„ჭაბუკები დარჩნენ მარად“
აგერ ახლა, ფეისბუქმა გვაცნობა:
“ საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა
2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება ,,ქართულმა’’ გამოთქვა სურვილი, გარკველი წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება ქართულმა ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა...“
და ასე შემდეგ...
ალალად გავიხარე, მოწონებაც გამოვხატე და კომენტარის დამატებაც მოვინდომე: გილოცავთ...
და თუ, საყვარელი პოეტისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის გამოცემას გადაწყვეტთ... იმედია, მისდამი „სახელდებული“ ლექსებიც იმრავლებს...
ლადოსადმი მიძღვნილი, სახელოვან პოეტთა ლექსებიც თან დავურთე, მათ შორის ჩემიც, მაგრამ, ეტყობა, ასო-ნიშნთა სიმრავლის გამო, ვერ აისახა... ვისაც მოესურვება შეიძლება იხუმროს; კომენტარი, შენმა ლექსმა დაამძიმა და მიტომცო...
მაგრამ, ამასწინათ, იმ ლექსიდან, ერთი სტროფი, ფეისბუქში გამოქვენებულ ჯაჭვის პერანგს დაურთეს და ალბათ ამან წამახალისა:
დანარჩენი თქვენ განსაჯეთ...
აი, გასაგზავნად შემზადებული ლექსებიც:
იოსებ ნონეშვილი - ლადო ასათიანს
სოფელი ბარდნალა და ციხე მურის.
კლდეებზე ცისარტყელა ბონდის ხიდად...
ჩვენ, როგორც ძველი ღვინო ლეჩხუმური,
უცებ შენი ლექსი მოგვეკიდა.
შენი
ოცდაექვსი
წელიწადი,
ასე ამაყი და რაინდული,
შენ სხვაგვარ ცხოვრებას არც იწადდი.
ბედი სასიკვდილოდ დაიმდურე.
ტატოს
ასაკსაც
ვერ
მოესწარი.
ბედს ვერ გაუმკლავდი უცხო ზნიანს...
ქართველ პოეტთაგან ასე მცირე ხანი
ამქვეყნად არავის უცხოვრია.
მაგრამ
წელიწადი
ოცდაექვსი
რამდენ ოცდაექვსის სადარია,
რამეთუ სისხლი ჩვენი შენმა ლექსმა
ბევრჯერ აღაგზნო და გადარია.
რამეთუ
შეგვყივი,
ძმაო
ლადო:
- მზემ ჩვენმან დაგვათროს და აგვამღეროს.
ხალხში ლექსად უნდა დავიბადოთ,
სიმღერად დავებედოთ საქართველოს.
შეგვძახი:
- მზეს
შევხვდეთ
სისხამ
დილით,
მგოსანს დუნედ ყოფნა არ ეგების.
ვიყოთ ჯიუტი და პირდაპირი,
ფეხქვეშ ნურავის ნუ გავეგებით!..
...ღმერთმა
ნურასოდეს
მოგვიშალოს
შენი შეძახება ვაჟკაცური...
ჯერ ხომ სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
ფეთქავს საქართველოს ცხელი გული.
...სოფელი
ბარდნალა
და
ციხე
მურის,
კლდეებზე ცისარტყელა ბონდის ხიდად...
ჩვენ, როგორც ძველი ღვინო ლეჩხუმური,
უცებ შენი ლექსი მოგვეკიდა.
***
მურმან ლებანიძე - ლადო
ლადო ასათიანს
კორტოხზე პურის ძნა,
ჭალის ყანაში მარტო
ჩემი უფროსი ძმა,
ჩემი ლადო.
სიმინდი
იდგა
ტყედ
-
სვრელი გაჰქონდა ფართო,
ყანას თოხნიდა მხნედ
ჩემი ლადო.
სამხარი
ჩავუტანე
ჩრდილში,
ღვინო დაგვიწყნია რადო?
ლექსი წავუკითხე შიშით
ლადოს.
მითხრა:"
ბევრი
წერსო
დღეს!
უნდა ოც წელიწადს რანდო.
სახლში წაიძღვანო თხებს!" -
ლადომ.
ცრემლი
მომებჯინა
ყელში:
- ვითომ რატომ?!
შენ ვის დაუწუნე ლექსი,
ბიჭო, ლადო!
ბექიდან
ბელტები
ხვდება,
კენჭს ეძებს:
"შეშლილხარ მთლადო!"
იცინის, სიცილით კვდება
ჩემი ლადო.
...სოფლისკენ
მივდენი
თხებს
და პირველ ლექსებზე ვდარდობ;
ჭალიდან თავის სიგრძე ხელს
მიქნევს ლადო....
კორტოხზე
პურის
ძნა,
ჭალის ყანაში მარტო
ჩემი უფროსი ძმა,
ჩემი ლადო.
სიმინდი
აუშლია
ტყედ,
წინ სვრელი მიუძღვის ფართო,
სველ მიწას შემოიყრის ზედ
შიშველ ფეხებზე ლადო.
ვაი,
შე
დიდფეხა,
შენ!
ვაი შე დიდგულა ლადო!
რა მიწა გაგაგრილებს შენ,
მაგ შენი ფეხების პატრონს!
ოი,
შე
ქილიკა,
შენ!
ოი, შე ლექსების ჯადო!
ცოტა გავიზარდო ჯერ,
ბიჭო, ლადო!
ბარდნალას
მივდენი
თხებს
და ლადოს სიმაღლეს ვნატრობ...
ჭალიდან თავის სიგრძე ხელს
მიქნევს და მიცინის ლადო.
***
\1943 წლის 23 ივნისს ლადო ასათიანი გარდაიცვალა.\
*
სისხლით ნაკვერი ჯაჭვის პერანგი
ლადო ასათიანს
ჩამომსხვრევია
კოშკს
ქონგურები
და
ნატერფალი
მოჩანს
დევკაცის,
მრავლად
ყოფილან
აქ
მომხდურები,
მაგრამ
გვიცავდა
ჯიში
მთაკაცის…
ფერა
და
ფერა
მახვილი
ქალმა,
ქალმაც
აისხა
მერე
აბჯარი,
ბევრ
ქაჯს
უწია
მისმა
ისარმა,
წყალმა
წაიღო
ფლიდთა
ლაშქარი…
მერე
შვილებმა
იწყეს
მოზიდვა
დევკაცის
მშვილდის
ნადიდგორალის,
სიკვდილმა
ჩვენიც
მრავლად
მოთიბა,
კოშკს
შერჩა
სისხლი
ნაამბორალი…
სისხლით
ნაკვერი
ჯაჭვის
პერანგი,
მთვარის
შუქს
ერთვის
და
წითლად
ღუის,
და
იკლაკნება
მტერი
ვერაგი,
კოშკს
იქით,
ხევში
უღონოდ
ყმუის…
28.06.2002
ჯანრი გოგეშვილი
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010
აქვე, ამ ლექსიდან ფეისბუქზე „გაზიარებული“ სტროფიც...
ჯაჭვის პერანგი და აქსესუარები - ნიკოლოზ ბუჩუკური
,,სისხლით ნაკვერი ჯაჭვის პერანგი,
მთვარის შუქს ერთვის და წითლად ღუის,
და იკლაკნება მტერი ვერაგი,
კოშკს იქით, ხევში უღონოდ ყმუის…"
ვიღაც გაიკვირვებს, კი მაგრამ, ლექსში, ლადო, რომ ერთხელაც, არაა ნახსენებიო... ასე გამოვიდა, განწყობა ჩამჩურჩულებდა ლადოსიაო, პწკარებში, ლადოს სული ტრიალებსო...
ლადო ასათიანი, ისე, როგორც, ჩემი თაობის, მრავალმა ქართვლმა, მეც, ყმაწვილობიდანვე უსაყვარლეს პოეტად გავითავისე და მის ბედკრულ ყოფასაც განვიცდიდი.
ალბათ, ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა, მეოცე საუკუნის გამორჩეულ ლიტერატორისადმი, უმთავრესად კი ავტორისა წიგნისა „ჭაბუკები დარჩნენ მარად“ ნიკა აგიაშვილისადმი, _(ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1903 — გ. 27 ნოემბერი, 1984) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968) _ჩემი ალალი პატივისცემის და მეგობრული ურთიერთობის დაფუძნებაში...
წიგნის ანოტაცია კი შგვახსენებს:
„ეს წიგნი ეხება უდროოდ დაღუპული ნიჭიერი პოეტების - ლადო ასათიანის, ალექსანდრე საჯაიას, მირზა გელოვანის, გიორგი ნაფეტვარიძისა და სხვათა ცხოვრება-შემოქმედებას, რომელთაც ადრიანად მოასწრეს დავაჟკაცება და ჭაბუკები დარჩნენ მარად. მკითხველი გაიცნობს მრავალ საინტერესო მოვლენას იმდროინდელი ქუთაისისა და თბილისის ცხოვრებიდან.“
ჰო, იგი, წუთისოფლის ავბედითობის გამო, ამ ნიჭირ შემოქმედთა გამორჩულ ჭირისუფლად, გულშემატკივრად გვესახებოდა, მაგრამ, მე უპირველესად, მაინც ლადოსა და მისი შემოქმედებისადმი, მისი ძმური თანაგრძნობით გამთბარი ურთირთობა მქონდა განცდილ-გათავისებული.
