Translate

четверг, 5 сентября 2024 г.

ყარამან ყანთელთა ფსიქოტიპები, ანუ „მხსნელთა“ მოვლინება... (პუბლიცისტური შენიშვნა)

 „მხსნელთა“ მოვლინება... (პუბლიცისტური შენიშვნა)

 აგერ ახლა, მორიგ პუბლიცისტურ შენიშვნაში, /„მიღრეკილი დიქტატურა“/პუბლიცისტური შენიშვნა/ განვითარებულ თხრობას მოჰყვა და გარკვეული თაობის ლიტერატურის მოყვართულთათვის ავღნიშნე _სახალისოდ მაინც, მოიძიეთ „შაურიანი წიგნები“... _  ქართულ ინტერნეტრნეტში, ამ მიმდინარების შესახებ, მრავლად და ნაირფერადაა მოთხრობილი; „საჭაშნიკოდ“ მხოლოდ ერთ მათგანი მოვიხმე: „შაურიანი ლიტერატურის“ ბრწყინვალება და სიღატაკე (ჯიმშერ რეხვიაშვილი), იქვე „ორაზროვნულად“ მივადევნე: ქრონიკულად ნუ შეიძულებთ, ქვეყანაზე უანგაროდ მოფიქრალ ქართველთა აზრს...

ოღონდ, ამ შემთხვევაში, ჩემი ყურადღება, იმან მიიქცია, რომ, იმჟამინდელ კითხვისმოყვარულ ქართველთა შორის, უზარმაზარი ინტერესით  სარგებლობდა... უმჯობესია, ერთ ამონარიდს მოვიხმობ: „ძველად ყველა ქართულ ოჯახში ,,ვეფხვის ტყაოსანთან'' ერთად ,,ყარამნიანის'' უზარმაზარი ხელთნაწერიც ინახებოდა (2500 გვერდიანი!) ,,მზითვის სიები" ხომ უყარამნიანოდ იშვიათი მოვლენა იყო! ამ წიგნს ერთნაირის ხალისით ეტანებოდა, როგორც დაბალი ხალხი ისე მაღალი საზოგადოება.“

არადა, მდაბიურად, რომ მოვუქციოთ: სად ,,ვეფხვის ტყაოსანი'' და სად ,,ყარამნიანი'', მაგრამ, ასრე არს „ადამიანის“ ბუნება, დროის „საქარავნო გზაზე“ მდარესაც, ისევე ცნობისმოყვარედ ეტანება, როგორც გენიალურს.

„ყარამანიანის“ ქართული „თავგადასავალი“ ამგვარია: იგი „ერეკლე მეორის სიძეს, სახელოვან სარდალს დავით ორბელიანს, რომელსაც კარგად სცოდნია სპარსული, ირანიდან ჩამოუტანია „ყარამანიანის“ სპარსული დედანი („დასთანე ყაჰრამანე ყათელი“ — „ყაჰრამან მკვლელის ამბავი“) და უთარგმნია 1762-74 წლებში. ქართული თარგმანი ზუსტია, განსხვავებებს ვარიანტული ხასიათი აქვს, ზოგჯერ გადმოღებულია ჩანართი ლექსები. „ყარამანიანი“, ისევე, როგორც ამ ტიპის სხვა სარაინდო თხზულებანი, მაღალი მხატვრული ღირსების არაა. სიუჟეტის დახლართულობა, ურიცხვი და ერთმანეთს მიმსგავსებული პერსონაჟები, ტრაფარეტული ტროპიკის სიჭარბე ერთფეროვნებას ანიჭებს ამ ძეგლს. მაგრამ იგი მაინც იპყრობს ყურადღებას სადა და ლექსიკურად საინტერესო, ცოცხალი სასაუბრო ენით, თხრობის უშუალობით, რეალისტურისა და ფანტასტიკურის ბუნებრივი შერწყმით. შემთხვევითი არ არის ის დიდი პოპულარობა, რომლითაც „ყარამანიანი“ სარგებლობდა საქართველოში. ტექსტი რამდენჯერმე გამოიცა იაფი წიგნაკების სახით“

თუმც, ანტონ ფურცელაძე (1838-1913), ბევრად მკაცრია; „ულოღიკოს ფსევდონიმით ,,ყარამნიანის'' შინაარს ,,დანჯღრეულ და გალაღებულ ოცნების სიზმარს ადარებს''. 13“

საუკუნეთა მანძილზე, ქართველთათვის „ვეფხისტყაოსანი“ ქართველთა ბიბლიასთან იქნა გაიგიავებული; „ყარამანიანიდან“ კი, ძირითადად, ამგვარი გამოთქმა შემორჩა: "შენც ახლა ყა­რა­მან ყან­თე­ლი არ მყავ­დე"

მაგრამ, „შაურიანი წიგნების“ ეპოქაში: „საკმარისი იყო სულგანაბულ მსმენელებს გაეგონათ ყარამნიანის მეტაფორა: ,,სეილან-ჯადო და ქალან-ჯადო ვეშაპებზე შესხდნენ და გველები მათრახებად დაიჭირეს'', ან-და მოესმინათ: ყარამანმა, ამ ას ოთხმოცდა ჩხრამეტი წყრთის სიმაღლის კაცმა, როგორ დაიკივლა, როგორ ასწია ,,ყაფის მთა'' და სამი დღის განმავლობაში როგორ ეჭირა ხელში ასე აწეული, რათა თავისი ლაშქარი ქვეშ გაეტარებინა, რომ მსმენელები ბავშვურ აღტაცემაში მოსულიყვნენ და საერთი ყიჟინა აეტეხათ.“

აქ კი, საყურადღბო ისაა, რომ ქართველთა, განსაკუთრებით „ყოჩებად“ მოვლენილ პოლიტიკოსთა ფსიქოლოგიაში, შიგადაშიგ ყარამან ყანთელის გროტესკულობა, ერისთვის საბედისწეროდ ვლინდება: ისინი, თავიანთ საარჩევნო დაპირებებში, აზარტულად აიტაცებენ, წლობით ჩახერგილ პრობლემებს და ერი და ბერი „სამშვიდობოს“ გაჰყავთ... ავანტიურისტული გათვლებით წყვეტენ სიღატაკის, ვერაგი მტერის მიერ, მიტაცებული მიწაწყლის დაბრუნების, ამჟამინდელ „გაევროპელებასთან“ შეუსაბამობაში მიჩეხილ, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის, გამიზნულ  „ქმედებებს“; თითქოს,  ,,ყაფის მთა'' ფანტასტიურ ყარამანივით, ხელში საიმედოდ ჰქონდეთ ატაცებული...

ამ ქვეყნის ამომრჩეველთა ნაწილი კი, ისევ და ისევ, მინდობილად ეიმედებიან „მხსნელთა“ მოვლინებას...

ჩემი მოკრძალებული განსჯით, წლობით „გორდიას კვანძად“, ქცეულ პრობლემებს, ასე, ერთბაშად, მართებულად, ვერც პოზიცია „დააცალკევებს“ და ვერც ოპოზიცია; მაკედონელევით ერთი დარტყმით გადაჭრა კი, ანუ „ხმლით და არა დიპლომატიით“ სხვაგვარ რესურსებს ითხოვს... ქვეყნის სამხედრო აღმავლობის, „უხმაუროდ“ გაძლიერებასთან ერთად, „ქართული გზის“ დაკვალიანება;  „ევროკავშირთან“, შეერთებულ შტატებთან მორიგება, ისევ, დიპლომატიური სვლებით გვერჩივნოს...

და მსოფლიოს „რეკონსტრუქციის“ მსვლელობისას, რუსეთის ამჟამინდელი „ხუნტა“,  ქართული სახელმწიფოს პარტნიორად, ვერაფრით, ვერ მოიაზრება,,

მთავარი კი, ისაა; ქართული პოლიტიკა ყარამან ყანთელთა ფსიქოტიპებით, პერმანენტულად არ უბერავდეს... და „აღტყინებულ მასების“ ყიჟინამც, მართალი აზრი, გამუდმებით არ წალეკოს...

ჯ.გ.

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
*

© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

 

Комментариев нет:

Отправить комментарий