„ორაკულა“ ნოველები
ლიტშემოქმედებითი არქივის გადათვალიერებისას, ათეული წლების წინ, გამოსაცემად ჩაფიქრებული „ორაკულის მინიშნებანის“ ფრაგმენტებს შევავლე მზერა.
„ვიღასღა უნდა მეთქი...“ გავიფიქრე, მაგრამ, ვერც გადასაგდებად გავიმეტე, კითხვას შევუდექი. /თუ ძალზე მოინდომებთ, სამარჩიელო რიტუალის წარმართვა კარტის, ყავის, მონეტების, ხელისგულზე ასახული ღარების და სხვა მისთანანის მეშვებით თავადაც შეგიძლიათ... ჰოდა, კითხვას თუ არ დაიზარეთ, მოსალოდნელია იღბალიც წაახალისოთ.../
„წინასწარმეტყველური“ შეფერილობის ტექსტები, სახალისო კალეიდოსკოპის მანერით იყო გააზრებული; ცნობისთვს „სიტყვა ორაკული ტიბეტელებისთვის მიუთითებს სულზე, რომელიც საჭიროებისამებრ მედიუმი ადამიანის სხეულში ისადგურებს...“ მაგრამ, ათასნაირ ხრიკებგამოვლილ ქვეყანაში, უკვე სხვა ვითარება სუფევდა; მსგავსი თემები, თითქოს, ისევ იზიდავდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუმც, ამგვარად, ჰაიჰარად მოზიდული იღბალი, სხვათა უსაზღვრო ფუფუნების ფონზე, ნაკლებ ცნობისმოყვარეობას იწვევდა... და უნებლიეთ, მეხსიერებამ „მაშველ რგოლივით“ შეამაშველა: „ბორია ღადაეტ!“
ჯერ, უმწეოდ გამეღიმა, მერე კი გულიანად გამეცინა. „თუ მიგნებებში წავხალისდები, არც ეს იქნება ურიგო... “ გამოვუტყდი საკუთარ თავს... ტელეკრანებიდან ხომ ხშირად გაისმოდა აზარტული მოწოდებები: შეცვალე შენი ცხოვრება, საქმიანობა, მიზანი, ყოფა... „ბორია ღადაეტ!“... რა თქმა უნდა, ისიც გამახსენდა, რომ მსგავსი ეპიზოლი, ერთგან, რომან „სიყვარულის კრემატორიუმში“ /”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი, კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love.’ A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’ 1992/ მქონდა ასახული; განწყობა,ში, თითქოსდა ოთხმოცდაათიანი წლებიდან შემორჩენილი ნეშომპალას „სურნელი“ შემოიძურწა; „ბორია ღადაეტ!“... – მიწისქვეშა გადასასვლელში ბოშა ქალის კუთვნილი, საამოდ ფერადი თუთიყუში, მუყაოს პატარა ყუთიდან, სიფრიფანა ქაღალდის გრაგნილს, თავისებური აზარტით იღებდა და ბოშა ქალის ნირზე ატლასის ნაჭრებისგან შეკერლი ფაშფაშა კაბით შემოსილი პატრონის შეძახილზე, თავისი მომავლით გულუბრყვილოდ დაინტერესებულ ზდასრულთ, ყმაწვილთ თუ იღბლის მოზიდვით დაინტერესებულ ყოველ არსებას მარჯვედ აჩეჩებდა.
„ბორია ღადაეტ!“ – ხავერდოვნებაშემორჩენილი ჩახლეჩილი ხმით, გაუმართავი რუსულით შესძახებდა შიგადაშიგ, საუჭვო წარმომავლობის საღებავების გაყიდვით დაკავებული ქალბატონი. „სიფრიფანა გრაგნილი“, ძვირი არ ღირდა, ცნობისმოყვარეობა კი, ნებსით თუ უნებლით გძალავდა. „ბორია“ , ხან იქ ჩაკრავდა ნისკარტს, ხან აქ და იღბალის მოზიდვის მოსურნეც ფრხილად შლიდა სიფრიფანა ქაღალდს, ან საგულდაგულოდ გადაინახავდა, თუთიყუშ „ბორიასგან“ შემოჩეჩებულ „წინასწარმეტყველებას“, მერე განმარტოებით, იდუმალი თრთოლვით, რომ გაცნობოდა; ორიოდე სტრიქონში, თითქოსდა შეფარვით, იყო, რაღაც იმედისმომცემი...
ისე, რჩეული ასტროლოგების, ფილოსოფიური შეფერილოიბის პროგნოზები, ხშირად, რიგით მოკვდავზე დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს; ვთქვათ; „მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა გადავა ლომში. მოიმატებს ამბიციები გონებრივი, დიდი იდეების პროექტების და მასშტაბური იდეების სურვილი გაუჩნდება ყველას. მოიმატებს ამპარტავნობა, ქედმაღლობა და ეგოიზმის ელემენტები...“ არადა, თურმე, ზუსტად, დროის ამ მონაკვეთში, ყოველგვარ ტოქსიკურ ურთიერთობებს, უნდა დაემშვიდობოთ.
ჰოდა, არ მგონია, „ორაკულას “ სახალისო „მისნობამ“ ობსესიური აზრებისკენ წაგიბიძგოთ...
„უნებლიეთ აბურდული ფიქრები, ზოგჯერ, რაღაც იდუმალის შესაცნობად აღძრავს ადამიანს და შესაძლოა, იღბლის მკვესავად იქცეს...“ წავახალისე ჩემეული განწყობა, “რამდენიმე მათგანის რედაქტირების პროცესში, „ორაკულას მინიშნებათა“ ახდენასაც შევეცდები, მერე კი, ვინც, ამგვარი „ფლირტით“ დაინტერესდება, თავად იზრუნოს, რისგან, რას გამოადნობს...“
ვინმემ შესაძლოა, ერთი შეხედვით წვრილმან ფაქტს, მეტი გულისყურით მოეპყრას; მოსალოდნელი წარმატებებიც განსჭვრიტოს თუ დაამუღამოს, ჰო, ყოველივე მოსალოდნელია, სხვა თუ არაფერი, როგორც იტყვიან , თვალს წყალს, დაალევინებთ...
მაშ ასე:
***
ორაკულის მინიშნება
*-*
შენ, აი შენ, მალე ამღერდები... რა არ გჯერავს? იქნებ სიზმარში მღერიხარ, იქნებ, იქ შენს კონცერტებზე ანშლაგია, აქ კი, ცხადში არაფერი არ გახსოვს, ჰოდა ჰაიდა, იმ სიზმარში… სადაც წარმატებული ხარ, იქ უნდა იყო, თუნდაც სიზმრების სიზმრებში მოხვდე…
*-*
იღბლის მკვესავიარა, მთლად მოხუცი არ იყო, მაგრამ თვლიდა, ცხოვრება, უკვე მოლეული ჰქონდა, ხანდაზმული პოფესორი გახლდათ, სტუდენტები მის ლექციებზე დასწრებას არ იზარებდნენ... მაგრამ, მისთვის, ყოველივე ერთფეროვნად გამოიყურებიდა, მხოლოდ აქ, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე პაწია ოთახში, სტუდენტობისდროინდელ ბუკინისტ ძმაკაცთან, ზოგჯერ, მოგონებებით იოხებდა, გულს... არადა, შვილები მოსიყვარულე, შვილიშვილები მით უფრო... ერთხელაც, თუთიყუშის „სიფრიფანა გრაგნილებით“ ხელმოცარულის განწყობით დაინტერესდა; ხანდაზმულ ასაკში, მოეძალა ახალგაზრდობიდან შემორჩენილი წყენა, რომ საკუთარ მოწოდებას უღალატა; ყმაწვილობიდან საოპერო კარიერაზე ოცნებობდა; კონსერვატორიაში სწავლა კი, ვერ გააგრძელა, ისე ”უსწავლელმა”, სიმღერა ვერ გაბედა და დარჩა ასე გულდაწყვეტილი...
ჰოდა, ახლა ეს, „ორაკულა“ თუთიყუშის შემოჩეჩებული „გულთმისნობა“... ისე უცებ და ისე ძლიერ მოუნდა, ჭაბუკობისდროინდელი წადილი აესრულებინა, რომ ხალისიანად გადაინაცვლა ქუჩის მომღერალად მიჩნეულ გიტარის სიმებთან თითებმოთამაშე ბიჭთან, რომელიც , ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტად ითვლებოდა, და რომელსაც ადრე, უხერხულება არ იგრძნოსო, თვალს არიდებდა...
–მაესტრო! თუ ნებას მომცემ შეგეშველები... უთხრა მეგობრულად.
იმას, არც გაკვირვებია, კეთილად მომღიმარემ გიტარა გაუწოდა.
მე, ისე უბრალოდ... და გაბედულად წამოზიდა მკერდი; იმღერა ფიგაროს არია, მოცარტის „ფიგაროს ქორწინებიდან“. მისმა ბარიტონმა უმალ მიიპყრო გამვლელთა ყურადღება, ბევრი აშკარად მოხიბლული ჩანდა. დაბალფეხება სკამზე მოთავსებულ „ქუჩის მომღერლის“ ლითონის ქილაში იმატა და იმატა ფულის ცვენამ...
_სად მღეროდით?!–გაუბედავად კითხა სტუდენტმა.
–სიზმარში...–უნებლიეთ მიუგო პროფესორმა და ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტედან“ ცნობილი არიის შესრულება დაიწყო.
–მაგარი სიზმრები, გქონია მას?!– აღფრთოვანება ვერ დამალა სტუდენტმა.
არადა, მართლაც ასე გახლდათ, წლების მანძილზე, ამა თუ იმ საოპერო არიების შესრულების ხელოვნებას, მართლაც სიზმრებში, თავისდა გაუცნობიერებლად, მისათვის უცნობი მაესტროს მზრუნველობით ეუფლებოდა... ყოველივე ძალზე ბუნდოვნად ახსოვდა, მაგრამ ის კი იცოდა, მრავალი ბრყინვალე აღმოჩენა, სხვადავხვა ადამიანების სიზმრების წყალობით მოევლინა რეალურ სამყაროს...
„ვუნდერკიდი“ დებიუტანტის ნამღერით მოხიბლული მსმენელთა მიერ გადატენილ მიწისქვეშა გადასასვლელში, ლამის საპოლიციო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
*-*
ორაკულის მინიშნება
ცვალებადობით აღსავსე ცხოვრება ყოველ წამს სიბრძნეს გჩუქნის, მაგრამ შენ მისი აღქმის სურვილი არ გაქვს. უმისამარო ზრახვები, შენსავე არსებაში ბოგინობენ და ძალას გაცლიან…. გაუხსენი გული ვინმე ახლობელს და გეშველება. შესაძლოა, მან საკადრისად ვერ გითანაგრძნოს, მაგრამ შენ ხომ განთავისუფლდები და თავს დაანებებ საცრით წყლის ზიდვას…. ხალასი გრძნობა გეწვევა, ნუ შეყოვნდები, იმოქმედე, მაძიებლური ინტერესს მიჰყევ და ნახავ… სიყვარული გეწვევა…
*-*
იღბლის მკვესავი
სიფრიფანა გრაგნილი იღბლად, ერთ მარტოხელა ქალს შეხვდა, ისე შეჩვეოდა თავის ბედს, უკვე გათხოვებაზე საუბარიც არ სურდა და უცებ წამოუარა დაუოკებელმა სურვილმა, თითქმის მივიწყებული, ოციოდე წლის წინანდელი დაქალი მოენახულებინა. იყიდა ტკბილეული და ყვავილები; ფრაზა; –აქეთკენ, ერთი საქმის გამო მომიწია წამოსვლა და გზად შენ გამახსენდიო... – უკვე გამზადებული ჰქონდა... დაქალი „იტალიურ ეზოში“ გახლდათ „ჩარჩენილი“ /თავის დროზე მეზობლის ბიჭს მისთხოვდა, რასაც მათი ბინების გაერთიანებაც მოჰყვა და ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ლაღად ცხოვრობდნენ.../ ზუსტად იმ დღეს, მის მეუღლესთან, ერთი თანამშრომელი, ასე, ორმოცდაათს მიღწეული სანდომიანი ქვრივი მამაკაცი მისულიყო, მორიგი კომერციული მორიგების დასაზუსტებლად და სკოლისდროინდელი დაქალის მოულოდნელი სტუმრობით აღტკინებული დიასახლისის შეძახილებმა იმდენად გაუთბო გული, თავისდა უნებლიეთ ბედის საძებნელად გამოსულ ქალს, ნდობის ამღვრძელი ღიმილითა, ინტერესია შეხვდა... მალევე დაინტერესდა მისი ვინაობია და უნებლიეთ გაიფიქრა: „მგონი, საჩემო ქალია...“
*-*
ორაკულის მინიშნება
შემთხვევითობა პარნასის მწვერვალზე აგიყვანს. დიდხანს ნუ დაყოვნდები, ტაქტიანად გაეცალე იქაურობას. იდუმალების შარავანდედი იფარე და დიდების გემო ძალუმად შეიგრძენი… ისევ მწვერვალისკენ გაუყევ გზას, მაგრამ მხოლოდ შენს არშსი, დაიხვეწე და გარემოცვის სრულყოფას მიეძალე. ნახავ რა სახალისო გახდება ყოფა. თაყვანისმცემლებთან უშუალო ურთიერთობა კი სიმხნევით აგავსებს… შენს აკვანთან დაბრუნდი. იქ მუზები გელოდებიან, რომელთაც უშენოდ მოიწყინეს… ვიცი ეშმაკის მსახურნი წევრილმან ხრიკებით გაბეზრებდნენ თავს, მაგრამ ახლა ისინი დროის დინებამ მოუსავლეთში გაიყოლა, სივრცე განიწმინდა და შენს მოლოდინში სიკეთე ფრთებსა შლის….
*-*
იღბლის მკვესავი
ლამის ოთხმოცდახუთი წლისა იყო, ცოტა ყოჩაღად კი გამოიყურებოდა, თუმც გრძნობდა, რომ სასიკეთოდ აღარაფრის შეცვლა არ შეეძლო. ბატონი გიორგი სწავლულის პირობაზე, ხშირად მოიშველიებდა, საგანგანგებოდ „შემეცნებულ“ ფილოსოფიურ ხედვებს, მაგრამ ახლა უმწეობამ, საკუთარი თავის დააიმედების უნარი ერთიანად გამოაცალა. გალახულ ძაღლივით ალასლასდა გამზირზე და უმისამართოდ გაუყვა გზას... „რა პარნასი აგიტყდა... იმ ხურდას, პურის ფულს წააშველებდი...“ თითქმის წამოიკვნესა... თავს უმაყვედურა, თავი რად გავიბითურეო...
უცებ ჟრიამული და აღტაცების შეძახილები მოესმა:
–კვლავაც სიყვარულით გეგებებათ მაღაზია გეგა პარნასი!–მიუხმატკბილეს გოგონებმა.
–გახსნიდან ზუსტად მესამე დღეს, თქვენ ჩვენი მეთასე მყიდველი ხართ, თქვენი ხანდაზმულობა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან განთავსებული პროდუქციის ასორტიმენტი, ყველა ასაკის ადამიანს ანდამატივით იზიდავს...
ბატონი გიორგის ლამაზად შეფუთულ პროდუქციის ნიმუშებს ჩუქნიდნენ, თან სურათებსა და ვიდეოებს უღებდნენ ... დაბნეული იდგა, მერე მიხვდა, რომ ახალგახსნილ, რომელიღაც საფირმო მაღაზიაში შესულიყო... სიმხნევემ მოიცვა... გმადლობთ, გმადლობთო... ხალისიანად ამბობდა იმ წამებში ასულდგმულებული ბედის მადლიერი.
საჩუქრებისა და სარეკლამო რიტუალის შემდეგ, წინასწარ გამოძახებულ ტაქსში ჩასვეს და სახლისკენ გამოისტუმრეს...
საჩუქრები ლიფტამდე მძღოლმაა მიატანინა.
ინანა „ორაკულის მინიშნება, რომ გადააგდო, მოინდომა იმ მინიშნებიდან , ცოტა რამ მაინც გაეხსენებინა...
ტელევიზიებში, მაღაზია „გეგეპარნასის“ რეკლამის გაშვების შემდუგ, მისი ცხოვრება , თითქოსდა გამოცოცხლდა... იყო ტელეფონის ზარები და მოკითხვები, რამდენიმე ძველისძველ ნაცნობთან მისი ურთიერთობა სასიამოვნოდ განახლდა, ბევრი, მის სამასწავლებლო დამსახურებასაც იხსენებდა; ის კი არა, არტისტულ ნიჭსაც უქებდნენ...
*-*
ორაკულის მინიშნება
გააბრიყვე და გაბრიყვდი. ერთხელ შენც იგრძენი რა კარგია იყო კეთილი ბრიყვი. როცა სხვებს სიამოვნებას ჰგვრი. ფრი, ფრი, ფრი! კაცობრიობაც ამ პროცესშია. ერთეულები უნარჩუნებენ სახეს. და იყავი გამორჩეული, სიბრიყვით მაინც… სიბრიყვე, სიბრიყვე, სიბრიყვე… ბრიყვობის ვირტუოზი… არა, ბრიყვული ბრიყვობის დიდოსტატი, ან იქნებ, ბრიყვული რჩევების სალარო… მოკლედ გააღვიძე, დახვეწე ეგ ბოძებული სიბრიყვე, რაც შენს იმიჯს იდუმალ მომხიბალელობას შესძენს...
*-*
იღბლის მკვესავი
მაჭარივით ბიჭი გახლდათ; საცა იყო საშუალო სკოლა უნდა დაემთავრებინა და მსახიობობაზე ოცნებობდა, ფიქრებში, ჰეროიკული ფილმების გმირად ხშირად წარმოიდგენდა თავს; კი, გარეგნობაც შესაფერისი ჰქონდა, სამსახიობო ნიჭიც ნამდვილად მოსდგამდა, ოღონდ, ჰეროიკული „იმიჯის“, ასე შაბლონივით მორგება სილაღეს ართმევდა.. და „ორაკულის მინიშნება“ ლამის შეურაცხყოფად მიიღო. „რომელი მასხარა შენ გნახა?!“ გამახელებლად შეუჩნდა, არაცნობიერიდან გამომტყვრალი იჭვი, მაგრამ უცაბედად, რომელიღაც ჟურნალში, თითქოსდა ჰაიჰარად ამოკითხული ლექსის ფრაგმენტი გაახსენდა:
...ვერც გართობაში ავლენს სიწრფელეს,
რადგან ეჭვობს, რომ წაიხდენს ”იმიჯს”...
და უცებ, ძალზე კეთილად გაეღიმა, მას კი ეგონა, გულუბრყვილოდ ვიღიმებიო ... მერე, თავისდა უნებლიეთ, უფრო და უფრო ხვეწდა ამგვარ გამომეტყველებას, აზარტულად მოუნდა სახეზე სრული სიბრიყვე ასახვოდა. რომელიღაც კულტურის მუშაკთა შენობასთან რომ ჩაიარა, იქვე სკვერში გრძელ სკამზე არხეინად დაჯდა. აინტერესებდა ხალხის ყურადღებას თუ მიიქცევდა და მალე შეამჩნია,, რომ ვიღაც გამხდარი ასაკოვანი კაცი, რაღაც უცნაური იერის აპარატით, აზარტულად უღებდა სურათებს, უნებლიეთ შეცბა და მეტისმეტად მკაცრი გამომეტყველება მიიღო...
–კასტინგზე იქნები მოსული... ჰოდა, გაგიმართლა, რიგში ნუ ჩადგები...–შინაურულად უთხრა კაცმა და მიანიშნა გამომყევიო...
...რაღაც ორიოდე კვირაში მაჭარივით ბიჭისთვის თეატრალურში ჩაბარება პრობლებას აღარ წარმოადგენდა... ერთი წლის შემდეგ ცნობილ და იმედისმომცემ კომიკოსად ითვლებოდა; ის „ბრიყვული ღიმილი“ ძალზე შველოდა.
ჯ.გ.
*-* ***.„ორაკულა“ ნოველების მომდევნო ხილვები, „გზადაგზა“ იხილეთ...
მიმოხილვითი –ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ...
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება
- თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი… /სად, ვინ, როგორ...
- კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ...
- ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ...
- გული ნაოცნებარი /ანონსი
- ***
- ***
- *
- პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...
Комментариев нет:
Отправить комментарий