7 წლის წინ
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
”მწარე რეალობიდან” გატყუება...,,
მათთვის, ვისაც ეს თემა ჯერ კიდევ აინტერესებს…
ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული ეს შენიშვნა თეატრების ”დაფინანსებთან” გამოწვეულმა მითქმა-მოთქმამ შემახსენა; საწყენია, რომ ქართულ ”თეატრებს” ეროვნული ცნობიერების აღორძინებისა და წარმოჩენის თვალსაზრისით, ძველებური შემართება აღარ მოსდევთ…
თავისებურად გადამღერებული ”მარადიული თემები” კი, ხშირად ”მწარე რეალობიდან” გატყუების საშუალებად ქცეულა…
Friday, December 14, 2012
მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს
თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,
ოცნების მზაობა, შეძრული სული,
მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,
უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...
თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,
არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,
ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,
თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...
სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,
მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,
არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,
თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...
***
წარსულში, ”თავისებურად” ნაცად სცენისმოყვარეს, სკეტჩების დამდგმელს, სახელმწიფო თეატრის დასის მმართველს და ’შერისხულ” დრამატურგს, იმ ჩემთვის რჩეულ კვირაში, გულმხურვალე თეატრალის ინიციატივის კვალდაკვალ, საშუალება მომეცა სხვადასხვა წარმოდგენას დავსწრებოდი. სად, როდის და რა დღეებში, აღარ გავამხელ.რადგან, ჩვეულ გადმოკეთება-გადაკეთებაში ხელოვნურად გახუნებული კლასიკოსთა პიესები დამენანა. თუმც, რიგ სცენურ ვარიანტებში, ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მსახიობები ვიხილე.
თანამედროვე, ცნობილი (რიგ შემთხვებში ნიჭიერი) ქართველი ავტორის ”ფარსად” აკრეფილი ”ტექსტების”დრამატურგიული თუ სასცენო რეანიმაცია კი, ნამდვილად სახელოვან მსახიობთა ნიჭისა და უნარის წყალობით მოხდა.
და ბოლოს, არ დავიზარე და კეთილმოსურნეობით აღძრულ სათქმელს კვლავ ”ლექსური წყობით” ვუმხელ დაინტერესებულ მკითხველს.
***
იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის…
მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,
ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,
ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,
და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე…
კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,
ტინგიცი, მიბაძვით ნათითხნი პოზები,
პრანჭია ”ხედვებით” დედნის გამრუდება,
თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები…
იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის…
P.S. და ბოლოს, იმასაც გაგიმხელთ, რომ საქართველოში ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა,და არც ”მინიშნებული” დადგმებია ხელაღებით უინტერესო. მაგრამ, ვფიქრობ ქართულ თეატრალურ სინამდვილეში უცხოელ ავტორთა უპრაგონოდ გადაკეთება-გადმოკეთებამ ეროვნული დრამატურგიის განვითარებას საგრძნობი ზიანი მიაყენა.
გვაქვს თვალსაჩინო სპექტაკლები, გვაქვს ჩავარდნები, მაგრამ სპექტაკლები, რომელებიც ილია ჭავჭავაძის ნაუბარის"სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს. ჩვენი თეატრი ჩვენი ეროვნების საჯარო ნიშანია." დედააზრს გამოხატავდეს, ნაკლებად…
კეთილი სურველებით ჯანრი გოგეშვილი
Analytical Center of National Consciousness…JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ჯანრი გოგეშვილის
პიესები
უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
Комментариев нет:
Отправить комментарий