ყვავილად იფეთქა,
შუქურად გაღვივდა...
(ესეს მაგიერ)
შვიდ (7) აგვისტოს შუქურის მსოფლიო დღე ყოფილა
შუქურა
„...სასიგნალო კოშკი ზღვის სანაპიროზე, რომელიც შუქით ან ბგერითი სიგნალით გემებს ნაპირისკენ გზას უჩვენებს.
შუქურას სიგნალი“.
ყმაწვილობისას ამ ცნებას, მრავალი ყმაწვილი, რომანტიზებულად აღიქვამდა, მერე და მერე კი, ბევრმა, ალბათ მივიწყა, და მათთან ერთად, ის პიროვნებებიც, რომლებიც, თავისი პიროვნული ქარიზმით, თუ ნააზრევით, შუქურად ესახებოდა.
ახლა, სივრცეში, იმდენი ნაყალბევი „შუქურაა“, რომ, და იქნებ გავიხსენოთ, ჩვენი სიყმაწვილის რეალობაში ვინ, ან რა გვესახებოდა ცხოვრებისეულ შუქურად...
და ბოლოს, ამონარიდს, საზღვაო ლექსიკონიდანც მოვიშველიებ:
შუქურა
ხელოვნური სანაოსნო ორიენტირი, უფრო ხშირად კოშკის სახისა, სინათლის წყაროიანი, ზღვაოსნობისთვის საშიში ადგილების აღსანიშნავად, აგრეთვე გემის ადგილმდებარეობის გასარკვევად შუქურის ხედვის არეში ცურვის დროს. თანამედროვე შუქურები შენდება მოუმსახურებლად მუშაობის გათვალისწინებით, მათზე დადმულია რადიოშუქურა და რადიოლოკაციური ამრეკლები.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი
აქვე ერთი ჩემი ლექსიც გამასენდა:
ტალღისგან ნაშობი…
ზღვა მოდგა მთა-კლდესთან,
ზღვა _ ლურჯი სივრცე და…
იცნეს ერთურთი
ტალღამ და
ყვავილმა…
ტალღისგან ნაშობი
ზეცად რომ ავიდა,
მწვერვალზე დაეშვა,
როს მთაში ბარდნიდა…
როს მთაში ბარდნიდა,
მზე იყო მცხუნვარე,
ფიფქს ცრემლად ჩაება
ზღვის წვეთი მხურვალე…
ფერი ფერს გაენდო და
კლდისპირს ჩაეკრა,
გრძნეული იმპულსით
ზღვის წვეთი მღელვარე…
ყვავილად იფეთქა,
შუქურად გაღვივდა
და გემებს კლდისაკენ
უხმობდა მგზნებარედ…
მრავალი დაიმსხვრა,
ზმანებებს ემსხვერპლნენ
ზღვის კაცნი, _ ცნობილნი,
გმირებად მქუხარე…
და ბოლოს,
ტალღამაც იწვნია, მიიღო,
გრძნეულად შობილის
მიწვევა მგზნებარე _
კლდის მკერდი გალოკა,
ყვავილს კი, ვერ შესწვდა,
ვერც ზვირთი,ნაპირთან,
მრისხანედ მძვინვარე!
27.08.2001
***
*პოეტური კრებულიდან „სიზმრიდან ცხადში...“ / თბილისი –2010
იმის თქმა მინდა, რომ ასეც ხდება...
გაუფრთხილდით თაავს...
Комментариев нет:
Отправить комментарий