვალმოხდილივით დავტოვე.
ეს იყო და ეს, მაშინ ამ შეხვედრისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტად გავეცანი ვოლფფ მესინგის მოღვაწეობის ამსახველ ფაქტებს, მით უფრო მომინდა, იმ შემთხვევიდან რაღაც მივიწყებულის თუ საგანგებოდ გადამალულის გახსენება.
ერთგან, ვოლფ მესინგისდმი მიძღვნილ საინფორმციო საიტზე რუსი მაყურებლის ვინმე ალექსანდრეს კომენტარი წავიკითხე:
ალექსანდრე / 21.04. 2017
”მე მონაწილეობა მაქვს მიღებული ”აზრების კითხვის” მესინგისეულ ცდებში 1956 თუ 57 წელს. მესინგმა ყველაფერი სრულყოფილად გააკეთა. ახლა მე ვფიქრობ, რასაც მაშინ 14 წლის ასაკში ვერ ვხვდებოდი. _მე ვფიქრობ, რომ მესსინგმა ჩამინერგა, გარკვეული ნიჭი, (შესაძლებლობები) მასთან შეხვედრის შემდეგ, მე რამდენჯერმე იმგვარი აბსოლუტურად არარაციონალური საქციელი ჩავიდინე, რომელმაც ჩემი ბედი განსაზღვრა. მესინგი ადამიანს და მის მომავალს მგძნობიარედ აღიქვამდა. იგი არა მარტო კითხულობდა მას, არამედ, შეეძლო შეეტანა მასში ზოგიერთი კორექტივი…”
”ვავაა!” მხიარულად გავიფიქრე, ”და ამას მე, ახლა ამდენი წლის მერე უნდა ვგებულობდე?!”
და ნეტა, რა იყო ის რაღაც? მძაფრი ინტუიციის უნარი, განგებისგან ბოძებული ზოდიაქოს მიხედვით მომსდგამდა. ახირებები ბავშვობიდან არ მაკლდა, როგორც მერე მოზრდილს მახსენებდნენ, ბავშვობაში სულ ტიტლიკანა დავრბოდი… ერთხელ, ალბათ, ასე სამი წლის თუ ვიქნებოდი
ბახმაროში, რომ ვისვენებდით, წყაროდან წყლის მოსატანად გასულ დედაჩემს ჯუტად ავედევნე თურმე. გარეთ გვარიანად გრილოდა და წვიმდა. დედაჩემს ბარხატის ხლათი ეცვა, მე შიშველი მივსდევდი. გზად შემხვედ ქალს გაოცებნარევი ინტერესით უკითხავს: შენ ქალო, ამ ბავშვის დედა ხარ თუ დედინაცვალიო…
არა, მე უფრო შემოსილი მახსოვს ჩემი თავი, კი სკოლაშიც ჩაცმული დვდიოდი, თუმც, თავში ხშირად შიშველი აზრები მიტრიალებდა. ალბათ, რომანების მოჭარბებულად კითხვის ბრალი იყო. რამდენიმე ლექსისმაგვარი სასიყვარულო ამოფრქვევა მეშვიდე კლასამდე მქონდა, მერე ”დავბრძენდი” და სათავგადსავლო რომანების წერას მივეძალე. ალმა-ატაში ჩასვლამდე ორიოდე ლექსი და ერთი ნოველა გამოქვეყნებულიც კი მქონდა, ადიგენის რაიონულ გაზეთში. ჯარიდან სამსახურის დამთავრებას, რაღაც სამი თვე რომ მიკლდა, მარცხენა ფილტვის დაჩრდილვის გამო დემობილიზირებული ვიქენი და პირდაპირ აბასთუმნის საგზური გამიხერხეს. ისე, ალმა-ატაში ჩემს გადაბარგებაზე აი, იმ ”დაჩრდილვის მოტივმაც” გვარიანად იმოქმედა, და ჩემი მომავალი ბედ-იღბალსაც გვარიანი ფათერაკიანი გეზი მისცა. ასე რომ დიდ მაგს, ჩემი ორომტრიალიან ცხოვრების გამო ბრალს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ მაინც გულუბრყვილოდ მომინდა იმ შემთხვევიდან რაღაც მივიწყებულის თუ საგანგებოდ გადამალულის გახსენება.
სხვათაშორის ვოლფ მესინგი, მაშინ სამოცდათერთმეტი წლისა უნდა ყოფილიყო, ახლა მეც სამოცდაათს გადაცილებული ვარ; გარკვეული თითქოსდა წარმატებული შემოქმედებითი წარსულის მქონე, მაგრამ გაცილებით მეტი, რომ ვერ შევძელი, უკმაყოფილო ვარ; რაღაც სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და _სასარგებლო… ასე, რომ იმ ”ალექსანდრესგან” განსხვავებით, მასთან შეხვედრისას, რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები არ მგონია მიმეღო, ოღონდ, იმის იჭვი კი გამიჩნდა, შესაძლოა მაგმა, რაღაც შიფრი ჩამინერგა მეთქი; შესაძლოა, ამგვარი გამოცანა-შიფრის მომცველი იმპულსებით, იგი სხვა მისტიური ნიშნით გამორჩეულ ინდუქტორებსაც მუხტავდა, რათა ადამიანისეული იდუმალების ახსნა სხვებსაც ეცადა. (…როგორც ამბობდნენ, თავად მესინგისთვის ყველაზე დიდი გამოცანა, თავად მესინგი გახლდათ.) და ისიც შესაძლოა, რომ ამას ქვეცნობიერად აკეთებდა.
იმ ”შეხვედრისადმი”, კარგა ხნის მანძილზე, ჩემი ზერელე დამოკიდებულების გამო, ნაკარნახევი ”სიტყვა-თილისმის” შეცნობა დღემდე ვერ შევძელი, მაგრამ გავიდა ხანი და შესაბამისი იჭვიც იშვა…
ანუ, როგორც 1977 წელს დაწერილი ჩემი ლექსის ერთ სტროფში იკითხება:
…
მერე იმ სისხლზე, იმავ მწუხრიდან,
ია და ვარდი ამონათდება,
ჩამოიქროლებს სიტყვა-თილისმა,
ხვალის იმედი წამოფრინდება…
ია და ვარდი ამონათდება,
ჩამოიქროლებს სიტყვა-თილისმა,
ხვალის იმედი წამოფრინდება…
”ჩვენი ცხოვრება _ თამაშია, რომლის წესები, ჩვენთვის უცნობია” გაგვიმხილა დანიელმა ფილოსოფოსმა, თეოლოგმა, კრიტიკოსმა და პოეტმა ანუ გამორჩეულმა მოაზროვნემ სიორენ აბი კირკეგორმა.
მაგრამ ზედმიწევნით პრაგმატულ ადამიანებს, ბრიყვულად ჰგონიათ, რომ ამ თამაშის წესები ზედმიწევნით იციან…
მე ალალად ვგრძნობდი, რომ სიორენ კერკეგორის მიერ ფილოსოფიურად მინიშნებული თამაშისა კი არა, საკუთარი თავისაც ნაკლებად მესმოდა.
ვაბარებდი იურიდულ ფაკულტეტზე, მივიწევდი თეატრალურ სცენისკენ, მაწვალებდა წერის ჟინი, და იმხანად ქალაქის საყოფაცხოვრებო კომბინატში სხვადასხვა თანამდებობების მიხედვით დაკისრებულ მოვალეობებსაც (ტექნიკის უსაფრთხოების ინჟინერი, უფროსი ტექნოლოგი, ნაკადის უფროსი) პირნათლად ვასრულებდი. ქართულ მწერლობაში დამკვიდრების მცდელობის სუსხი ჯერ კიდევ არ მეგემნა, გულუბრყვილოდ ვიყავი დარწმუნებული, რომ ნიჭიერებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა… ეს კი მთავარი შეცდომა იყო, რამაც, საკმაო სიმწარე მარგუნა.
ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია მქონდა, თუმც, სახელდობრ რა გზით უნდა გამოხატულიყო ეს მისია, ნათლად ვერ წარმომედგინა.
მაგრამ, ის, რომ ჩემი ვაჟის, ავთანდილ გოგეშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სარეკლამო აფიშაზე, აღნიშნულია: ”შოუ აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ" ტექნიკას და საილუზიო ხელოვნებას (შთაგონება, ჰიპნოზი, პრეკოგნიცია, მნემონიკა და სოც.ინჟინერიის ტექნიკები…)”, საშუალებას მაძლევს ლეგენდარულ მაგისთან შეხვედრას ესა თუ ის ინტერპრეტაცია მივცე და ადამიანის, როგორც ბიოფსიქოსოციალური არსების მიმართ, ამა თუ იმ ჩემეული ”მეცნიერული ვერსიით” წავითამაშო. სხვა თუ არაფერი ინტერნეტში მისი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი ეპიზოდების მოკვლევისას, ჩემთვის, ორმოცზე მეტი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ყმაწვილკაცობაში, თავად მე ერთი ცნობილი მსოფლიო მაშტაბით გათვლილი ”შეთქმულების” მსხვერპლი ვყოფილვარ…
ამ დასკვნამდე, ინტერნეტში, შემთხვევით ამოკითხულმა, იფორმაციამ მიმყვანა, ანუ «Катехизис еврея В СССР» 1946 г. (”ებრაელთა კათეხიზმო სსრკ-ში”) წესდების შინაარსმა. იგი, მეოცე საუკუნის, ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, საბჭოეთში ფარულად ვრცელდებოდა და მხოლოდ ებრაელთათვის იყო განკუთვნილი. იცნობდა თუ არა, ამ ”მიმართვას” ვოლფ მესინგი. დიდი ალბათობით იცნობდა; ის ხომ ებრაულ ოჯახში დაიბადა, მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, ვარშავიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გურა-კალვარიაში. ცოტა ხნით თალმუდსაც კი სწავლობდა…
არ მგონია, მასში მოცემულ მცნებებს მისდევდა, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ საბჭოეთში, მის წარმოდგენებს, ”ებრაელთა კათეხიზმო სსრკ-ში” გათვითცნობიერებული მრავალი მისი თანამოძმე, მის წარმოდგენებს გარკვეული ”მისიით” ესწრებოდა.
ერთი შეხედვით, ეს ”კათეხიზმო”, ებრაული თემიდან განცალკევებით მყოფი მოქალაქისთვის, რაიმე მნიშვნელოვანს, ალბათ, არც წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ ერის წარმომადგენელთა დიდ უმეტესობას, მისი შინაარსი, არც აინტერესებდა… არადა, ბევრისთვის, მის ზოგიერთი მუხლის ცოდნა, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, მაგალითად ჩემისთანა ალტრუიზმისკენ მიდრეკილი ყმაწვილკაცისთვის…
ტექსტის პირველი აბზაციც გონივრულადაა შეხამებული, საერთო საკაცობრიო იდეალებთან:
”ებრაელებო!
გიყვარდეთ ერთმანეთი, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს, იყავით შეკავშირებულნი, რაგინდ დიდ სივრცეებში არ იყოთ მიმოფანტულნი, ან თუნდაც, ეთმანეთთან სიახლოვეში მყოფთ, ერთმანეთი გეჯავრებოდეთ.”
მაგრამ შემდგომ, სხვაგვარად ორაზროვნული და მზაკვრული მითითებებია მოხმობილი.
ვფიქრობ ,ქართულ წიაღს შეთვისებული ებრაელები, ამგვარი რამით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები. ინტერნეტში, თავდაპირველად ხსენებული ”კათეხიზმოს” თარგმანი ვერ ვიპოვე და შევეცადე ზოგი ”პიკანტური” ადგილები თავად მე მეთარგმნა:
”ამიტომაც არის ნათქვამი ”ვისი მოზვერიც არ უნდა შეხტეს, ხბო ჩვენია” ამისდა მიხედვით, ჩვენთვის გამოსადეგარ გოის მიეცით არა მარტო თქვენი ქალიშვილი, არამედ თუ ვითარება მოითხოვს, ნუ დაგენანებათ თქვენი ცოლიც, თუნდაც მის საყვარლად. ებრაელი ქალისგან დაბადებული თავის შვილების გამო, ისინი თავიანთ ეროვნულ გრძნობებს დაკარგავენ, ყოველ შემთხვავაში ებრაელთმოძულენი ვეღარ იქნებიან.
ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგია! თვალი თვალის წინ! კბილი კბილის წინ! ასე გვასწავლიდა მოისეი, ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. შურისძიება _ წმინდა საქმეა. ის აწრთობს ხასიათს, განამტკიცებს ადამიანს… (მოკლედ,როგორც ჩვენთან, ალალად წამოცდებათ: ნეტა, არ წამეკითხაო… გაძლებდნენ, აბა, არ გაძლებდნენ…) ქრისტიანული თანაგრძნობის, მორჩილების, თვითგანდგომის ლოზუნგები გოებს დაუტოვეთ _ ასეთები ღირსნი მხოლოდ თავად არიან…
და კიდევ ისეეთი რამეები, რომ უმჯობესია მათი ციტირებისგან თავი შევიკავო.
ვაი, შენ ჩემო თავო, ირონიულად გავიფიქრე ათეული წლების შემდეგ, რა მახეში შეუტყუებიხარ იმ ქალბატონს. ”ებრაელი ქალისგან შობილი, თავისი ბავშვების გამო, ისინი დაკარგავენ თავის ეროვნულ გრძნობას, ყოველ შემთხვევაში ისინი ვერ იქნებიან ებრაელთმოძულენი…” არადა, ჩემი მშობლების ოჯახში თუ მის გარშემო, ებრაელთა მიმართ სიძულვილს, არც არვინ ამჟღავნებდა. ის კი არა, ისინი მე, ქართულ წიაღში, მშობლიურად მყავდა გათავისებული, ერთი პირობა, ”ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგროლოს” სააზროვნო ნაწილადაც კი აღვიქვამდი. ახლა, ისრაელის სახელმწიფოს ალალი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმ ალმა-ატისეულ ეპიზოდს, იმიტომ ჩავუღრმავდი, რომ ხშირად, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესების არაარსებითად აღქმა, ცხოვრებისეულ სიფხიზლეს გვარიანად გვიბლაგვებს და შესაძლოა, მერე და მერე გარკვეული უიღბლო დრამატიზმის სტიმულატორადაც იქცეს.
მაშინ კი, როგორც ჩანს, მსგავსი, რამეები დიდად არ მადარდებდა, მეჩვენებოდა, რომ ის ქალი, აღფრთოვანებული იყო ჩემით, უსაზღვროდ ვუყვარდი და ერთგული გხლდათ.
დიახ, ჩემთვის მეტად ნაცნობი, ქართველი ებრაელებით დასახლებული კულაში, მოძმე ეთნოჯგუფით დასახლებულ ადგილად მიმაჩნდა. მართალია, სოფელში, ჩემს ბავშვობაში, ”ძველმანების” და ქათმის კვერცხების შემსყიდველი აბრამა-ურია, რომ გამოჩნდებოდა, ზოგი მშობელი, უშნოდ ამიზეზებულ ბავშვს აშინებდა, თუ არ გაჩერდები აბრამა მოგიპარავს, ტომარაში ჩაგაგდებს, და მერე ნახავ შენო… მაგრამ იმავე აბრამას გამოჩენა ბავშვებს გვარიანად გვახალისებდა. და ზოგი მისგან საჩუქრად ”ბალიშა კამფეტებსაც” ქე იღებდა.
მაგრამ, როცა ”ებრაელთა კათეხიზმო სსრკ-ში” წავიკითხე, ჩემდა უნებლიეთ, იმ ჩემი ყმაწვილკაცური წარსულის გამო შევკრთი. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება არაებრაელი მამაკაცების მიმართ, ებრაელი ქალებისთვის დასახულმა სტრატეგიამ მიიპყრო. სხვაგვარად შევიგრძენი, ჩემი მაშინდელი ”გულუბრყვილობის” წყალობით, თუ რა ტრაგიკომიკურ ვითარებაში ვყოფილვარ გახლართული.
ჰოდა, ამ ჩემმა ”მეგობარმა” ქალბატონმა, რაღაც ორი თვის ურთიერთობა გვქონდა, რომ გამიმხილა, ნათესავებმა მთხოვეს, შენი საქმრო გვასტუმრე, ძალზე გვაინტერესებს მისი გაცნობაო…
_რა აუცილებლობაა მეთქი…
_არა, აუცილებლად უნდა გნახონ, წესია ასეთი, იმ უბანში, ადრე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით, ბავშვობა იქ გავატარე, ძველი უბანია…
რაღაც რომატიკული განწყობა დამეუფლა, ალბათ თბილისის ერთი ძველი უბანი გამახსენდა, სადაც ტექნიკუმში სწავლის დროს ქირით ვცხოვრობდი. ჰოდა, მეტად აღარ შევწინააღმდეგებივარ.
გაზაფხულის მზაინი ამინდი იდგა. ვაშლები უკვე ყვაოდნენ, გარშემო დამათრობელი სურნელი იფრქვეოდა.
…
ზოგი გამოვარდა, ზოგი გამოცოცდა, ცნობისმოყვარედ, ეშმაკური ღიმილით გვათვალიერებდნენ, განსაკუთრებით მე…
_გოი, გოი!_თავისებური აზარტით წარმოთქვამდნენ, ჩემს სანახავად ეზოდან გამოსული, მუცელწამობერილი ქალები.
მერე ჩემს თანამგზავრს, ორაზროვნულოად ულოცავდნენ. (როგორც ჩანს ”ნანადირევს” უქებდნენ).
_ეს გოი რაღაა მეთქი,_ვკითხე ჩემს გვერდით ამაყად მომავალ ქალს.
_შინაურულად გესლმებიან…_შემომჩურჩულა მან
მეც გულუბრყვილოდ დავიჯერე.
მაგრამ შემდეგ, როცა ერთ ოჯახში, ღარიბულად გაწყობილ სუფრასთან მიმიწვიეს… სამ კაცს, ჯერ ერთი პოლიტრაც არ გვქონდა დაცლილი, რომ ერთი შეთვრა და ამიხირდა,შენ გოი ხარო…
ალბათ ჩემდამი სხვებივით პატივისცემას გამოხატავს მეთქი, მაგრამ მერე ძაან გაუტია. მეორე ამშვიდებდა, დაანებე თავი კარგი ბიჭი ჩანსო, მაგრამ მეორე ”პოლლიტრაზე”, რომ გადავედით, იმ პირველმა გარკვევით მითხრა მონა ხარ, მონა, შენ ჩვენთან არ უნდა სვამდეო, ჯერ ვიფიქრე, ალბათ, არაყმა გადარია და უხეიროდ ხუმრობს მეთქი და სიცილი ამიტყდა, ერთი დაღლარკული ვინმე იყო და ანუ, როგორც ათეული წლის შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა, მაშინ ამ არსებას, თავისი წარმომავლობისა და იმ ”კათეხიზმოს” მიხედვით ასრასრულფასოვან არსებად ”გოიდ” მივაჩნდი და ალბათ, ის ჩემი ”მეგობარი” ქალიც იმ ”კათეხიზმოსდა” მიხედვით თავისებური მისიით იყო გატაცებული. რა თქმა უნდა, ის სუბიექტი, თავის ახირებაში გულწრფელი იყო. მაგრამ ჩემზე ნამდვილად ვერ იტყოდი მონური სულის მატარებელიაო. აშკარა იყო, ქალს, მშვენიერი ქალაქის ალმა-ატის ებრაული თემის, რომელიღაც ნაწილის მიმართ, არსებული ”კათეხიზმოს” მიხედვით გარკვეული მოვალეობა გააჩნდა. თავდაპირველად, ამას ვერ ვამჩნევდი, მაგრამ მერე, მისი და დედამისის გასაიდუმლოებული ჩურჩული ქვეშეცნეულად მაღიზიანებდა. არადა, ორივენი გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩემს მიმართ კეთილგანწყობა გამოეჩინათ, თითქოსდა, ამით, იმ ”ჩურჩულიდან” წამოსული მზაკვრობის შენიღბვას ცდილობდნენ. …ბავშვი, რომ გაჩდა, ლამაზი მომხიბლელი გოგონა, რომელის იერი, ჩემი ბავშვობის ფოტოებს მაგონებდა, მე თითქოს ყველა წყენა მიმავიწყდა, მაგრამ მალე ქალბატონმა ჩემი მართვა მოინდომა, სიდედრმა, რომელიც პოლონელ ებრაელთა მოდგმისა იყო კი, ჩემი საქციელის გაკონტროლება, ჰოდა, მეც სხვაგან გადავედი საცხოვრებლად…
ქალი დაჟინებით ითხოვდა, ჩემს შინ დაბრუნებას. ერთი ორჯერ სამსახურშიც კი მომაკითხა და თანამშრომლების თანდასწრებით წამომიყენა პრეტენზია, ოჯახს არ პატრონობო… არადა, დასაწისში, ისე ძალზე უნდოდა ჩემთან ყოფნა, ისე ძალზე რომ, სხვას არც არაფერს დაეძებდა, ოღონდ ”ჩემით ესუნთქა”.
ჰოდა, საქართვერლოში დაბრუნების სურვილით შეპყრობილმა, სამსახურიდან თანამშრომელთა მოულოდნელად დავეთხოვე და პირდაპირ ალმა-ატის აეროპორტისკენ გავეშურე. ეტყობა, მისი თხოვნით, სამსახურში ვიღაც ”მითვალთვალებდა” და იგი მალე, მოსაცდელში, საკამზე ჩაძინებულს, თავზე წამომადგა, კატეგორიულად მომთხოვა შინ დაბრუნება, მე ნასვამი ვიყავი… (ორიოდ თანამომშრომელმა, რომელიღაც სასაუზმეში, ნაუცბათევი გაცილება მომიწყვეს.)
ქალი, კი ყოველნაირად ცდილობდა ჩემს შეჩერებას. მილიციელებიც კი დამაყენა თავზე, მაგრამ, როცა მათ თვითფრინავის ბილეთი ვაჩვენე, საქმის ”გართულება” გადაიფიქრეს. უბრალოდ, მშობლიურ საქართველოში დაბრუნებას, ხომ არ ამიკრძალავდნენ…
მერე კი, თხოვნისა და მუქარის წერილებს მიგზავნიდა მასთან დავბრუნებულიყავი… მალე ბავშვს, გვარი გამოუცვალა, მერე და მერე საქართველოში მოქმედ იმ ორგანიზაციებში, რომელთანაც სამსახურეობრივი თუ შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა, ჩემი პიროვნების უარყოფითად წარმომჩენი შინაარსის წერილებს საგულდაგულოდ ამისამართებდა. საქართველოს სარეკლამო სააგენტოში (რომელიც, მაშინდელი სსრკ-ას ”სათავო ოფისს” ექვემდებარებოდა) ოთხმოციან წლებში უფროსს რედაქტორად ვმუშაობდი. ”მიტოვებულს” ერთ-ორ ჩემს მაშინდელ რუსულენოვან თანამშრომელთან, დიდი ალბათობით პირადი მიმოწერაც ჰქონდა… და ისინიც ჩემდამი მზაკვრულად იყვნენ ჩასაფრებულნი, განაკუთრებით ჩემი გარე შემოსავლებით (ჩემს სახელზე გამოწერილი, მცირე ჰონორარებით იყვნენ დაინტერესებულნი). მოკლედ, რომ იტყვიან ”ჯვარს მაცვა”. დიდი ეჭვი მაქვს იმ ”კათეხიზმოსდა” მიხედვით დაგეშილი ”მენტორის” დარიგებებისდა მიხედვით იქცეოდა.
იუმორით თუ შევხედავთ, ჩემთვის, თავისებური შეღავათი იყო, როცა ”ებრაელთა კათეხიზმო სსრკ-ში” კვალზე ინტერნეტში, თემატურ სტატიას წავაწყდი, რომლის სათაური ”რუს ბელადთა ებრაელი მეუღლეები” ჩემდამი, ნიშნისმოგებას მოჰგავდა.
_ჰო, ნიჭიერი კაცი იყო სტალინი, ზოგს ციხეში სვამდა, ზოგს…_აბა სხვისი ”გოებით” დაკომპლექტებული პარტელიტა თუ მთავრობა მთავრობა, რა ჭირად უნდოდა…
აი ამონარიდები იმ წერილიდან:
”მართლაც, როგორც ისტორიიდან არის ცნობილი 1948 წლის ბოლოს სტალინმა გასცა ბრძანება (განკარგულება) დაეპატიმრებინათ ყველა თავისი თანამებრძოლის ებრაელი ცოლი: ანდრეევის ცოლი_დორა ხაზანი, პოსკრებიშევის ცოლი _ ბრონისლავა სოლომონოვა, დააპატიმრეს მოლოტოვის ცოლი _ პოლინა ჟემჩუჟინა. სტალინი თავისი ვასალების ერთგულებას ასე ამოწმებდა. პოსკრებიშევის ცოლი, ტროცკის ცოლის და იყო.
…არხანგელსკში, ახალგაზრდა ესერი გოლდა გორბმანი ახალგაზრდა კლიმ ვოროშილოვმა შეამჩნია. მათ ქორწინების ნებას მხოლოდ იმ პირობით აძლევდნენ, თუ ეკლესიაში დაიწერდნენ ჯვარს. საცოლემ მართლმადიდებლობა მიიღო და იქცა ეკატერინედ…
და რამდენიმე უკომენტარო ფაქტი: ”ს.მ. კიროვის, გ.ვ. პლეხანოვის, მ.გ. პერვუხინის ცოლები ებრაელები იყვნენ. ეჟოვის, რიკოვის, კამენევის, (ტროცკის და) ცოლები სტალინმა ომამდე გაანადგურა…”
ლ. რატნერი
«Еврейский мир», 16-04-2007
ეს ისე, მკითხველთა თვალთახედვის გასახალისებლად, თუმც, ის რომ ვოლფ მესინგის ფენომენალურ ნიჭსა და ჩემი ვაჟის ფსიქოილუზიონისტურ მოღვაწეობაზე წამოწყებული საუბარმა, სხვა, ერთი შეხედვით, უცნუარ მოკვლევებამდე მიმიყვანა, უფრო დამარწმუნა იმაში, რომ გარკვეულ ადამიანებს ამქვეყნად მოვლინებისას, თან მოჰყვება გამოცანა-შიფრი, და შანსი ეძლევა მისი ამოხსნით, საკუთარი ბუნება სრულყოს, მერე იქნებ გარშემომყოფეფსაც წაეშველოს…
სრულებით შესაძლოა, რომელიმე თქვენგანი დღემდე გაუთვითცნობიერებლად ატარებს ამ შიფრს… და ერთხელაც:
…
მერე იმ სისხლზე, იმავ მწუხრიდან,
ია და ვარდი ამონათდება,
ჩამოიქროლებს სიტყვა-თილისმა,
ხვალის იმედი წამოფრინდება…
ია და ვარდი ამონათდება,
ჩამოიქროლებს სიტყვა-თილისმა,
ხვალის იმედი წამოფრინდება…
იყავით ფხიზლად, რათა ამგვარად ”მისნური” წამი არ გამოგეპაროთ…
მინიშნებანი...
მინიშნებანი...
მინიშნებანი...
მინიშნებანი...
მინიშნებანი...
მინიშნებანი...
ჯ.გ.
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი Look through books and magazines... Janri gogeshvili...
***
გრიგალში
*
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...
*
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ...
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება
- თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი… /სად, ვინ, როგორ...
- კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ...
- ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ...
- გული ნაოცნებარი /ანონსი
- ***
- ლეგენდარული მაგის მინიშნებანი /ესე-ნოველა
Комментариев нет:
Отправить комментарий