წამხედურობა,
მამულს
ასხვისებს /
პუბლიცისტური შენიშვნა/
...რა ჯადაბაა
ეს „ვოკიზმი“
, ასე, რომ
გაიაფურჩქნა, არადა,
ზოგი ანალიტიკოსი ასაბუთებს სიყვარულისა და თანასწორობის უარყოფის ძრავაოო...
ზოგი ,სიძულვილის კულტურასაც“ უწოდებს... მე
კი, ისე
რომ, ამ
ტერმინის ამგვარ
„ტევად“ განმარტებაზე არა ვიცოდი
რა, მისგან
„შობილი“ -გამომდინარე „იზმების“ თავისებური მხილება
და კრიტიკა,
ჩემს პუბლიცისტიკურ წერილებში ბევრგან
მაქვს ხაზგასმული.
„ვოკიზმის“ მიმოხილვები, უკვე ქართულ ენაზეც საკმაოდაა ინტერნეტში, და მე ალბათ,
არც ვიფიქრებდი, ამგვარი „ნიშანდობლივობით“, ამ საკითხზე
საუბრის წამოწყებას, ინტერნეტში ილონ
მასკის სახელით
გახმოვანებული სასოწარკვეთა: "ჩემი ვაჟი მოკლეს..." და ქადილი: „ვოკიზმს, სრულიად
გავანადგურებ!“, რომ
არ მეხილა...
და იქვე,
მისი გაცხარების მიზეზიც თავიდან
მოვიძიე: „ილონ მასკის
თქმით, იმისთვის, რომ მისი
ერთ-ერთი
ვაჟი ტრანსგენდერ ქალად
ქცეულიყო, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა შვილის
მიერ სქესობრივი
მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ
მასკის
ვაჟმა,
ქსავიერმა სქესის შეცვლის
ოპერაცია გაიკეთა და
ახლა ის
ვივიან ჯენა უილსონია.“
რა თქმა უნდა,
ადამიანურად შევწუხდი,
რადგან მიმაჩნია,
რომ ილონ რივი მასკის ბიზნესმენის, გამომგონებელისა და ინვესტორის მოღვაწეობა, ასე თუ ისე
პროგრესის სამსახურშია; დამაიდებელია მისი
ფირმის მიზანდასახული სწრფვა ჯანმრთელობის მხრივ, ადამიანებში წარმოშობილ ხარვეზთა შემსუბუქებისა თუ აღმოფხვრის მიმართებით და
თუ ეს,
„მსოფლიოს ყველაზე
ძლევამოსილი ადამიანების“ სიაში შესული
პერსონაც „გადააგდეს“,
მაშინ „ვოკისტების“ პროპაგანდა, მომავლისთვის, მართლაც
„ბედისწერად“ მოჩანს.
იქვე, ნიშნისმომგებთა არეალიც
მძლავრობს, ვთქვათ
ამგვარად, „აბა
რა ეგონა,
ადამიანზე, რომ
ცდებს ატარებს,
ტვინში ჩიპს
უდგამს... „ –„ღმერთმა,
უკეთესად არ
იცოდა...“ და
ასე შემდეგ...
აქ, შესაძლოა
გამოესარჩლო „ვოკიზმელების“ მზაკვრობით აღშფოთებულ მამას,
იცოდა და
მიტომაც უბოძა
ადამიანს, ევოლუციის
უნარი და
ნებსით თუ
უნებლიეთ გრძნობ,
რომ მაშინ
ულტრალიბერასტებიც, თავისას გააბამენ
პიროვნების უსასრულო
თავისუფლებაზე და
„ჰომოსაპიენსის“ პირადი
არჩევანის უფლებებზე... მაგრამ
ღვთის, მოდგმის,
სამშობლოს მიმართ
მოვალეობა-პასუხისმგებლობაზე საუბარს, მხოლოდ აგდებითა
და სიძულვილით დაასურათხატებენ. ჰოდა, მათთან დაუსრულებელ კამათში ჩაბმასაც
აზრი არა
აქვს; ყოველმა
ერმა, თავისი
სასიცოცხლო ღირებულები უნდა დაიცვას.
ხატოვნებისთვის კი,
ერთხელ, კიდევ
გავიხსენებ ვაჟა-შველას უკვდავ
სიბრძნეს:
· რომელი
ადამიანიც
თავის
ერს
ემსახურება
კეთილგონიერად...
ამით
ის
უმზადებს
მთელს
კაცობრიობას
საუკეთესო
წევრებს,
საუკეთესო
მეგობარს,
ხელს
უწყობს
მთელი
კაცობრიობის
განვითარებას,
კეთილდღეობას.
თუმც, სარეველასავით მოდებული
„ვოკიზმი“, თავისებური მოდური განსწავლულობის სიმბოლოდაც კი
იქცა. ტერმინი,
ამერიკული
სიტყვიდან woke –წარმოიშვა,
რაც გამოღვიძებას, გამოფხიზლებას ნიშნავს. ოფიციალურად იგი,
„...2013 წელს გავრცელდა
მოძრაობა Black Lives Matter-თან ერთად, მიზანი იყო
აშშ-ში
შავკანიანთა სეგრეგაციის და დისკრიმინაციის დაგმობა...“ შემდეგ მოედო
სოციალურ ქსელებსაც.
ამ ტერმინით მოცული
მიმდინარეობები, უმეტეს
შემთხვევაში, კაცობრიობის მიერ, საუკუნეთა მანძილზე,
ადამიანისთვის ბოძებული
ნიჭის; საზროვნო
არეალის, უნარ-ჩვევების განვითარებისა და განსაცდელისგან მიღებული ცოდნის
კვალობაზე დაფუძნებულ, სასიცოცხლოდ ღირებულ
ცნებათა უგუბელყოფით, „ჩაქოლვითაა“ დაკავებული და
რა თქმა
უნდა, ცალკეულ
„პერსონათა“ ხუშტურზე
აზღვევებულ იდელოგიის
დასამკვირებლად გაცხრებით
იბრძვის.
ის კი, ქრონიკები მოგვითხრობენ, ქრიტიანობაზე განაწყენებულ ინდივიდებსა და
მათ შორის,
თავად ფრიდიხ ენგელსს,
ვინაც, კარლ
მარქსთან ერთად
„კომუნისტური პარტიის
მანიფესტი“ (1848) შექმნა,
„ტრადიციული ოჯახის“
რაობის ათვალისწინებით, თავისებური წვლილი
მიუძღვის, „ვოკიზმის“ იდეოლოგიის „დაფრთიანებაში“.
არადა, დედაბუნების მოცემულობითა კარნახით, ყოველი ერის
წიაღში, პიროვნება
იმ ნიშანდობლივობით ვითარდება, რაც, მას სასიცოცხლო იმუნიტეტს უნარჩუნებს. სხვა ერებთან
თანაარსებობისთვის შესაფერ
გარემოს, ისტორიულ
გამოცდილებათა შეხსენებით და მომავლის
ჰარმონიზაციის წადილით
კარნახობს...
ქართველ მოაზროვნეთა შეგონებანი ხშირად
შეგვახსენებს, რომ
ერის სასიცოცხლო მოვალეობაა ეროვნული
სულის, თვითმყოფადობის შენარჩუნება...
და ჩემეული შეხსებასაც, თავისეული სიწრფელითაა განპიროვნებული:
გენში,
რომ
გიძგერთ...
თუმც,
მრავლად
ჩანან
ქველნი,
მოყვასნი,
სულთა
მორევი,
მაინცა
გვაკრთობს;
ყოველ
განსაცდელს,
მოსდევს
შეგრძნება,
რომ ერი იღწვის,
და ნიჭით
ლაღობს...
რომ სიყვარულით
სააზრდოობს
ისევ,
სიცოცხლის
წადილს
ქველობით
აწრთობს;
რომ უიღბლობას,
რწმენას
უფარებს,
ჯიშით
მოშურნეთ
სიკეთით
აფრთხობს;
და მომავალო,
მარად
შეიცან,
რომ ქართველობას,
ღვთით
ბოძებული
მეობა
ამკობს:
ჩვენებურ
მოდგმის,
მშვენების
მადლით,
მოქნილობითა
და შემართებით,
ხელოვნებისა
ხატოვანებით;
ქართული
ენის
ულევი
სიბრძნით;
დამწერლობითა,
ენამჭევრობით...
ბრძოლის
ჟინითა
და
„დიდგორობით,“
ცეკვა-თამაშით,
მღერა-ჰანგებით,
სპორტულ
უნართა
გამობრწყინებით,
დიდსულოვნებით,
ლაღ მასპინძლობით
შთაგონებულ
და
მოხიბლულთა
ქრონიკები,
საუკუნეთა
მიღმიდანც
გვატკბობს;
ყოველ
მოვლენას,
თვისი
აქვს
ქარგა;
მსოფლიოს
უჩანს
სასიქადულოდ...
ნუ მიაძინებთ,
იმ პირობას,
გენში,
რომ
გიძგერთ...
ნუ ჩაანაცრებთ
წინაპართ
ხსოვნას;
სხვათა
ხუშტურთა
წამხედურობა,
მამულს
ასხვისებს.
კვლავ
შემართებით,
კვლავ
შემართებით,
„ტრიუმფთა
ბრწყინვა“
მოინადირეთ.
ააღორძინეთ
მომავალში,
სამყაროს
სიბრძნე!
ჯ.გ.
***
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
.
Комментариев нет:
Отправить комментарий