Translate

вторник, 23 апреля 2024 г.

ჰოი და ჰოი... / ისე კი, 23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე.../

Janri Gogeshvili გააზიარა მოგონება.

2 სთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
23 აპრილი, 2021 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. თარიღი - ”იუნესკოს” უილიამ შექსპირის საპატივცემულოდ შეურჩევია…
ისე კი _ ”სხვათაშორის” _
”1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.”
***
დღესდღეისობით კი, იუნესკოს მიერ _
”2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი…”
ჰოდა, აქტივისტი ლიტერატორებიც, მრავალჯერ წარმოგვიჩენენ თავიანთ ღვაწლს…
მე კი, ამგვარი შეხსენებისკენ გამიწია გულმა…
\/
გული ნაოცნებარი…
კითხვას გადაეჩვია
დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც _
გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება
"პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა _
შვილიცა და მშობელიც…
და ოცნებაც არ ელავს,
არის მიუსაფარი…
გახსოვს?
ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა,
თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ, მაინც გუგუნებს _
გული ნაოცნებარი…
7.04.2000
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010
***
P.S. 

ჰოი და ჰოი...

და მოგონებამ

შეიფარა,

ჩემი თაობაც,

თუმცა, ის ღვაწლი,

არად უღირ,

მომდევნო  ნორჩებს“, 

ეჩვენებათ, რომ შეირგეს

ევროპის გემო“, და

აქციებით იმკვიდრებენ

საჯარო  სივრცეს...

ჰოი და ჰოი,

საქართველო,

ხმაურს ახერხებს,

არ ეპუება,

ქედს არ იხრის,

კიჟინს  იფერებს...

ერთობისცნება,

გერბს კი ამშვენებს;

თუმცა ქვეყანა,

საამისოდ,

ვერ ირჯება და

ვერ ფუსფუსებს...

..

  ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***


воскресенье, 21 апреля 2024 г.

ნახეთ თქვენი მოგონებები_„მწარე რეალობიდან” გატყუება...“

7 წლის წინ

ნახეთ თქვენი მოგონებები

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

Janri Gogeshvili

22 აპრილი, 2017  · თბილისი  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთანსაჯარო

მწარე რეალობიდანგატყუება...,,

მათთვის, ვისაც ეს თემა ჯერ კიდევ აინტერესებს

ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული ეს შენიშვნა თეატრებისდაფინანსებთანგამოწვეულმა მითქმა-მოთქმამ შემახსენა; საწყენია, რომ ქართულთეატრებსეროვნული ცნობიერების აღორძინებისა და წარმოჩენის თვალსაზრისით, ძველებური შემართება აღარ მოსდევთ

თავისებურად გადამღერებულიმარადიული თემებიკი, ხშირადმწარე რეალობიდანგატყუების საშუალებად ქცეულა

Friday, December 14, 2012

მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს

თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,

ოცნების მზაობა, შეძრული სული,

მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,

უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...

თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,

არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,

ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,

თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...

სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,

მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,

არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,

თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...

***

წარსულში, ”თავისებურადნაცად სცენისმოყვარეს, სკეტჩების დამდგმელს, სახელმწიფო თეატრის დასის მმართველს დაშერისხულდრამატურგს, იმ ჩემთვის რჩეულ კვირაში, გულმხურვალე თეატრალის ინიციატივის კვალდაკვალ, საშუალება მომეცა სხვადასხვა წარმოდგენას დავსწრებოდი. სად, როდის და რა დღეებში, აღარ გავამხელ.რადგან, ჩვეულ გადმოკეთება-გადაკეთებაში ხელოვნურად გახუნებული კლასიკოსთა პიესები დამენანა. თუმც, რიგ სცენურ ვარიანტებში, ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მსახიობები ვიხილე.

თანამედროვე, ცნობილი (რიგ შემთხვებში ნიჭიერი) ქართველი ავტორისფარსადაკრეფილიტექსტებისდრამატურგიული თუ სასცენო რეანიმაცია კი, ნამდვილად სახელოვან მსახიობთა ნიჭისა და უნარის წყალობით მოხდა.

და ბოლოს, არ დავიზარე და კეთილმოსურნეობით აღძრულ სათქმელს კვლავლექსური წყობითვუმხელ დაინტერესებულ მკითხველს.

***

იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,

ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,

ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,

და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე

კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,

ტინგიცი, მიბაძვით ნათითხნი პოზები,

პრანჭიახედვებითდედნის გამრუდება,

თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები

იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

P.S. და ბოლოს, იმასაც გაგიმხელთ, რომ საქართველოში ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა,და არცმინიშნებულიდადგმებია ხელაღებით უინტერესო. მაგრამ, ვფიქრობ ქართულ თეატრალურ სინამდვილეში უცხოელ ავტორთა უპრაგონოდ გადაკეთება-გადმოკეთებამ ეროვნული დრამატურგიის განვითარებას საგრძნობი ზიანი მიაყენა.

გვაქვს თვალსაჩინო სპექტაკლები, გვაქვს ჩავარდნები, მაგრამ სპექტაკლები, რომელებიც ილია ჭავჭავაძის ნაუბარის"სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს. ჩვენი თეატრი ჩვენი ეროვნების საჯარო ნიშანია." დედააზრს გამოხატავდეს, ნაკლებად

კეთილი სურველებით ჯანრი გოგეშვილი

 

 

\/

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ ანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***
 

ჯანრი გოგეშვილის 

პიესები



  • უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
  • უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • ქალბატონი ქალიშვილი (პიესა)
  • კალიების შემოსევა (კომედია)
  • ...ბედი შენი... (დრამა)
  • სიყვარული აგვამაღლებს (დრამა)
  •  ტანგო - ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული სვლე...
  • მიმოხილვითი –ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…
  • . ***© გახსოვდეთ!.. 
    საავტორო უფლება