Janri Gogeshvili გააზიარა მოგონება.
2 სთ
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
3 წლის წინ
23 აპრილი, 2021
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. თარიღი - ”იუნესკოს” უილიამ შექსპირის საპატივცემულოდ შეურჩევია…
ისე კი _ ”სხვათაშორის” _
”1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.”
***
დღესდღეისობით კი, იუნესკოს მიერ _
”2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი…”
ჰოდა, აქტივისტი ლიტერატორებიც, მრავალჯერ წარმოგვიჩენენ თავიანთ ღვაწლს…
მე კი, ამგვარი შეხსენებისკენ გამიწია გულმა…
\/
გული ნაოცნებარი…
კითხვას გადაეჩვია
დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც _
გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება
"პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა _
შვილიცა და მშობელიც…
და ოცნებაც არ ელავს,
არის მიუსაფარი…
გახსოვს?
ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა,
თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ, მაინც გუგუნებს _
გული ნაოცნებარი…
7.04.2000
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010
***
P.S.
ჰოი და ჰოი...
და მოგონებამ
შეიფარა,
ჩემი თაობაც,
თუმცა, ის ღვაწლი,
არად უღირთ,
მომდევნო „ნორჩებს“,
ეჩვენებათ, რომ შეირგეს
„ევროპის გემო“, და
აქციებით იმკვიდრებენ
საჯარო სივრცეს...
ჰოი და ჰოი,
საქართველო,
ხმაურს ახერხებს,
არ ეპუება,
ქედს არ იხრის,
კიჟინს იფერებს...
„ერთობის“ ცნება,
გერბს კი ამშვენებს;
თუმცა ქვეყანა,
საამისოდ,
ვერ ირჯება და
ვერ ფუსფუსებს...
ჯ.გ.
***© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
***
*
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
*
”ხატოვან
აღქმათა ობსერვატორია”/ “Observatory of figurative perceptions
“/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных,
писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists
¬/
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
***
Комментариев нет:
Отправить комментарий