ბატონ ნიკას, მაშინდელ „ახალგაზრდა“ მწერლებთან, ისრდაც თბილ ურთიერთობებს იჩენდა და გამომცემლობა „მერანში“, მისულთ გულღიად გვხდებოდა. (იმჟამად, „მერანში“, თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ მუშაობდა...) საუბარში, ხალისიანად ჩაურთავდა გონებამახვილურ მოსაზრებას... მოკლედ, „ჩვენიანად“ მიგვაჩდა და ერთხელაც, გადავწვიტე, რომელსამე რესტორანში, მისდამი პატივისცემის ნიშნად და მის ნაადრევად დაღუპულ მეგობართა მოსაგონრად, მცირე წვეულება გაგვემართა. მაშინდელმა ჩემმა საძმაკაცომ, თითქმის ერთხმად მოიწონა ეს აზრი და მალე, საღამოხანს, მაშინდელი სასტუმრო „ივერიის“ ბოლო სართულზე მოქმედ რესტორანში აღმოვჩდით.
სამახსოვრო სუვენირის შერჩევა მე ვითავე, კარგა ხანს ვეძებე მეულესთან (პოეტი ცირა გოგეშვილი) ერთად და ბოლოს, მარჯანიშვილზე მდებარე უნივერმაღში, საჩუქრების სექციაში, სერვანტესის ბიუსტს მისადაგებული მინიატურული მინი-ბარი შვარჩიე.
შებინდებისას, საბანკეტო დარბაზში გაშლილ სუფრასთან, ოცდაათამდე „ახალგაზრდა“ ლიტერატორი შეგროვდა.
ბატონ ნიკა, ჩვეული უშუალობით და სიხალისით ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ სავარძელში.
მე რამდეიმე სიტყვით, მისდამი პატივისცემა გამოვხატე და საზეიმოდ გადავეცი სერვანტესის ბიუსტს მისადაგებული „მინი-ბარი“, რომელსაც ქართული კონიაკიც ამშვენებდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბატონი ნიკა, ამასთანავე ავტორია მონოგრაფიისა: "სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა).
მან გულთბილი მადლობა გადაგვიხადა და სუფრა დალოცა.
თამად, ბატონი აკაკი ჯორჯაძე დავასახელე; იგი,ჩვეული სიდინჯით გაუძღვა სუფრას.
მერე, კარგად, რომ შეღამდა და ბატონი ნიკაც გამოგვემშვიდობა, მგონი ავთანდილ ადეშვილის თუ მიხეილ ქურდიანის ინიციატივით სუფრასთან ბატონი აკაკი ბაქრაძე შემოგვიერთდა. რა თქმა უნდა, გავიხარეთ, უკვე შეზარხოშებულები კი ვიყავით, მაგრამ, მასთან ურთიერთობამ თავისებურად „შგვაფხიზლა“.
მერე, საიდანღაც, ჩემთვის უცნობი ფოტოგრაფიც შემოგვემატა, სხარტად, გვიღო სურათები, მაგრამ, როგორც ნაბახუსებზე გაირკვა, ჩემთვის, ის, ინკოგნიტოდ მოვლენილი „მესურათე“ სამუდამოდ გაუჩინარდა, და მის მიერ გადაღებული „კადრებიც“, თვალითაც არ მინახავს. მერე, ერთი, ჩემზე გამოცდილი თანამოკალმე მეხუმრებოდა, თქვენი ფოტოები, ინაურს, თავის კაბინეტში კედელზე აქვს გაკრულიო.
სიტყვას მოყვა და გავიხსენე, მგონი ერთგან, ეს ეპიზოდი, რომელიღაც მოგონებაში აღწერილიც მაქვს. მაგრამ, ეს მოგონება უშუალოდ ლადო ასათიანისადმია მიძღვნილი და ვგონებ, გამეორებად არ ჩამეთვლება.
აქვე, ქართველთა სულებში მოელვარე მშვენიერებისადმი მიძღვნილი, ლადოს „ყაყაჩოც“ გამახსენდა:
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!
და მეხსიერებაში შემორჩენილი, ჩემეული სტრიქონებიც გავიხსენე; ისე, თანამემამულეთა სულების ამაელვარებელი პოეტის გვარსახელი არც აქაა ნახსენები...
… მერე გოგონამ აიშვა თავი,
ცხრა წლის ფერია ანა-ანიტამ;
”მე დღეს ყაყაჩო შემომხვდაო…”
ხვედრი ხვედრია,
და მიგვიძღვოდა სიტყვა-გენია…
ჯ.გ.
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий