Translate

пятница, 21 июля 2023 г.

“გამომგონებელი” ომისა / იუმორისტული ნოველა /


ისტორიაში 100 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება - ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ - 2023

გამომგონებელიომისა / იუმორისტული ნოველა /

 მე, მე არ ვარ!!!” აგერ, უკვე, ერთ თვეზე მეტი იყო, ამგვარი ეჭვი აეკვიატა ნეროს.

ისე უცაბედად და უცნაურად აეკვიატა ეს ეჭვი, რომ გადაწყვიტა, საკუთარი საბუთები გადაემოწმებინა. ნებროთ ნიმროდის ძე როდავა. დაბადებული 1983 წელს. დაბადების ადგილი საქართველო, თბილისი...

„კი ბატონო, ფეისბუკზეც ასე ვარ! მაგრამ, არ ვარ მე ნებროთი, ნებროთი, არ ვარ მე...” საკუთარ თავს გულისხმობდა, და არა ბიბლიურ გმირს, იგივე ნიმროდს, ნიმრუდს, ნიმვრუდს, ქამის ძის ხუსის მითიურ შვილს, რომელიც მოხსენებულია, როგორც სწორუპოვარი მონადირე დაგამომგონებელიომისა.

არა, არ ვარ, მე ნებროთი!!!” ყველაფერი, ბაბუაჩემის ნოეს ბრალია, ახირებული კაცი იყო, ბიბლიური ნოეს შთამომავლობა თავისებურად ჰქონდა გადათვლილი. შენ სული, ბაბილონის სამეფოს დამაარსებლის, სულის თანაზიარიაო, მეხუმრებოდა თავისებურად, ხანაც შუმერების მემკვიდრედ მაცხადებდა, ამ ხუმრობა-ხუმრობაში, მგონი დამაკოპლექსა კიდეც...”

რა მიგავს მე მონადირეს, ისე, სახალისოდ, ბუხის შესაძახებლად თითიც კი, არ გამიშვერია ჩიტისკენ, მით უფრო, რამხელა უსინდისობაა, ომის გამოგონება დამაბრალო?!“ თავისდა მალულად, იმის შიში გასჩენოდა, ამ, არეულ ქვყენაში, ვინმე პოლიტიკურად აჟიტირებულისგან, ლექსიკონებში შემალული, ჩემი სახელის სრული განმარტება, რომ გამოამზეურდეს, ნაცნობებმა უპრაგონოდ არ მომაძახონ, უკრაინელებს, რომ იცავ, აშკარაა ომი გდომებია შენო... არადა, წართმეულ მიწებზე უფრო დარდობდა, შიგადაშიგ, დედულთს მისტიროდა... კი, ბრმა შიშმა, ასე იცის... და მოულოდნელად თავს გმოუტყდა ბაბუამისი ნოე რომ გარდაიცვალა ნამალევად, ორჭოფულად, მაგრამ ცოტათი შვება იგრძნო, ეგონა მისგან სახელად მიწებებულ ნებროთს სხვებივით მიივიწყებდა. რადგან, უკვე ნეროს ეძახდნენ. გავლილი იყო ბავშვობის პირველი წლები; როგორც კი, მასწავლებელი სასკოლო ჟურნალში მის სახელს ამოიკითხავდა, ბავშვების ფხუკუნიც იქვე იყო.

და როცა თნაკლასელებისთვის ზედმეტ სახელების მიკუთვნების მოთავე ბაჭუმ, ნერო დაუძახა, გვარიანად გაიხარა, თუმც, თავდაპირველად წაუყრუა.

აშკარა იყო, ბაჭუმ მისი სახელის გვარის წინა მარცვლები მარტივად შეაერთა, აბა თანამედროვე პოპულარიული კომპიუტერული პროგრმისნეროსზეგავლენით, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა, რადგან მაშინდელბაჭუებსწარმოდგენაც არ ქონდა, ინტერნეტის ბინადარ ამ ჩამწერ, ასლის გადამღებ პროგრამაზე.

მაგრამ, მერე, ის იყო, საშუალო სკოლას ამთავრებდნენ, მასზე გაბრაზებულმა ნესტამ, ნაკითხმა, შეუხედავმა გოგომ, რომელიც მასზე, ნამალევად,  შეყვარებული უნდა ყოფილიყო, ნეროს კი, ამის შემჩნევა არ უნდოდა, მოულოდნელად მიახალა:

_გგონია არ ვიცი, რა ჩუმჩუმელა ხარ, ინიღბები, ისე კი ნერონივით აღვირახსნილი ბრძანდები... ალბათ, ის ჰქონდა მხედველობაში, ქიმიის მასწავლებელი, მის სახელმძღვანელოში, შემთხვევით, შიშველი ქალების სურათებს, რომ წააწყდა.

შინაბერა დანოჩკა, რომელსაც კლიმაქსის დაწყებამდე ჯეელი საყვარლები ჰყავდა, ამსანახაობამ“, ისე გადარია, სურათები, სულ ნაკუწებად აქცია, საცოდავ ნეროს კი, გარყვნილი და გათახსირებული უძახა.

თუმცნებროთი, ნერონის ბიოგრაფიით, ნესტას თავდასხმის შემდეგ დაინტერესდა.

ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი, რომლის ნადვილი სახელი და გვარი, სანამ მას შვილად, რომის იმპერატორი კლავდიუსი აიყვანდა ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსი გახლდათ, გამორჩეულად აღვირახსნილი და დაუნდობელი ვინმე აღმოჩნდა: იმდენი საძაგლობის შემოქმედი, რომ ნეროს, ცოტა ხნით საკუთარ არსში მიმალულ ქვეცნობიერსა თუ არაცნობიერს მეტისმეტი სიფხიზლით დარაჯობდა. კიდევ კარგი, ამ ამბიდან, რაღაც ორ კვირაში, სკოლაც დაამთავრეს და ნესტასვერსიამმისი ზედმეტსახელი, ვერ გადაფარა.

მაგრამ ნეროს, კაი ხანი აწვალებდა, ნესტას მაშინდელი ქილიკი: „ისე, ბავშვობაში ნერონიც შენსავით მორცხვი იყო, ერთხელაც შენშიც შეიძლება გაიღვიძოს მასავით აღვირახსნილმა მხეცმა!..“

და ახლა, ათეული წლების შემდეგ, როცა აეკვიატამე, მე არ ვარ...”- ერთი პირობა იფიქრა, ალბათ, იმას ვუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არც ომი მინნდა და არც სისხლისმსმელი ვარო...

დაერქმია რამე უბრალო სახელი...  არადა, ძაან ვუყვარდი... ოღონდ, თუ აიხირებდა, მტრისას...“ და უცებ, პიკანტურ თემებზე მონადირე ტელევიზიიმს ეთერიდან, მომხიბლავი ქალბატონის განცხადების ფრაგმენტს მოჰკრა ყური:

მაშ, ასე, თუ ფიქრობთ, თქვენს სახელთან, იმდენად საინტერესოდ ხართ დაკავშირებული, რომ ამან, თქენს ცხოვრებაზე გარკვეულწილად იმოქმედა, დარეკეთ ჩვენს ნომერზე... და იქვე, შესაბამისი ტელეფონის ნომრებიც იყო ჩამოთვლილი.

თავისდა გასაკვირად ნერო, არც კი შეყოყმანებულა; უმალ აიღოაიფონიდა ბოლოს გაჟღერებული ნრმერი აკრიფა, ტელევიზიის მუშაკს თავისი სახელი და გვარი, თითქოსდა მიახარა და  გაუმხილა:

არ მინდა, არ მინდა ომი!

კი მაგრამ...–ვითარებაში გარკვევა სცადა ქალმა,–თემასთან რა კავშირშია?!

ჩემი სახელი ნებროთი, ომის გამომგონებელს ნიშნავს და ახლა სადმე, რომ გავიგებ, აბა, ომი გინდაო?! ნერვოზი მემართმება...

ოო, მშვენიერია!!!–ისე აღფრთოვანდა ქალბატონინებროთი წუთიერი თავდავიწყებიდან, ლამის გამოერკვა და გაკვირვებულიც დარჩა ტელევიზიაში დარეკვა, რომ გაბედა, მაგრამ, უკვე, უკან დახევას ვეღარ შეძლებდა.

ტელვიზიაში აღფრთოვანებულები შეხვდნენ, და მომავალი შოუს სიუჟეტი, თითქმის მის ფსიქოლოგიურ ტრამვაზე აიგო. გათამამებულმა ნებროთმა ნესტასგან, მისი სისხლისმთმელ ნერონთან  გაიგიავების ამბავის გახსენებაც არ დაიზარა...

––ხიხია ომი! ხიხია ომი! ხიხია ომი!

გადაცემის მსვლელრბისას ტვინარეულივით იძახოდა შიგადაშიგ, რაღაც, ერთ კვირაში, მსახიობად გადამზადებული ნერო.

დამშვიდი ნებროთ, დამშვიდდი... ომის გამოგონება არ გვინდა, ისედაც თავსაყრელი გვაქვს...–სარკასტულად უამებდა გადაცემის წამყვანი.

ომის ნებროთისეული შეფასება, გარკვეულწილად მაყურებელმაც აიტაცა და თავშეყრის ადგილებში იმჟამად, ჯერ კიდევ გაურკვეველი სუბკულტურის წარმომადგენლები შიგადაშიგ, ერთმანეთს მხიარულად ესალმებოდნენ:

ხიხია ომი!“

***

..

 

 

 “გამომგონებელი” ომისა / იუმორისტული ნოველა /

  • ***
    გრიგალში
    *
    ადვინროგორრა ფერებში... _ ანუარც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლაფოქსტროტი… ცნობილაძემავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა დაამერიკა…)...
     *

  • ****
  • Комментариев нет:

    Отправить комментарий