Translate

пятница, 5 июля 2024 г.

და გაჩეჩებს ნაყალბებ ფერებს… /პუბლიცისტური შენიშვნა/

და გაჩეჩებს

ნაყალბებ ფერებს… /პუბლიცისტური შენიშვნა/

 

სხეულთან ვეგდე…

”ვიღაცის პალტოდან,

და თუნდაც თავიდან

ბეწვს უნდა კრეფდე!”,

ეს ყოფა,

ამგვარად  გმოძღვრავს

და გაჩეჩებს

ნაყალბებ ფერებს…

შენ კი, გეშს უხმობ და

ლექსებში  

იკაჟებ ნერვებს,

ღმერთო, შემინდე,

რომანტიზმს ვეყმე;

სიცხადის პოვნაში,

სხეულთან ვეგდე…

16.03.2007

მაგრამ ეს ლექსი, მე უფრო, ირონიული განწყობის მომცველმა პწკარებმა შემახსენეს, ანუ ვიღაცის პალტოდან,

და თუნდაც თავიდან

ბეწვს უნდა კრეფდე!”,

ეს ყოფა,

ამგვარად  გმოძღვრავს

და გაჩეჩებს

ნაყალბებ ფერებს…

დღევანდელობის ფონზე, ეს სტრიქონები, აშკარად გულუბრყვილოდ „გამოიყურება“, თუმც, მეტაფორულ მინიშნებას - “ვიღაცის პალტოდან, და თუნდაც თავიდან ბეწვს უნდა კრეფდე!”, ნაცადი მკითხველი, ახლაც შეიგრძნობს, მაგრამ, ამგვარი  „ბეწვის აკრეფით“, რომ  კარიერას ვერ გაიკეთებ და განსაკუთრებულ წყალობას ვერ მიიღებ, ამას ახლა, არაპოლიტიკოსებიც ხვდებიან და ცდილობენ „მწყალობლებს“  ნებსით თუ უნებლიეთ ღირსებისა და მეობის „დაუზოგავად“ ელაქუცონ, მათთდამი მსახურება, თავისუფლებისადმი თუ სამშობლოსადმი ერთგულებასთან გააიაგიავონ...  

თავის დროზე იდეალიზმით  გატაცებული თაობები, საზოგადოდ კი ისწრაფვოდნენ, უშუალოდ, პატიოსნად ეცხოვრათ, მაგრამ, ვითარებათა გამო,  მათ ცნობიერებაში, ცნება „თავისუფლებიდან“ და „მამულიშვილობიდან“  ორსახოვან იანუსის მაგვარად სუბლიმირებულ „პატრონყმულ უღელს“, ხალისიანად ირგებენ...

ანუ, პატრონყმულ ყოფისადმი მიდრეკილ მოქალაქეთა ცნობიერებაში, ცნება „თავისუფლება“ მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ ყოფასთან გაიგიავდა, ცნება  „სამშობლო“ კი, ერთპიროვნულად, ქვეყნის მმართველ ძალასთან... ჯ.გ.

P.S.

სუბლიმაცია ფსიქოლოგიაში

სუბლიმაცია - არის მიუღებელი იმპულსების არაცნობიერი გარდაქმნა ისეთ იმპულსებად, რომლებიც უფრო მისაღებია პიროვნებისთვის. ამის მაგალითია ორგანიზაციაში სხვებზე მბრძანებლობის სურვილის ჩანაცვლება საქველმოქმედო საქმიანობით (თუმცა, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო საქმიანობის ბევრი სხვა მოტივიც არსებობს).

***

 

ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий