Translate

воскресенье, 8 сентября 2024 г.

უცხოპლანეტელთა აგენტობა ბევრად პრესტიჟულია (ლუსტრაციის კანონის ალტერნატივა)

უცხოპლანეტელთა აგენტობა ბევრად პრესტიჟულია იდეა, ჩემი მივიწყებული ფსევდონიმის გახსენებამ შთამაგონა. უფრო სწორად, იმ ფსევდონიმით დამოწმებულმა, 1998 წლის ნოემბერში, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მის აღმატებულება კოფი ანანისადმი, გაზთ გაკეთებულმა მიმართვამ, რომელშიც, ბატონ კოფის, დაბეჯითებით ვთავაზობდი, ლუსტრაციის კანონის ალტერნატივად, მედიასივცეში მობობოქრე კოსმიური შეთქმულების ფააქტებზე შექმნილი ვერსია განეხილა.

მოგაწვდით უტყუარ ფაქტებსაც...

მწიგნობრულ-მისიონერული

გაზეთი

„...ნუ დაჰფარავ ჩემგან ცნებთა შენთა...“

/ საქმიანობის მიზნები _ სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეთა ნებიდან დასახული თავგანწირვის მზაობის განმტკიცება. /ფონდის არქივიდან /

 

დიახ, ჯერ კიდევ, გსულ საუკუნეში, სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით, შევეცადე, კაცობრიობა უცხოპლანეტელთა ძალმომრეობისგან დამეცვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიოსიდუმალი მთავრობა“, ამგვარ ინტრიგებში, გაეროს, არც არაფერს ეკითხებოდა, თუმც, ბატონ კოფის, განათლებულ, შავტუხა მდივანს, ისე ყინჩად ეჭირა თავი,  მეც კი გავბრიყვდი...

მაშ ასე:

ვიღაცისთვის რეალობა, თქვენთვის კი, -მხოლოდ გროტესკის სფეროდან

(ლუსტრაციის კანონის ალტერნატივა)

უპირველესად ბატონო კოფი გულითადად გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას და ამ მაღალი, საპატიო პოსტის სამერმისოდ შენარჩუნებას. რაც, ასე მთავარია, პირადად თქვენი ოჯახის, თქვენი სანათესაოსა და ხელქვეითა საკეთილდღეოდ.

დღევანდელობის სენი, ფითრივით, რომ მოდებია ჩვენს ყოფას და სულს გვხდის. რევოლუციების ფონზე აღმოცენებულ გაორებულთა ადაპტაციის დაუსრულებელი პროცესი გახლავთ. რაც, თავისთავად, მსოფლიო წესრიგის დამყარებას სრულ საშიშროებას უქმნის.

  ყოველივე კი, იმკოსმიური შეთქმულებისკვალდაკვალ ვითარდება, რომლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. როგორც იქნა გამოქვეყნდა მსოფლიო პრესის ფურცლებზე.

საქმე ეხება უცხოპლანეტელებისა და აშშ- შორის დადებულ სრულიად საიდუმლო ხელშეკრულების (რასაც, როგორც ჩანს, ზოგი სხვა ქვეყნის, მსოფლიო ინტრიგებში კარგად გარკვეული წარმომადრენელიც შეუერთდა).

არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი ბაზები, მოხდა ტექნოლოგიის გაცვლა, მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ უცხოპლანეტელები გვატყუებენ.

მფრინავი თეფშებისმიერ მოტაცებული ადამიანთა რიცხვი დღითი დღე მატულობს...

დოქტორ ჯოზეფ ჰაინეკის თქმით დედამიწის მკვიდრთა გარკვეულ ნაწილს ჩამონტაჟებული აქვს, რაღაც გადამცემი და უცხოპლანეტელები თავისებურად მანიპულირებენ ხალხის მასებით.

ჩვენი პლანეტის ამა თუ იმ ხელისუფალთა მიერ, სტუმრის სტატუსით შემკულიჰუმანოიდები“, როგორც ჩანს ადამიანებს, გამალებით იყენებენ ჰორმონალური სეკრეციის მისაღ ებად. ატარებენ გენეტიკურ ექსპერიმენტებს.

თავიანთ ხომალდებზე, სპეცლაბორატორიებში გამოჰყავთ ჰიბრიდები.

დაფიქსირებულია როტაციული მოტაცების შემთხვევები, როდესაც მოტაცებულები, ამგვარ რამეებს, ბავშვობაში გადახდენილ გაბცდებთან აიგივებენ.

აღსანიშნავია რომ,  განმეორებითი მოტაცებები ხორციელდებასპეცგადაცემებისშესაცვლელად და ინდივიდის განვითარების შესასწავლად...

ბატონო კოფი, შეგახსენებთ, რომ ყოველივე ეს ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცხვირწინ.

ესა თუ ის სახელმწიფო მოღვაწე სახალხოდ, თითქმის ყოველდღიურად აცხადებს, რომ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა წარსულთან, მაგრამ, როგორც საქმის ვითარებიდან ჩანს, „უძრაობის ხანაშიჩამონტაჟებული გადამცემი, მჭიდროდ აქვს ტვინში ჩარჩენილი და ნებსით თუ უნებლით (შესაძლოა ქვეცნობიერად) , კვლავაცვერბოვშჩიკებისმითითებებს ასრულებს...

უმორჩილესად გთხოვთ,  დაუყოვნებლივ გაერკვეთ საქმის ვითარებაში დეა მიიღოთ სასტიკი ზომები უცხოპლანეტელთა ვერაგული შემოტევების აღსაკვეთად.

უპირველესად კი, გამოაქვეყნოთ იმ ქვეყნების ხელისუფალთა სია, რომლებიცუცხო ცივილიზაციებთანასე უზრუნველად თანამშრომლობენ და მათ აგენტურა წარმოადგენენ ჩვენს პლანეტაზე.

პატივისცემით ჯაი გოგე

 დიახ, ამგვარად მოვაწერე ხელი, რათა განელ დიპლომატს , ბატონ კოფი ატა ანან, თავისიანად შევეცანი, მაგრამ პასუხიც არ მაღირსა...

და ათწლეულების შემდეგ გასაიდუმლოებული პრობლემა, ჩვენს ქვყანას ზვავით დაატყდა თავს...

ამ გადასახედიდან ვფიქრობ, უცხოპლანეტელთა გავლენის აგენტის სტატუსი მოპოვება, ბევრად უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ბანალურ უცხოურ აგენტებად დაშტამპვა...

ჰოდა, ნუ დააყოვნებთ...

ჰო, გვერდს ვერ ავუვლი; ფსევდონიმი ჯაი გოგე, მერმედ აღარ გამომიყენებია; ჰოდა, ახლა მოვიკვლიე, სახელი ჯაი ინდოეთსა და ბუტანში გვხდება, ერთი ორი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა... ამგვარად, ფანტასტიკური ფილმების გმირებსაც ღირსებით უხმობენ, მაგრამ, მე მის ქართულ ფესვს ვარ მინდობილი.

 ჯაი

მესხ.

ჭაღი (. მაისურ.).

Source: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. . 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974

ჭაღი კი, ხატოვნადჩირაღდანთანცკია გაიგიავებული...

მაგარია, მერე მსგავს მიმართვებს შესაძლოა, ასეც მოვაწერო:

გოგე ჩირაღდანი

აქვე ბრაუზერში, ფილმიადამიანი ჩირაღდანიგამოსხლტა; იმედია, დამინდობთ...

ჯ.გ.

P.S.

უცხოპლანეტელთა გავლენის აგენტის სტატუსი მოპოვება, ბევრად უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ბანალურ უცხოურ აგენტებად დაშტამპვა...

ჰოდა, ნუ დააყოვნებთ...

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 

Комментариев нет:

Отправить комментарий