უკვე,
აღარც გამიკვირდება; 8 აგვიტოს შებინდებულზე ვაშლიჯვარის „აღმართების აღმართზე“
მდებარე კორპუსის
აივანზე, სავარძელს
„მინდობილი“ ცას
ვუთვალთვალებდი; იქნებ
ვარსკლავი მოვიძიო
და მის
ცქერაში გონება
შევასვენო მეთქი...
და
მოულოდნელად, დასავლეთის მხრიდან, პაწია, თეთრი
„ქულები“ ამოიკრიფ-ამომწკრივდა... ინტერნეტ-ეზოთერიკოსები კი
„წინასწარმეტველებდნენ“ 8 აგვისტოს, ყველაზე
დიდი „პორტალი“
იხსნებაო; ვინ,
რასაც ჩაუთქვამს
აუცილებლად აუსრულდებაო, მაგრამ,მე
მსგავსი არაფერი
მინატრია... გაოცებული
შევცქეროდი, ჩემსკენ,
ცაზე, მწკრივად
მომავალ თეთრად
მოჩინარ, პაწია ქულებს,; რაიმე ასტრონომიელი მოვლენა ხომ
არაა მეთქი,
გავიფიქრე გულუბრყვილოდ, სავარძელიდან წამოვდექი,
რათა, უკეთ
შემათვალიერებინა „იდუმალი მწკრივი“
და ილონ მასკის თანამგზავრებიც გამახსენდა, ისიც გავიხსენე აპრილის
თვეში, საქართველოს ცაზე, როგორც შემსწრენი
„აზიარებდნენ“, ერთხელ
უკვე ეხილათ,
მსგავსი სურათი...
ანუ
„თანამგზავრული ინტერნეტის ეპოქის მოახლოების მაუწყებლები ცაში
— ილონ მასკის
Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს“
„მასკის
განცხადებით, მისი
მიზანია, უახლოეს
ხანებში Starlink-მა
ინტერნეტი მიაწოდოს
დედამიწის ისეთ
რეგიონებს, სადაც
ინტერნეტი აქამდე
არასოდეს ყოფილა.
მისივე თქმით...“
„სერვისის
ამოქმედების შემდეგ,
Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობას და
ქსელთან წვდომას
„სფეის იქსის“ სპეციალური მიმღები
ყუთით შევძლებთ.“
„დედამიწის
დაბალ ორბიტაზე
დაგეგმილია ... დაახლოებით 40 000 თანამგზავრის გაშვება.“
„ამჟამინდელი ბეტა სერვისის
ფასი თვეში
99 დოლარია. ამას
გარდა, მოგიწევთ
ერთჯერადი ხარჯიც
— აღჭურვილობა, რომელიც
499 დოლარი ღირს.
აღჭურვილობაში შედის
თანამგზავრული თეფშის
სამაგრი, თეფში
და ინტეგრირებული Wi-Fi როუტერი.“
„თანამგზავრებთან კომუნიკაციისათვის, კომპანიამ მთელ
მსოფლიოში ააგო
სიგნალების გაცვლისათვის საჭირო „კარიბჭეები“; ამავე
დროს, ექსპერიმენტულ ცდებს გადის
ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც პირდაპირ
თანამგზავრებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა
და „კარიბჭეები“ საჭირო აღარ
იქნება.“
აი,
ამ „ლაზერული
ტექნოლოგიის“, მეშვეობითაა, ალბათ,
-ილონ მასკი
ვენესუელის
პრეზიდენტს
ნიკოლას
მადუროს
„კოსმოსიდან
ულვაშების
ატრუსვით“, რომ დაემუქრა“
ის
მინდოდა მეთქვა,
მომავალში, კოსმოსიდან, გაჯიუტებულ ინდივიდებზე, ლაზერული „ზემოქმედებანი“ ალბათ გახშირდება...
ახლა ვერც იმას
ვიტყვი, ვინც მთავრობაში ხართ, ან იქითკენ მიისწრაფვით, ყველამ წვერულვაში და თმა გაიპარსეთ
მეთქი, ლაზერის სხივს შესაძლოა, გაპარსულები უფრო მოსწონს, მაგრამ, ერთს კი გავამხელ, მთლად, ისეც ნუ მივიყვანთ საქმეს,
მაინდამაინც, კოსმოსიდან გახდეს ჩარევა...
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
***
Комментариев нет:
Отправить комментарий