Translate

воскресенье, 25 августа 2024 г.

არვის ვემდური, იხაროს ყველამ...

სიკეთე ყველას...
 სიკეთე ყველას...

სიკეთე ყველას, ვისაც ვახსოვარ,

ან, მიმივიწყა და არც ვადარდებ;

არვის ვემდური, იხაროს ყველამ,

ისედაც, ბევრი საფიქრალი აქვთ...

ნიშნს არვის ვუგებ, ისევ შევხარი

ქალის სიტურფეს და სათნოებას,

ისევ ვქომაგობ  ქართულ მეობას,

იხილეთ სელფნი „დამაიდებლად“...

ჯ.გ.





***
P.S. ფეისბუბმა შემახსენა და...

 Janri Gogeshvili

9 სექტემბერი, 2022  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“

...ამბობენ, ადამიანი ცივილიზაციის დაუსრულებელი პროექტია და არც არვინ იცის, როგორ დასრულდება, ან საერთოდ, დასრულდება კი…

მაგრამ ერთი ნათელია, ხანდაზმულობისას, თუნდაც სიბერეში, ”ასაკი”, ისე ძალუმად გეალარსება, რომ… საკუთარი ”ჰაბიტუსის” გადამოწმება, ”სამედიცინო შემოწმებას” მოჰგავს…

*

”თმენას” აფერადებს …

დრო-ჟამის ”ქაფი”, არც არვის დაინდობს,

მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები,

უნდა ცხადად ვიგრძნო, თქვენი სიახლოვე,

თორემ, სულს მიღონებს ყოფის შაბლონები…

მრავალი რჩევაა იღბლის გასაწვრთნელად,

თუმცა, უიღბლობას ლოცვითაც ვერ შველი,

სიცოცხლის შეგრძნება ”თმენას” აფერადებს;

მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები…

/ჯ.გ./

https://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/…/poetry…

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.



***
და აგერ ახლა –
სტუმრობისას -
შაბათი, 14 სექტემბერი
"არ დაიჯერო"
თეატრი ჰარაკი...

                                                                                  *
                                                                               ბლოგთა კრებულის საძიებელი
***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий