Translate

среда, 21 августа 2024 г.

„სულის ამოძახილი“ და გზად „ფუნთუშების“ სიცელქე.../იუმორნარევი ესსე/

 „სულის ამოძახილი“ და გზად  „ფუნთუშების“ სიცელქე...

ერთხელაც, ფირეფოქსის ვებბრაუზერში, ინგლისურად Janri Gogeshvili- ჩასმას, ჩვეულებისამებრ მოჰყვა, ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებული საიტთა თუ ვებგვერდებისგამომზეურება“, მივჰყევი გვერდების გადათვალიერებას; ზოგჯერ, ინგლისურ ენაზე თარგმნილი ჩემი ლექსები, ამა თუ იმ რუბრიკით გახსნილ პოეტურ, შემეცნებით ვებსაიტებზე გააქვთ, რჩეული ლექსებისა და ციტატების სახით და რადგანაც, ქართულ ინტერნეტსივრცეში მოჭარბებულადაღმოცენებულიმსგავსი ვებგვერდები, ჩემი შემოქმედებისადმი, ნაკლებ ინტერეს ამჟღავნებენ, ვიფიქრე, ცოტათი მაინც  გავიხარებ, ჩემს ნიჭიერებაზე მიმანიშნებელ მორიგი ფაქტის ხილვით მეთქი... და ერთხელ კიდევ, რომ დავრწმუნდი, ინგლისურენოვანი მკითხველი, კვლავაც საყურადღებოდ თვლიდა, „ინგლისურენოვანიპოეტის _ Janri Gogeshvili- პოეზიას, (იხილეთდეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)) მომდევნო გვერდზე, ჩემთვის გაურკვეველმა ლინკმა მიიქცია ყურადღება.

 ...ასეაღმოვაჩინესოულის წარმოშობისადმი მიძღვნილი  ვებსაიტი –სოული ინგლისური სიტყვაა და ქართულად სულს ნიშნავს, ეს მუსიკაც სწორედ სულის ამოძახილია და აქცენტი ვოკალურ შესრულებაზე, რელიგიურ და სეკულარული თემების შერწყმაზეა გაკეთებული.... ამასთანავე -სოული (ინგ. Soul - სულიკომბინაციაა რითმ-ენდ-ბლიუზისა და გოსპელისრომელიც გვიანდელ 1950-იანებში ჩაისახა აშშ-ში....“  „...აქტიურად უსმენენ სოულის შემსრულებლებს: უიტნი ჰიუსტონს, სელინ დიონს, სტივ ვანდერს,ჯეიმზ ბრაუნს… მივჰყევმოვჰყევი და მერე ქართულ ვებგვერდებზე  „გოსპელისწარმომავლობასაც გავეცანი, მისი დედოფლის მაჰალია ჯექსონის, საამოდ გამომწვევი ხმით ნამღერიც მოვისმინე, ბლუზის მეფედ მიჩნეულ ბები კინგის  მელოდიებითაც დავტკბი და რაც მთავარიაჩოხატაურის სამუსიკო სკოლისმოღაღანეგოგონათა გუნდის მიერ, (სოლისტი: .მამალაძე. ქორმეისტერი: .გურგენიძე.) სანაქებოდ შესრულებულ-განსახიერებულისპირიჩუელსითაცდავიმუხტე.

ისე, სოულის ნათლიად შერაცხულ ჯეიმს ბრაუნის საშემსრულებლო სტილი, ჭაბუკობისას რომ „გამეშიფრა“, ჩემეულ  შეყვირებას, რიტორულ შეძახებამდე  დავხვეწავდი, ექსტაზით წაცეკვებაც არ დამეზარებოდა, ირგვლივ, როკვაში, სხეულის მოქნილი ნაკვთებიდან მსხლტომ  ეშხიან,  ქალებსაც ვნებიანად მივუმღერებდი და „სულის ამოძახილი“ მაშინ გენახათ თქვენ!  ერკვიათ მერე „გოგესეული“ სტილი თუ შესრულების მანერა...

  კიდო _Goge Africa!“

 გამახსენდა უნებლიეთ, წლების წინათ, ჩემეულ ბლოგზე გამოქვეყნებულ მიმოხილვიდან კოლორიტულადწამოსკვინჩებულიმინიშნება... ("სარეზერვო ფონდიგოგე” _ სახალისო მოკვლევა... "Reserve fund “GOGE” _ Entertaining researches...)

 ცოტა არ იყოსიმით, გულდაწყვეტილმა, რომ ჩემი გვარი, ანუ, უმჯობესია დედანი მოვიშველიო;

 ..."

..."ძირიდან გოგა ნაწარმოებია: გოგავა, გოგალაშვილი, გოგალაძე, გოგოლაძე, გოგოლაძიშვილი, გოგეშვილი, გოგინაშვილი, გოგიაშვილი, გოგებაშვილი, გოგიბედაშვილი, გოგიბერიძე, გოგიდეიშვილი, გოგიელაშვილი, გოგიზაშვილი, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგირიშვილი, გოგისაშვილი, გოგიტიშვილი, გოგიტელაშვილი, გოგატაძე, გოგიტიძე, გოგიჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, გოგიჩაძე, გოგიშვილი, გოგიძე, გოგიჯაშვილი, გოგიჯანაშვილი, გოგლაძე, გოგლიაშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგლუა, გოგოლაძე, გოგონებაშვილი, გოგორელიანი, გოგორიშვილი, გოგისაშვილი, გოგოშვილი, გოგოჩაშვილი, გოგოძე, გოგრაშვილი, გოგრიჭიანი, გოგსაძე, გოგობერიშვილი, გოგობერიძე და სხ. სულ 80-ზე მეტი ერთული (სცსსა, კოლექცია №1448 (ჩხიკვთა). ”
”გოგაშვილი (1781 წ.). საკ. სახ. გოგა (ტბეთის მატიანე, 52).
გოგალაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. გოგალა (საქ. სიძვ., 1, 210; შდრ. გოგა, გოგე, გოგი, გოგია, გოგიჩა… ”ქ, ქაიხოსროს საგინაშვილის ყმა ქ. ჩხიკვთას …1721 წ. შალვა გოგალაშვილი” (ვახუშტი,154).
....გოგაძე (1817) საკ. გოგა (ტბეთის მატიანე. 52, სვან. 6 ჟიბიანი; თ. ენუქ, მასალ. 4,9. გოგაძე (სიძვ. .1, 368, 370) ამავე ძირისაა გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი და სხვ. (სულ 80-მდე ერთეული.) გოგი დღეს გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება. იგი ეთნონიმური წარმოშობის ანთროპონიმად უნდა მივიჩნიოთ (ერტისი, დ/ თონეთი).” იაკობ ახუაშვილი (ალგეთელი)

 ქართული გვარ-სახელები

 მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის

 შესწორებული და შევსებული მეორე გამოცემა

 გამომცემლობამესხეთითბილისი 2005

 ნახეთ: ”გოგე” _ ძირი გვარისა… ”Goge" _ Surname root...anri-gogeshvili.blogspot.com/2009/02/goge-surname-root.html

ამდამოწმებამსულ 80-ზე მეტი ერთული“, მაშინ, ანუ 2009 წელს, როგორც ჩანს, მართლაც, გამანაწყენა; „რა ძმათა სასასფლაოა?!“ და მთლად ასე, „მასოვკაში“  უფერულად, რომ არ ჩარჩენილიყო, გვარი გოგეშვილი, სახალისოდ, მსოფლიოში განფენილგოგეძირიანთამოძიება დავიწყე, ისე, იქმდეცნებააკიდოს“, ძირეული განმარტება მინდა შეგახსენოთ: „ვაზის მოკლედ აჭრილი რქა ორი მტევნით. “, მაგრამ ეს ჩვენიგოგაძალზე მსხმოიარე გამოდგა და როცა, მის ჭემარიტ რაობა-არსობასაც მოვიკვლევთ, გავაცნობიერებთ, რომ ამის სრული საბამიც არსებულა...

 იქამადე კი, სად არ  ვიარე, სად არ ვიკვლიე და ასე  აღმოვაჩინე მშვენიერი აფრიკული საკრავი "Goge", მერმე Goge აფრიკული ხელოვნების სიმბოლოდ შერაცხული საიტი  ”Goge Africa” ვიხილე... უმჯობესია, 2009 წელს, ბლოგზე გამოქვეყნებულ იმსახალისო მოკვლევიდანმოვიშველიო ფრაგმენტი, ანუ –Goge- West African stick fiddle. ... The goge is West African one string stick fiddle found in a variety of shapes and sizes, and known by a number of ...

 …” Goge as a verb in Hausa also stands for cleaning. When you clean something you make it pure. Likewise, when you play goge it brings out pure music. So it is an embodiment of Africa. Goge Africa is embodiment of Africa; it comprises African music, African fashion and the African ways of life generally.”

 ”Goge Africa”- მსოფლიოს გარშემო უყურებს 40-მილიონამდე ადამიანი. ”Goge” Hausa-ურ ენაზე, ნიშნავს განწმენდას და როცა თქვენ უკრავთ ამ ინსტრუმენტზე იგი გამოსცემს წმინდა მუსიკას, ამბობს ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე… ”GogeAfrica” კი მოიცავს აფრიკულ მუსიკას, აფრიკულ მოდას და საერთოდ აფრიკული ცხოვრებისმხატვრულ, სურათოვან, ნათელ სახეებს…” ( GOGE AFRICA...///////EverythinLiterature: Goge Africa is a life time project (interview)ნახეთ, რავარიგოგეისტებიარიან...

  კიდო!

"კოლხები, როგორც ჩანს ეგვიპტელები არიან. მე ამას მივხვდი მანამდე, სანამ ეს სხვისაგან გავიგე. ამით დაინტერესებულმა მე დავიწყე გამოკითხვა როგორც კოლხეთში, ისე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო მკაფიო მოგონებები აქვთ შემორჩენილი ეგვიპტელების შესახებ, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე. ისინი მუქკანიანები არიან, ხვეული თმებით. თუმცა, ეს არაფერს ამტკიცებს. ხომ არსებობენ სხვა ხალხები ამავე გარეგნობით. ამის გარდა უფრო დამაჯერებელია სხვა გარემოებები: მხოლოდ სამი ერი მიმართავს წინდაცვეთას - კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები". - ჰეროდოტე, ისტორია ცხრა წიგნად. წიგნი ll.

გადაირევი, აბა, რა იქნება, „სოულსაციმღერებ და... კი, ნადვილად, „ხატოვანი მოტივაციებისშესატყვისია...

კიდო!

აფრო-აფხაზები ან კავკასიელი შავკანიანი ადამიანები მცირე რასობრივ ეთნიკური ნეგროიდული ჯგუფი ხალხისა, რომელიც ძირითადად სოფელ აძიუბჟასა და მდინარე კოდორის სათავესთან არსებულ სოფლებში ცხოვრობდნენ.“

ძველი კოლხები საკმაოდ მუქკანიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰეროდოტეს ისინი მუქკანიან ადამიანებად მიეჩნია. ამასთან ხვეული თმა არის ეთიოპური და ნეგროიდული რასის დამახასიათებელი და არა ინდოევროპულის.“

ძაანც, მიყოლაც არ ივარგებს...

 რეზიუმე: ასე, რომ ჩემი ვერსია ამგვარია, გოგე-ძირიანმა ქართველებმა, (უმეტესად გურულმა გოგე-ეებმა)”ინოვაციებისდანერგვის მიზნით მიაშურეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს, ერთი გამჭრიახი ”Goge" ღმერთადაც კი მიიღეს, რადგან მდუმარებაში ჩაძირულ ხალხს გონების სინათლე, გამჭრიახობა, განათლება და მეტყველების კულტურაშესძინა”... მაგრამ მერე და მერე უცებ განათლებულებმა, თავიანთი უშნო რატრატითა და ფხაკუნით თავი მოაბეზრეს, ისიც გაფიცხდა და მიჟუჟა ერთი გაყოლა არამკითხეები... ხომ გაგიგიათ ჩვენებური ანდაზა: არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო! ჰოდა, განაწყენებულმა ბრბომ ომისა და ხოცვა-ჟლეტის ღმერთად მონათლა... მანაც, უმალიმიჯისშეცვლა გადაწყვიტა და მონანიების მიზნით აფრიკას მიაშურა... ნიგერიასთან, ერთ გამორჩეულ ტომსგანწმენდაჩაუტარა (”Goge” Hausa-ურ ენაზე, ნიშნავს განწმენდას და როცა თქვენ უკრავთ ამ ინსტრუმენტზე იგი გამოსცემს წმინდა მუსიკას...”) მერე დარდის გასაქარვებლად გოგრის კანისგან და სხვა საინტერესო ატრიბუტებისგანგაუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურიაო”-ოს მსგავსი საკრავი შექმნა... და თავისი დაკვრითა დაკრიმანჭულითიქაურები ისე მოხიბლა, მშვენიერი ქალები სულგოგე-გოგესგაჰკიოდნენ...

 ამასობაში სხვა გოგე-ებმა ინგლისი და ახლომდებარე ევროპის ქვეყნების დააჭაშნიკეს... ზოგ ხალხებს საქვეყნო საქმეების მოგვარებაში წაეხმარნენ... (ჰოლანდიასა და ნიდერლანდების სამეფოშიინოვაციურინიჭის მქონე მმართველთა სახელიც კი დაიგდეს). მერე ამერიკელ ხალხთა მოსაძლიერებლად გაუწიათ გულმა...ზოგისიახლითრუსეთისა და აღმოსავლეთისმშვენებესაცდაუტკბნენ, ინდოეთსა და იაპონიასაც ესტუმრნენ და აი, ამჟამინდელი სენსაცია:

 გასაფრენად მზადაა ევროპული კოსმოსური აპარატი GOGE, ანუ 5 ოქტომბერს სტარტს აიღებს სამეცნიერო თანამგზავრი GOGE, რომელიც დაადგენს პლანეტა დედამიწის გეომეტრიულ ფორმას... და . . (ვამბობდი მე...)

 P.S. ასე რომ ვიწვევ ჩვენს სამყაროში მომძლავრებულ გოგე-ფესვიან პლანეტის წარმომადგენლებს; თავადგოგე აფრიკის”(GOGE AFRICA)-ის მესვეურთ და გრძნეულ საკრავებს გოგეს, ჭიანურს (Folk.GE ჭიანური ორსიმიანი ხემიანი საკრავია.), ჩონგურს (ჩონგური ძირითადად წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება... და სხვა ქართულ ხალხურ საკრავებს (ხალხური ფორუმი -> გალერეა) ვიწვევ ჩემს მიერ დაფუძნებულ სარეზერვო ფონდ გოგე-, _"GOGE"- მოსაძლიერებლად...

 სარეზერვო ფონდის ამოცანებს შეადგენს, კაცობრიობის წინაშე ფენომენგოგე”- "GOGE"- მიერ გაწეული დამსახურების მოკვლევა და მომავალი... თუმც, უმჯობესია ამის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი ფაქტების მოძიების შემდგომ გესაუბროთ...

 მაშ, ასე! მსოფლიოში მიმოფანტულო გოგე-ფესვიანებო! არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ"სარეზერვო ფონდი ”გოგე” _ სახალისო მოკვლევა... "Re...///”გოგე” _ ძირი გვარისა… ”Goge" _ Surname root...

****

 მაგრამ შემდგომ კი, როცა სოულის წარმოშობის ისტორიას გავეცანი სხვაგვარად დავეჭვდი, ფუნთუშებსჩემეულიდეკლამაციები“ დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country) ხომ არა აქვთ მოსმენილი მეთქი... ცნობისთვის - „ვებსაიტები ინახავს თქვენ შესახებ ინფორმაციას ფაილებში, რომელთაც ფუნთუშებს უწოდებენ. ისინი თავსდება თქვენს კომპიუტერში საიტზე...“ და კიდევარსებობს ფუნთუშები, რომლებიც კიდევ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ. თუნდაც თქვენს მისწრაფებებს, ვებსივრცეში ჩვეულ მოქმედებებს და . . ეს კი ნიშნავს, რომ საიტს შეუძლია თქვენზე მორგებული მასალები შემოგთავაზოთ...“

 მართალია, წლების წინ გამოქვეყნებულ ფირფიტების სევდა /ესე-ნოველა/ -ში  კი ვაღიარე, მეპატეფონის თაობასმივეკუთვნები დაპლასტინკებისმეშვეობით +გამორჩეულად ქართულ ხალხურ სიმღერასლაშქრულს”, ნიკოლაი პაგანინისკამპანელლასდა ფერერასფოქსტროტსვუსმენდიმაგრამფუნთუშებმააღმოაჩინეს, რომ შიგადაშიგსულის ამოძახილიცმხიბლავდა და  „სოულსაცშევირგებდი...

 და წარსულში წამოსროლილმა ჩემეულმა რეპლიკამ –„, კიდო _ Goge Africa“, სხვაგვარი შეფერილობა მიიღო და წლების წინ, ჭაბუკური გატაცებით, ჩემს მიერამოთქმულჩემივე ლექსების აუდიოფაილებზე გადავინაცვლე, რომელიციუთუბზეცააგანთავსებული, მართალია, ახლა კი ვფიქრობ, უმეტესი მათგანი, ჩვეულ რიტმში, რომ  წამეკითხა, ნამდვილად აჯობებდა მეთქი, მაგრამ რამდენიმეს ჩემეული ამონამღერისუშუალობითშემოვინახავდი: დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)

 დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)

 ...ვერ გეტყვით, ქვემოთ გამოქვეყნებული ლექსის სტრიქონები და შესავლის სახით წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი რამდენად დამაჯერებელი იქნება მსმენელისთვის, მაგრამ თავად მე მიმაჩნია, რომ დაინტერესებული პირი, ამგვარადცივად ნამღერსერთხელ მაინც მოისმენს

 ანუ_

 ხომ მხნედ ხარ ქართველო



 https://www.youtube.com/watch?v=pc-vYFFS8GE

 ***

 მიდი მიაწექ / GO AHEAD! Описание: http://1.gvt0.com/vi/UTA_EwqSbuk/default.jpg

 https://yandex.ru/video/preview/4724116430612709098

ბუღა


 და ასე შემდე... იხილეთ – დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)

P.S.

 ჰო, რაც მთავარია, ამ ხეტიალში არსებითს წავაწყდი:

 გოგა

(იმერ.)სახლის სახურავის მთავარი ხე, რომელზედაც მიკრულია სახურავი კოჭები. გადალარტყვის შემდეგ გოგაზე იციან მამლის დაკვლა სახლის გადახურვის აღსანიშნავად.

 ფშავსა და ხევსურეთში საახალწლოდ გამომცხვარი დიდი სამეკვლეო პური.

 See also: თავხე

  ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

 და მთელ ღირსეულიმ ოთხმოცამდე ერთეულისსრული რეაბილიტაცია მოვახდინე...

P.S.

აა კიდო...
1957 წ. სოფელი ნიგოითი
მთლად „გოგასეულ“ მამაპაპურ  ტრადიციას ვერ ასახავს, მაგრამ, აშენებულს, რომ სახურავის „კენწეროდან“ ლოცავენ ნაღდია...
*

მე კი, ამ ფოტომ, წლების მერე, „შინაურ“ და გარე მოშურნეთა მიერ, დარბეული კარ-მიდამო,  „სულის ამოძახილივით“ შემახსენა:

***
ნიგოითის ქედს… 
სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _ 
პირველი ცრემლი და სიხარული, 
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა, 
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული

ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა, 
ლტოლვა და იჭვი, შმაგი სურვილი, 
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული

მოკეთის თბილი, საამო მზერა, 
სტუმართ ჟივილი, ლხინთა ნაკადი 
წყენა, ტკივილი, ჩამქარალი კერა _ 
მოშურნეთ ჩემთაამაგ-ნადავლი”.

უბელო ცხენის ჯირითის კვალი, 
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _ 
იხსნას სამშობლო, მიეცეს ძალი,
 ხარობდეს გმირით ზეცა ქართული

ზღაპარი ესე, და სიყმაწვილე
სიურჩე იგი, გზნებათა ალი
 წრფელი წუხილი: ვინც ვერ შეიცნეს,
ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი

7.04.2006

 პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…”/თბილისი_2010


 ჯ გ.

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

..გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

***

***

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий