Translate

четверг, 9 мая 2024 г.

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო... /შეხსენება/

 

Janri Gogeshvili

შემთხვევით გადავაწყდი და მივიწყებული მონოლოგის, ისევ მივიწყებულში დატოვება დამენანა...

2008 .

ამონარიდი

***

ვინ სად იომა,

ვინ სად ჩარჩა

სხვათა საშველად...

დიახ, ქართველობას ხშირად ავნო საკუთარი ჯიშიდან გადინებულმა გენმა. ბედის უკუღმართობისა თუ საკუთარი ამბიციებით სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა, მარბიელად გამოწვართულმა კაცებმა ბევრჯერ ააოხრეს იმერ-ამერი.

მერე და მერე მათ შვილთაშვილებს აღარც კი ახსოვდათ წარმომავლობა, მაგრამ სისხლით, ქვეცნობიერით თუ გენეტიკური მეხსიერებით ისინი საწყისისკენ ილტვოდნენ, იხსენებდნენ და ვერც იხსენებდნენ და გაავებულნი თავიანთი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდნენ.

გვაქვს ბევრად უფრო თანამედროვე და უბრალო მაგალითები. შეხედავ და... ხშირად გვარსაც მოსდევს ნაცნობი ხმოვანება, მაგრამ საშოვრის, გამორჩენის წადილით აღგზნებული შეგნებულად იწყებს გადჯიშებას, თანამოძმის საცხოვრისის მიტაცებას...

ამ სტრიქონების შესატყვისად შესაძლოა ამგვარი განწყობაც შემოგეპაროს:

ვიღაცას ახლა ერგო სამკვიდრო,

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო...

ამიტომაც, ყოველივე სხვა საგანმანათლებლო სიკეთესთან ერთად ყმაწვილის შეგნება და სული ეროვნული სულისკვეთების პოეზიით უნდა იქნას გამობრძმედილი...

თუმც, მსგავსი თავგამოდება, დღევანდელ უპირატესად პრაგმატულ ყოფაში, მართლაც რომ ღირსეულ ერთგულებას ითხოვს... ხდება ასეც:

...

მან მიატოვა ყველაფერი გადაიკარგა

მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით...

***

სრული ტექსტი იხილეთ ბლოგზე ვარიაცია წინათქმის კვალობაზე

P.S.

და რადგანაც  ფეისბუქურმა მაკონტრობელმა / Facebook – ამიხირდა... / ჩემეული ბლოგით დამისამართებული, ზემოთ წარმოდგენილი ამონარიდი, იმ ბრალდებითდამიყადაღა“ –ზედიზედ წაშალა, რომ ამ ხერხით, მკითხველთა რაოდენობის ხელოვნურად  გაზრდას ცდილობთო, (იმისდა მიუხედავად, ხსენებულ ვებგვერდზემრიცხველისაერთოდ არაა განთავსებული) მივიწყებული მონოლოგი, ისევ მივიწყებულში რომ არ ჩარჩეს, მორიგი ბლოგზეგანვმეორდი“, ანუ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_2901.htmlვარიაცია წინათქმის კვალობაზე ავტორეფერატი

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 

და ასე შემდეგ...

 . ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий