Translate

пятница, 19 апреля 2024 г.

მძლეთამძლე სტანდარტების „კარნახით“ /პუბლიცისტიკა –ესეს წიაღსვლებით /

მძლეთამძლე სტანდარტების „კარნახით“ /პუბლიცისტიკა –ესეს წიაღსვლებით... /

ვვარაუდობ, რომ, დაახლოებით, მომავალი წლის ბოლოს გვექნება AI, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე უფრო ჭკვიანი იქნება" - ამის შესახებ Tesla- და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს~

ძალზე საინტერესოა, მით უფრო ის, როგორი იქნება, ყველაზე ჭკვიან ადამიანზე, უფრო ჭკვიანი რობოკოპი, თუ იმას გავითვალისწინებთ,  რომ ამ ზედმეტ სახელს, ხალხი, „მოფერებით“, ძირითადად სპეცრაზმელს პროტოტიპს ეძახის. ისე კი,  რობოკოპი“, პოლიციური  ღჭურვილობის ტერმინად გამიყენება.

ჰოდა, გონების გასავარჯიშებლად, მცირე ხნით, მაინც წარმოვიდგინოთ, ხელოვნურ ინტელექტად წოდებული; „ყველაზე ჭკვიან ადამიანზე უფრო ჭკვიანი "  ციბრუტივით მოტრიალე ქმნილება, ჩვენეულ ყოფის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თუ  „მოღვაწე“ ამგვარი „პერსონები“, და რაც მთავარია, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ზრდასრული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, გამართული წერა–კითხვის უნარი აღარ მოსდგამს...

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მეცნიერთა გათვლებით, ადამიანის ტვინი, მიახლოებით 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს, რის განსხეულებაც ხელოვნურ ინტელექტის პირობაზე შქმნილ რობოკოპში“, დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება და ამგვარიინტელექტრობოკოპი“, მაინცყველაზე ჭკვიან ადამიანზე უფრო ჭკვიანი" იქნება, წარმოიდგინეთ, მომავალ მომიტინგეებს, რა დონეზე აქვთ, ყოფა ნატირები...

ამგვარ ყველაზე ჭკვიანებს, უკვე „გეშავენ“ ინტერნეტპოსტების მაკონტროლებლად, ანუ „ჩვენ ვიყენებთ ერთსა და იმავე საზოგადოების სტანდარტებს ყველა მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში.აი, ამგვარი გაფრთხილებების შემუშავებებისთვის აოსტატებენ... „ჩვენმა ტექნოლოგიებმა აღმოაჩინა, რომ თქვენი შიგთავსი არღვევს ჩვენს სტანდარტებს.“, რაც ხშირად მოასწავებს, მომდევნო ქმედებას: „ჩვენ ამოვშალეთ თქვენი პოსტი...“

კი ბატონო, ვინ დაგიშლით, ან რა აზრი ექნება „დისპუტის“ გამართვას, იმაზედ, რომ, ამა თუ იმ ტექსტის ავტორმა, „ცნობიერების ნაკადის“ პირობაზე, ანუ  ფსიქოლოგ უილიამ ჯეიმსის მიერ შესახელებულ აზრთა დინებით აღტყინებული შემოქმედი, „მძლეთამძლეტექნოლგიების მიერ დაწესებული სტანდარტებისწმენდაშიარ მოჰყვეს...

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური რევოლუცია, მრავალმხრივი კომფორტის მომტანი იქნება, მაგრამ ამ რევოლუციის პერმანენტულად, უპრაგონოდ, თავის ნებაზე მიშვება, განგებისგან  ბოძებულ, უშუალო, ადამიანური პირველქმნილებით  ნასაზრდოებ ემოციურ სამოსელს  დააზიანებს, „ნირსშეუცვლის...

ანე, „შინაგანი მონოლოგისფეისბუკსივცის მაგვარ არეალში  წარმოჩენას, ტექნოლგიების მიერ დაწესებული ცენზურა ემუქრება; მაგრამ ჯერხანობით ხომ მსგავსი ქმედებები, ამა თუ იმ ინტერნეტსივრცეთა მეთვალყურე მუშაკთა წაქეზებით ხდება... და რაც ბლოგებზე მისაღებია, ანუ კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციებიმოსულა”: ”კვანტური პწკარითავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალიპორტალის” ( ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… _იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...სხვა ინტერნეტარეალში წყრომას  იმსახურებს... იხილეთ –Facebook –ი ამიხირდა...

სახალისოდ კი

ალქიმიური მანევრი

ალქიმიურ მანევრში მუზა აწკრიალდა,

ბევრჯერ სიბრძნე ხუმრობად დაიღვარა,

გონიერება, რითმების ტრაურად აისახა,

შთაგონებამ კი, თავისი მაინც გაინაღდა.

 

ბუნდოვან მეტაფორებში მიჯნური იშვა;

ძიებაში აღენთო ხატოვანება, მელოდია,

არარსებული სულიერი მისიით შეიმოსა,

შეუვალი, მისტიური სწრაფვით აღძრა.

..

. ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 

ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

***

Комментариев нет:

Отправить комментарий